მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქართველი ქალი UFC-ში - ლიანა ჯოჯუას ტრიუმფი და ხელმოტეხილი მეტოქე
პირველი ქართველი ქალი UFC-ში - ლიანა ჯოჯუას ტრიუმფი და ხელმოტეხილი მეტოქე

ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა ლი­ა­ნა ჯო­ჯუ­ამ დღეს, 16 ივ­ლისს, UFC-ის "მებ­რძოლ­თა კუნ­ძულ­ზე" გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. მან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე დი­ა­ნა ბელ­ბი­ცე პირ­ვე­ლი­ვე რა­უნდში მტკივ­ნე­უ­ლი ილე­თით და­ა­მარ­ცხა. ილე­თის გა­კე­თე­ბის დროს დი­ა­ნას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არ ნებ­დე­ბო­და და თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბა­ში ხელი მოს­ტე­ხა. ჯო­ჯუ­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხზე ისა­უბ­რა.

"ძა­ლი­ან მინ­დო­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი მო­ვას­წა­რი. ჩემი ნივ­თე­ბიც ვერ ავი­ღე ჯერ. ბრძო­ლის შემ­დეგ დე­ი­ნა უა­ი­თი მო­ვი­და ჩემ­თან და მო­მი­ლო­ცა. ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. შემ­დეგ უამ­რა­ვი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რეს. მინ­და მო­ვი­ნა­ხუ­ლო მო­წი­ნა­აღ­მდე­გე.

არას­დროს მქო­ნია სურ­ვი­ლი, ვინ­მეს ასე­თი ტკი­ვი­ლი მი­ვა­ყე­ნო და რამე მოვ­ტე­ხო. ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ მალე დამ­ნებ­დე­ბო­და, მაგ­რამ არ დამ­ნებ­და და შე­დე­გად ხელი მოს­ტყდა.

წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის შეც­ვლა და­დე­ბი­თად აი­სა­ხა. აქამ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მონ­სტრებს ვხვდე­ბო­დი. ისი­ნი ჩემ­ზე ბევ­რად დი­დე­ბი იყ­ვნენ. ახლა, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში, ისე ვარ", - აცხა­დებს ლი­ა­ნა ჯო­ჯუა.

"მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის! ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბაა, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მომ­ზა­დე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბო­და! მსოფ­ლი­ოს­თვის ამ რთულ პე­რი­ოდ­ში სულ ერთი თვე მქონ­და მო­ზა­დე­ბის­თვის, ვერ წარ­მო­იდ­გენთ რამ­ხე­ლა ზა­ლის­ხმე­ვა და რამ­დე­ნი შრო­მა დამ­ჭირ­და, რომ ამ დრო­შო ჩავ­ტე­უ­ლი­ყა­ვი", - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ლი­ა­ნა ჯო­ჯუა.

25 წლის ლი­ა­ნა ჯო­ჯუა მოს­კოვ­ში შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის მფლო­ბე­ლი, პირ­ვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი ქა­ლია. ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში - MMA-ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ შე­რე­ულ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას და­ე­უფ­ლა. რინგზე "ღა­მის კოშ­მა­რი" მა­რი­ნა მახ­ნატ­კი­ნა გა­მო­იწ­ვია და და­ა­მარ­ცხა კი­დეც. "ქარ­თვე­ლი მგე­ლი" - ასე ეძა­ხი­ან ლი­ა­ნას და მა­საც მოს­წონს ეს მეტ­სა­ხე­ლი. ყო­ვე­ლი ბრძო­ლის წინ პირ­ჯვარს იწერს, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი - სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯო­სო, ომა­ხი­ა­ნად დას­ძა­ხებს ხოლ­მე.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჟურ­ნალ "გზა­ში" 2 წლის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"20 წლის მან­ძილ­ზე სულ ორ­ჯერ ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი მა­ინც ვიცი. ან­ბა­ნი დე­დამ მას­წავ­ლა. მა­მას დამ­სა­ხუ­რე­ბაა უფრო მე­ტად, რად­გან გვთხოვ­და, სახ­ლში ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლად გვე­ლა­პა­რა­კა. მა­მა­ჩე­მი მეგ­რე­ლია, მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნი დან, დედა კი ღამ­ბა­ში­ძეა გვა­რად, სუ­რა­მი­დან..."

"ყო­ველ­თვის სი­მარ­თლის მხა­რეს ვი­ყა­ვი და თუ ვინ­მეს აწყე­ნი­ნებ­დნენ, ვეხ­მა­რე­ბო­დი. ამ­ხა­ნაგს დე­და­მის­ზე რა­ღაც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო უთხრეს, მე გა­მო­ვე­სარ­ჩლე და კა­მა­თის დროს სა­ჭი­დაო ილე­თის გა­მო­ყე­ნე­ბით ძირს და­ვაგ­დე. იმათ სა­ჩი­ვა­რი და­წე­რეს... თა­ვი­დან ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო მშობ­ლე­ბი გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, უარს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ახლა კი მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ და ამა­ყო­ბენ კი­დეც..."

"ზოგ­ჯერ კი მე­ცო­დე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ ჩხუბ­ში ვე­რა­ვის და­ინ­დობ. თუ შე­ი­ცო­დებ, აქეთ გაგ­ლა­ხა­ვენ და და­იმ­ტვრე­ვი. ერთხელ დე­დამ მი­თხრა, - ვა­ი­მე, ცო­დოა, რო­გორ ურტყამ­დიო. დე­დი­კო, მე გამ­ლა­ხავ­და, რომ შემ­ცო­დე­ბო­და-მეთ­ქი. აი, მწა­რედ რომ მხვდე­ბა, მაგ დროს უფრო ვბრაზ­დე­ბი, თით­ქოს "ვი­ქო­ქე­ბი", ძალა მე­მა­ტე­ბა. ბი­ჭის გამ­ბე­და­ო­ბა მაქვს, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თის ვარ..."

"შევ­ხვდი ძა­ლი­ან მა­გარ გო­გოს - მა­რი­ნა მახ­ნატ­კი­ნას. მა­რი­ნა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია ექ­ვსჯერ სამ­ბო­ში, რუ­სე­თის კი - 11-ჯერ. ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი და ძლი­ე­რი სპორ­ტსმე­ნია ქა­ლებ­ში. პირ­ველ რა­უნდში­ვე უგებ­და ყვე­ლას და და­მა­ინ­ტე­რე­სა, ვინ იყო. გა­მო­ვი­ძა­ხე ჩხუბ­ში... მახ­ნატ­კი­ნა­სი იმ­დე­ნად ეში­ნო­დათ, რომ ვიდ­რე ბრძო­ლას და­ი­წყებ­დნენ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უკვე და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი დარ­ტყმე­ბი ჰქონ­და, პარ­ტერ­ში კარ­გად ჭი­და­ობ­და და ვიდ­რე მე­ტო­ქე­ე­ბი რამე ილეთს გა­ა­კე­თებ­დნენ, უკვე წა­გე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ბო­ლომ­დე მა­ინც იბ­რძო­ლონ-მეთ­ქი, მიკ­ვირ­და. ამი­ტო­მაც გა­უკ­ვირ­და, თვი­თონ რომ გა­მო­ვიწ­ვიე, - ყვე­ლას ეში­ნია და რო­გორ გა­მი­ბე­დაო?.."

"ხუმ­რო­ბით ყვე­ლა ბიჭი მე­უბ­ნე­ბა, გვე­ში­ნი­აო, მაგ­რამ არ შე­მიმ­ჩნე­ვია რომ ამის გამო ერი­დე­ბოდ­ნენ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ბევ­რი მწერს, შენ­ნა­ირ ცოლს არ მო­ვიყ­ვან, რა კარ­გია, რომ არ გიც­ნობ, თო­რემ ათ­ჯერ გამ­ლა­ხავ­დიო და ა.შ. ბევ­რს გაც­ნო­ბა უნდა. ამას ყვე­ლა­ფერს ხუმ­რო­ბით მწე­რენ, თო­რემ კაცი მა­ინც ძლი­ე­რია, რო­გორ ვა­ჯო­ბებ? თუმ­ცა, ერთხელ კი ვცე­მე ვი­ღაც რუ­სეთ­ში..."

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
burnuta
23

აი ამაზე ამბობდა გუშინ ფსევდო-პრეზიდენტშა, ერთიერთზე ვაჟკაცობაო, ისაო, ესაო...

"ობიექტური შემფასებელი"
17

მეც ძალიან გამიხარდა ქართველის გამარჯვება, მაგრამ მერე ვნახე "რუსეთის სახელით მოასპარეზე ჯოჯუას გამარჯვება"-ო. და ჩემს სიხარულს ცოტა მოაკლდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პირველი ქართველი ქალი UFC-ში - ლიანა ჯოჯუას ტრიუმფი და ხელმოტეხილი მეტოქე

პირველი ქართველი ქალი UFC-ში - ლიანა ჯოჯუას ტრიუმფი და ხელმოტეხილი მეტოქე

ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ დღეს, 16 ივლისს, UFC-ის "მებრძოლთა კუნძულზე" გამარჯვება მოიპოვა. მან მოწინააღმდეგე დიანა ბელბიცე პირველივე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ილეთის გაკეთების დროს დიანას მოწინააღმდეგე არ ნებდებოდა და თავის დაღწევის მცდელობაში ხელი მოსტეხა. ჯოჯუამ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ძალიან მინდოდა მოწინააღმდეგის მონახულება, მაგრამ ვერაფერი მოვასწარი. ჩემი ნივთებიც ვერ ავიღე ჯერ. ბრძოლის შემდეგ დეინა უაითი მოვიდა ჩემთან და მომილოცა. ეს ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. შემდეგ უამრავი ინტერვიუ ჩაწერეს. მინდა მოვინახულო მოწინააღმდეგე.

არასდროს მქონია სურვილი, ვინმეს ასეთი ტკივილი მივაყენო და რამე მოვტეხო. ვიმედოვნებდი, რომ მალე დამნებდებოდა, მაგრამ არ დამნებდა და შედეგად ხელი მოსტყდა.

წონითი კატეგორიის შეცვლა დადებითად აისახა. აქამდე, ფაქტობრივად, მონსტრებს ვხვდებოდი. ისინი ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ. ახლა, როგორც თევზი წყალში, ისე ვარ", - აცხადებს ლიანა ჯოჯუა.

"მადლობა გულშემატკივრობისთვის! ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მადლობა ყველას, ვინც მომზადებაში მეხმარებოდა! მსოფლიოსთვის ამ რთულ პერიოდში სულ ერთი თვე მქონდა მოზადებისთვის, ვერ წარმოიდგენთ რამხელა ზალისხმევა და რამდენი შრომა დამჭირდა, რომ ამ დროშო ჩავტეულიყავი", - წერს "ფეისბუქზე" გამარჯვების შემდეგ ლიანა ჯოჯუა.

25 წლის ლიანა ჯოჯუა მოსკოვში შერეული ორთაბრძოლების საჩემპიონო ქამრის მფლობელი, პირველი ჩემპიონი ქალია. ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში - MMA-ში მოხვედრის შემდეგ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლა. რინგზე "ღამის კოშმარი" მარინა მახნატკინა გამოიწვია და დაამარცხა კიდეც. "ქართველი მგელი" - ასე ეძახიან ლიანას და მასაც მოსწონს ეს მეტსახელი. ყოველი ბრძოლის წინ პირჯვარს იწერს, გამარჯვების შემდეგ კი - საქართველოს გაუმარჯოსო, ომახიანად დასძახებს ხოლმე.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" 2 წლის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"20 წლის მანძილზე სულ ორჯერ ვიყავით საქართველოში, მაგრამ ქართული მაინც ვიცი. ანბანი დედამ მასწავლა. მამას დამსახურებაა უფრო მეტად, რადგან გვთხოვდა, სახლში ყოველთვის ქართულად გველაპარაკა. მამაჩემი მეგრელია, მარტვილის რაიონი დან, დედა კი ღამბაშიძეა გვარად, სურამიდან..."

"ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიყავი და თუ ვინმეს აწყენინებდნენ, ვეხმარებოდი. ამხანაგს დედამისზე რაღაც არასასიამოვნო უთხრეს, მე გამოვესარჩლე და კამათის დროს საჭიდაო ილეთის გამოყენებით ძირს დავაგდე. იმათ საჩივარი დაწერეს... თავიდან ჩემი გადაწყვეტილების გამო მშობლები გაგიჟებულები იყვნენ, უარს მეუბნებოდნენ, ახლა კი მგულშემატკივრობენ და ამაყობენ კიდეც..."

"ზოგჯერ კი მეცოდებიან ხოლმე, მაგრამ ჩხუბში ვერავის დაინდობ. თუ შეიცოდებ, აქეთ გაგლახავენ და დაიმტვრევი. ერთხელ დედამ მითხრა, - ვაიმე, ცოდოა, როგორ ურტყამდიო. დედიკო, მე გამლახავდა, რომ შემცოდებოდა-მეთქი. აი, მწარედ რომ მხვდება, მაგ დროს უფრო ვბრაზდები, თითქოს "ვიქოქები", ძალა მემატება. ბიჭის გამბედაობა მაქვს, მებრძოლი ხასიათის ვარ..."

"შევხვდი ძალიან მაგარ გოგოს - მარინა მახნატკინას. მარინა მსოფლიო ჩემპიონია ექვსჯერ სამბოში, რუსეთის კი - 11-ჯერ. ერთი სიტყვით, ყველაზე ტიტულოვანი და ძლიერი სპორტსმენია ქალებში. პირველ რაუნდშივე უგებდა ყველას და დამაინტერესა, ვინ იყო. გამოვიძახე ჩხუბში... მახნატკინასი იმდენად ეშინოდათ, რომ ვიდრე ბრძოლას დაიწყებდნენ, ფსიქოლოგიურად უკვე დამარცხებულები იყვნენ. ძალიან მტკივნეული დარტყმები ჰქონდა, პარტერში კარგად ჭიდაობდა და ვიდრე მეტოქეები რამე ილეთს გააკეთებდნენ, უკვე წაგებული ჰქონდათ. ბოლომდე მაინც იბრძოლონ-მეთქი, მიკვირდა. ამიტომაც გაუკვირდა, თვითონ რომ გამოვიწვიე, - ყველას ეშინია და როგორ გამიბედაო?.."

"ხუმრობით ყველა ბიჭი მეუბნება, გვეშინიაო, მაგრამ არ შემიმჩნევია რომ ამის გამო ერიდებოდნენ ჩემთან ურთიერთობას. ბევრი მწერს, შენნაირ ცოლს არ მოვიყვან, რა კარგია, რომ არ გიცნობ, თორემ ათჯერ გამლახავდიო და ა.შ. ბევრს გაცნობა უნდა. ამას ყველაფერს ხუმრობით მწერენ, თორემ კაცი მაინც ძლიერია, როგორ ვაჯობებ? თუმცა, ერთხელ კი ვცემე ვიღაც რუსეთში..."

"ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ" - მეუფე ნიკოლოზი

პურზე ფეხებით მდგომი მამაკაცი "იფქლის" თანამშრომელი არ არის - კომპანიის განმარტება "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოებზე

ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ამ დრომდე მძიმეა - "იმყოფება მართვით სუნთქვაზე"