მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში
"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში

სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი­სა მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ოჯა­ხურ­მა სკან­დალ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია.

ახალ­გაზ­რდა ქალი ყო­ფილ ქმარს ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ხოლო ჩოგ­ბურ­თე­ლის მხა­რე დო­რო­ყაშ­ვილს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში სდებს ბრალს. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი-დო­რო­ყაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 24 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა ეტაპ­ზეა ყო­ფი­ლი წყვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე და რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი.

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ანა თავ­ხე­ლი­ძე გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლია. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ სა­ბო­ლო­ოდ დავა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა:

"ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბი­სად­მი არის პო­ზი­ტი­უ­რი. კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ და მო­ლო­დინ­ში ვართ, რომ ამ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავთ შერ­ჩე­ვით მიდ­გო­მას, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს სა­სამ­რთლო 24 აგ­ვის­ტოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბის კუ­თხით. ამ შემ­თვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო იყო ლო­ი­ა­ლუ­რი ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ, რად­გან იგი არის ცნო­ბი­ლი სახე. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, პა­ტიმ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და არა გი­რაო. მთა­ვა­რია, სა­სა­მარ­თლო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ექ­ცეს.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე მხა­რემ ყვე­ლა­ფე­რი იკად­რა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ეხ­დი­ნა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იმ მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ქა­ლე­ბი კა­ცებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი არი­ან და გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ჯერ კი­დევ ღრმად ფეს­ვგად­გმუ­ლია. ამას ხელს უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც - ისი­ნი არ არი­ან ქა­ლე­ბის მი­მართ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი და ცდი­ლო­ბენ გა­ა­მარ­თლონ ბრალ­დე­ბუ­ლი, თით­ქოს ქალ­მა გა­მო­იწ­ვია, აი­ძუ­ლა ის, რომ ეძა­ლა­და. აქ კი­დევ უფრო მეტი ცდუ­ნე­ბა იყო - ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი პირი იყო, რა­მაც კი­დევ უფრო მე­ტად გა­ნა­წყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი კრი­ტი­კუ­ლად ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ" - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

AMBEBI.GE მე­ო­რე მხა­რის პო­ზი­ცი­ი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა იცავს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხზე მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

"ჩვენ არ ვა­კე­თებთ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს. მა­შინ­ვე გა­ა­კე­თა ნი­კამ გან­ცხა­დე­ბა, რომ იგი მისი შვი­ლის დე­დას­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლას არ აპი­რებს, ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და არა ასე სა­ხალ­ხოდ" - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი ცო­ლის ცე­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ კი გი­რაო შე­უ­ფარ­დეს და 100 000 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამას­თან, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რია გა­ცე­მუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის მა­მა­ზეც. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 21 მა­ისს, ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მა­მა­მი­სი ახალ­გაზ­რდა ქალს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამ ფაქტს წყვი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლიც შე­ეს­წრო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
0

ყველაზე მეტად ე.წ. დაზარალებულმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ზიანი და ამ მარაზმში ბავშვიც კი გარია, მარტო ბავშვის გამოა საცემი, სხვა საქციელები რო დავივიწყოთ. დაავიწყდა ქმრის ხარჯზე საიდან რად იქცა. მადა ჭამაში მოდისო და ზომა რო ვეღარ გაიგო და გააგებინეს, უკვე სხვა ხერხებს მიმართა.მართალია სამართალი ურმით დადის, მაგრამ აუცილებლად მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ჰოდა მოემზადოს ეგ "წამებული ქალბატონი"...

ტოტო
15

ძალიან ბანალური სიტუაციაა.რატომღაც ცოლები ფულიან და წარმატებულ ქმრებს უჩივია,ყველგან, მარტო ჩვენთან არა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში

"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილისა მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ოჯახურმა სკანდალმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ახალგაზრდა ქალი ყოფილ ქმარს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ხოლო ჩოგბურთელის მხარე დოროყაშვილს ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ფულის გამოძალვაში სდებს ბრალს. ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 24 აგვისტოს გაიმართება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ეტაპზეა ყოფილი წყვილის გახმაურებული საქმე და როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა თავხელიძე გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ საბოლოოდ დავა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ გადაწყდება:

"ამ ეტაპზე ჩვენი დამოკიდებულება გამოძიებისადმი არის პოზიტიური. კმაყოფილები ვართ და მოლოდინში ვართ, რომ ამ რეჟიმში გაგრძელდება. ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ შერჩევით მიდგომას, მაგრამ მთავარია, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სასამრთლო 24 აგვისტოს მტკიცებულებების დასაშვებობის კუთხით. ამ შემთვევაში სასამართლო იყო ლოიალური ბასილაშვილის მიმართ, რადგან იგი არის ცნობილი სახე. სხვა შემთხვევაში, ალბათ, პატიმრობა იქნებოდა გამოყენებული და არა გირაო. მთავარია, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ არ მოექცეს.

ძალიან სამწუხაროდ, მეორე მხარემ ყველაფერი იკადრა, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინა და საზოგადოებრივი აზრი ჩამოეყალიბებინა. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, თუ რა უთანასწორო მდგომარეობაში არიან ქალები კაცებთან მიმართებაში.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალადობის მსხვერპლები ძირითადად ქალები არიან და გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ ღრმად ფესვგადგმულია. ამას ხელს უწყობს საზოგადოების დამოკიდებულებაც - ისინი არ არიან ქალების მიმართ სოლიდარულები და ცდილობენ გაამართლონ ბრალდებული, თითქოს ქალმა გამოიწვია, აიძულა ის, რომ ეძალადა. აქ კიდევ უფრო მეტი ცდუნება იყო - ბასილაშვილი საზოგადოებისთვის პატივსაცემი პირი იყო, რამაც კიდევ უფრო მეტად განაწყო საზოგადოებრივი აზრი კრიტიკულად ნელი დოროყაშვილის მიმართ" - ამბობს უფლებადამცველი.

AMBEBI.GE მეორე მხარის პოზიციითაც დაინტერესდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს. უფლებადამცველის თქმით, ბასილაშვილი ამ საკითხზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

"ჩვენ არ ვაკეთებთ მედიასთან კომენტარს. მაშინვე გააკეთა ნიკამ განცხადება, რომ იგი მისი შვილის დედასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს, ყველაფერს გაარკვევს სასამართლო დარბაზში და არა ასე სახალხოდ" - განაცხადა ბასილაშვილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ჩოგბურთელის მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს წყვილის არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.