კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა...“ - ანნა კუჭავა "მასტერშეფის“ ყველაზე რთულ გამოცდას იხსენებს
"ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა...“ - ანნა კუჭავა "მასტერშეფის“ ყველაზე რთულ გამოცდას იხსენებს

ანნა კუ­ჭა­ვა "მას­ტერ­შე­ფის“ მე­სა­მე სე­ზო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სულ იღი­მის, სტა­ბი­ლუ­რად მი­ი­წევ­და წინ და უკვე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შია.

გა­სულ გა­და­ცე­მა­ში ან­ნამ მწვა­დი სა­უ­კე­თე­სოდ მო­ამ­ზა­და და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი იმუ­ნი­ტე­ტი მო­ი­პო­ვა. ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბის გარ­და, ან­ნას ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის შე­სა­ხე­ბაც ვკი­თხეთ, რო­მე­ლიც მის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­მოც­და აღ­მოჩ­ნდა.

- წარ­მო­გედ­გი­ნათ თავი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში?

- ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­მედ­გი­ნა თავი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, იმ­დე­ნად ბე­დის გა­მოც­და იყო ჩემი თორ­მე­ტე­ულ­ში მოხ­ვედ­რაც კი. წელს ყვე­ლა­ზე დიდი კონ­კურ­სი იყო, 4000-მდე ადა­მი­ა­ნი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი ეტა­პე­ბი გა­ვი­ა­რე და ახლა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ვარ.

- რო­გორც თქვით, ორ ბუმ­ბე­რაზ კაცს მო­უ­გეთ მწვა­დის შეწ­ვა­ში. აქამ­დე შე­გიწ­ვავთ მწვა­დი?

- ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო ტური იყო, გა­რე­მოც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებ­და ჩვენ­ზე და არ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მი­წევ­და მწვა­დის შეწ­ვა. ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოწ­ვე­ვი­სა და თავ­გა­და­სავ­ლის­თვის მზად ვი­ყა­ვი. გა­და­ცე­მას რომ ვუ­ყუ­რე, იმ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დი თავს, რომ მე თვი­თონ გა­მიკ­ვირ­და.

"მწავ­დი არის კა­ცის საქ­მე“ - ასეა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ჩვენ­ში. ძი­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცე­ბი წვა­ვენ ხოლ­მე და ქა­ლებს იმ ტე­რი­ტო­რი­ას „არ აკა­რე­ბენ“. შე­სა­ბა­მი­სად, აქამ­დე და­მო­უ­კი­დებ­ლად ცე­ცხლიც კი არ და­მინ­თია. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ჯვე­ბას, გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და ვი­ტყვი, რომ ეს ალ­ბათ ჩემი ნი­ჭი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მი­ნა­ხავს, რო­გორ წვა­ვენ მწვადს კა­ხეთ­ში - თუ ხორ­ცი ახა­ლია, მა­რი­ლის გარ­და არა­ფე­რი არ სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ ვე­ცა­დე, კლა­სი­კუ­რი მწვა­დი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. ამ ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბა და იმუ­ნი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლი იყო; და­ვამ­ტკი­ცე, რომ ქა­ლებ­საც შეგ­ვიძ­ლია ვა­კე­თოთ ის საქ­მე, რო­მე­ლიც კა­ცებს ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დით.

- მო­ი­პო­ვეთ თქვენ­თვის პირ­ვე­ლი და სე­ზო­ნის ბოლო იმუ­ნი­ტე­ტი. რო­გო­რი შეგ­რძნე­ბა იყო?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმუ­ნი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა შოუს და­სა­წყის­ში უფრო მინ­დო­და, რად­გან რო­გორც ახალ­ბე­და, გა­მო­უც­დე­ლი, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მაგ­რამ შემ­დეგ, რაც უფრო წინ მივ­დი­ო­დი, მით უფრო ნაკ­ლე­ბად მსურ­და იმუ­ნი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა, პი­რი­ქით - თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო ჩემ­თვის და იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ მე რთუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა შე­მიძ­ლია.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, იმი­ნუ­ტი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მო­ვი­პო­ვე, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და სა­ჭი­რო იყო, რად­გან ის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის პირ­და­პირ საგ­ზურს ნიშ­ნავ­და. მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე ამის­თვის და ვფიქ­რობ, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ვი­პო­ვე. თუმ­ცა მთე­ლი მე­ო­რე ეტა­პის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უს­ვენ­რად ვი­ყა­ვი და მინ­დო­და მეც სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბის მსგავ­სად მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა კერ­ძი.

- შოუ ძა­ლი­ან და­ძა­ბულ ეტაპ­ზეა. თქვენ სულ პო­ზი­ტი­უ­რი ხართ, სულ იღი­მით. არ ნერ­ვი­უ­ლობთ, თუ ემო­ცი­ე­ბის მარ­თვას ახერ­ხებთ?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა ტურ­ში ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ ვცდი­ლობ ემო­ცი­ე­ბი ვა­კონ­ტრო­ლო, რომ არც სა­კუ­თარ თავს შე­ვუქ­მნა ამით პრობ­ლე­მა და არც სხვებ­ზე ვი­მოქ­მე­დო უარ­ყო­ფი­თად. ღი­მი­ლით, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს ვამ­ხნე­ვებ. გარ­და ამი­სა, ბევ­რი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მიხ­დე­ბა ღი­მი­ლი და სულ უნდა ვი­ღი­მო­დე. მი­ხა­რია, რომ ისი­ნი პო­ზი­ტი­ურ ადა­მი­ა­ნად აღ­მიქ­ვა­მენ, ამი­ტომ ჩემ თავს სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ ღი­მი­ლი არ და­მა­ვი­წყდეს.

- რო­გო­რი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს?

- ისე­თი, რო­გო­რიც ჯერ არ ყო­ფი­ლა! ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მა­ყუ­რებ­ლის ბევრ შე­კი­თხვას გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი. მა­გა­ლი­თად, თევ­ზის დე­სერ­ტის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მემ იფიქ­რა, თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი დად­გმუ­ლი იყო და მო­ვი­გო­ნე, რომ თევზს არ ვჭამ.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის ნახ­ვის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბა, რამ­ხე­ლა შოკი იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა. ემო­ცი­ე­ბის მო­თოკ­ვა ვერ შევ­ძე­ლი, ის­ტე­რი­უ­ლი ტი­რი­ლი ამი­ტყდა და საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და, რომ ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი.

- რა­ტომ გაქვთ თევ­ზი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- ღრმა ბავ­შვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში თვა­ლე­ბის გამო ექიმ­მა ხი­ზი­ლა­ლა და თევ­ზი და­მი­ნიშ­ნა, ჭა­მას მა­ძა­ლებ­დნენ. ბავ­შვო­ბი­დან ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და თევ­ზის ქო­ნის ორ­გა­ნუ­ლი აუ­ტან­ლო­ბა. შე­მიძ­ლია ვჭა­მო, მაგ­რამ მერე ცუ­დად ვხდე­ბი. ექიმ­მა მი­თხრა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ა­როს. სხვა­თა შო­რის, მუც­ლად­ყოფ­ნი­დან­ვე და­მე­წყო თევ­ზი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. დე­და­ჩემ­მა მი­თხრა, თევზს რომ ვჭამ­დი, ფე­ხებს მირ­ტყამ­დი და წრი­ა­ლებ­დიო.

ამ ყვე­ლაფ­რის გამო თევზს არა­სო­დეს ვამ­ზა­დებ, შე­ხე­ბაც კი ზი­ზღს მგვრის, ასე რომ, ალ­ბათ, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა და­მე­მარ­თა, როცა გა­ვი­გე, რომ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა თევზს უკავ­შირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან ცუდი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც მა­ინც და მა­ინც თევ­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის სა­ბე­დის­წე­რო რამ, რაც პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბის ფა­სად შე­იძ­ლე­ბა და­გიჯ­დეს.

- ვი­დე­ო­ე­ბი გავ­რცელ­და, რომ­ლებ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ანნა კუ­ჭა­ვას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

- რაც უნდა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, ამ ადა­მი­ა­ნებს პი­რა­დად არ ვიც­ნობ. ჩემი ოჯა­ხის დიდი ნა­წი­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობს უკვე 30 წე­ლია, ნა­ხე­ვა­რი - გერ­მა­ნი­ა­ში, ნა­ხე­ვა­რი - საფ­რან­გეთ­ში. მათი დამ­სა­უხ­რე­ბაა, რომ მი­ყუ­რე­ბენ და ასე მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ სხვა ქვეყ­ნებ­ში. ასე­ვე, თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ და რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა ჩა­წე­რა მსგავ­სი ვი­დეო, რო­მელ­შიც მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ, რამ­ხე­ლა მუხ­ტია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­უ­ლი ხარ. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც თუნ­დაც ერთი კო­მენ­ტა­რით გა­მო­ხა­ტა ჩემ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი. გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ერთი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რიც კი არ შემ­ხვედ­რია. არ ვიცი, რით და­ვიმ­სა­ხუ­რე ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი და ბედ­ნი­ე­რი ვარ.

ავტორი:

"ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა...“ - ანნა კუჭავა "მასტერშეფის“ ყველაზე რთულ გამოცდას იხსენებს

"ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა...“ - ანნა კუჭავა "მასტერშეფის“ ყველაზე რთულ გამოცდას იხსენებს

ანნა კუჭავა "მასტერშეფის“ მესამე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მონაწილეა. გოგონა, რომელიც სულ იღიმის, სტაბილურად მიიწევდა წინ და უკვე ნახევარფინალშია.

გასულ გადაცემაში ანნამ მწვადი საუკეთესოდ მოამზადა და თავისი პირველი იმუნიტეტი მოიპოვა. ტრიუმფალური გამარჯვების გარდა, ანნას ნახევარფინალის შესახებაც ვკითხეთ, რომელიც მისთვის ყველაზე რთული გამოცდა აღმოჩნდა.

- წარმოგედგინათ თავი ნახევარფინალში?

- ნამდვილად არ წარმომედგინა თავი ნახევარფინალში, იმდენად ბედის გამოცდა იყო ჩემი თორმეტეულში მოხვედრაც კი. წელს ყველაზე დიდი კონკურსი იყო, 4000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან რთული ეტაპები გავიარე და ახლა ნახევარფინალში ვარ.

- როგორც თქვით, ორ ბუმბერაზ კაცს მოუგეთ მწვადის შეწვაში. აქამდე შეგიწვავთ მწვადი?

- ძალიან სახალისო ტური იყო, გარემოც დადებითად მოქმედებდა ჩვენზე და არ ვნერვიულობდი, რომ ცხოვრებაში პირველად მიწევდა მწვადის შეწვა. ნებისმიერი გამოწვევისა და თავგადასავლისთვის მზად ვიყავი. გადაცემას რომ ვუყურე, იმდენად თავისუფლად ვგრძნობდი თავს, რომ მე თვითონ გამიკვირდა.

"მწავდი არის კაცის საქმე“ - ასეა დამკვიდრებული ჩვენში. ძირითადად, მამაკაცები წვავენ ხოლმე და ქალებს იმ ტერიტორიას „არ აკარებენ“. შესაბამისად, აქამდე დამოუკიდებლად ცეცხლიც კი არ დამინთია. რაც შეეხება გამარჯვებას, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს ალბათ ჩემი ნიჭისა და გემოს შეგრძნების დამსახურებაა. მინახავს, როგორ წვავენ მწვადს კახეთში - თუ ხორცი ახალია, მარილის გარდა არაფერი არ სჭირდება. ამიტომ ვეცადე, კლასიკური მწვადი მომემზადებინა. ამ ტურში გამარჯვება და იმუნიტეტის მოპოვება ძალიან დიდი სტიმული იყო; დავამტკიცე, რომ ქალებსაც შეგვიძლია ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც კაცებს ძალიან კარგად გამოსდით.

- მოიპოვეთ თქვენთვის პირველი და სეზონის ბოლო იმუნიტეტი. როგორი შეგრძნება იყო?

- სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტის მოპოვება შოუს დასაწყისში უფრო მინდოდა, რადგან როგორც ახალბედა, გამოუცდელი, ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ შემდეგ, რაც უფრო წინ მივდიოდი, მით უფრო ნაკლებად მსურდა იმუნიტეტის მოპოვება, პირიქით - თითოეული დავალება დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის და იმის დამტკიცება, რომ მე რთული გამოცდების ჩაბარება შემიძლია.

ამის მიუხედავად, იმინუტიტეტი, რომელიც მოვიპოვე, ალბათ, ყველაზე პრესტიჟული და საჭირო იყო, რადგან ის ნახევარფინალის პირდაპირ საგზურს ნიშნავდა. მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიშრომე ამისთვის და ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიპოვე. თუმცა მთელი მეორე ეტაპის განმავლობაში მოუსვენრად ვიყავი და მინდოდა მეც სხვა კონკურსანტების მსგავსად მომემზადებინა კერძი.

- შოუ ძალიან დაძაბულ ეტაპზეა. თქვენ სულ პოზიტიური ხართ, სულ იღიმით. არ ნერვიულობთ, თუ ემოციების მართვას ახერხებთ?

- რა თქმა უნდა, ყველა ტურში ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ვცდილობ ემოციები ვაკონტროლო, რომ არც საკუთარ თავს შევუქმნა ამით პრობლემა და არც სხვებზე ვიმოქმედო უარყოფითად. ღიმილით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვამხნევებ. გარდა ამისა, ბევრი ამბობს, რომ ძალიან მიხდება ღიმილი და სულ უნდა ვიღიმოდე. მიხარია, რომ ისინი პოზიტიურ ადამიანად აღმიქვამენ, ამიტომ ჩემ თავს სულ ვეუბნები, რომ ღიმილი არ დამავიწყდეს.

- როგორი ნახევარფინალი ელოდება მაყურებელს?

- ისეთი, როგორიც ჯერ არ ყოფილა! ნახევარფინალში მაყურებლის ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი. მაგალითად, თევზის დესერტის შემდეგ რამდენიმემ იფიქრა, თითქოს, ყველაფერი დადგმული იყო და მოვიგონე, რომ თევზს არ ვჭამ.

ნახევარფინალის ნახვის შემდეგ მაყურებელი თავად დარწმუნდება, რამხელა შოკი იყო ჩემთვის პირველი დავალება. ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიული ტირილი ამიტყდა და საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ნორმალურ მდგომარეობას დავბრუნებოდი.

- რატომ გაქვთ თევზისადმი ასეთი დამოკიდებულება?

- ღრმა ბავშვობას უკავშირდება. ბავშვობაში თვალების გამო ექიმმა ხიზილალა და თევზი დამინიშნა, ჭამას მაძალებდნენ. ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა თევზის ქონის ორგანული აუტანლობა. შემიძლია ვჭამო, მაგრამ მერე ცუდად ვხდები. ექიმმა მითხრა, რომ დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გაიაროს. სხვათა შორის, მუცლადყოფნიდანვე დამეწყო თევზისადმი ასეთი დამოკიდებულება. დედაჩემმა მითხრა, თევზს რომ ვჭამდი, ფეხებს მირტყამდი და წრიალებდიო.

ამ ყველაფრის გამო თევზს არასოდეს ვამზადებ, შეხებაც კი ზიზღს მგვრის, ასე რომ, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რა დამემართა, როცა გავიგე, რომ ნახევარფინალის პირველი დავალება თევზს უკავშირდებოდა. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც მაინც და მაინც თევზი შეიძლება გახდეს ის საბედისწერო რამ, რაც პროექტის დატოვების ფასად შეიძლება დაგიჯდეს.

- ვიდეოები გავრცელდა, რომლებშიც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ანნა კუჭავას გულშემატკივრობენ.

- რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, ამ ადამიანებს პირადად არ ვიცნობ. ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი ემიგრაციაში ცხოვრობს უკვე 30 წელია, ნახევარი - გერმანიაში, ნახევარი - საფრანგეთში. მათი დამსაუხრებაა, რომ მიყურებენ და ასე მგულშემატკივრობენ სხვა ქვეყნებში. ასევე, თეონა კონტრიძემ და რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა ჩაწერა მსგავსი ვიდეო, რომელშიც მგულშემატკივრობენ.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამხელა მუხტია, რომ ასეთი ადამიანების რჩეული ხარ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ერთი კომენტარით გამოხატა ჩემდამი სიყვარული. გულწრფელად ვამბობ, ერთი უარყოფითი კომენტარიც კი არ შემხვედრია. არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი სიყვარული, მაგრამ ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ.

ეგზოტიკური ცხოველები და გიგანტური ხეები - ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები

"პროექტის დატოვების დრო იყო. მიხარია, რომ ღირსეულად წამოვედი“ - "მასტერშეფის“ სამზარეულო ზურა ხოკერაშვილმა დატოვა