მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?
აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?

კა­რან­ტინ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა თვე­ებ­მა ყვე­ლას მო­ა­ნატ­რა ღია ცის ქვეშ ყოფ­ნა, ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა, ჰა­ერ­ზე დას­ვე­ნე­ბა და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

„ნეტა მალე დამ­თავ­რდეს ყვე­ლა­ფე­რი და სულ მზე­ზე ვიქ­ნე­ბი“ – რამ­დე­ნი ვფიქ­რობ­დით ასე შინ ყოფ­ნი­სას, სარ­კე­ში სა­კუ­თა­რი ფერ­მკრთა­ლი სა­ხის შემ­ხედ­ვა­რე? ბევ­რნი ვართ ასე­თე­ბი.

ჰოდა, ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა ზღვა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად, მით უფრო, რომ ამინ­დის პროგ­ნო­ზი ზედ­გა­მოჭ­რი­ლია ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბი­სა და გა­რუ­ჯვის, ჩვე­ნი წილი D ვი­ტა­მი­ნის მი­სა­ღე­ბად.

კარ­გი ამ­ბა­ვი ის არის, რომ თუ აქამ­დე ზღვა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­ზო­გი გჭირ­დე­ბო­დათ, ახლა ბევ­რი სას­ტუმ­რო თუ აპარ­ტა­მენ­ტი გთა­ვა­ზობთ აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ზე შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად დას­ვე­ნე­ბას. გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით რომ ფა­სებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკლო, ამას სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და ბი­ნე­ბის და­ჯავ­შნის პლატ­ფორ­მებ­ზე ერთი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბი­თაც მიხ­ვდე­ბით, მაგ­რამ ჩვენ შე­ვაგ­რო­ვეთ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, აჭა­რის რო­მელ კუ­რორტზე რა ფა­სად შე­იძ­ლე­ბა და­ის­ვე­ნოთ.

ბა­თუ­მი

თუ აქამ­დე ზღვის პირ­ველ ზოლ­ში, ბულ­ვარ­თან და პლაჟ­თან სულ ახ­ლოს, ფე­შე­ნე­ბე­ლურ სას­ტუმ­რო­ებ­ში დას­ვე­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­დით მა­ღა­ლი ფა­სე­ბის გამო, წელს შე­გიძ­ლი­ათ ეს ოც­ნე­ბა აის­რუ­ლოთ.

ჩვენ ცნო­ბილ სას­ტუმ­რო­ებს და­ვუ­კავ­შირ­დით ფა­სე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად.

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბა­თუმ­ში, ზღვის პირ­ველ ზოლ­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ებ­ში ორად­გი­ლი­ა­ნი ნომ­რის ფასი ერთი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 ლა­რი­დან იწყე­ბა. სა­უ­ბა­რია სას­ტუმ­რო­ებ­ზე აუ­ზი­თა და სრუ­ლი კომ­ფორ­ტით. რა თქმა უნდა, სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის ფას­ში შე­დის სა­უზ­მეც.

მა­ინც ძვი­რი გეჩ­ვე­ნე­ბათ?! პირ­ველ რიგ­ში შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფა­სე­ბი გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბა­ლია და მე­ო­რეც – ბა­თუმ­ში, სა­დაც 200-ზე მეტი სას­ტუმ­როა, არ­ჩე­ვა­ნი და ფა­სე­ბიც, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ასე რომ თქვე­ნი სა­ფუ­ლის შე­სა­ფე­რი­სი ვა­რი­ან­ტი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ბულ­ვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ებ­ში ორად­გი­ლი­ა­ნი ნომ­რის ფასი სა­შუ­ა­ლოდ 100 ლა­რია, გა­აჩ­ნია სად შე­არ­ჩევთ სას­ტუმ­როს, ძველ თუ ახალ ბულ­ვარ­ში.

ხოლო თუ კი ზღვის მე­ო­რე და მე­სა­მე ზოლს აირ­ჩევთ და­სას­ვე­ნებ­ლად, ფასი კი­დევ უფრო დაბ­ლა იწევს და ორად­გი­ლი­ა­ნი ნო­მე­რი 70-80 ლა­რა­დაც შე­გიძ­ლი­ათ იქი­რა­ოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა აპარ­ტა­მენ­ტებს, სე­ზონ­ზე გა­სა­ქი­რა­ვე­ბელ ბი­ნებს ბა­თუმ­ში, არ­ჩე­ვა­ნი წარ­მო­უდ­გენ­ლად დი­დია, ფა­სე­ბიც – სხვა­დას­ხვა. მა­გა­ლი­თად, ზღვის პი­რას, ახალ ბულ­ვარ­ში, ბინა, სა­დაც სამ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გან­თავ­სდეს, აივ­ნით, ზღვის ხე­დი­თა და სრუ­ლი კომ­ფორ­ტით, 63 ლა­რა­დაც კი შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, ხოლო ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან 3,5 კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბუ­ლი ბინა – 39 ლა­რიც კი ღირს. ამ ფა­სად გა­სულ წლებ­ში ბა­თუმ­ში კომ­ფორ­ტუ­ლი ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა ორ ადა­მი­ან­ზე ნამ­დვი­ლად გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ.

არის კი­დევ უფრო ბი­უ­ჯე­ტუ­რი ვა­რი­ან­ტე­ბიც, მა­გა­ლი­თად, გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ოთა­ხე­ბი კერ­ძო სახ­ლებ­ში, რო­მელ­თა ფასი დღე-ღა­მე­ში, ორ ადა­მი­ან­ზე, 20 ლა­რი­დან იწყე­ბა. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ზა­ფხულ­ში, ზღვის სე­ზონ­ზე ეს ძა­ლი­ან და­ბა­ლი ფა­სია.

ქო­ბუ­ლე­თი

ქო­ბუ­ლე­თის სა­ნა­პი­რო ბევ­რის­თვის შე­უც­ვლე­ლი ად­გი­ლია ზა­ფხუ­ლო­ბით. პლა­ჟი, ბუნ­გა­ლო­ე­ბი, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუჩა, ორ-სამ სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი და ფიჭვნა­რი ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ანს იზი­დავს ზა­ფხულ­ში.

წელს ქო­ბუ­ლეთ­ში დას­ვე­ნე­ბა გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად იაფი და­გიჯ­დე­ბათ.

სას­ტუმ­რო­ე­ბით და­ვი­წყოთ.

ორად­გი­ლი­ა­ნი ნომ­რის ფასი ქო­ბუ­ლე­თის სას­ტუმ­რო­ებ­ში 60-70 ლა­რი­დან იწყე­ბა. რა თქმა უნდა, არის უფრო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბიც, რაც უფრო მე­ტად ახ­ლოს გსურთ ზღვას­თან ყოფ­ნა და მეტი კომ­ფორ­ტი, მით უფრო ძვი­რია სას­ტუმ­როც.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, უფრო ია­ფია სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, ზღვის პირ­ველ ზოლ­ში მდე­ბა­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს ერ­თო­თა­ხი­ან ნო­მერს, სა­დაც სამი ადა­მი­ა­ნის­თვი­საა ად­გი­ლი, 40-დან 80 ლა­რამ­დე იქი­რა­ვებთ. კი­დევ უფრო ია­ფია ოთა­ხე­ბი, კერ­ძო სახ­ლებ­ში. მა­გა­ლი­თად, ქო­ბუ­ლეთ­ში, კერ­ძო სახ­ლში ოთა­ხი ორი სა­წო­ლით დღე-ღა­მე­ში 25-30 ლა­რა­დაც შე­გიძ­ლი­ათ იქი­რა­ოთ.

სარ­ფი, გო­ნიო და კვა­რი­ა­თი

გა­ი­აფ­და სას­ტუმ­რო­ე­ბი, კო­ტე­ჯე­ბი და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი სარფში, გო­ნი­ო­სა და კვა­რი­ათ­შიც.

ეს ად­გი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დამ­სვე­ნებ­ლებს უყ­ვართ, ვი­საც სურთ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა უფრო მშვიდ გა­რე­მო­ში, ქა­ლა­ქის­გან მო­შო­რე­ბით.

პა­ტარ-პა­ტა­რა სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან, ბუნ­გა­ლო­ე­ბი­დან და ღია კა­ფე­ე­ბი­დან აქ ერ­თდრო­უ­ლად იშ­ლე­ბა ხე­დე­ბი ზღვა­სა და მთა­ზე, სწო­რედ ამ პე­ი­ზა­ჟე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით სუფ­თა ზღვის წყლის გამო ირ­ჩე­ვენ ტუ­რის­ტე­ბი ამ ად­გი­ლებს.

სარფში ზღვის­პი­რა, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში ერთ ნო­მერს ორი ადა­მი­ა­ნის­თვის 30-50 ლა­რად იქი­რა­ვებთ ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე, აგ­ვის­ტო­ში ეს ფასი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ იზ­რდე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ფა­სე­ბია გო­ნი­ო­სა და კვა­რი­ათ­ში. ერთ ნომ­რის ფასი ორი სა­წო­ლით აქ 60- 80 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, არის უფრო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნომ­რე­ბიც. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა თან­ხის და­ხარ­ჯვას გეგ­მავთ თქვენ.

აჭა­რის რო­მელ ზღვის­პი­რა კუ­რორტზეც არ უნდა ჩახ­ვი­დეთ, არ და­გა­ვი­წყდეთ აჭა­რის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი „სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის“, აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის გა­სინ­ჯვა. აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი არ­სად არ არის ისე­თი გემ­რი­ე­ლი, რო­გორც აჭა­რა­ში, პლაჟ­ზე დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
39

საერთოდ აჭარა რა კურორეტია, მაგრამ რას იზამ , მეტი აღარ შეგვრჩა! აგერ ბორიაც შეკვეთილში ტალახში გორაობს.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?

აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?

კარანტინში გატარებულმა თვეებმა ყველას მოანატრა ღია ცის ქვეშ ყოფნა, ფეხით სეირნობა, ჰაერზე დასვენება და აქტიური ცხოვრება.

„ნეტა მალე დამთავრდეს ყველაფერი და სულ მზეზე ვიქნები“ – რამდენი ვფიქრობდით ასე შინ ყოფნისას, სარკეში საკუთარი ფერმკრთალი სახის შემხედვარე? ბევრნი ვართ ასეთები.

ჰოდა, ახლა საუკეთესო დროა ზღვაზე დასასვენებლად, მით უფრო, რომ ამინდის პროგნოზი ზედგამოჭრილია ზღვაზე დასვენებისა და გარუჯვის, ჩვენი წილი D ვიტამინის მისაღებად.

კარგი ამბავი ის არის, რომ თუ აქამდე ზღვაზე დასასვენებლად სერიოზული დანაზოგი გჭირდებოდათ, ახლა ბევრი სასტუმრო თუ აპარტამენტი გთავაზობთ აჭარის სანაპიროზე შეღავათიან ფასად დასვენებას. გასულ წლებთან შედარებით რომ ფასებმა მნიშვნელოვნად იკლო, ამას სასტუმროებისა და ბინების დაჯავშნის პლატფორმებზე ერთი თვალის გადავლებითაც მიხვდებით, მაგრამ ჩვენ შევაგროვეთ ზუსტი ინფორმაცია, აჭარის რომელ კურორტზე რა ფასად შეიძლება დაისვენოთ.

ბათუმი

თუ აქამდე ზღვის პირველ ზოლში, ბულვართან და პლაჟთან სულ ახლოს, ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენებას ვერ ახერხებდით მაღალი ფასების გამო, წელს შეგიძლიათ ეს ოცნება აისრულოთ.

ჩვენ ცნობილ სასტუმროებს დავუკავშირდით ფასების გადასამოწმებლად.

დღეის მონაცემებით, ბათუმში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე მაღალი კლასის სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ფასი ერთი დღე-ღამის განმავლობაში 200 ლარიდან იწყება. საუბარია სასტუმროებზე აუზითა და სრული კომფორტით. რა თქმა უნდა, სასტუმროს ნომრების ფასში შედის საუზმეც.

მაინც ძვირი გეჩვენებათ?! პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ ფასები გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია და მეორეც – ბათუმში, სადაც 200-ზე მეტი სასტუმროა, არჩევანი და ფასებიც, მრავალფეროვანია, ასე რომ თქვენი საფულის შესაფერისი ვარიანტი აუცილებლად მოიძებნება.

მაგალითად, ბულვართან ახლოს მდებარე სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ფასი საშუალოდ 100 ლარია, გააჩნია სად შეარჩევთ სასტუმროს, ძველ თუ ახალ ბულვარში.

ხოლო თუ კი ზღვის მეორე და მესამე ზოლს აირჩევთ დასასვენებლად, ფასი კიდევ უფრო დაბლა იწევს და ორადგილიანი ნომერი 70-80 ლარადაც შეგიძლიათ იქირაოთ.

რაც შეეხება აპარტამენტებს, სეზონზე გასაქირავებელ ბინებს ბათუმში, არჩევანი წარმოუდგენლად დიდია, ფასებიც – სხვადასხვა. მაგალითად, ზღვის პირას, ახალ ბულვარში, ბინა, სადაც სამ ადამიანს შეუძლია განთავსდეს, აივნით, ზღვის ხედითა და სრული კომფორტით, 63 ლარადაც კი შეგიძლიათ ნახოთ, ხოლო ქალაქის ცენტრიდან 3,5 კილომეტრით დაშორებული ბინა – 39 ლარიც კი ღირს. ამ ფასად გასულ წლებში ბათუმში კომფორტული ბინის დაქირავება ორ ადამიანზე ნამდვილად გაგიჭირდებოდათ.

არის კიდევ უფრო ბიუჯეტური ვარიანტებიც, მაგალითად, განცალკევებული ოთახები კერძო სახლებში, რომელთა ფასი დღე-ღამეში, ორ ადამიანზე, 20 ლარიდან იწყება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ზაფხულში, ზღვის სეზონზე ეს ძალიან დაბალი ფასია.

ქობულეთი

ქობულეთის სანაპირო ბევრისთვის შეუცვლელი ადგილია ზაფხულობით. პლაჟი, ბუნგალოები, აღმაშენებლის ქუჩა, ორ-სამ სართულიანი სახლები და ფიჭვნარი ყოველწლიურად ათასობით ადამიანს იზიდავს ზაფხულში.

წელს ქობულეთში დასვენება გასულ წლებთან შედარებით ბევრად იაფი დაგიჯდებათ.

სასტუმროებით დავიწყოთ.

ორადგილიანი ნომრის ფასი ქობულეთის სასტუმროებში 60-70 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, არის უფრო ძვირადღირებული სასტუმროებიც, რაც უფრო მეტად ახლოს გსურთ ზღვასთან ყოფნა და მეტი კომფორტი, მით უფრო ძვირია სასტუმროც.

ტრადიციულად, უფრო იაფია საოჯახო სასტუმროები. მაგალითად, ზღვის პირველ ზოლში მდებარე საოჯახო სასტუმროს ერთოთახიან ნომერს, სადაც სამი ადამიანისთვისაა ადგილი, 40-დან 80 ლარამდე იქირავებთ. კიდევ უფრო იაფია ოთახები, კერძო სახლებში. მაგალითად, ქობულეთში, კერძო სახლში ოთახი ორი საწოლით დღე-ღამეში 25-30 ლარადაც შეგიძლიათ იქირაოთ.

სარფი, გონიო და კვარიათი

გაიაფდა სასტუმროები, კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები სარფში, გონიოსა და კვარიათშიც.

ეს ადგილები განსაკუთრებით იმ დამსვენებლებს უყვართ, ვისაც სურთ ზღვაზე დასვენება უფრო მშვიდ გარემოში, ქალაქისგან მოშორებით.

პატარ-პატარა სასტუმროებიდან, ბუნგალოებიდან და ღია კაფეებიდან აქ ერთდროულად იშლება ხედები ზღვასა და მთაზე, სწორედ ამ პეიზაჟებისა და განსაკუთრებით სუფთა ზღვის წყლის გამო ირჩევენ ტურისტები ამ ადგილებს.

სარფში ზღვისპირა, საოჯახო სასტუმროებში ერთ ნომერს ორი ადამიანისთვის 30-50 ლარად იქირავებთ ივლისის ბოლომდე, აგვისტოში ეს ფასი უმნიშვნელოდ იზრდება.

დაახლოებით იგივე ფასებია გონიოსა და კვარიათში. ერთ ნომრის ფასი ორი საწოლით აქ 60- 80 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, არის უფრო ძვირადღირებული ნომრებიც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა თანხის დახარჯვას გეგმავთ თქვენ.

აჭარის რომელ ზღვისპირა კურორტზეც არ უნდა ჩახვიდეთ, არ დაგავიწყდეთ აჭარის კულინარიული „სავიზიტო ბარათის“, აჭარული ხაჭაპურის გასინჯვა. აჭარული ხაჭაპური არსად არ არის ისეთი გემრიელი, როგორც აჭარაში, პლაჟზე დასვენების შემდეგ.

NS

37 842 კვლევა და კორონავირუსის  695 ახალი შემთხვევა - როგორია გასული 24 საათის ეპიდვითარება და სტატისტიკური მონაცემები საქართველოში

კვარიათში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

"ნინოწმინდის პანსიონის მიმართ მიმდინარე პროპაგანდისტული შტურმი პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან" - ჯაღმაიძე