პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილტვის კიბო - დროა, თვალი გავუსწოროთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ონკოლოგიაში
ფილტვის კიბო - დროა, თვალი გავუსწოროთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ონკოლოგიაში

ექი­მე­ბი ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ხში­რად იშ­ვე­ლი­ე­ბენ სტა­ტის­ტი­კას, რათა საფრ­თხის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ დაგ­ვა­ნა­ხონ,როცა კი­ბოს რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლადსა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლაც საკ­მა­რი­სია.

კი­ბოს მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით კი, რო­მელ­საც­სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია GLOBOCAN-ი აწარ­მო­ებს, ფილ­ტვის კიბო: ა) ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ვა­დე­ბაა მსოფ­ლი­ო­ში - წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 2 მლნ-ზე მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა­და ბ) ყვე­ლა­ზე ხში­რად იწ­ვევს სიკ­ვდილს - 2018 წელს მსოფ­ლი­ო­ში ფილ­ტვის კი­ბო­თი 1,72 მლნ ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა;

რო­გო­რი ციფ­რე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას გვთა­ვა­ზობ­სქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნა?

ამის შე­სა­ხებ აკად. ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­სონ­კო­ლო­გი­ის და ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ონ­კო­ლო­გი­ი­ვა­ნე კი­ლა­ძეგ­ვე­სა­უბ­რე­ბა.

- ფილ­ტვის კიბო - რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ 2015 წელს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­კეთ­და -შე­იქ­მნა კი­ბოს­პო­პუ­ლა­ცი­უ­რი­რე­გის­ტრი, რო­მელ­ში­ცგ­როვ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

კი­ბოს რე­გის­ტრის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლო­ში,„ფილ­ტვის კიბო“, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ტრა­ქე­ის, ბრონ­ქის და ფილ­ტვის კი­ბოს, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის კი­ბოა.

I და II სტა­დი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ფილ­ტვის კი­ბოს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მხო­ლოდ 10%-მდე, ხოლო 60%-ზე მეტი, სამ­წუ­ხა­როდ, და­ა­ვა­დე­ბის მე-4 სტა­დი­ა­ზე მო­დის ექიმ­თან. ვფიქ­რობ, ზედ­მე­ტია იმის გა­მე­ო­რე­ბა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, თუკი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ბევ­რი შემ­თხვე­ვა არ რე­გის­ტრირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო - მა­გა­ლი­თად, პა­ცი­ენ­ტი არ მი­მარ­თავს კლი­ნი­კას, სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ ან სა­ერ­თოდ მკურ­ნა­ლობს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დით, ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­ტვის კი­ბოს ახა­ლი შემ­თხვე­ვა წე­ლი­წად­ში არის არა სტა­ტის­ტი­კით ნაჩ­ვე­ნე­ბი 600, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით მეტი.

- ფილ­ტვის კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მხო­ლოდ თამ­ბა­ქოა?

- დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ ფილ­ტვის კი­ბოს 90% და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თამ­ბა­ქოს­თან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ 10-დან 9 პა­ცი­ენ­ტი არის მწე­ვე­ლი.

- ხომ შე­იძ­ლე­ბა, ფილ­ტვის კი­ბო­თი არამ­წე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ა­ვად­დეს?

- დიახ, შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ 10% ან ნაკ­ლე­ბი. ამ შემ­თხვე­ვებ­ში მი­ზე­ზია სხვა­დას­ხვა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­სუნ­თქ გზებ­ში ხვდე­ბა - მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც -სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ცუდი ვენ­ტი­ლა­ცი­ი­სას დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­ზის ნამ­წვა­ვი,გა­უ­მარ­თა­ვი მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და ა.შ., მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ 90% და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თამ­ბა­ქოს­თან და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბით შე­ვამ­ცი­როთ ეს პრობ­ლე­მა. ფილ­ტვის კი­ბო­თი გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მე­ტია ვიდ­რე - ძუ­ძუს, კო­ლო­რექ­ტუ­ლი და პროს­ტა­ტის კი­ბო­თი გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ერ­თად აღე­ბუ­ლი!

ერთ-ერთი ბოლო კვლე­ვით, რო­მელ­მაც შე­ის­წავ­ლა მწე­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 31% რე­გუ­ლა­რუ­ლიმ­წე­ვე­ლია- ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლია.

ამი­ტომ კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ვენ­ცია. ფილ­ტვის კი­ბოს პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ბევ­რი კი­ბოს­გან.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რას გუ­ლის­ხმობს ფილ­ტვის კი­ბოს პრე­ვენ­ცია?

- პრვენ­ცია გუ­ლის­ხმობს იმას, რომ:

ა) ადა­მი­ან­მა დრო­უ­ლად უნდა აღი­ა­როს და გა­ი­აზ­როს საფრ­თხე;ყვე­ლა ვე­თან­ხმე­ბით იმას, რომ მო­წე­ვა კლავს, რომ მო­წე­ვა უნდა შევ­წყვი­ტოთ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ამას ძა­ლი­ან ცოტა აც­ნო­ბი­ე­რებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ფიქ­რობს: მე მოვ­წევ და მე არ და­მე­მარ­თე­ბა, რაც თვა­ლის და­ხუჭ­ვაა პრობ­ლე­მა­ზე. ეს საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, თუმ­ცა, ბევ­რჯერ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მისი პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ბ) სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ა­ტა­როს სრულ­ფა­სო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კუ­თხით.ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო. თუკი ასე აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა და, ამას­თან ერ­თად, ქა­ლა­ქებ­ში ეკო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბა, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 10-15 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­ტვის კი­ბოს რის­კი შემ­ცირ­დე­ბა.

გ)უნდა და­ი­ნერ­გოს სკრი­ნინ­გის კულ­ტუ­რა. ფილ­ტვის კი­ბოს სკრი­ნინ­გი რისკ-ჯგუ­ფებ­ში - ეს სი­ახ­ლეა და ერთ-ერთი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას. ასე­თი შე­დე­გი დადო ბოლო კვლე­ვებ­მა ბელ­გი­ა­სა და ჰო­ლან­დი­ა­ში, ასე­ვე ფილ­ტვის კი­ბოს ამე­რი­კულ­მა კვლე­ვებ­მა. თუმ­ცა, სა­ნამ სკრი­ნინ­გამ­დე მი­ვალთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია - კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე პრე­ვენ­ცი­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბა, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ბევ­რი კი­ბოს­გან. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის, თით­ქმის, მე­სა­მედს არ სჯე­რა, რომ ფილ­ტვის კი­ბოს საფრ­თხის წი­ნა­შე დგას.

- რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქვს თო­დუ­ას კლი­ნი­კას ფილ­ტვის კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერ­გი­ლია ფილ­ტვის კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ყვე­ლა ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც კი არ­სე­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში.

თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა იმის­თვის, რომ პა­ცი­ენტს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის კლი­ნი­კე­ბის სტან­დარ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ.

ჩვენს გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობს სერ­ბი პრო­ფე­სო­რი, ფილ­ტვის კი­ბოს მსოფ­ლიო დო­ნის ექ­სპერ­ტიბ­რა­ნის­ლავ იე­რე­მი­ჩი;ფილ­ტვის კი­ბო­ში და კერ­ძოდ კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტია ჩვე­ნი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი გია წივ­წი­ვა­ძე; დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში გვყავსპრო­ფე­სო­რი გუ­რამ უნ­გი­ა­ძე, რო­მელ­მაც და­ნერ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში­ენ­დობ­რონ­ქუ­ლი ულტრა­სო­ნოგ­რა­ფია და ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბი­სა და სიმ­სივ­ნე­ე­ბის ტრანსბ­რონ­ქუ­ლი ბი­ოფ­სია.ეს მა­ღა­ლი დო­ნის­მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა, რომ­ლის­თვი­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი; თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში გვყავს პეტ-სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფი.პო­ზიტ­რონ-ემი­სი­ურ ტო­მოგ­რა­ფი­ას ანუ PET/CT-ს,რო­მე­ლიც ჩვენს კლი­ნი­კა­ში კეთ­დე­ბა,ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე შე­უძ­ლია სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა.ეს არის ფილ­ტვის კი­ბო­ში დი­აგ­ნოს­ტი­კის სტან­დარ­ტი და­სავ­ლე­თის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში.

თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდ­ზე მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რულ ჯგუფ­ში ვმსჯე­ლობთ კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გე­ბი, თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გე­ბი, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გე­ბი, რა­დი­ო­ლო­გე­ბი, პა­თო­მორ­ფო­ლო­გე­ბი და ა.შ.

- რო­გორ მკურ­ნა­ლო­ბენ ფილ­ტვის კი­ბოს თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში?

- ფილ­ტვის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა­ში მე­დი­ცი­ნას ბოლო ათწლე­ულ­ში ძა­ლი­ან დიდი გარ­ღვე­ვა აქვს - ინა­ხა მო­ლე­კუ­ლუ­რი სა­მიზ­ნე­ე­ბი, ანუ ტარ­გე­ტე­ბი. მო­ლე­კუ­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­თხვევ­ში პა­ცი­ენ­ტი ტაბ­ლე­ტი­რე­ბუ­ლი თე­რა­პი­ით იღებს ძა­ლი­ან შე­დე­გი­ან მკურ­ნა­ლო­ბას, მი­ნი­მა­ლუ­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბით.

თა­ნა­მედ­რო­ვე ონ­კო­ლო­გი­ა­ში სი­ახ­ლეა იმუ­ნო­თე­რა­პია - შე­იქ­მნა პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იმუ­ნი­ტეტ­ზე ზე­მოქ­მე­დებს- ხელს უწყობს იმუ­ნურ უჯრე­დებს სიმ­სივ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრე­პა­რა­ტე­ბი ძვი­რია,მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი იმუ­ნო­თე­რა­პი­ის­თვის. იმე­დი მაქვს, ეს სა­კი­თხი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ნელ-ნელა გა­მოს­წორ­დე­ბა.

ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა მეტ­წი­ლად კეთ­დე­ბა I და II სტა­დი­ე­ბის დროს.

ფილ­ტვის კი­ბოს სა­წყის სტა­დი­ებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, სპე­ცი­ფი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი არ აქვს.ხვე­ლა, ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ხმის ჩახ­ლე­ჩა, წო­ნის კლე­ბა ფილ­ტვის კი­ბოს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბია.

III სტა­დი­ის დროს წამ­ყვა­ნი მე­თო­დია კომ­ბი­ნი­ე­რე­ბუ­ლი ქი­მიო-სხი­ვუ­რი თე­რა­პია, IV სტა­დი­ის დროს კი - სის­ტე­მუ­რი თე­რა­პია.

სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ცი­ენ­ტთა 90% ანუ 10-დან 9 პა­ცი­ენ­ტი არა­ო­პე­რა­ბე­ლუ­რია ანუ შორსწა­სუ­ლი შემ­თხვე­ვა. ეს ერთ-ერთი ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო მო­ნა­ცე­მია, რო­მელ­ზეც აქ­ცენტს ვა­კე­თებთ ჩვე­ნი გუნ­დის მეც­ნი­ე­რულ ნაშ­რო­მებ­ში.

კლი­ნი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის, თო­დუ­ას კლი­ნი­კის ერთ-ერთი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. ჩვენ გლო­ბა­ლუ­რად ვსწავ­ლობთ ფილ­ტვის კი­ბოს ყვე­ლა ას­პექტს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვაქვს უკე­თე­სი შე­დე­გის­თვის.ჩვე­ნი გუნ­დის ერთი ნაშ­რო­მი „ფილ­ტვის კიბო სა­ქარ­თვე­ლო­ში“, ახ­ლა­ხან და­ი­ბეჭ­და გა­მო­ცე­მა­ში Journal of Thoracic Oncology, რო­მე­ლიც იმ­პაქტ-ფაქ­ტო­რით მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მაა თო­რა­კა­ლურ ონ­კო­ლო­გი­ა­ში.ესჩ­ვე­ნი გუნ­დის მეც­ნი­ე­რუ­ლი მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი დიდი აღი­ა­რე­ბაა.ასე­ვე, და­სა­ბე­ჭად ამ­ზა­დებსჩ­ვენსპუბ­ლი­კა­ცი­ას ფილ­ტვის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლი;ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ კი­დევ ორ თე­მა­ზე ასე­ვე პრეს­ტი­ჟუ­ლი უცხო­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მე­ბის­თვის.

ფაქ­ტია, რომ დღეს ფილ­ტვის კიბო ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ონ­კო­ლო­გი­ა­ში. ეს არის და­ა­ვა­დე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით.მი­ნი­მა­ლუ­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა კი­ბოს პრე­ვენ­ცი­ის­თვის თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა გა­ვა­კე­თოთ, ეს არის პრობ­ლე­მის აღი­ა­რე­ბა, ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კვიდ­რე­ბა და დრო­უ­ლად მის­ვლა ექიმ­თან.

NS

ავტორი:

ფილტვის კიბო - დროა, თვალი გავუსწოროთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ონკოლოგიაში

ფილტვის კიბო - დროა, თვალი გავუსწოროთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ონკოლოგიაში

ექიმები ამ დაავადებაზე საუბრისას ხშირად იშველიებენ სტატისტიკას, რათა საფრთხის სერიოზულობა ჯერ კიდევ მაშინ დაგვანახონ,როცა კიბოს რისკის შესამცირებლადსაკუთარი ცხოვრების წესის შეცვლაც საკმარისია.

კიბოს მსოფლიო სტატისტიკით კი, რომელსაცსაერთაშორისო ორგანიზაცია GLOBOCAN-ი აწარმოებს, ფილტვის კიბო: ა) ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დავადებაა მსოფლიოში - წელიწადში, საშუალოდ, 2 მლნ-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდებადა ბ) ყველაზე ხშირად იწვევს სიკვდილს - 2018 წელს მსოფლიოში ფილტვის კიბოთი 1,72 მლნ ადამიანი გარდაიცვალა;

როგორი ციფრებია საქართველოში და რას გვთავაზობსქართული მედიცინა?

ამის შესახებ აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრისონკოლოგიის და ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოლოგიივანე კილაძეგვესაუბრება.

- ფილტვის კიბო - როგორია სტატისტიკა საქართველოში?

- დავიწყოთ იმით, რომ 2015 წელს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა -შეიქმნა კიბოსპოპულაციურირეგისტრი, რომელშიცგროვდება მონაცემები საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შესახებ.

კიბოს რეგისტრის მიხედვით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლოში,„ფილტვის კიბო“, რომელიც აერთიანებს ტრაქეის, ბრონქის და ფილტვის კიბოს, ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა.

I და II სტადიაზე რეგისტრირებულია ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევების მხოლოდ 10%-მდე, ხოლო 60%-ზე მეტი, სამწუხაროდ, დაავადების მე-4 სტადიაზე მოდის ექიმთან. ვფიქრობ, ზედმეტია იმის გამეორება, რომ მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია დაავადების დროულად გამოვლენაზე.

რაც შეეხება ახალი შემთხვევების რაოდენობას, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბევრი შემთხვევა არ რეგისტრირდება სხვადასხვა მიზეზის გამო - მაგალითად, პაციენტი არ მიმართავს კლინიკას, საზღვარგარეთ მიდის სამკურნალოდ ან საერთოდ მკურნალობს ალტერნატიული მეთოდით, ვფიქრობ, საქართველოში ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევა წელიწადში არის არა სტატისტიკით ნაჩვენები 600, არამედ გაცილებით მეტი.

- ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზი მხოლოდ თამბაქოა?

- დამტკიცებული ფაქტია, რომ ფილტვის კიბოს 90% დაკავშირებულია თამბაქოსთან. ეს იმას ნიშნავს, რომ 10-დან 9 პაციენტი არის მწეველი.

- ხომ შეიძლება, ფილტვის კიბოთი არამწეველი ადამიანი დაავადდეს?

- დიახ, შეიძლება, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 10% ან ნაკლები. ამ შემთხვევებში მიზეზია სხვადასხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს სასუნთქ გზებში ხვდება - მაგალითად, თუნდაც -სამზარეულოში ცუდი ვენტილაციისას დაგროვებული გაზის ნამწვავი,გაუმართავი მანქანების გამონაბოლქვი და ა.შ., მაგრამ ფაქტია, რომ 90% დაკავშირებულია თამბაქოსთან და ჩვენ შეგვიძლია, თამბაქოს მოხმარების შემცირებით შევამციროთ ეს პრობლემა. ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა მეტია ვიდრე - ძუძუს, კოლორექტული და პროსტატის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ერთად აღებული!

ერთ-ერთი ბოლო კვლევით, რომელმაც შეისწავლა მწეველები საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 31% რეგულარულიმწეველია- ეს კატასტროფული სიტუაციაა, საგანგაშო სიგნალია.

ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრევენცია. ფილტვის კიბოს პრევენცია შესაძლებელია, განსხვავებით სხვა ბევრი კიბოსგან.

- კონკრეტულად, რას გულისხმობს ფილტვის კიბოს პრევენცია?

- პრვენცია გულისხმობს იმას, რომ:

ა) ადამიანმა დროულად უნდა აღიაროს და გაიაზროს საფრთხე;ყველა ვეთანხმებით იმას, რომ მოწევა კლავს, რომ მოწევა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ რეალურად ამას ძალიან ცოტა აცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს: მე მოვწევ და მე არ დამემართება, რაც თვალის დახუჭვაა პრობლემაზე. ეს საკმაოდ აგრესიული დაავადებაა, თუმცა, ბევრჯერ გავიმეორებ, რომ მისი პრევენცია შესაძლებელია.

ბ) სახელმწიფომ უნდა გაატაროს სრულფასოვანი ღონისძიებები თამბაქოს კონტროლის კუთხით.ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო. თუკი ასე აქტიურად გაგრძელდება და, ამასთან ერთად, ქალაქებში ეკოლოგიური უსაფრთხოება მუდმივად ყურადღების ქვეშ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-15 წელიწადში საქართველოში ფილტვის კიბოს რისკი შემცირდება.

გ)უნდა დაინერგოს სკრინინგის კულტურა. ფილტვის კიბოს სკრინინგი რისკ-ჯგუფებში - ეს სიახლეა და ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, რომელიც ამცირებს სიკვდილიანობას. ასეთი შედეგი დადო ბოლო კვლევებმა ბელგიასა და ჰოლანდიაში, ასევე ფილტვის კიბოს ამერიკულმა კვლევებმა. თუმცა, სანამ სკრინინგამდე მივალთ, აუცილებელია დაავადების პრევენცია - კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ყველაზე პრევენცირებადი დაავადება, განსხვავებით სხვა ბევრი კიბოსგან. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მოსახლეობის, თითქმის, მესამედს არ სჯერა, რომ ფილტვის კიბოს საფრთხის წინაშე დგას.

- რა საშუალებები აქვს თოდუას კლინიკას ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის?

- საქართველოში დანერგილია ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის ყველა ის საშუალება, რაც კი არსებობს თანამედროვე სამყაროში.

თოდუას კლინიკაში ყველა პირობაა იმისთვის, რომ პაციენტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კლინიკების სტანდარტი შევთავაზოთ.

ჩვენს გუნდს ხელმძღვანელობს სერბი პროფესორი, ფილტვის კიბოს მსოფლიო დონის ექსპერტიბრანისლავ იერემიჩი;ფილტვის კიბოში და კერძოდ კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია ჩვენი კლინიკის დირექტორი გია წივწივაძე; დიაგნოსტიკაში გვყავსპროფესორი გურამ უნგიაძე, რომელმაც დანერგა საქართველოშიენდობრონქული ულტრასონოგრაფია და ლიმფური კვანძებისა და სიმსივნეების ტრანსბრონქული ბიოფსია.ეს მაღალი დონისმანიპულაციაა, რომლისთვისაც საზღვარგარეთ მიდიოდნენ პაციენტები; თოდუას კლინიკაში გვყავს პეტ-სპეციალისტების ავტორიტეტული ჯგუფი.პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფიას ანუ PET/CT-ს,რომელიც ჩვენს კლინიკაში კეთდება,ადრეულ სტადიაზე შეუძლია სიმსივნის დიაგნოსტირება.ეს არის ფილტვის კიბოში დიაგნოსტიკის სტანდარტი დასავლეთის მრავალ ქვეყანაში.

თითოეული პაციენტის მკურნალობის მეთოდზე მულტიდისციპლინარულ ჯგუფში ვმსჯელობთ კლინიკური ონკოლოგები, თორაკალური ქირურგები, რადიაციული ონკოლოგები, რადიოლოგები, პათომორფოლოგები და ა.შ.

- როგორ მკურნალობენ ფილტვის კიბოს თოდუას კლინიკაში?

- ფილტვის კიბოს მკურნალობაში მედიცინას ბოლო ათწლეულში ძალიან დიდი გარღვევა აქვს - ინახა მოლეკულური სამიზნეები, ანუ ტარგეტები. მოლეკულური ცვლილებების შემთხვევში პაციენტი ტაბლეტირებული თერაპიით იღებს ძალიან შედეგიან მკურნალობას, მინიმალური გვერდითი ეფექტებით.

თანამედროვე ონკოლოგიაში სიახლეა იმუნოთერაპია - შეიქმნა პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტზე ზემოქმედებს- ხელს უწყობს იმუნურ უჯრედებს სიმსივნის განადგურებაში. სამწუხაროდ, ეს პრეპარატები ძვირია,მაგრამ არსებობს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკური კვლევები, რომლებშიც მონაწილეობენ პაციენტები იმუნოთერაპიისთვის. იმედი მაქვს, ეს საკითხი რამდენიმე წელიწადში ნელ-ნელა გამოსწორდება.

ქირურგიული ჩარევა მეტწილად კეთდება I და II სტადიების დროს.

ფილტვის კიბოს საწყის სტადიებზე, სამწუხაროდ, სპეციფიკური სიმპტომები არ აქვს.ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, ხმის ჩახლეჩა, წონის კლება ფილტვის კიბოს დამახასიათებელი სიმპტომებია.

III სტადიის დროს წამყვანი მეთოდია კომბინიერებული ქიმიო-სხივური თერაპია, IV სტადიის დროს კი - სისტემური თერაპია.

სამწუხაროდ საქართველოში პაციენტთა 90% ანუ 10-დან 9 პაციენტი არაოპერაბელურია ანუ შორსწასული შემთხვევა. ეს ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო მონაცემია, რომელზეც აქცენტს ვაკეთებთ ჩვენი გუნდის მეცნიერულ ნაშრომებში.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, თოდუას კლინიკის ერთ-ერთი მიზანია, საქართველო იყოს მნიშვნელოვანი რგოლი მსოფლიო მეცნიერებაში. ჩვენ გლობალურად ვსწავლობთ ფილტვის კიბოს ყველა ასპექტს, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული - რა გამოწვევები და რა შესაძლებლობები გვაქვს უკეთესი შედეგისთვის.ჩვენი გუნდის ერთი ნაშრომი „ფილტვის კიბო საქართველოში“, ახლახან დაიბეჭდა გამოცემაში Journal of Thoracic Oncology, რომელიც იმპაქტ-ფაქტორით მსოფლიოს ნომერ პირველი გამოცემაა თორაკალურ ონკოლოგიაში.ესჩვენი გუნდის მეცნიერული მუშაობის პირველი დიდი აღიარებაა.ასევე, დასაბეჭად ამზადებსჩვენსპუბლიკაციას ფილტვის კიბოს მკურნალობის მეთოდების შესახებ ამერიკული ჟურნალი;ამჟამად ვმუშაობთ კიდევ ორ თემაზე ასევე პრესტიჟული უცხოური სამეცნიერო გამოცემებისთვის.

ფაქტია, რომ დღეს ფილტვის კიბო ყველაზე სერიოზული პრობლემაა ონკოლოგიაში. ეს არის დაავადება სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით.მინიმალური, რაც შეიძლება კიბოს პრევენციისთვის თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთოთ, ეს არის პრობლემის აღიარება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და დროულად მისვლა ექიმთან.

NS

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე