სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ
როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

მრა­ვა­ლი წე­ლია, აფხა­ზე­ბიც და ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბიც, უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ამ მხრივ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია აღ­მო­სავ­ლეთ აფხა­ზე­თი. 1901 წელს, სო­ხუ­მე­ლი პრო­ფე­სო­რის ას­ტრო­უ­მო­ვის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი აგა­რა­კი, რო­მელ­საც მწერ­ლე­ბი ან­ტონ ჩე­ხო­ვი და მაქ­სიმ გორ­კი, მხატ­ვა­რი აპო­ლი­ნა­რი ვას­ნე­ცო­ვი სტუმ­რობ­დნენ, თით­ქმის გა­ნად­გურ­და და გა­უ­ვალ ტყედ არის ქცე­უ­ლი.

"რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ, იქ მუ­ზე­უ­მი ფუნ­ქცი­ო­ნე­რებ­და, ახ­ლოს სე­ზო­ნუ­რი კა­ფეც იყო დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის, ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი დან­გრე­უ­ლია, არც ერთი შე­ნო­ბა რეს­ტავ­რა­ცი­ას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა...

ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წლე­ბია შე­ნო­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რო­მელ­საც იქა­უ­რო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია... აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტუ­ტის დი­რექ­ტო­რის ზუ­რაბ მიქ­ბას თქმით, უწყე­ბა­ში უთხრეს, რომ შე­ნო­ბის აღ­დგე­ნა არ ღირს" - წერს გა­მო­ცე­მა Кавказ Реалии და ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლებს.

ამ აგა­რა­კის ბედს ერთ დროს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე 290-მდე შე­ნო­ბა თუ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი იზი­ა­რებს აფხა­ზეთ­ში...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ისი­ნი უკვე შე­ეჩ­ვივ­ნენ, რომ თავ­ზე ენგრე­ვათ წარ­სუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, საბ­ჭო­თა წლებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, რო­მელ­თა კო­მერ­ცი­უ­ლად გა­ყიდ­ვა, რე­ა­ლუ­რად, ძალ­ზედ მომ­გე­ბი­ა­ნი და ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუნ­დაც ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის­თვის.

"აქ ძი­რი­თა­დად ის ხალ­ხი ჩა­მო­დის, ვი­საც საბ­ჭო­თა წლე­ბის ნოს­ტალ­გია აქვს და და­ი­ნა­ხა­ვენ თუ არა ამ ძველ შე­ნო­ბებს, თუნ­დაც სტა­ლი­ნის აგა­რა­კის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მი­ე­ცე­მათ, მი­ლი­ო­ნო­ბით ფო­ტოს იღე­ბენ... მათ შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბიც, რომ შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებს ან ახ­ლობ­ლებს აჩ­ვე­ნონ - წარ­სულ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე­თო. უფ­რო­სი თა­ო­ბა იხ­სე­ნებს ყვე­ლა­ფერს, რაც იმ დროს იყო - ყა­ვას, ნა­ყინს, გა­ზი­ან წყლებს... ეძე­ბენ ასეთ ად­გი­ლებს, მაგ­რამ წარ­სუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ვი­ღას სცა­ლია, ნე­ტავ აწ­მყო­ში არ და­ვი­კარ­გე­ბო­დეთ" - წერს სო­ხუ­მე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირაკ­ლი ახუ­ბა.

მი­წას­თა­ნაა გას­წო­რე­ბუ­ლი აკარ­მა­რა - აფხა­ზუ­რი ქა­ლა­ქი-მოჩ­ვე­ნე­ბა, სა­დაც 90-იან წლებ­ში 5 000 ათას­ზე მეტი მო­სახ­ლე ცხოვ­რობ­და, ახლა მხო­ლოდ 36 ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა... Настоящее Время-სთან სა­უბ­რი­სას, ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზი იმ წლებს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც აკარ­მა­რა­ში ცხოვ­რე­ბა დუღ­და, იქ ცხოვ­რობ­დნენ ქარ­თვე­ლი ექი­მი ძმე­ბი მინ­დი­აშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ საქ­მე­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ...

"მათ გარ­და კი­დევ იყ­ვნენ სხვა ქარ­თვე­ლე­ბიც, მაგ­რამ ისი­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. თა­ვად და­სახ­ლე­ბა ძვე­ლი არ ყო­ფი­ლა, ახა­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა ხანს იარ­სე­ბა, 25 წელ­ზე მე­ტია იქა­უ­რო­ბა ტუ­რე­ბით არის სავ­სე. ღამე მათი ყმუ­ი­ლი ის­მის. აქ ახ­ლოს არის ტყვარ­ჩე­ლი, სა­დაც თით­ქოს შე­მორ­ჩა სი­ცო­ცხლე, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბაც გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლია...

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რუ­სეთ­მა ტყვარ­ჩე­ლის რკი­ნიგ­ზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის 2 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი გად­მო­რი­ცხა, მაგ­რამ იმ თან­ხით მხო­ლოდ სო­ხუ­მი­დან რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გზა გა­კეთ­და. ტყვარ­ჩე­ლი კი თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვეს..." - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ვიხ­ვე­წე­ბო­დით, რუ­სეთ­მა მა­ინც და­ა­ბი­ნა­ვოს ან აა­შე­ნოს თა­ვი­სი ბა­ზე­ბიო, მაგ­რამ შე­ნო­ბებს ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ და ტე­რი­ტო­რი­უ­ლა­დაც არ გვა­წყობ­სო, უთ­ქვამთ... არა­და, მა­ღა­ზია გა­იხ­სნე­ბო­და, ხალ­ხი იმოძ­რა­ვებ­და, ჩერ­ნო­ბილ­ში არ მოგ­ვი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. აქა­უ­რებს მა­რი­ხუ­ა­ნა მოჰ­ყავთ და მა­გის­თვის თუ მო­დის ხალ­ხი, თო­რემ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა არა­ვის ახ­სოვს. ახლა ამ­ბო­ბენ, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბი ნარ­კო­ტი­კებს ებ­რძვი­ა­ნო და ეს გზაც თუ გა­და­კე­ტეს, აქა­უ­რო­ბა სა­ერ­თოდ და­იც­ლე­ბა..." - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი იუ­ლია აგუ­მა.

ფო­ტო­ე­ბი: Кавказ Реалии; Настоящее Время

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
amigo
8

mere?

XXX
4

ეს მხოლოდ შენობა ნაგებობებია, რაც ძალიან გულს მტკენს მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ თვითონ აფხაზები უმცირესობაში არიან და მალე სულ მალე ახლო მომავალში გადაშენდებიან.

ჩვენ გვერდით კი მათ გადაშენება არ უწერიათ, იმედი მაქვს ვინმე გონიერი გამოჩნდება და მიხვდებიან ამ ყველაფერს.

აბხაზებო ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

მრავალი წელია, აფხაზებიც და ოკუპირებულ რეგიონში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩასული ტურისტებიც, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე საუბრობენ.

ამ მხრივ უმძიმეს მდგომარეობაშია აღმოსავლეთ აფხაზეთი. 1901 წელს, სოხუმელი პროფესორის ასტროუმოვის მიერ აშენებული აგარაკი, რომელსაც მწერლები ანტონ ჩეხოვი და მაქსიმ გორკი, მხატვარი აპოლინარი ვასნეცოვი სტუმრობდნენ, თითქმის განადგურდა და გაუვალ ტყედ არის ქცეული.

"რამდენიმე ათეული წლის წინ, იქ მუზეუმი ფუნქციონერებდა, ახლოს სეზონური კაფეც იყო დამსვენებლებისთვის, ახლა კი ყველაფერი დანგრეულია, არც ერთი შენობა რესტავრაციას აღარ ექვემდებარება...

ინსტიტუტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ წლებია შენობა კულტურის სამინისტროს ექვემდებარება, რომელსაც იქაურობის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია... აღნიშნული ინსტუტის დირექტორის ზურაბ მიქბას თქმით, უწყებაში უთხრეს, რომ შენობის აღდგენა არ ღირს" - წერს გამოცემა Кавказ Реалии და ადგილზე გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს.

ამ აგარაკის ბედს ერთ დროს დიდი მნიშვნელობის მქონე 290-მდე შენობა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იზიარებს აფხაზეთში...

ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე შეეჩვივნენ, რომ თავზე ენგრევათ წარსული, ისტორიული ობიექტები, საბჭოთა წლებში აშენებული სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები, რომელთა კომერციულად გაყიდვა, რეალურად, ძალზედ მომგებიანი და ხელსაყრელი იქნებოდა, თუნდაც ტურისტული სეზონისთვის.

"აქ ძირითადად ის ხალხი ჩამოდის, ვისაც საბჭოთა წლების ნოსტალგია აქვს და დაინახავენ თუ არა ამ ძველ შენობებს, თუნდაც სტალინის აგარაკის მონახულების შესაძლებლობა რომ მიეცემათ, მილიონობით ფოტოს იღებენ... მათ შორის ახალგაზრდებიც, რომ შემდეგ ოჯახის წევრებს ან ახლობლებს აჩვენონ - წარსულში ვიმოგზაურეთო. უფროსი თაობა იხსენებს ყველაფერს, რაც იმ დროს იყო - ყავას, ნაყინს, გაზიან წყლებს... ეძებენ ასეთ ადგილებს, მაგრამ წარსულის გადასარჩენად ვიღას სცალია, ნეტავ აწმყოში არ დავიკარგებოდეთ" - წერს სოხუმელი ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ახუბა.

მიწასთანაა გასწორებული აკარმარა - აფხაზური ქალაქი-მოჩვენება, სადაც 90-იან წლებში 5 000 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 36 ადამიანი დარჩა... Настоящее Время-სთან საუბრისას, ადგილობრივი აფხაზი იმ წლებს იხსენებს, როდესაც აკარმარაში ცხოვრება დუღდა, იქ ცხოვრობდნენ ქართველი ექიმი ძმები მინდიაშვილები, რომლებიც თავიანთ საქმეში ძალიან ძლიერი სპეციალისტები იყვნენ...

"მათ გარდა კიდევ იყვნენ სხვა ქართველებიც, მაგრამ ისინი გამორჩეულები იყვნენ. თავად დასახლება ძველი არ ყოფილა, ახალია, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს იარსება, 25 წელზე მეტია იქაურობა ტურებით არის სავსე. ღამე მათი ყმუილი ისმის. აქ ახლოს არის ტყვარჩელი, სადაც თითქოს შემორჩა სიცოცხლე, მაგრამ იქაურობაც გაჩანაგებულია...

რამდენიმე წლის წინ, რუსეთმა ტყვარჩელის რკინიგზის რეაბილიტაციისთვის 2 მილიარდი რუბლი გადმორიცხა, მაგრამ იმ თანხით მხოლოდ სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით გზა გაკეთდა. ტყვარჩელი კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს..." - ამბობს ადგილობრივი ინტერვიუში.

"ვიხვეწებოდით, რუსეთმა მაინც დააბინავოს ან ააშენოს თავისი ბაზებიო, მაგრამ შენობებს ვერ გამოვიყენებთ და ტერიტორიულადაც არ გვაწყობსო, უთქვამთ... არადა, მაღაზია გაიხსნებოდა, ხალხი იმოძრავებდა, ჩერნობილში არ მოგვიწევდა ცხოვრება. აქაურებს მარიხუანა მოჰყავთ და მაგისთვის თუ მოდის ხალხი, თორემ ჩვენი არსებობა არავის ახსოვს. ახლა ამბობენ, ბჟანია-ანქვაბი ნარკოტიკებს ებრძვიანო და ეს გზაც თუ გადაკეტეს, აქაურობა საერთოდ დაიცლება..." - ამბობს ადგილობრივი იულია აგუმა.

ფოტოები: Кавказ Реалии; Настоящее Время

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია