პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაზგასული სასმელი, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა" - ინფექციონისტი სამედიცინო მითებზე
"გაზგასული სასმელი, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა" - ინფექციონისტი სამედიცინო მითებზე

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კი­დევ ერთ მითს ამ­სხვრევს, რო­მე­ლიც გაზ­გა­სულ სას­მელს უკავ­შირ­დე­ბა.

"ზო­გი­ერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო მი­თის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბი არა­სა­ჭი­რო ქმე­დე­ბებს აკე­თე­ბენ. ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი­დან გა­ზის მო­ცი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა, რად­გან საკ­მა­ოდ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მითი არის ის, რომ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი მავ­ნეა ორ­გა­ნიზ­მის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ამ­ბო­ბენ ამას ჰე­პა­ტი­ტის და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი და სვა­მენ გაზ­გა­სულ სას­მელს. "გაზ­გა­სუ­ლი ბორ­ჯო­მი", რო­გორც დი­ე­ტის ნა­წი­ლი, საბ­ჭო­თა მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა.

საქ­მე იმა­შია, რომ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მავ­ნებ­ლო­ბა არა თვი­თონ იმ ბუშ­ტუ­კებ­შია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ნახ­ში­რორ­ჟან­გია, არა­მედ სას­მე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. რე­ა­ლუ­რად, რო­დე­საც ექი­მე­ბი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას ურ­ჩე­ვენ, გუ­ლის­ხმო­ბენ ამ სას­მე­ლებ­ში შაქ­რის და ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას და არა ბუშ­ტუ­კე­ბის, რო­მელ­თა მავ­ნებ­ლო­ბა არაფ­რით არ არის გა­მო­ხა­ტუ­ლი.

შე­იძ­ლე­ბა გა­ზის ბუშ­ტუ­კე­ბი მე­ქა­ნი­კუ­რად გა­ბერ­ვის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევ­დეს, მაგ­რამ ამას ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რა­ი­მე სა­ზი­ა­ნო შე­დე­გე­ბი ფაქ­ტი­უ­რად არა აქვს. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის კბი­ლე­ბის მი­ნან­ქარ­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ესეც მხო­ლოდ შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბით აიხ­სნე­ბა და არა გა­ზის.

ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი სვა­მენ არა გა­ზი­ან, არა­მედ შაქ­რის შემ­ცველ სხვა სი­თხე­ებს, რად­გან გო­ნი­ათ, რომ თუ სას­მე­ლი გა­ზი­ა­ნი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად არ არის მავ­ნე. ცხა­დია, ამას არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს და ის შა­ქა­რი და ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს არა­გა­ზი­ან სას­მე­ლებ­შიც, ისე­ვე არ არის სა­სურ­ვე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, რო­გორც გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი" -წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
19

კორონავირუსის თემა ხომ დაალაგეთ,ახლა გაზიანი სასმელების თემა აწია,მერე ლაღიძის წყლებზე და ბოლოს ჩურჩხელა შეიძლება ძაფიანად მივირთვათ.

otari
6

ეს არის მამალი ნაციონალი და არაპროფესიონალი! თავის დროზე ნაცების მიერ ხელდასმული და შემდეგ გამოგდებული ლუგარის ცენტრიდან არაპროფესიონალიზმის გამო!

ავტორი:

"გაზგასული სასმელი, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა" - ინფექციონისტი სამედიცინო მითებზე

"გაზგასული სასმელი, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა" - ინფექციონისტი სამედიცინო მითებზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ კიდევ ერთ მითს ამსხვრევს, რომელიც გაზგასულ სასმელს უკავშირდება.

"ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო, ადამიანები არასაჭირო ქმედებებს აკეთებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. "გაზგასული ბორჯომი", როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე იმაშია, რომ გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელებში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკების, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს. არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან გონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები" -წერს ბუწაშვილი.

"ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ" - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა სკოლაში პირბადე

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყაროვ" - კახა კალაძის უმცროსი ვაჟი 2 წლის გახდა (ფოტოები წვეულებიდან)

"გააკეთა შეუძლებელი და ანდრუშას სიცოცხლე აჩუქა!" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც  თათია შარანგიას შვილი გადაურჩინა