სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან
"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

გუ­შინ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი-სომ­ხე­თის სა­ზღვრზე სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­ღუ­პა 3 და და­შავ­და 5 აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი. მხა­რე­ე­ბი ცე­ცხლის გახ­სნა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. შე­ტა­კე­ბე­ბი გვი­ან ღა­მი­თაც გაგ­რძელ­და. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა თო­უ­ზის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი აღ­და­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით 120 მმ-იანი ნაღმტყორ­ცნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ცე­ცხლი გახ­სნეს. სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლის გახ­სნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

გუ­შინ და დღეს მტერ­მა ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი მი­ი­ღო, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის გამო შური ვი­ძი­ეთ და ასე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც, - სა­ა­გენ­ტო APA-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სომ­ხე­თის პრო­ვო­კა­ცი­ის ერთ-ერთი მი­ზე­ზი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მიღ­წე­უ­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბაა.

„ვფიქ­რობ, ამ პრო­ვო­კა­ცი­ის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ის არის, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­მი­ტე­ბი. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი სხდო­მა. ამ წი­ნა­და­დე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა 130-ზე მეტ­მა ქვე­ყა­ნამ, ხოლო სომ­ხე­თი წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და და ამით სა­კუ­თა­რი თა­ვის მსოფ­ლი­ო­დან იზო­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. თა­ვი­სი გა­უ­გე­ბა­რი პო­ზი­ცი­ით კო­ვიდ 19- ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რი­გის სა­თა­ვე­შია, სომ­ხეთ­მა კი­დევ ერთხელ მი­ა­პყრო მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა სა­კუ­თა­რი უსა­ხუ­რი პო­ლი­ტი­კის­კენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს იმ დროს, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მო­ი­თხოვს, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ან­დეს ამ ბრძო­ლა­ში, სომ­ხე­თი და­უ­პი­რის­პირ­და მას,” - გა­ნა­ცხა­და ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სომ­ხე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მხარ­და­ჭე­რას კარ­გავს.

„სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გუ­შინ­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სიც­რუ­ის კი­დევ ერთი ნი­შა­ნია. მათ სურთ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­ზე გა­და­ი­ტა­ნონ. მათ მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის, ან ჩვე­ნი სამ­ხედ­რო სა­გუ­შა­გის წი­ნა­აღ­მდეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცე­ცხლის გახ­სნა შე­უძ­ლი­ათ. ისი­ნი ასე მო­იქ­ცნენ და კი­დევ ერთხელ გა­მო­ავ­ლი­ნეს თა­ვი­ან­თი მა­ხინ­ჯი და მზაკ­ვრუ­ლი ბუ­ნე­ბა,” - გა­ნა­ცხა­და ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი კი "რე­გი­ო­ნუ­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად შე­დე­გებ­ზე" პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას აკის­რებს.

"გუ­შინ, 12 ივ­ლისს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა წა­მო­ი­წყეს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე, თავს და­ესხნენ ჩვენს სა­სა­ზღვრო პუნ­ქტებს, რომ­ლე­ბიც მდე­ბა­რე­ობს ტა­ვუ­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მოვ­სეს მი­მარ­თუ­ლე­ბით. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი მკაც­რად და­საგ­მო­ბია. დღეს დი­ლით ეს ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ნახ­ლდა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და­ე­კის­რე­ბა მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად შე­დე­გებ­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, რე­გი­ონ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბი­სად­მი თურ­ქე­თის მიდ­გო­მა „შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია“.

„შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია რე­გი­ონ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბი­სად­მი თურ­ქე­თის მიდ­გო­მა, რაც თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­შია ასა­ხუ­ლი, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ აშ­კა­რა და უკვე ტრა­დი­ცი­უ­ლი ან­ტი­სომ­ხუ­რი ლო­გი­კით უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რაა გა­მო­ხა­ტუ­ლი,“ - აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე სრო­ლი­სას ორი სო­მე­ხი პო­ლი­ცი­ე­ლი მსუ­ბუ­ქად და­იჭ­რა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სომ­ხუ­რი მე­დია სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

„ორი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­ზე მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, მტრის მიერ სა­გუ­შა­გოს­თან ახ­ლოს გახ­სნი­ლი ცე­ცხლის შე­დე­გად მსუ­ბუ­ქად და­იჭ­რა“, - წერს სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“.

შე­გახ­სე­ნებთ, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გუ­შინ და­ი­წყო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე სამი სამ­ხედ­როს და­ღუპ­ვას ადას­ტუ­რებს.

„ჩვენ­მა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­მა ღა­მის შე­ტა­კე­ბე­ბის დროს არ­ტი­ლე­რი­ის, ნაღმტყორ­ცნე­ბი­სა და ტან­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მტრის ძი­რი­თა­დი პო­ზი­ცი­ე­ბი, სა­არ­ტი­ლე­რიო ხელ­სა­წყო­ე­ბი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და ცო­ცხა­ლი ძა­ლე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს. ამ­ჟა­მად მდგო­მა­რე­ო­ბას ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, მტრის წი­ნა­აღ­მდეგ სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრძო­ლის დროს და­ი­ღუ­პა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი მაჰ­მუ­დოვ რა­შად რა­ში­დი.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა და აცხა­დებს, რომ მოს­კო­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გამ­წვა­ვე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბუ­ლია.

„რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს 12 ივ­ლისს სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის მკვეთ­რი გამ­წვა­ვე­ბის გამო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. არი­ან მოკ­ლუ­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, სი­ტუ­ა­ცი­ის კი­დევ უფრო და­ძაბ­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს საფრ­თხეს უქ­მნის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას.

„სი­ტუ­ა­ცი­ის კი­დევ უფრო და­ძაბ­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხე­ში აგ­დებს. მხა­რე­ებს მო­ვუ­წო­დებთ, გა­მო­ი­ჩი­ნონ თავ­შე­კა­ვე­ბა და მკაც­რად და­იც­ვან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

თა­ვის მხრივ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მზად არის, ხელი შე­უ­წყოს სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სის სა­კი­თხებ­ში ტო­ი­ვო კლა­ა­რი სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე მომ­ხდა­რი ორ­მხრი­ვი სრო­ლის გამო შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს და მხა­რე­ებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ყვე­ლა არ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

„შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე მომ­ხდა­რი ორ­მხრი­ვი სრო­ლის გამო. ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­მო­ი­ჩი­ნონ თავ­შე­კა­ვე­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის ყვე­ლა არხი, რო­გორც პირ­და­პი­რი, ასე­ვე ეუ­თოს მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის ოფი­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ,“ - წერს ტო­ი­ვო კლა­ა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
8

კიდევ კარგი ეს სიტყვა, ,,შეშფოთება,, არსებობს, თორემ რა ეშველებოდა მსოფლიო პოლიტიკას არ ვიცი.

dato
16

მე კი აღშფოთებული ვარ იმით რომ კაი ომი არაა მაგათ შორის ეხლა დავით გარეჯიც უკან დარჩება აზერებს და ბევრი კიდე იმიტო რო სომხების ზურგს უან ვინ დგას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

გუშინ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გვიან ღამითაც გაგრძელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის სოფელი აღდამის მიმართულებით 120 მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანული დასახლებების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყო.

გუშინ და დღეს მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც, - სააგენტო APA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთის პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული დიდი წარმატებაა.

„ვფიქრობ, ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებებს მიაღწია. ჩვენი ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტები. ჩვენი ინიციატივით ჩატარდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სხდომა. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 130-ზე მეტმა ქვეყანამ, ხოლო სომხეთი წინააღმდეგი წავიდა და ამით საკუთარი თავის მსოფლიოდან იზოლირება მოახდინა. თავისი გაუგებარი პოზიციით კოვიდ 19- ის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც დღეს მსოფლიოს დღის წესრიგის სათავეშია, სომხეთმა კიდევ ერთხელ მიაპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება საკუთარი უსახური პოლიტიკისკენ. როგორ შეიძლება ეს იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს ამ ბრძოლაში, სომხეთი დაუპირისპირდა მას,” - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, სომხეთი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერას კარგავს.

„სომხეთის ხელისუფლების მიერ გუშინდელი ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუის კიდევ ერთი ნიშანია. მათ სურთ, პასუხისმგებლობა აზერბაიჯანზე გადაიტანონ. მათ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, ან ჩვენი სამხედრო საგუშაგის წინააღმდეგ მოულოდნელი ცეცხლის გახსნა შეუძლიათ. ისინი ასე მოიქცნენ და კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავიანთი მახინჯი და მზაკვრული ბუნება,” - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი კი "რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე" პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

"გუშინ, 12 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს პროვოკაციული მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც მდებარეობს ტავუშის რაიონის სოფელ მოვსეს მიმართულებით. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები მკაცრად დასაგმობია. დღეს დილით ეს ოპერაციები განახლდა. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა რეგიონალური დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე”, - განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა „შემაშფოთებელია“.

„შემაშფოთებელია რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ასახული, სადაც აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ აშკარა და უკვე ტრადიციული ანტისომხური ლოგიკით უპირობო მხარდაჭერაა გამოხატული,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სროლისას ორი სომეხი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორი პოლიციელი, რომელიც საზღვარზე მოვალეობას ასრულებდა, მტრის მიერ საგუშაგოსთან ახლოს გახსნილი ცეცხლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა“, - წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს.

„ჩვენმა სამხედრო ნაწილებმა ღამის შეტაკებების დროს არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და ტანკების საშუალებით მტრის ძირითადი პოზიციები, საარტილერიო ხელსაწყოები, საავტომობილო და ცოცხალი ძალები გაანადგურეს. ამჟამად მდგომარეობას ჩვენი ჯარისკაცები აკონტროლებენ, მტრის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები ხორციელდება", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლის დროს დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის უფროსი ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდი.

რუსეთის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვი მდგომარეობის მკვეთრი გამწვავების გამო შეშფოთებულია.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება გრძელდება. არიან მოკლულები და დაჭრილები,“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.

„სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეში აგდებს. მხარეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულება.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ორმხრივი სროლის გამო შეშფოთებას გამოხატავს და მხარეებს კომუნიკაციის ყველა არხის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ორმხრივი სროლის გამო. ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გამოიჩინონ თავშეკავება და კომუნიკაციისთვის ყველა არხი, როგორც პირდაპირი, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ოფისები გამოიყენონ,“ - წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

"აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო" - სომხეთის თავდაცვის უწყება

"სომხეთმა გორონბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რეგიონების დაბომბვა დაიწყო" - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

დაქირავებული მებრძოლები ყარაბაღის კონფლიქტშიც გამოჩნდნენ - "ომის ქოფაკების" ისტორია და თანამედროვეობა