სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს
სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სომ­ხე­თის სა­ზღვარ­თან მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას „რია ნო­ვოს­ტი“ ავ­რცე­ლებს.

„12 ივ­ლი­სის შუ­ა­დღი­დან და­წყე­ბუ­ლი სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყოფ­მა, რო­მელ­მაც უხე­შად და­არ­ღვია ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი-სომ­ხე­თის სა­ზღვრის ტო­ვუ­ზო­ვის რა­ი­ონ­ში, სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბი­დან და­ცხრი­ლა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი. და­ნა­კარ­გე­ბია ორი­ვე მხა­რეს. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვე­ნი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას“, - გა­ნუ­ცხა­დეს სა­ა­გენ­ტოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ და­კარ­გა ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, დაჭ­რი­ლია ხუთი ჯა­რის­კა­ცი. მა­თი­ვე ცნო­ბით, ადეკ­ვა­ტუ­რი ზო­მე­ბის შე­დე­გად მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ მი­ი­ღო და­ნა­კარ­გი და უკან და­ი­ხია.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო­ე­ბი 12:30 სა­ათ­ზე, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბით, „უაზ“-ის ავ­ტო­მან­ქა­ნით შე­ე­ცად­ნენ სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დარ­ღვე­ვას ტა­ვუ­შის მი­მარ­თუ­ლე­ბით. „ნიუს.ამ“-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პრესმდი­ვა­ნი შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნი წერს.

„სომ­ხუ­რი მხა­რის გაფრ­თხი­ლე­ბის შე­დე­გად, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის სამ­ხედ­რო­ებ­მა მი­ა­ტო­ვეს ავ­ტო­მან­ქა­ნა და დაბ­რუნ­დნენ სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებ­ზე. 13:45 სა­ათ­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო­ე­ბი, სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ე­ცად­ნენ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ ჩვე­ნი საყ­რდე­ნი პუნ­ქტი. თუმ­ცა, ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად ისი­ნი უკუ­იქ­ცნენ, რა დრო­საც და­კარ­გეს ცო­ცხა­ლი ძალა. სომ­ხე­თის მხრი­დან და­ნა­კარ­გი არ არის“, - წერს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პრესმდი­ვა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
2

შუშან სტეფანიანი მსოფლიო დონის გენერალია 

სტალინი
5

ორივეს ჩვენი მიწები აქვთ დასაბრუნებელი, ცალკე თურქებს, ცალკე რუსებს, ისე რომ..............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მიმდინარე ბრძოლის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„12 ივლისის შუადღიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას“, - განუცხადეს სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა ორი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია ხუთი ჯარისკაცი. მათივე ცნობით, ადეკვატური ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ მიიღო დანაკარგი და უკან დაიხია.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები 12:30 საათზე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, „უაზ“-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით. „ნიუს.ამ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეპანიანი წერს.

„სომხური მხარის გაფრთხილების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის სამხედროებმა მიატოვეს ავტომანქანა და დაბრუნდნენ საკუთარ პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეეცადნენ დაეკავებინათ ჩვენი საყრდენი პუნქტი. თუმცა, ცეცხლის გახსნის შედეგად ისინი უკუიქცნენ, რა დროსაც დაკარგეს ცოცხალი ძალა. სომხეთის მხრიდან დანაკარგი არ არის“, - წერს თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი.

სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ჯარისკაცი ბათუმში დაინფიცირდა

"არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის" - "ფორბსის" სტატიამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზებაზე რუსები გვარიანად გააღიზიანა

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი