საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წელს ცემით მოკლა მეანი ქალი, ასევე დამნაშავედაა ცნობილი ძარცვასა და ქურდობაში" - პროკურორი მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულზე
"2008 წელს ცემით მოკლა მეანი ქალი, ასევე დამნაშავედაა ცნობილი ძარცვასა და ქურდობაში" - პროკურორი მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულზე

პრო­კუ­რორ ნაზი მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რეს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც მა­მი­სა და ბა­ბუ­ის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოკი­ნაშ­ვი­ლი მი­სი­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ოკი­ნაშ­ვი­ლი წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი, ბო­ლოს 3-წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მან მა­ინც ჩა­ი­დი­ნა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი და ცივი ია­რა­ღით მა­მას და ბა­ბუ­ას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

"წარ­მოდ­გე­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ია­რა­ღი, სის­ხლის კვა­ლი და სხვა ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია, მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვი­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მე­ბი, ასე­ვე ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რის შე­დე­გად, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც გა­სა­ი­დუ­ლო­ე­ბუ­ლია, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოკი­ნაშ­ვი­ლი ყვე­ბა მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ მი­სი­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ.

ამ­დე­ნად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ველს ქმნის. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და მი­მალ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ნაზი მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა სხდო­მა­ზე.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლია გა­ნა­ჩე­ნე­ბი და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გი­ორ­გი ოკი­ნაშ­ვი­ლის ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის შე­სა­ხებ და ირ­კვე­ვა, რომ ოკი­ნაშ­ვი­ლი არა­ერ­თხე­ლაა ნა­სა­მარ­თლე­ბი გან­ზრახ, მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის ჩა­დე­ნის­თვის.

"2007 წელს ჩა­ი­დი­ნა პირ­ვე­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ქურ­დო­ბა. ამის შემ­დეგ 2008 წელს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის­თვის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო. კერ­ძოდ, ოკი­ნაშ­ვილ­მა ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით, ხე­ლი­სა და ფე­ხით ცე­მის შე­დე­გად მოკ­ლა მე­ა­ნი ქალი, რის­თვი­საც ის გა­სა­მარ­თლდა. გარ­და ამი­სა, ის დამ­ნა­შა­ვე­დაა ცნო­ბი­ლი ძარ­ცვი­სა და ქურ­დო­ბის ჩა­დე­ნი­სათ­ვის და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის ის ცი­ხი­დან 2016 წელს გა­თა­ვი­სუფ­ლდა, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად კვლავ გა­ნაგ­რძო კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა და კი­დევ ორ­ჯერ გა­სა­მარ­თლდა. კერ­ძოდ, გა­სა­მარ­თლდა ნაც­ნო­ბი ქა­ლი­სად­მი ჩა­დე­ნი­ლი იძუ­ლე­ბი­სა და მუ­ქა­რის­თვის, რა­ზეც 1-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ამის შემ­დეგ კი ისევ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი თაღ­ლი­თო­ბის სა­ხით, რა­ზეც ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ სცნეს", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა სხდო­მა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, ის ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბა. ოკი­ნაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­ვო­კა­ტი ლელა ჭანკვე­ტა­ძე იცავს.

რო­გორც მან სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია მი­მარ­თუ­ლი იყო ოკი­ნაშ­ვი­ლის წარ­სულ ცხოვ­რე­ბა­ზე, რაც არა­საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ ოკი­ნაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა შე­ე­ფარ­დოს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რემ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სწო­რედ ოკი­ნაშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მო­ი­პო­ვა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის კონ­ფლიქ­ტუ­რი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამი­ტომ მო­ი­თხო­ვა, რომ ოკი­ნაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბის ნაც­ვლად, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­დოს გი­რაო 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს.

ცნო­ბის­თვის, მა­მი­სა და პა­პის მკლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
truth
3

აი კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამ ქვეყანაშო პატიოსან კაცს არ დაედგომება. ამდენი უბედურების ჩამდენი არაკაცი თავისუფლად როგორ დადიოდა?

ლუარსაბი
0

ამდენი დანაშაული ჩაიდინა და გარეთ როგორ იყო ხოლმე? ანუ, პატიოსან ხალხს გვეუბნებიან, წადით ამ ქვეყნიდანო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"2008 წელს ცემით მოკლა მეანი ქალი, ასევე დამნაშავედაა ცნობილი ძარცვასა და ქურდობაში" - პროკურორი მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულზე

"2008 წელს ცემით მოკლა მეანი ქალი, ასევე დამნაშავედაა ცნობილი ძარცვასა და ქურდობაში" - პროკურორი მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულზე

პროკურორ ნაზი მირიანაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც მამისა და ბაბუის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი მისივე ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი მკვლელობის შესახებ ჰყვება.

როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ოკინაშვილი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, ბოლოს 3-წლიანი პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მიუხედავად ამისა, მან მაინც ჩაიდინა მძიმე დანაშაული და ცივი იარაღით მამას და ბაბუას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

"წარმოდგენილია დანაშაულის სავარაუდო იარაღი, სისხლის კვალი და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ასევე წარმოდგენილია, მოწმეთა გამოკითხვისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმები, ასევე ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერის შედეგად, მოპოვებული მტკიცებულება, რაც გასაიდულოებულია, სადაც ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი ყვება მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მისივე ოჯახის წევრების მიმართ.

ამდენად, მტკიცებულების ერთობლიობა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველს ქმნის. აღკვეთის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებების განადგურება და მიმალვა", - განაცხადა ნაზი მირიანაშვილმა სხდომაზე.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია განაჩენები და სასამართლოს გადაწყვეტილებები გიორგი ოკინაშვილის ნასამართლეობის შესახებ და ირკვევა, რომ ოკინაშვილი არაერთხელაა ნასამართლები განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი დანაშაულებების ჩადენისთვის.

"2007 წელს ჩაიდინა პირველი დანაშაული, ქურდობა. ამის შემდეგ 2008 წელს განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. კერძოდ, ოკინაშვილმა ჯოხის გამოყენებით, ხელისა და ფეხით ცემის შედეგად მოკლა მეანი ქალი, რისთვისაც ის გასამართლდა. გარდა ამისა, ის დამნაშავედაა ცნობილი ძარცვისა და ქურდობის ჩადენისათვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ის ციხიდან 2016 წელს გათავისუფლდა, თუმცა ამის მიუხედავად კვლავ განაგრძო კანონსაწინააღმდეგო ქმედება და კიდევ ორჯერ გასამართლდა. კერძოდ, გასამართლდა ნაცნობი ქალისადმი ჩადენილი იძულებისა და მუქარისთვის, რაზეც 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შემდეგ კი ისევ ჩაიდინა დანაშაული თაღლითობის სახით, რაზეც ასევე დამნაშავედ სცნეს", - განაცხადა პროკურორმა სხდომაზე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ის ბრალდების მხარის პოზიციას არ ეთანხმება. ოკინაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი ლელა ჭანკვეტაძე იცავს.

როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ბრალდების მხარის პოზიცია მიმართული იყო ოკინაშვილის წარსულ ცხოვრებაზე, რაც არასაკმარისია იმისათვის, რომ ოკინაშვილს პატიმრობის მაქსიმალური ვადა შეეფარდოს.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებები სწორედ ოკინაშვილის თანამშრომლობით მოიპოვა.

ადვოკატის თქმით, ოჯახური კონფლიქტი მიმდინარეობდა გარდაცვლილების კონფლიქტური ხასიათიდან გამომდინარე, ამიტომ მოითხოვა, რომ ოკინაშვილს პატიმრობის ნაცვლად, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, მამისა და პაპის მკლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"ვიცი, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის დევნა!" - რა დეტალებზე საუბრობს შაქარაშვილის ბიძა ექსპერტიზის შემდეგ და რას ამბობს მკვლელობის მოტივზე?

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს