პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას" - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს
"ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას" - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი, თორ­ნი­კე შენ­გე­ლია მოს­კო­ვის "ცსკა"-ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

შენ­გე­ლია იმ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, ვინც მას აკ­რი­ტი­კებს და ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

“პირ­ველ რიგ­ში მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვინც გვერ­დში და­მიდ­გა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ჩემს მი­მართ. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა პი­რა­და­დაც გა­და­გი­ხა­დოთ მად­ლო­ბა!

და­სა­წყის­ში­ვე მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმ ფაქტს, რომ ამ გან­ცხა­დე­ბას არ ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ვინ­მეს­თან თავი ვი­მარ­თლო.

რთუ­ლია ავუხ­სნა იმ ადა­მი­ანს რა­ი­მე როცა, არაფ­რის მოს­მე­ნა არ სურს და მისი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აზ­რის შეც­ვლას არც კი გა­ნი­ხი­ლავს.

ვერ ავუხ­სნი ამ ადა­მი­ანს თუ რა შეგ­რძნე­ბა მე­უფ­ლე­ბო­და როცა 10-11 წლის ვი­ყა­ვი და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მაშ­ზე აჟ­ღე­რე­ბუ­ლი ჰიმ­ნის დროს ტრი­ბუ­ნე­ბუ­ნი­დან თვა­ლებ და­ხუ­ჭუ­ლი ფეხ­ზე ვი­დე­ქი და ჩემი თავი მო­ე­დან­ზე მო­თა­მა­შე­ებს შო­რის წარ­მო­მედ­გი­ნა.

ვერ ავუხ­სნი ამ ადა­მი­ანს თუ რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მა­შის, ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან ყუ­რე­ბა და რა სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბაა როცა შენი კა­რი­ე­რის პიკ­ში ყოფ­ნის დროს შენ ნაკ­რებს და ქვე­ყა­ნას ვერ ეხ­მა­რე­ბი იმი­ტომ, რომ ეს მე­სა­მე და მე­ო­თხე მხა­რემ გა­და­წყვი­ტა.

ვერც იმას ავუხ­სნი რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა გან­ვი­ცა­დე სულ რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ როცა ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი და მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თუ­ლი დრო­შა ამეფ­რი­ა­ლე­ბი­ნა!

ვერც იმას მიხ­ვდე­ბა, რომ ევ­რო­პის ერთ ერთ სა­უ­კე­თე­სო გუნდში გა­დას­ვლით მეტი მო­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­მე­ცე­მა რაც მეტი ჩვე­ნი დრო­შის ფრი­ალს ნიშ­ნავს.

ვერც იმას გა­ი­გებს თუ რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა რო­დე­საც ევ­რო­პის ერთ ერთი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი პა­ტივს ცემს ჩემს პატ­რი­ო­ტიზმს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშ­ზე ჩა­მო­ვი­დე ისევ და ისევ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინ წა­სა­წე­ვად გა­მარ­ჯვე­ბი­სა­კენ.

და ვერც იმას ამიხ­სნით მე თუ რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლია რო­დე­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჩვენ გმი­რებს კარ­გავს, იმი­ტომ რომ მე ამის ახ­სნა არ მჭირ­დე­ბა, ეს მე კარ­გად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარ­გად იცით, რომ მე ეს ვიცი.

კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, მე, თორ­ნი­კე შენ­გე­ლია, ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი ქარ­თუ­ლი სუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი ყველ­გან სა­ნამ სული მიდ­გას და ამას ვერ შეც­ვლის ვერც ერ­თის გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი თუ გან­ცხა­დე­ბა!

ყვე­ლა­ზე მშვი­დად გა­ვივ­ლი ამ გან­საც­დელს, იმი­ტომ, რომ ჩემს გვერ­დით ღმერ­თი დგას. მხო­ლოდ მის წი­ნა­შე ვარ პა­სუ­ხის მგე­ბე­ლი და მან კი ნამ­დვი­ლად იცის თუ ვინ ვარ მე”, - აღ­ნიშ­ნავს შენ­გე­ლია.

ცნო­ბის­თვის, მოს­კო­ვის „ცსკა“-მ ქარ­თველ ფორ­ვარდს სამ­წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მა.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვუ­ერ­თდე­ბი ევ­რო­ლი­გის მოქ­მედ ჩემ­პი­ონს და მო­უთ­მენ­ლად ველი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ჯგუფ­თან ერ­თად თა­მაშს. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ CSKA-სთან ერ­თად მი­ვაღ­წევ ბევრ წარ­მა­ტე­ბას ევ­რო­ლი­გა­სა და VTB-ის ლი­გა­ში”, – აცხა­დებს თორ­ნი­კე შენ­გე­ლია, რომ­ლის კო­მენ­ტარს რუ­სუ­ლი კლუ­ბი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ehh
1

დავაი რა ვაჟბატონო, დაგვეკარგე აქედან

Giorgi sixarulidze
17

ჩემი აზრით არასწორი ნაბიჯია მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია და შენ ძმაო შენი გონებით უნდა მიიღო გადაწყვეტილებები ! 

 

გისურვებ წარმატებებს ! 

"ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას" - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს

"ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას" - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შენგელია იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას აკრიტიკებს და ასევე საზოგადოების ნაწილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა!

დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო.

რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე როცა, არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებუნიდან თვალებ დახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის, ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.

ვერც იმას ავუხსნი რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა ქართული დროშა ამეფრიალებინა!

ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.

ვერც იმას გაიგებს თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.

და ვერც იმას ამიხსნით მე თუ რამხელა ტკივილია როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე”, - აღნიშნავს შენგელია.

ცნობისთვის, მოსკოვის „ცსკა“-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

,,ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში”, – აცხადებს თორნიკე შენგელია, რომლის კომენტარს რუსული კლუბი ავრცელებს.