პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასასიამოვნო ამბავი შემემთხვა, რაც ფინანსებს უკავშირდებოდა... ეს ჩემმა ხელმარჯვეობამ გადამალახინა" - ჟურნალისტისა და პიარ-მენეჯერის ახალი საქმე
"არასასიამოვნო ამბავი შემემთხვა, რაც ფინანსებს უკავშირდებოდა... ეს ჩემმა ხელმარჯვეობამ გადამალახინა" - ჟურნალისტისა და პიარ-მენეჯერის ახალი საქმე

თი­ხის მი­ნი­ა­ტი­უ­რულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჭურ­ჭე­ლი, სა­სუ­ვე­ნი­რე ბეჭ­დე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბით და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქვე­ბით გა­წყო­ბი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი - სა­მა­ჯუ­რე­ბი, ყელ­სა­ბა­მე­ბი, ფე­ხის სა­მა­ჯუ­რე­ბი სკურ­პუ­ლო­ზუ­რა­დაა შერ­ჩე­უ­ლი, ფე­რე­ბიც შე­ხა­მე­ბუ­ლია. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლით არის შექ­მნი­ლი. ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ნა­მუ­შევ­რე­ბის, რა­საც თა­თია პაქ­საშ­ვი­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში აკე­თებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­კუ­თა­რი ნა­ხე­ლა­ვი პირ­ველ პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნა­ზე დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს წარ­მო­უდ­გი­ნა... ეს კი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსა­ზღვროა და თუ მო­ინ­დო­მებს, სა­კუ­თარ თავ­ში სრუ­ლი­ად ახალ უნა­რებ­საც აღ­მო­ა­ჩენს. ასე მოხ­და ჩვე­ნი კო­ლე­გის, ჟურ­ნა­ლისტ თა­თია პაქ­საშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან პი­ა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ი­ნაც­ვლა და მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რია, ამ საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ეს სა­ო­ცა­რი ხელ­საქ­მე და­ი­წყო.

"ჩვენს თე­ატ­რში მრა­ვალ­მხრი­ვი ნი­ჭის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც მსა­ხი­ო­ბე­ბი, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მშვე­ნივ­რად ჩხირ­კე­დე­ლა­ო­ბენ, ყვე­ლა რა­ღა­ცას აკე­თებს. ასე­თი სურ­ვი­ლი 4 წლის წინ მეც გა­მიჩ­ნდა, ახა­ლი წლის პე­რი­ო­დი მო­დი­ო­და და და­მა­ინ­ტე­რე­სა, მსგავ­სი რამ გა­მო­მი­ვი­დო­და თუ არა... ბავ­შვო­ბა­ში ხი­ლის კურ­კე­ბის­გან და ასან­თის ღე­რე­ბის­გან საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუშ­ვრებს ვა­კე­თებ­დი.

კარ­გი და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი მყავ­და, შრო­მის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვეს გვაჩ­ვევ­და, ამას­თან, შრო­მას... მას მერე ხელი არაფ­რის­თვის მო­მი­კი­დე­ბია, მარ­თა­ლი გი­თხრათ, მი­მა­ვი­წყდა, რომ მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მქონ­და. მოკ­ლედ, თე­ატრმა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­მაღ­ვი­ძა,“ - გვე­უბ­ნე­ბა თა­თია პაქ­საშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც პირ­ველ ცდა­ზე, სა­ა­ხალ­წლო თე­მა­ტი­კა­ზე ნა­მუ­შევ­რე­ბი თე­ქის­გან შექ­მნა.

მერე თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის და და­ნარ­ჩე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო, რო­მელ­შიც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმაც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ კარ­გად გა­ი­ყი­და, რა­მაც ბიძ­გი მომ­ცა, რომ ძა­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კა­ში მე­ცა­და... ყვე­ლა­ფერს ჩე­მით ვა­კე­თებ­დი, გვერ­დით არა­ვინ დამ­ჯდო­მია და არა­ფე­რი უს­წავ­ლე­ბია. უბ­რა­ლოდ, სპე­ცი­ა­ლურ არ­ხებ­ზე სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დი. კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა მაქვს, რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მა­მახ­სოვ­რდე­ბო­და, ამა­სო­ბა­ში მა­სა­ლებ­შიც გა­ვერ­კვიე...

მოკ­ლედ, სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შემ­დეგ, ბი­სე­რე­ბით ანუ კრის­ტა­ლე­ბით ყელ­სა­ბა­მე­ბის ქსო­ვა და­ვი­წყე. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, 5-ჯერ დავ­შა­ლე, მე­ექ­ვსედ რომ და­ვი­წყე, ვთქვი, თუ გა­მო­ვა, გა­მო­ვა და თუ არა და ამ საქ­მეს მი­ვა­ტო­ვებ-მეთ­ქი, მაგ­რამ გა­მო­ვი­და, აე­წყო. ყვე­ლა თითო ეგ­ზემპლა­რად გა­ვა­კე­თე. ისე, არც ერთი მო­დე­ლი არ გა­მი­მე­ო­რე­ბია. იშ­ვი­ა­თად ვი­მე­ო­რებ, ვი­ყე­ნებ სხვა­დას­ხვა ფერს. მერე დე­კუ­პაჟ­ზე გა­და­ვე­დი - გა­ვა­კე­თე დე­კო­რა­ტი­უ­ლი და­ფე­ბი - თბი­ლი­სის, ფი­როს­მა­ნის თე­მა­ზე. ამა­ნაც დიდი მო­წო­ნე­ბა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა პოვა ჯგუ­ფურ გა­მო­ფე­ნებ­ზე," - გვიყ­ვე­ბა თა­თია.

- შენს ნა­მუ­შევ­რებ­ში თი­ხის მი­ნი­ა­ტუ­რულ ჭურ­ჭელს ვხე­დავ...

- კი, თი­ხის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჭურ­ჭე­ლი ღვი­ნის თე­მა­ზე შევ­ქმე­ნი, პო­ლი­მე­რუ­ლი თიხა გა­მო­ვი­ყე­ნე. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვა­კე­თებ­დი, გა­ზ­ქუ­რა­ში გა­მოვ­წვი, თუმ­ცა გა­ზ­ქუ­რა კი ამი­ფეთ­ქდა, რად­გან იქ მისი გა­მოწ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რის შე­ძე­ნა საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, გა­დავ­რჩით...

მერე მუ­შა­ო­ბა ნა­ტუ­რა­ლურ ქვებ­ზე და­ვი­წყე, ვა­კე­თებ ქა­ლის და მა­მა­კა­ცის სამ­კა­უ­ლებს, მა­მა­კა­ცის ხაზს ცოტა კი ვჩაგ­რავ... მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მო­თხოვ­ნა დი­დია.

- სამ­სა­ხუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად არ გი­ჭირს ეს საქ­მე?

- ძი­რი­თა­დად ღა­მის სა­ა­თებ­ში ვმუ­შა­ობ, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბი. არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც გა­დაბ­მუ­ლად ვმუ­შა­ობ, ღა­მეც შე­მიძ­ლია გა­ვა­თე­ნო, თუ მე­ო­რე დღეს სამ­სა­ხურ­ში არ ვარ წა­სას­ვლე­ლი... მოკ­ლედ, არ მი­ჭირს...

- პან­დე­მი­ამ ალ­ბათ მუ­შა­ო­ბა­ში ხელი შე­გი­შა­ლა...

- პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი სა­ხარ­ბი­ე­ლო არა­ვის­თვის იყო, მაგ­რამ ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­და და საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­მუ­შა­ვე. თან, მო­მა­რა­გე­ბუ­ლი მქონ­და მა­სა­ლე­ბი. ახალ-ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დი, ხეზე ეპოკ­სი­დით, ნა­ხა­ტე­ბი შევ­ქმე­ნი. რაც უფრო რთუ­ლია ამო­ცა­ნა, მით უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა...

- დღეს შენი პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაა... რას გვე­ტყვი?

- კი, ასეა და ეს ვეკო ყი­ფი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ამ საქ­მე­ში, გვერ­დით და­მიდ­გა, ის მხატ­ვარ-დი­ზა­ი­ნე­რია და ჩვე­ნი თე­ატ­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რი. მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო "ზა­ზა­ნო­ვას", რომ ამ გა­მო­ფე­ნის მო­სა­წყო­ბად ად­გი­ლი და­მით­მეს და პერ­სო­ნა­ლუ­რი მად­ლო­ბა მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძეს და ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვილს, თვალ­და­ხუ­ჭუ­ლად მენ­დნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც იცოდ­ნენ, რო­გო­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი მექ­ნე­ბო­და. ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, ჩემი ნა­ხე­ლა­ვი ახ­ლოს გა­იც­ნოს, მეს­ტუმ­როს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე, რო­მელ­საც "გუ­რა­ბა­ნი" და­ვარ­ქვი, ასე­ვე მეს­ტუმ­როს"ინ­სტაგ­რამ­ზეც"...

- ამ ახალ­მა გა­ტა­ცე­ბამ ემო­ცი­უ­რად რა მო­გი­ტა­ნა?

- ძა­ლი­ან მიშ­ვე­ლა. მა­ნამ­დე რა­ღაც არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი შე­მემ­თხვა. ასე­თი რამ ბევ­რის ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, რაც ფი­ნან­სებს უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემ­მა ხელ­მარ­ჯვე­ო­ბამ ამ პე­რი­ო­დის გა­და­ლახ­ვა­ში, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც საკ­მა­ოდ დიდი როლი ითა­მა­შა. პრობ­ლე­მას თავი იო­ლად და­ვაღ­წიე. სა­ერ­თოდ, როცა ერთი კარი გე­ხუ­რე­ბა, მე­ო­რე იხ­სნე­ბა...

- სხვებს რას ურ­ჩევ­დი?

- ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ტყვი, რომ გა­მო­უ­ვა­ლი მდო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს. ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ რა­ღაც კუ­თხე გა­მო­ნა­ხოს სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მთა­ვა­რი სურ­ვი­ლია და უნდა შეძ­ლოს, ერთხელ არ გა­მო­უ­ვა, ორ­ჯერ, რო­გორც ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, მაგ­რამ თუ სურ­ვი­ლი გაქვს და გა­ინ­ტე­რე­სებს, შე­გიძ­ლია, ჰობი საქ­მე­დაც აქ­ციო.

მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე:

"ძა­ლი­ან მომ­წონს თა­თი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბი, ფე­რა­დია, ლა­მა­ზი, მარ­თლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ნა­კე­თო­ბე­ბია და დიდი მად­ლო­ბა, რომ ერთი მისი ნა­ხე­ლა­ვი ჩემს სამ­კა­უ­ლებ­შიც და­ი­დებს ბი­ნას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლას თა­ვის ქვას ურ­ჩევს, რო­მე­ლი მო­უხ­დე­ბა, ესეც სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, უნდა რომ მისი ნა­ხე­ლა­ვი ჰქონ­დეს, მე­ტად გა­ა­ხა­როს. სულ ახალ-ახალ რა­ღა­ცებს ქმნის, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რია და ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მი­წევ­ნით არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ".

ნატო არჩვა­ძე:

"ამ საქ­მეს ძა­ლი­ან დიდი მოთ­მი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, ამას­თან, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ასე რომ, ამ ყვე­ლა­ფერს თა­თია თავს კარ­გად არ­თმევს. ძა­ლი­ან მომ­წონს, გე­მოვ­ნე­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი და ლა­მა­ზია. მერე ნა­ტუ­რა­ლურ ქვას იყე­ნებს... ზო­გა­დად, შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. ახლა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ თი­ხის და­მუ­შა­ვე­ბაც და­უ­წყია - რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლო­ბას ერ­თდრო­უ­ლად და­ე­უფ­ლა... წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არასასიამოვნო ამბავი შემემთხვა, რაც ფინანსებს უკავშირდებოდა... ეს ჩემმა ხელმარჯვეობამ გადამალახინა" - ჟურნალისტისა და პიარ-მენეჯერის ახალი საქმე

"არასასიამოვნო ამბავი შემემთხვა, რაც ფინანსებს უკავშირდებოდა... ეს ჩემმა ხელმარჯვეობამ გადამალახინა" - ჟურნალისტისა და პიარ-მენეჯერის ახალი საქმე

თიხის მინიატიურულ-ეთნოგრაფიული ჭურჭელი, სასუვენირე ბეჭდები, მინერალებით და ნატურალური ქვებით გაწყობილი სამკაულები - სამაჯურები, ყელსაბამები, ფეხის სამაჯურები სკურპულოზურადაა შერჩეული, ფერებიც შეხამებულია. რაც მთავარია, ყველაფერი ხელით არის შექმნილი. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ნამუშევრების, რასაც თათია პაქსაშვილი ბოლო პერიოდში აკეთებს.

რამდენიმე დღის წინ, საკუთარი ნახელავი პირველ პერსონალურ გამოფენაზე დამთვალიერებლებს წარმოუდგინა... ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ მოინდომებს, საკუთარ თავში სრულიად ახალ უნარებსაც აღმოაჩენს. ასე მოხდა ჩვენი კოლეგის, ჟურნალისტ თათია პაქსაშვილის შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ჟურნალისტიკიდან პიარის მიმართულებით გადაინაცვლა და მოზარდმაყურებელთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია, ამ საქმიანობის პარალელურად ეს საოცარი ხელსაქმე დაიწყო.

"ჩვენს თეატრში მრავალმხრივი ნიჭის ადამიანები არიან, როგორც მსახიობები, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლები, მშვენივრად ჩხირკედელაობენ, ყველა რაღაცას აკეთებს. ასეთი სურვილი 4 წლის წინ მეც გამიჩნდა, ახალი წლის პერიოდი მოდიოდა და დამაინტერესა, მსგავსი რამ გამომივიდოდა თუ არა... ბავშვობაში ხილის კურკებისგან და ასანთის ღერებისგან საკმაოდ საინტერესო ნამუშვრებს ვაკეთებდი.

კარგი დაწყებითი კლასების პედაგოგი მყავდა, შრომის გაკვეთილებზე ბუნებასთან სიახლოვეს გვაჩვევდა, ამასთან, შრომას... მას მერე ხელი არაფრისთვის მომიკიდებია, მართალი გითხრათ, მიმავიწყდა, რომ მსგავსი შესაძლებლობები მქონდა. მოკლედ, თეატრმა ამ მიმართულებით გამომაღვიძა,“ - გვეუბნება თათია პაქსაშვილი, რომელმაც პირველ ცდაზე, საახალწლო თემატიკაზე ნამუშევრები თექისგან შექმნა.

მერე თეატრის მსახიობების და დანარჩენი თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელშიც ჩვენმა რესპონდენტმაც მიიღო მონაწილეობა.

"ყველაფერი საკმაოდ კარგად გაიყიდა, რამაც ბიძგი მომცა, რომ ძალები სხვადასხვა ტექნიკაში მეცადა... ყველაფერს ჩემით ვაკეთებდი, გვერდით არავინ დამჯდომია და არაფერი უსწავლებია. უბრალოდ, სპეციალურ არხებზე სხვადასხვა სპეციალისტების გაკვეთილებს თვალყურს ვადევნებდი. კარგი მხედველობითი მეხსიერება მაქვს, რომ ვუყურებდი, მამახსოვრდებოდა, ამასობაში მასალებშიც გავერკვიე...

მოკლედ, საახალწლო აქსესუარების შემდეგ, ბისერებით ანუ კრისტალებით ყელსაბამების ქსოვა დავიწყე. თავიდან გამიჭირდა, 5-ჯერ დავშალე, მეექვსედ რომ დავიწყე, ვთქვი, თუ გამოვა, გამოვა და თუ არა და ამ საქმეს მივატოვებ-მეთქი, მაგრამ გამოვიდა, აეწყო. ყველა თითო ეგზემპლარად გავაკეთე. ისე, არც ერთი მოდელი არ გამიმეორებია. იშვიათად ვიმეორებ, ვიყენებ სხვადასხვა ფერს. მერე დეკუპაჟზე გადავედი - გავაკეთე დეკორატიული დაფები - თბილისის, ფიროსმანის თემაზე. ამანაც დიდი მოწონება და გამოხმაურება პოვა ჯგუფურ გამოფენებზე," - გვიყვება თათია.

- შენს ნამუშევრებში თიხის მინიატურულ ჭურჭელს ვხედავ...

- კი, თიხის ეთნოგრაფიული ჭურჭელი ღვინის თემაზე შევქმენი, პოლიმერული თიხა გამოვიყენე. სახლის პირობებში ვაკეთებდი, გაზქურაში გამოვწვი, თუმცა გაზქურა კი ამიფეთქდა, რადგან იქ მისი გამოწვა არ შეიძლება, მაგრამ სპეციალური დანადგარის შეძენა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მოკლედ, გადავრჩით...

მერე მუშაობა ნატურალურ ქვებზე დავიწყე, ვაკეთებ ქალის და მამაკაცის სამკაულებს, მამაკაცის ხაზს ცოტა კი ვჩაგრავ... მოკლედ, ამ ყველაფერზე მოთხოვნა დიდია.

- სამსახურის პარალელურად არ გიჭირს ეს საქმე?

- ძირითადად ღამის საათებში ვმუშაობ, როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდები. არის პერიოდი, როდესაც გადაბმულად ვმუშაობ, ღამეც შემიძლია გავათენო, თუ მეორე დღეს სამსახურში არ ვარ წასასვლელი... მოკლედ, არ მიჭირს...

- პანდემიამ ალბათ მუშაობაში ხელი შეგიშალა...

- პანდემიის პერიოდი სახარბიელო არავისთვის იყო, მაგრამ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავე. თან, მომარაგებული მქონდა მასალები. ახალ-ახალი მიმართულებით ვმუშაობდი, ხეზე ეპოკსიდით, ნახატები შევქმენი. რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო საინტერესოა...

- დღეს შენი პირველი პერსონალური გამოფენაა... რას გვეტყვი?

- კი, ასეა და ეს ვეკო ყიფიანის დამსახურებაა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, გვერდით დამიდგა, ის მხატვარ-დიზაინერია და ჩვენი თეატრის სოციალური ქსელების მენეჯერი. მადლობა მინდა, გადავუხადო "ზაზანოვას", რომ ამ გამოფენის მოსაწყობად ადგილი დამითმეს და პერსონალური მადლობა მარინა სალუქვაძეს და ზაზა მარჯანიშვილს, თვალდახუჭულად მენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არც იცოდნენ, როგორი ნამუშევრები მექნებოდა. ვისაც სურვილი ექნება, ჩემი ნახელავი ახლოს გაიცნოს, მესტუმროს "ფეისბუქის" გვერდზე, რომელსაც "გურაბანი" დავარქვი, ასევე მესტუმროს"ინსტაგრამზეც"...

- ამ ახალმა გატაცებამ ემოციურად რა მოგიტანა?

- ძალიან მიშველა. მანამდე რაღაც არც ისე სასიამოვნო ამბავი შემემთხვა. ასეთი რამ ბევრის ცხოვრებაში ხდება, რაც ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ ჩემმა ხელმარჯვეობამ ამ პერიოდის გადალახვაში, ფინანსური თვალსაზრისითაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. პრობლემას თავი იოლად დავაღწიე. საერთოდ, როცა ერთი კარი გეხურება, მეორე იხსნება...

- სხვებს რას ურჩევდი?

- ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ გამოუვალი მდომარეობა ნამდვილად არ არსებობს. ადამიანს ყოველთვის ექნება საშუალება, რომ რაღაც კუთხე გამონახოს სხვადასხვა საქმიანობის მიმართულებით. მთავარი სურვილია და უნდა შეძლოს, ერთხელ არ გამოუვა, ორჯერ, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, მაგრამ თუ სურვილი გაქვს და გაინტერესებს, შეგიძლია, ჰობი საქმედაც აქციო.

მარინა სალუქვაძე:

"ძალიან მომწონს თათიას ნამუშევრები, ფერადია, ლამაზი, მართლა პროფესიონალური ნაკეთობებია და დიდი მადლობა, რომ ერთი მისი ნახელავი ჩემს სამკაულებშიც დაიდებს ბინას. მნიშვნელოვანია, რომ ყველას თავის ქვას ურჩევს, რომელი მოუხდება, ესეც საინტერესო პროცესია, უნდა რომ მისი ნახელავი ჰქონდეს, მეტად გაახაროს. სულ ახალ-ახალ რაღაცებს ქმნის, კეთილსინდისიერია და ყველაფერი ზედმიწევნით არის დამუშავებული და წარმატებას ვუსურვებ".

ნატო არჩვაძე:

"ამ საქმეს ძალიან დიდი მოთმინება სჭირდება, ამასთან, შრომისმოყვარეობა, ასე რომ, ამ ყველაფერს თათია თავს კარგად ართმევს. ძალიან მომწონს, გემოვნებით არის გაკეთებული და ლამაზია. მერე ნატურალურ ქვას იყენებს... ზოგადად, შრომატევადი საქმეა. ახლა აღმოვაჩინე, რომ თიხის დამუშავებაც დაუწყია - რამდენიმე სპეციალობას ერთდროულად დაეუფლა... წარმატებებს ვუსურვებ".

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე

ფანჩატურები, საქანელები, ჰამაკები - მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

"ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას" - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს