პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებული აბიტურიენტია, რომელმაც გამოცდა 7 ივლისს ჩააბარა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებული აბიტურიენტია, რომელმაც გამოცდა 7 ივლისს ჩააბარა

7 ივ­ლისს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე გა­სულ აბი­ტუ­რი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჩა­ტარ­დეს.

"დღე­ვან­დე­ლი ერთი შემ­თხვე­ვა გახ­ლავთ გუ­შინ­წინ და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან კონ­ტაქ­ტი და სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვამ მო­მიყ­ვა­ნა დღეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში. გუ­შინ ჩვენ მიერ გვი­ან ღა­მით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გახ­ლავთ იმ სა­ო­ჯა­ხო კონ­ტაქ­ტე­ბის რი­ცხვი­დან, რო­მე­ლიც გუ­შინ­წინ ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონს და­უ­დას­ტურ­და სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში. რო­დე­საც ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი იკ­ვლევ­და მას­თან კონ­ტაქ­ტი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ერთ-ერთ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და­უ­დას­ტურ­და, რო­მე­ლიც 7 ივ­ლისს გა­სუ­ლია ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ გვქონ­და სა­გან­გე­ბო კონ­სულ­ტა­ცია სა­გა­მოც­დო ცენ­ტრთან და ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბაა გა­ტა­რე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია გა­ვა­კე­თოთ და ასე­ვე, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ვინც მას­თან წერ­და სა­გა­მოც­დო ტეს­ტებს, რომ გა­აგ­რძე­ლონ შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით გა­მოც­დე­ბი. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­ფე­რი აწუ­ხებს. ის გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცეტ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთან გა­მოც­დას წერ­დნენ, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან.

რო­გორც მან დღეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მათ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გა­და­იყ­ვა­ნენ, ხოლო ყვე­ლა გა­მოც­დის წინ PCR ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

„9 აბი­ტუ­რი­ენ­ტთან, ვის­თა­ნაც ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­მოც­დას წერ­და, ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ალ­ბათ, მათ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გა­დას­ვლა დას­ჭირ­დე­ბათ და სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცი­დან ყვე­ლა გა­მოც­დის წინ ასე მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ და ასე­თია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ PCR ტეს­ტი­რე­ბა ყვე­ლა გა­მოც­და­ზე გას­ვლის წინ. ვნა­ხეთ, რომ ორი დამ­კვირ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ ჩვენ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დით, ვნა­ხეთ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად იცავ­დნენ იმ წე­სებს, რაც პირ­ვე­ლად პრო­ტო­კო­ლით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი და დიდი ალ­ბა­თო­ბით, მათ იზო­ლი­რე­ბა არ დას­ჭირ­დე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტის კონ­ტაქ­ტე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, დღეს, დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ორი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ამ ეტა­პამ­დე დად­გე­ნი­ლი არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებული აბიტურიენტია, რომელმაც გამოცდა 7 ივლისს ჩააბარა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებული აბიტურიენტია, რომელმაც გამოცდა 7 ივლისს ჩააბარა

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდეს.

"დღევანდელი ერთი შემთხვევა გახლავთ გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სწორედ ამ შემთხვევამ მომიყვანა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გუშინ ჩვენ მიერ გვიან ღამით დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდან, რომელიც გუშინწინ ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა მასთან კონტაქტირებულ ადამიანებს, ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რომელიც 7 ივლისს გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საგანგებო კონსულტაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ და ასევე, აბიტურიენტებს მივცეთ საშუალება, ვინც მასთან წერდა საგამოცდო ტესტებს, რომ გააგრძელონ შესაბამისი წესების დაცვით გამოცდები. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს. ის გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან გამოცდას წერდნენ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან.

როგორც მან დღეს განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დიდი ალბათობით, მათ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ, ხოლო ყველა გამოცდის წინ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

„9 აბიტურიენტთან, ვისთანაც ეს აბიტურიენტი გამოცდას წერდა, ამჟამად ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დიდი ალბათობით, ალბათ, მათ საკარანტინო სივრცეში გადასვლა დასჭირდებათ და საკარანტინო სივრციდან ყველა გამოცდის წინ ასე მოვილაპარაკეთ და ასეთია გადაწყვეტილება, რომ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება ყველა გამოცდაზე გასვლის წინ. ვნახეთ, რომ ორი დამკვირვებელია, მაგრამ ჩვენ კარგად დავაკვირდით, ვნახეთ ვიდეოჩანაწერი და დამკვირვებლები საკმაოდ კარგად იცავდნენ იმ წესებს, რაც პირველად პროტოკოლით იყო განსაზღვრული და დიდი ალბათობით, მათ იზოლირება არ დასჭირდებათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ინფიცირებულ აბიტურიენტის კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, დღეს, დილის მონაცემებით, ორი ადამიანია, რომლის ინფიცირების წყარო ამ ეტაპამდე დადგენილი არ არის.

დააკავეს პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა - "ადგილზე მისულ პოლიციას კარს არ უღებდა"

რუსთავში მომხდარ ხანძარს 42 წლის შშმ პირი ემსხვერპლა - "ოჯახს სახლის გადაწვით ემუქრებოდა... ეს ახალგაზრდა, ეტლს მიჯაჭვული ბიჭი, შენ მოკალი ჩემო ქვეყანა"

შავ ზღვაში ბანაობა აიკრძალა - სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება