სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას იწვევს პირბადის ხანგრძლივი ტარება და რა არის ანოსმია - ექიმის რეკომენდაციები და სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ
რას იწვევს პირბადის ხანგრძლივი ტარება და რა არის ანოსმია - ექიმის რეკომენდაციები და სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ

პირ­ბა­დე პან­დე­მი­ი­სას ერთ-ერთი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბა არ მოხ­დეს. მაგ­რამ მისი მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებს უქ­მნის. რა უნდა ვი­ცო­დეთ პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ანოს­მია. ხოლო თუ რა არის ანოს­მია, ამა­ზე ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

„კო­ვიდ 19 პან­დე­მი­ის გამო მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, გაჩ­ნდა სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პირ­ბა­დის ტა­რე­ბაა. თუ პირ­ბა­დე ვირუ­სი­სა­გან თა­ვის დაც­ვის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მე­ო­რე მხრივ, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გო­რი­ცაა ცხვი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის სიმ­შრა­ლე. ცხვი­რით სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ღა­მის ძი­ლის დარ­ღვე­ვა და ბო­ლოს ცხვი­რის ლორ­წო­ვა­ნის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა - და­ა­ტე­ნი­ა­ნოს და გა­ა­სუფ­თა­ვოს მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა­გან ჰა­ე­რი, რო­მე­ლიც ფილ­ტვებ­ში ხვდე­ბა, სწო­რედ ამ სინ­დრო­მის გარ­თუ­ლე­ბე­ბია. ცხვი­რის დის­ფუნ­ქცია კი თა­ვის მხრივ რის­კის ქვეშ აყე­ნებს სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს ცხვი­რის დამ­ცვე­ლო­ბით ეფექტს. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცხვი­რის ღრუ­ში არ­სე­ბობს ყნოს­ვის რე­ცეპ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხვი­რის სიმ­შრა­ლის ფონ­ზე მე­ო­რა­დად ზი­ან­დე­ბა და კლი­ნი­კუ­რად ვლინ­დე­ბა ყნოს­ვის ძლი­ე­რი დაქ­ვე­ი­თე­ბით ან სრუ­ლი და­კარ­გვით, რაც ანოს­მი­ის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ხში­რად ამ სიმპტომს პა­ცი­ენ­ტი კო­ვიდ 19-ის სიმპტო­მებს უკავ­ში­რებს, რაც ასე­ვე, სტრე­სის და ში­შის მი­ზე­ზი ხდე­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს ექი­მი.

რო­გორ გან­ვას­ხვა­ოთ კო­ვიდ 19-სთვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ანოს­მია, სხვა ეტი­ო­ლო­გი­ის ანოს­მი­ის­გან, ექი­მი ამა­ზე ასე გვპა­სუ­ხობს: „ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლოგ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი და შე­ჯა­მე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­ვიდ 19-ის დროს ანოს­მია ვლინ­დე­ბა რო­გორც ერთ-ერთი პირ­ველ­თა­გა­ნი სიპ­ტო­მი და გა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ამას­თან, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს ანოს­მია ნე­ი­რო­სენ­სო­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის უნდა იყოს და არა რე­ცეპ­ტო­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ან დის­ფუნ­ქცი­ის შე­დე­გი. გახ­სოვ­დეთ: ნიღ­ბის ხან­გრძლი­ვი ხმა­რე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცხვი­რის სიმ­შრა­ლე ხა­სი­ათ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი ანოს­მი­ით (ყნოს­ვის ძლი­ე­რი დაქ­ვე­ი­თე­ბა ან არარ­სე­ბო­ბა) და ის მხო­ლოდ ხან­გრძლი­ვი, სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად აღ­დგე­ბა. გა­წე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ნა­თე­ლია, რომ პირ­ბა­დეს­თან კო­ჰა­ბი­ტა­ცია მი­ნი­მუმ 1 წელი მოგ­ვი­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის სწო­რი ინ­ფორ­მი­რე­ბა და მათი დახ­მა­რე­ბა ერთი მხრივ, პირ­ბა­დის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის და მე­ო­რე მხრივ, კო­ვიდ 19-ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის“ - გვე­უბ­ნე­ბა ექი­მი.

- პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ში შე­იძ­ლე­ბა ანოს­მია გა­მო­იწ­ვი­ოს?

- ნე­ბის­მი­ე­რი პირ­ბა­დის ტა­რე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ღვევს სწო­რი სუნ­თქვის მე­ქა­ნიზმს და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ვი­საც ცხვი­რის ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა და ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ეს ხელს უწყობს ცხვი­რის სიმ­შრა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ანოს­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­საც. თა­ვის­თა­ვად პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

- თუკი ასე­თი გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბა ახა­სი­ა­თებს, მა­შინ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ?

- გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ჭი­როა, ექიმ­თან ვი­ზი­ტი, კონ­სულ­ტა­ცია და ცხვი­რის სწო­რი და­მუ­შა­ვე­ბა და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nini
0

საჭირო სტატიაა. აღნიშნული რეაქციები პირადად უკვე მაქვს- ცხვირის სიმშრალე. ძალიან ცუდი შეგრძნებაა.მე იმ ადამიანების მიკვირს ღია სივრცეში რომ ატარებენ პირბადეს. ბევრი გამიჩერებია და მიკითხავს. პასუხი- უი , მავიწყდება მოხსნა :)) ამ სიცხეში !!!!

aue
7

პირბადის არ ტარების შემთხვევაში,კო­ვიდ 19-ით მომივა რამე თუ პირბადის ტარებისას დამემართება ანოსმია რა მნიშვნელობა აქვს?--ანუ: მგელი შემჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?!?!?!?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას იწვევს პირბადის ხანგრძლივი ტარება და რა არის ანოსმია - ექიმის რეკომენდაციები და სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ

რას იწვევს პირბადის ხანგრძლივი ტარება და რა არის ანოსმია - ექიმის რეკომენდაციები და სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ

პირბადე პანდემიისას ერთ-ერთი დამცავი საშუალებაა, რომ დაინფიცირება არ მოხდეს. მაგრამ მისი მრავალსაათიანი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას გარკვეულ საფრთხეებს უქმნის. რა უნდა ვიცოდეთ პირბადის გამოყენებამდე, რომ თავიდან ავიცილოთ ანოსმია. ხოლო თუ რა არის ანოსმია, ამაზე ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი ხათუნა ჩიტაძე გვესაუბრება:

„კოვიდ 19 პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გაჩნდა სავალდებულო რეგულაციები, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირბადის ტარებაა. თუ პირბადე ვირუსისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, მეორე მხრივ, შეიძლება ისეთი გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს, როგორიცაა ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე. ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ღამის ძილის დარღვევა და ბოლოს ცხვირის ლორწოვანის ფუნქციის დარღვევა - დაატენიანოს და გაასუფთავოს მიკროორგანიზმებისაგან ჰაერი, რომელიც ფილტვებში ხვდება, სწორედ ამ სინდრომის გართულებებია. ცხვირის დისფუნქცია კი თავის მხრივ რისკის ქვეშ აყენებს სხვადასხვა ვირუსული დაავადების დროს ცხვირის დამცველობით ეფექტს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცხვირის ღრუში არსებობს ყნოსვის რეცეპტორები, რომლებიც ცხვირის სიმშრალის ფონზე მეორადად ზიანდება და კლინიკურად ვლინდება ყნოსვის ძლიერი დაქვეითებით ან სრული დაკარგვით, რაც ანოსმიის სახელით არის ცნობილი. ხშირად ამ სიმპტომს პაციენტი კოვიდ 19-ის სიმპტომებს უკავშირებს, რაც ასევე, სტრესის და შიშის მიზეზი ხდება“ - აღნიშნავს ექიმი.

როგორ განვასხვაოთ კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი ანოსმია, სხვა ეტიოლოგიის ანოსმიისგან, ექიმი ამაზე ასე გვპასუხობს: „ოტორინოლარინგოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ მოძიებული და შეჯამებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კოვიდ 19-ის დროს ანოსმია ვლინდება როგორც ერთ-ერთი პირველთაგანი სიპტომი და გაივლის რამდენიმე დღის შემდეგ, ამასთან, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ანოსმია ნეიროსენსორული წარმოშობის უნდა იყოს და არა რეცეპტორების დაზიანების ან დისფუნქციის შედეგი. გახსოვდეთ: ნიღბის ხანგრძლივი ხმარების ფონზე განვითარებული ცხვირის სიმშრალე ხასიათდება ხანგრძლივი ანოსმიით (ყნოსვის ძლიერი დაქვეითება ან არარსებობა) და ის მხოლოდ ხანგრძლივი, სწორი მკურნალობის შედეგად აღდგება. გაწეულ რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე დაყრდნობით ნათელია, რომ პირბადესთან კოჰაბიტაცია მინიმუმ 1 წელი მოგვიწევს. შესაბამისად, აუცილებელია პაციენტის სწორი ინფორმირება და მათი დახმარება ერთი მხრივ, პირბადის სწორად გამოყენების და მეორე მხრივ, კოვიდ 19-ის პრევენციისთვის“ - გვეუბნება ექიმი.

- პირბადის გამოყენებამ ნებისმიერ ადამიანში შეიძლება ანოსმია გამოიწვიოს?

- ნებისმიერი პირბადის ტარება დიდი ხნის განმავლობაში არღვევს სწორი სუნთქვის მექანიზმს და განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც ცხვირის ძგიდის გამრუდება და ალერგიული რინიტის პრობლემები აქვთ. ეს ხელს უწყობს ცხვირის სიმშრალის განვითარებას და შესაბამისად, ანოსმიის განვითარებასაც. თავისთავად პანდემიის პირობებში ნიღბის გამოყენება სავალდებულოა.

- თუკი ასეთი გვერდითი მოქმედება ახასიათებს, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ?

- გვერდითი ეფექტების პრევენციის მიზნით, საჭიროა, ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია და ცხვირის სწორი დამუშავება დამატენიანებელი საშუალებებით.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი?" - იმნაძის თქმით, ქორწილი, ქელეხი და იუბილე ისევ არ არის რეკომენდებული