პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის "ბეზპრედელშიკების" გაბატონება საქართველოში" - რას წერს სააკაშვილი ბიძინა და ბერა ივანიშვილებზე
"ეს არის "ბეზპრედელშიკების" გაბატონება საქართველოში" - რას წერს სააკაშვილი ბიძინა და ბერა ივანიშვილებზე

ივა­ნიშ­ვილ­მა და­აბ­რუ­ნა ქვე­ყა­ნა­ში 90-იანი წლე­ბის კრი­მი­ნა­ლე­ბის თა­რე­ში. ეს არის „ბე­ზპ­რე­დელ­ში­კე­ბის“ გა­ბა­ტო­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, - გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს მთავ­რო­ბა და ის არის სრუ­ლად არა­ლე­გი­ტი­მუ­რი.

„ივა­ნიშ­ვილ­მა და­აბ­რუ­ნა ქვე­ყა­ნა­ში 90-იანი წლე­ბის კრი­მი­ნა­ლე­ბის თა­რე­ში. მისი შვი­ლი, ბერა, რო­მე­ლიც მე­გობ­რობს „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან“ და მის შვილ­თან, „კაწ­როს­თან“, შექ­მნეს კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც და­დის და ხო­ცავს ახალ­გაზ­რდებს. ივა­ნიშ­ვი­ლის ძმამ და მის­მა ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­მა, ას­კა­ნე­ლებ­მა, შექ­მნეს ასე­ვე, გაკ­რი­მი­ნა­ლუ­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და ბან­დი­ტე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ატე­რო­რებს, არ­თმევს ბიზ­ნესს, აში­ნებს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს. ეს არის „ბე­ზპ­რე­დელ­ში­კე­ბის“ გა­ბა­ტო­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე­გობ­რე­ბო, ჩვენ არ გვყავს მთავ­რო­ბა. მე მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არის მთლი­ა­ნად არა­ლე­გი­ტი­მუ­რი. მე არ ვცნობ არც ერთი წა­მით მის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას და არ ვცნობ არც ერთი წა­მით კა­ნო­ნი­ე­რე­ბას ამ სი­ტუ­ა­ცი­ის, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს არის უკა­ნო­ნო სი­ტუ­ა­ცია.

პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კის კონ­გრეს­მა დაგ­ვა­დო სან­ქცი­ე­ბი ჩვენ, რო­გორც ქვე­ყა­ნას. ჩვენ ვი­ყა­ვით ყო­ველ­თვის მთა­ვა­რი მიმ­ღე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბის. ჩვენ ვი­ყა­ვით სა­ნი­მუ­შო, სა­მა­გა­ლი­თო ქვე­ყა­ნა და ახლა სა­მუ­და­მოდ მოგვჭრა საქ­ვეყ­ნოდ ივა­ნიშ­ვილ­მა თავი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ნამ თვი­თონ არის იქ,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი და ის იქ­ნე­ბა ამ ბრძო­ლა­ში ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

„ჩემი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან გა­დამ­წყვე­ტი და მოს­წონს ეს ვი­ღა­ცას, არ მოს­წონს, უნდა ვი­ღა­ცას, რომ ვიყო წინა ხაზ­ზე თუ არ ვიყო. მე ვიქ­ნე­ბი წინა ხაზ­ზე და გპირ­დე­ბით, რომ მე ვიქ­ნე­ბი თქვენ­თან ერ­თად ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი ოქ­ტომ­ბერ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის ფრონტზე. ეს უკა­ნო­ნო­ბა, არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა უნდა დამ­თავ­რდეს. ესე­ნი არი­ან ბან­დი­ტე­ბის ხრო­ვა და დაჯ­გუ­ფე­ბა. ესე­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბი, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი და, რა თქმა უნდა, უცხო ძა­ლის მიერ გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად მოს­კო­ვის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­სუს­ტე­ბის, გა­ნად­გუ­რე­ბის, მსოფ­ლიო იზო­ლა­ცი­ის და ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა ძა­ლი­ან მალე. ჩვე­ნი გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა არის ძა­ლი­ან ახ­ლოს. ამ ბრძო­ლა­ში მე ვარ ერთ-ერთი თქვენ­გა­ნი, ერთ-ერთი ჯა­რის­კა­ცი, მაგ­რამ ასე­ვე, თქვენ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
393

ამ "კუზნეჩიკმა" სახე დაიბოტოქსა??

აკი
532

სად ჩამომსვლელი ხარ შენ ქვეყნის გამყიდველო. ავტორო სურათი მაგარი აგიტვირთავს, ჩაგეთვალა. სახეზე აწერია, რომ მთლად ვერაა მაგის საქმე კარგად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს არის "ბეზპრედელშიკების" გაბატონება საქართველოში" - რას წერს სააკაშვილი ბიძინა და ბერა ივანიშვილებზე

"ეს არის "ბეზპრედელშიკების" გაბატონება საქართველოში" - რას წერს სააკაშვილი ბიძინა და ბერა ივანიშვილებზე

ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში. ეს არის „ბეზპრედელშიკების“ გაბატონება საქართველოში, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში გაავრცელა.

მისივე თქმით, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და ის არის სრულად არალეგიტიმური.

„ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში. მისი შვილი, ბერა, რომელიც მეგობრობს „კანონიერ ქურდთან“ და მის შვილთან, „კაწროსთან“, შექმნეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც დადის და ხოცავს ახალგაზრდებს. ივანიშვილის ძმამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, ასკანელებმა, შექმნეს ასევე, გაკრიმინალურებული სპორტსმენებისა და ბანდიტების დაჯგუფება, რომელიც ატერორებს, ართმევს ბიზნესს, აშინებს პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს არის „ბეზპრედელშიკების“ გაბატონება საქართველოში. მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არც ერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არც ერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია.

პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და ახლა სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ თვითონ არის იქ,“- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი და ის იქნება ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გამარჯვებული.

„ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო. მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე. ეს უკანონობა, არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს. ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება. ესენი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები და, რა თქმა უნდა, უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული, კონკრეტულად მოსკოვის დაკვეთას ასრულებენ საქართველოს დასუსტების, განადგურების, მსოფლიო იზოლაციის და ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე. ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა არის ძალიან ახლოს. ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, ერთ-ერთი ჯარისკაცი, მაგრამ ასევე, თქვენთან ერთად ვიქნები ერთ-ერთი გამარჯვებული,“- განაცხადა სააკაშვილმა.

"ხელისუფლებას მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს ჩინურ მხარესთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს" - ეკატერინე ტიკარაძე

"უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს ინვესტორებში "გადამგდების" რეპუტაცია აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"