სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავტობუსში პირბადე არ მეკეთა... ერთი გამომესარჩლა: რა საბუთი გინდა, ვერ ხედავ ხელები არ აქვსო?!" - რა პრობლემები შეუქმნა შშმ პირებს პანდემიამ
"ავტობუსში პირბადე არ მეკეთა... ერთი გამომესარჩლა: რა საბუთი გინდა, ვერ ხედავ ხელები არ აქვსო?!" - რა პრობლემები შეუქმნა შშმ პირებს პანდემიამ

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო შექ­მნილ­მა ახალ­მა რე­ა­ლო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შშმ პი­რებს შე­უქ­მნა. შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, დრო­ე­ბით შე­ჩერ­და ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - და­ი­ხუ­რა დღის ცენ­ტრე­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებ­დნენ.

გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვილს ზედა კი­დუ­რე­ბი არ აქვს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ პან­დე­მი­ამ მისი ყოფა გა­ა­უ­ა­რე­სა, მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, მას უფ­ლე­ბა აქვს არ ატა­როს პირ­ბა­დე, თუმ­ცა "უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს" სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას გან­ვიც­დი, რომ ჩემ­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა ჯო­ჯო­ხეთს და­ემ­სგავ­სა. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. რო­გორც იცით, კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ ჯან­მრთე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, ვი­საც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა უჭირთ, არ არი­ან ვალ­დე­ბულ­ნი ატა­რონ პირ­ბა­დე, თუმ­ცა, ჩანს, რომ ხალ­ხმა ეს არ იცის.

ამას­წი­ნათ სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ო­დი, ავ­ტო­ბუს­ში ავე­დი ისე, რომ პირ­ბა­დე არ მე­კე­თა. ავე­დი თუ არა, ატე­ხეს ყვი­რი­ლი, რა­ტომ არ გი­კე­თია, სას­წრა­ფოდ გა­ი­კე­თეო. მთე­ლი ავ­ტო­ბუ­სი ჩხუ­ბობ­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­და. კონ­ტრო­ლი­ო­რი მო­ვი­და და სა­ბუ­თი მომ­თხო­ვა, პირ­ბა­დეს რომ არ ატა­რებ მა­გის უფ­ლე­ბა თუ გაქ­ვსო. ამ დროს ერთი გა­მო­მე­სარ­ჩლა - რა სა­ბუ­თი გინ­და, ვერ ხე­დავ ხე­ლე­ბი არ აქ­ვსო?! ძა­ლი­ან გავმწარ­დი და ღრი­ა­ლი და­ვი­წყე. ჩა­მო­ვე­დი ავ­ტო­ბუ­სი­დან და სამ­სა­ხუ­რამ­დე ძლივს მი­ვე­დი ფე­ხით..." - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

შშმ ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის „პლატ­ფორ­მა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ესმა გუმ­ბე­რი­ძე შშმ პი­რე­ბის სხვა პრობ­ლე­მებ­ზეც გვე­სა­უბ­რა. მისი თქმით, პან­დე­მი­ას ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით, სა­ხელ­მწი­ფო მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდა:

"პან­დე­მი­ურ­მა გა­რე­მომ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა გა­ა­ჩი­ნა. პირ­ველ რიგ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით - მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებ­მა შეძ­ლეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ზოგი უსი­ნათ­ლოა, ზოგი ყრუ, ზო­გიც აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის. მათ სჭირ­დე­ბო­დათ შე­სა­ბა­მი­სი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ისე ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში.

და­ი­ხუ­რა დღის ცენ­ტრე­ბი და ად­რე­უ­ლი ჩა­რე­ვის პროგ­რა­მე­ბი. აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის ბავ­შვე­ბი დარ­ჩნენ სახ­ლებ­ში, რაც მათ­თვის დიდი დარ­ტყმაა. პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სახ­ლში აკი­თხავ­დნენ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს და ამე­ცა­დი­ნებ­დნენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი თუ ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტე­ბი, აღარ მოქ­მე­დებს. დარ­ჩა მხო­ლოდ ონ­ლა­ინ კომ­პო­ნენ­ტი, მაგ­რამ ზო­გი­ერთ ბავ­შვს სჭირ­დე­ბა ქცე­ვის კონ­ტრო­ლი ად­გილ­ზე და ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მუ­შა­ობს ეს სის­ტე­მა.

პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბამ დიდი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა ყრუ პი­რებს, რად­გან ისი­ნი პი­რის მოძ­რა­ო­ბით აღიქ­ვა­მენ სა­უ­ბარს. ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ სა­თა­ნა­დოდ უპა­სუ­ხა ამ გა­მოწ­ვე­ვას. მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მო­ი­გო­ნეს გამჭვირ­ვა­ლე პირ­ბა­დე­ე­ბი, ჩვენ­თან ეს ვე­რაფ­რით შე­მო­ვი­და.

სა­ხელ­მწი­ფოს არ ჰქონ­და იმის ხედ­ვა, რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ თუ შშმ პირი მოხ­ვდე­ბო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით, რად­გან ამ კუ­თხით მედ­პერ­სო­ნალს არ უტარ­დე­ბო­და ტრე­ნინ­გე­ბი. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პირი და­ინ­ფი­ცირ­და და მან თა­ვის მხრივ და­ა­ინ­ფი­ცი­რა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. ისე მოხ­და, რომ ამ პირს დაბ­რალ­და ყვე­ლა­ფე­რი და მოხ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე­ე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცია. სა­ერ­თო ჯამ­ში სა­ხელ­მწი­ფო ამ კუ­თხით მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდა გა­მოწ­ვე­ვას" - ამ­ბობს ესმა გუმ­ბე­რი­ძე.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პო­ლი­ტი­კის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი თა­თია გვა­რა­მა­ძე AMBEBI.GE-სთან არ უარ­ყოფს, რომ პან­დე­მი­ამ სა­ხელ­მწი­ფო შშმ პი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა:

- შშმ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან დავ­დე­ქით გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მთე­ლი რიგი პროგ­რა­მე­ბი. მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლეს მხო­ლოდ 24-სა­ა­თი­ან­მა სერ­ვი­სებ­მა, სა­დაც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არი­ან შშმ პი­რე­ბი. თუმ­ცა, აქაც მკაც­რი კონ­ტრო­ლი და­წეს­და მნახ­ველ­თა შეს­ვლა-გა­მოს­ვლა­ზე.

მას შემ­დეგ, რაც შე­ჩერ­და მომ­სა­ხუ­რე­ბის ნა­წი­ლი, დავ­დე­ქით ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე - რო­გორ შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. თუ მათ დავ­ხუ­რავ­დით, რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა პან­დე­მი­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და აღ­დგე­ნა მოგ­ვინ­დე­ბა, ეს მარ­ტი­ვად ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და. ამი­ტომ ჩვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ და­ფი­ნან­სე­ბა და გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით და­ვი­წყეთ პროგ­რა­მე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე მორ­გე­ბა. ძა­ლი­ან დიდ ნა­წილ­მა შეძ­ლო პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა.

მაგ­რამ, მა­გა­ლი­თად აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის ძნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ შემ­თხვე­ვა­ში ამ მო­დელს, პრაქ­ტი­კუ­ლად აზრი არ ჰქონ­და. ამი­ტომ ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­ხილ­ვა, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია დის­ტან­ცი­უ­რი სერ­ვი­სი ამ კონ­ტინ­გე­ტის­თვის და იგეგ­მე­ბა კვლე­ვა ამ კუ­თხით.

ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ერ­თა­დერ­თი რა­საც ვერ გან­ვა­ახ­ლებთ ეს არის დღის ცენ­ტრე­ბი, რად­გან იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა ხდე­ბა და საკ­მა­ოდ რთუ­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა. ახლა ვგეგ­მავთ, რომ და­ვე­ლო­დოთ დის­ტან­ცი­უ­რი პროგ­რა­მის შე­დე­გებს, რა გა­მო­იკ­ვე­თე­ე­ბა, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია მისი მუ­შა­ო­ბა და შემ­დეგ ვისმჯე­ლებთ ჰიბ­რი­დულ პროგ­რა­მა­ზე, რა ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს დის­ტან­ცი­უ­რი და რა უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტით" - ამ­ბობს გვა­რა­მა­ძე.

ავტორი:

"ავტობუსში პირბადე არ მეკეთა... ერთი გამომესარჩლა: რა საბუთი გინდა, ვერ ხედავ ხელები არ აქვსო?!" - რა პრობლემები შეუქმნა შშმ პირებს პანდემიამ

"ავტობუსში პირბადე არ მეკეთა... ერთი გამომესარჩლა: რა საბუთი გინდა, ვერ ხედავ ხელები არ აქვსო?!" - რა პრობლემები შეუქმნა შშმ პირებს პანდემიამ

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა ახალმა რეალობამ განსაკუთრებული პრობლემები შშმ პირებს შეუქმნა. შეზღუდვების გამო, დროებით შეჩერდა ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - დაიხურა დღის ცენტრები, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარები მომსახურებას იღებდნენ.

გიორგი ხიზანიშვილს ზედა კიდურები არ აქვს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ პანდემიამ მისი ყოფა გააუარესა, მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგულაციით, მას უფლება აქვს არ ატაროს პირბადე, თუმცა "უფლებას არ აძლევს" საზოგადოება.

- ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ჩემთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ძალიან მწყდება გული ხალხის დამოკიდებულებაზე. როგორც იცით, კანონით განსაზღვრულია, რომ ჯანმრთელების პრობლემების მქონე პირები, ვისაც პირბადის ტარება უჭირთ, არ არიან ვალდებულნი ატარონ პირბადე, თუმცა, ჩანს, რომ ხალხმა ეს არ იცის.

ამასწინათ სამსახურში მივდიოდი, ავტობუსში ავედი ისე, რომ პირბადე არ მეკეთა. ავედი თუ არა, ატეხეს ყვირილი, რატომ არ გიკეთია, სასწრაფოდ გაიკეთეო. მთელი ავტობუსი ჩხუბობდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. კონტროლიორი მოვიდა და საბუთი მომთხოვა, პირბადეს რომ არ ატარებ მაგის უფლება თუ გაქვსო. ამ დროს ერთი გამომესარჩლა - რა საბუთი გინდა, ვერ ხედავ ხელები არ აქვსო?! ძალიან გავმწარდი და ღრიალი დავიწყე. ჩამოვედი ავტობუსიდან და სამსახურამდე ძლივს მივედი ფეხით..." - უყვება AMBEBI.GE-ს გიორგი ხიზანიშვილი.

შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი ესმა გუმბერიძე შშმ პირების სხვა პრობლემებზეც გვესაუბრა. მისი თქმით, პანდემიას ამ ადამიანების მხარდაჭერის კუთხით, სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა:

"პანდემიურმა გარემომ ძალიან ბევრი გამოწვევა გააჩინა. პირველ რიგში განათლების მიმართულებით - მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს განათლების მიღება დისტანციურად. წარმოიდგინეთ, ზოგი უსინათლოა, ზოგი ყრუ, ზოგიც აუტისტური სპექტრის. მათ სჭირდებოდათ შესაბამისი ადაპტირებული გარემო, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისე ონლაინ რეჟიმში.

დაიხურა დღის ცენტრები და ადრეული ჩარევის პროგრამები. აუტისტური სპექტრის ბავშვები დარჩნენ სახლებში, რაც მათთვის დიდი დარტყმაა. პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სახლში აკითხავდნენ ბენეფიციარებს და ამეცადინებდნენ ფსიქოლოგები თუ ოკუპაციური თერაპევტები, აღარ მოქმედებს. დარჩა მხოლოდ ონლაინ კომპონენტი, მაგრამ ზოგიერთ ბავშვს სჭირდება ქცევის კონტროლი ადგილზე და ფაქტობრივად, არ მუშაობს ეს სისტემა.

პირბადეების ტარების ვალდებულებამ დიდი პრობლემა შეუქმნა ყრუ პირებს, რადგან ისინი პირის მოძრაობით აღიქვამენ საუბარს. ბევრმა ქვეყანამ სათანადოდ უპასუხა ამ გამოწვევას. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნებში გამოიგონეს გამჭვირვალე პირბადეები, ჩვენთან ეს ვერაფრით შემოვიდა.

სახელმწიფოს არ ჰქონდა იმის ხედვა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ თუ შშმ პირი მოხვდებოდა საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით, რადგან ამ კუთხით მედპერსონალს არ უტარდებოდა ტრენინგები. იყო შემთხვევა, როდესაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი დაინფიცირდა და მან თავის მხრივ დააინფიცირა სამედიცინო პერსონალი. ისე მოხდა, რომ ამ პირს დაბრალდა ყველაფერი და მოხდა ფსიქიკური პრობლემების მქონეების სტიგმატიზაცია. საერთო ჯამში სახელმწიფო ამ კუთხით მოუმზადებელი შეხვდა გამოწვევას" - ამბობს ესმა გუმბერიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე AMBEBI.GE-სთან არ უარყოფს, რომ პანდემიამ სახელმწიფო შშმ პირების მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა:

- შშმ პირებთან მიმართებაში პანდემიის პირველივე დღიდან დავდექით გამოწვევების წინაშე. იძულებული გავხდით შეგვეჩერებინა მათთვის განკუთვნილი მთელი რიგი პროგრამები. მუშაობა გააგრძელეს მხოლოდ 24-საათიანმა სერვისებმა, სადაც მთელი დღის განმავლობაში არიან შშმ პირები. თუმცა, აქაც მკაცრი კონტროლი დაწესდა მნახველთა შესვლა-გამოსვლაზე.

მას შემდეგ, რაც შეჩერდა მომსახურების ნაწილი, დავდექით ახალი გამოწვევის წინაშე - როგორ შეგვენარჩუნებინა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები. თუ მათ დავხურავდით, როგორც კი დასრულდება პანდემიური შეზღუდვები და აღდგენა მოგვინდება, ეს მარტივად ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ ჩვენ ორგანიზაციებს შევუნარჩუნეთ დაფინანსება და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დავიწყეთ პროგრამების მოდიფიცირება, დისტანციურ რეჟიმზე მორგება. ძალიან დიდ ნაწილმა შეძლო პროგრამაში ჩართვა.

მაგრამ, მაგალითად აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ძნელი აღმოჩნდა. მათ შემთხვევაში ამ მოდელს, პრაქტიკულად აზრი არ ჰქონდა. ამიტომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა, რამდენად გამართლებულია დისტანციური სერვისი ამ კონტინგეტისთვის და იგეგმება კვლევა ამ კუთხით.

ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი რასაც ვერ განვაახლებთ ეს არის დღის ცენტრები, რადგან იქ ბევრი ადამიანის კონცენტრირება ხდება და საკმაოდ რთულია რეკომენდაციების დაცვა. ახლა ვგეგმავთ, რომ დაველოდოთ დისტანციური პროგრამის შედეგებს, რა გამოიკვეთეება, რამდენად გამართლებულია მისი მუშაობა და შემდეგ ვისმჯელებთ ჰიბრიდულ პროგრამაზე, რა ნაწილი შეიძლება იყოს დისტანციური და რა უშუალო კონტაქტით" - ამბობს გვარამაძე.

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების  დაცვით გაიხსნება

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრი მიკროავტობუსიდან - ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისსაა გადაღებული

"ვრეკავდი აქეთ-იქეთ, ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე, რომელიც 18 ივნისის ღამესაა გადაღებული