საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაბადების დღე ოჯახურად აღვნიშნე, დღის მიწურულს საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა..." - ოთო კახიძე იუბილეზე მომხდარ ხანძარზე
"დაბადების დღე ოჯახურად აღვნიშნე, დღის მიწურულს საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა..." - ოთო კახიძე იუბილეზე მომხდარ ხანძარზე

"და­ბა­დე­ბის დღე ოჯა­ხუ­რად აღ­ვნიშ­ნე, დღის მი­წუ­რულს სა­ე­ვა­კუ­ა­ციო სი­რე­ნის ხმა მოგ­ვეს­მა..." - ოთო კა­ხი­ძე იუ­ბი­ლე­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე

წი­ნან­დალ­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" გუ­შინ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ხან­ძრის პირ­ვე­ლი წყა­რო ორ­თქლის აბა­ნო, ე.წ. სა­უ­ნა იყო. ად­გილ­ზე 6 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო მან­ქა­ნა მუ­შა­ობ­და და ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა მა­ლე­ვე მოხ­და. თუმ­ცა მა­ნამ­დე სა­ჭი­რო გახ­და სას­ტუმ­რო­ში მყო­ფი სტუმ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცია.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა "რე­დი­სონ­ში" აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის დროს და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი ოთო კა­ხი­ძე. მომ­ხდარს ის "ფე­ის­ბუქ­ზე" იხ­სე­ნებს:

"ჩემი და­ბა­დე­ბის დღე აღ­ვნიშ­ნეთ ოჯა­ხუ­რად წი­ნან­და­ლის რე­დი­სონ­ში. სას­ტუმ­როს დი­ზა­ი­ნით და­წყე­ბუ­ლი, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხით, სი­სუფ­თა­ვით, კომ­ფორ­ტით და სამ­ზა­რე­უ­ლო­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი იყო სა­უ­კე­თე­სო.

ზუს­ტად და­ბა­დე­ბის დღის მი­წუ­რულს, გარე რეს­ტო­რან­ში მსხდო­მებს, სა­ე­ვა­კუ­ა­ციო სი­რე­ნის ხმა მოგ­ვეს­მა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან სა­ვარ­ჯი­შო, ცრუ გან­გა­ში გვე­გო­ნა, მაგ­რამ მალე მივ­ხვდით, რომ საქ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად იყო და სტუმ­რე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად პარ­კინ­გის­კენ და­ვი­ძა­რით.

მოკ­ლედ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე სა­უ­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რედ (რომ­ლე­ბიც არ მუ­შა­ობ­და), გაჩ­ნდა ხან­ძა­რი, ბრი­გა­დე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ვიდ­ნენ და ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს.

ახლა მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი, რა­ტო­მაც ამ სტა­ტუსს ვწერ. სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტმა და ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­მა შექ­მნილ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ას თავი გა­არ­თვეს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე.

- სწრა­ფად და­ა­ორ­გა­ნი­ზეს სრუ­ლი ევა­კუ­ა­ცია;- ერ­თად მო­უ­ყა­რეს თავი სტუმ­რებს და გა­და­ა­მოწ­მეს, რომ ყვე­ლა ად­გილ­ზე იყო;- ყვე­ლას დაგ­ვი­რი­გეს წყა­ლი, ვი­საც სცი­ო­დათ - პლე­დე­ბი;- მა­ლე­ვე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს ახ­ლომ­დე­ბა­რე სას­ტუმ­რო - პარკ ოტელ­ში, ჯერ ბავ­შვე­ბი და დე­დე­ბი, მერე და­ნარ­ჩე­ნე­ბი;- ახალ სას­ტუმ­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაგ­ვახ­ვედ­რეს, კბი­ლის პას­ტე­ბის და ჯაგ­რი­სე­ბის ჩათ­ვლით;- დი­ლით სა­უზ­მის შემ­დეგ სარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით და­ა­ორ­გა­ნი­ზეს ჩე­ქა­უ­თი, ავი­ღეთ ნივ­თე­ბი და წა­მო­ვე­დით.

უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბის მი­უ­ხე­და­ვად (რის­გან და­ზღვე­უ­ლიც არა­ვი­ნაა), სა­ბო­ლო­ოდ კმა­ყო­ფი­ლე­ბი წა­მო­ვე­დით, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რაც შე­ეძ­ლოთ. თან სულ ღი­მი­ლით და თა­ვა­ზი­ა­ნად.

მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სას­ტუმ­როს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს და ვუ­სურ­ვო, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დაბ­რუ­ნე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ საქ­მეს" - წერს კა­ხი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ ი მ ი ნ ო
28

ყოჩაღ თოთო!!!

Giorgi sixarulidze
27

ხალტუხიჭამის მოპარული ფულებით ფოფონებაში ცხოვრობენ ქართველ ხალხ კი სუხარიც აღარააქ საჭმელად ყვალა ნაცი ციხეში სამუდამოდ. დაბადების დღეზე საუნაში რა უნდოდათ? აღარ გავაგრძელებ თქვენთვითონ მიხვდებით ვინც არიან უკლებლივ ყველა ნაცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაბადების დღე ოჯახურად აღვნიშნე, დღის მიწურულს საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა..." - ოთო კახიძე იუბილეზე მომხდარ ხანძარზე

"დაბადების დღე ოჯახურად აღვნიშნე, დღის მიწურულს საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა..." - ოთო კახიძე იუბილეზე მომხდარ ხანძარზე

"დაბადების დღე ოჯახურად აღვნიშნე, დღის მიწურულს საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა..." - ოთო კახიძე იუბილეზე მომხდარ ინციდენტზე

წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" გუშინ ხანძარი გაჩნდა. ხანძრის პირველი წყარო ორთქლის აბანო, ე.წ. საუნა იყო. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა და ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა. თუმცა მანამდე საჭირო გახდა სასტუმროში მყოფი სტუმრების ევაკუაცია.

როგორც აღმოჩნდა "რედისონში" აღნიშნული ინციდენტის დროს დაბადების დღეს აღნიშნავდა "ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე. მომხდარს ის "ფეისბუქზე" იხსენებს:

"ჩემი დაბადების დღე აღვნიშნეთ ოჯახურად წინანდალის რედისონში. სასტუმროს დიზაინით დაწყებული, მომსახურების ხარისხით, სისუფთავით, კომფორტით და სამზარეულოთი დამთავრებული, ყველაფერი იყო საუკეთესო.

ზუსტად დაბადების დღის მიწურულს, გარე რესტორანში მსხდომებს, საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა, რომელიც თავიდან სავარჯიშო, ცრუ განგაში გვეგონა, მაგრამ მალე მივხვდით, რომ საქმე სერიოზულად იყო და სტუმრები თანამშრომლებთან ერთად პარკინგისკენ დავიძარით.

მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, მეხუთე სართულზე მდებარე საუნების მიმდებარედ (რომლებიც არ მუშაობდა), გაჩნდა ხანძარი, ბრიგადები ოპერატიულად მოვიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს.

ახლა მთავარი სათქმელი, რატომაც ამ სტატუსს ვწერ. სასტუმროს მენეჯმენტმა და ყველა თანამშრომელმა შექმნილ კრიზისულ სიტუაციას თავი გაართვეს უმაღლეს დონეზე.

- სწრაფად დააორგანიზეს სრული ევაკუაცია;- ერთად მოუყარეს თავი სტუმრებს და გადაამოწმეს, რომ ყველა ადგილზე იყო;- ყველას დაგვირიგეს წყალი, ვისაც სციოდათ - პლედები;- მალევე გადაგვიყვანეს ახლომდებარე სასტუმრო - პარკ ოტელში, ჯერ ბავშვები და დედები, მერე დანარჩენები;- ახალ სასტუმროში ყველაფერი დაორგანიზებული დაგვახვედრეს, კბილის პასტების და ჯაგრისების ჩათვლით;- დილით საუზმის შემდეგ სართულების მიხედვით დააორგანიზეს ჩექაუთი, ავიღეთ ნივთები და წამოვედით.

უსიამოვნო ამბის მიუხედავად (რისგან დაზღვეულიც არავინაა), საბოლოოდ კმაყოფილები წამოვედით, რადგან ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. თან სულ ღიმილით და თავაზიანად.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სასტუმროს ყველა თანამშრომელს და ვუსურვო, რაც შეიძლება მალე დაბრუნებოდნენ თავიანთ საქმეს" - წერს კახიძე.

ხინკლის მოხვევის მასტერკლასი ეკონომიკის მინისტრისგან - როგორ ჩაიარა ნათია თურნავას სტუმრობამ თუშეთში

"დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, 13% ეფექტურობით" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"