თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, რომელიც ევაკუატორს გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ავტომობილის ხანძრისას ცეცხლი გავრცელდა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ ბუჩქნარსა და ბალახზე. ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის ლიკვიდაცია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მეხანძრე- მაშველებმა უზრუნველყვეს.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ფოტო: ია თინიკაშვილი
ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ხალტუხიჭამიამ მილიარდები მოიპარა და ახლა ქვეყანას სათანადო სახანძრო თავდაცბის სისტენები არ გააჩნია. აი ამას კი აღარ გაპატიებ თან გაგვძარცვა თან ცეცხლს გვიკიდებს