პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა
4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა

აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპსა და მის ძმის შვილს, მერი ტრამპს შო­რის წლე­ბია და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ კი­დევ უფრო გამ­წვავ­და, რაც მე­რიმ ბი­ძა­მი­სის შე­სა­ხებ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა და­ა­ა­ნონ­სა. მი­უ­ხე­და­ვად ტრამ­პის მცდე­ლო­ბი­სა, რომ მე­რის­თვის ხელი შე­ე­შა­ლა წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ში, ის მა­ინც გა­მო­ვი­და. სა­სა­მარ­თლომ მე­რის წიგ­ნის გა­მო­ცე­მის ნება დარ­თო. ის "ამა­ზონ­ზეა" ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

მერი ტრამ­პი აშშ-ის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის მან­კი­ერ მხა­რე­ებ­ზე მოგ­ვი­თხრობს. "ზედ­მე­ტად ბევ­რი და არა­სო­დეს საკ­მა­რი­სი: რო­გორ შექ­მნა ჩემ­მა ოჯახ­მა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო კაცი“ - ასე ჰქვია წიგნს, რო­მე­ლიც რო­გორც და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში წე­რენ, ტრამ­პის შე­სა­ხებ შო­კის­მომ­გვრელ ამ­ბებს გვიყ­ვე­ბა. მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ამ­ბავს "გარ­დი­ა­ნი" აქ­ვეყ­ნებს:

  • ტრამპმა ფული გა­და­ი­ხა­და იმის­თვის, რომ გა­მოც­დე­ბი მის ნაც­ვლად სხვას ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა

ტრამ­პი ამა­ყობს იმით, რომ Wharton Business School-ში სწავ­ლობ­და. ეს პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ თუ დო­ნალ­დის ძმის შვილს და­ვუ­ჯე­რებთ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "ტყუ­ი­ლის შე­დე­გად ჩა­ი­რი­ცხა".

"დო­ნალ­დი ში­შობ­და, რომ ვერ შეძ­ლებ­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რას, ამი­ტო­მაც კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ჭკვი­ან ბავ­შვს, ჯო შა­პი­როს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნა SAT-ის ტეს­ტი“, - წერს მერი ტრამ­პი. ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ამის გა­კე­თე­ბა - სხვა ადა­მი­ა­ნის შეშ­ვე­ბა გა­მოც­და­ზე, ადრე გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი იყო, რად­გა­ნაც მა­შინ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ასე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ იყო.

ახალ­გაზ­რდა დო­ნალდ ტრამ­პი
  • ტრამ­პის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქა­ლებ­თან და კო­მენ­ტა­რი ძმის შვი­ლის მკერ­დზე

მერი ტრამ­პი წერს იმა­ზე, თუ რო­გორ ხე­დავს ტრამ­პი ქა­ლებს და რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მათ­თან. რო­გორც მერი აღ­ნიშ­ნავს, დო­ნალ­დი ცდი­ლობს, ყვე­ლა ქალი, რო­მე­ლიც მო­ე­წო­ნე­ბა, პა­ე­მან­ზე და­ი­თან­ხმოს და თუ უარს მი­ი­ღებს, კონ­კრე­ტუ­ლი ქა­ლის მი­მართ სა­შინ­ლად უხე­ში ხდე­ბა. მერი ტრამ­პი ასე­ვე 1990 წელს ფლო­რი­და­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს. მერი ყვე­ბა, რომ დო­ნალდმა ის სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში და­ი­ნა­ხა და უთხრა: "ჯან­და­ბა მერი, რამ­ხე­ლა მკერ­დი გაქვს“

"სახე გა­მი­წით­ლდა, შემ­რცხვა და პირ­სა­ხო­ცი მო­ვიხ­ვიე“, - წერს მერი ტრამ­პი.

  • დო­ნალდმა მე­ლა­ნი­ას უთხრა, რომ მერი ტრამ­პი ნარ­კო­ტი­კებს იღებს

მერი იხ­სე­ნებს, რომ 1998 წელს მა­მის დღეს დო­ნალ­დი "ტრამპ თა­უ­ერ­ში“ აღ­ნიშ­ნავ­და, პრე­ზი­დენ­ტი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ კი­დევ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო, წვე­უ­ლე­ბა­ზე ახალ გერლფ­რენდთან, მე­ლა­ნი­ას­თან ერ­თად მი­ვი­და. დო­ნალდმა წვე­უ­ლე­ბის დროს მე­ლა­ნი­ას უთხრა, რომ ის თა­ვის დის შვილს, მე­რის მა­ლავ­და, რად­გა­ნაც კო­ლე­ჯში სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა და შემ­დეგ ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო.

მერი ტრამ­პი უარ­ყოფს ნარ­კო­ტი­კებ­თან კავ­შირს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ახლა ხვდე­ბა რა­ტომ მო­იქ­ცა დო­ნალ­დი ასე. მერი თვლის, რომ ბი­ძა­მისს მოს­წონს გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე ცუდი რა­ღა­ცე­ბის თქმა, რად­გა­ნაც ასე ჭა­ობ­ში ით­რევს და ცხოვ­რე­ბას ურ­თუ­ლებს და­ნარ­ჩე­ნებს, ამავდრო­უ­ლად, სა­კუ­თარ უპი­რა­ტე­სო­ბას აჩ­ვე­ნებს.

  • ტრამ­პი გა­ი­ზარ­და და ჩა­მო­ყა­ლიბ­და ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მო­ში

წიგ­ნის ავ­ტო­რი სა­უბ­რობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გა­ნავ­რცობს ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის სა­კითხს. აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა იყო ტრამ­პე­ბის ოჯახ­ში, სა­დაც დო­ნალ­დი გა­ი­ზარ­და. მერი წერს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მამა, დო­ნალ­დის დე­და­ზე ემო­ცი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. მისი მტკი­ცე­ბით, ტრამ­პის მამა სო­ცი­ო­პა­თი იყო, რო­მე­ლიც შვი­ლებ­ზეც ემო­ცი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. მერი სწო­რედ ამას უკავ­ში­რებს იმ ფაქტს, რომ 1981 წელს დო­ნალ­დის ძმა ფრე­დი, ალ­კოჰო­ლიზ­მით გარ­და­იც­ვა­ლა. მერი სწო­რედ ფრედ ტრამ­პის შვი­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მერი ტრამ­პე­ბის ოჯახს "ფსი­ქო­პა­თე­ბის ტოქ­სი­კურ ოჯა­ხად" მო­იხ­სე­ნი­ებს.

მერი და დო­ნალდ ტრამ­პებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა წლე­ბის წინ და­ი­წყო და კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად New York Daily News-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მე­რი­სა და მის ძმას დო­ნალდთან ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ. და-ძმა ამ­ბობს, რომ მათ არ მი­უ­ღი­ათ კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც დო­ნალ­დის ძმას მა­მის­გან ეკუთ­ვნო­და. დო­ნალ­დის მამა 1999 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და მისი ქო­ნე­ბა გა­ი­ნა­წი­ლეს მის­მა ცო­ცხალ­მა შვი­ლებ­მა, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის შთა­მო­მავ­ლებს არა­ფე­რი ერ­გოთ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
13

არაა იმაზე საუბარი ტრამპი მოსაწონია თუ არა, ყველა თავისებურად აფასებს, მაგრამ შოკისმომგვრელი ინფორმაცია ზემოთ ოთხი ინფორმაციიდან რომელია? 

ანა
11

სარგებლობს მომენტით და ბიძაზე ფულს აკეთებს

ავტორი:

4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა

4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ძმის შვილს, მერი ტრამპს შორის წლებია დაძაბული ურთიერთობაა, თუმცა კონფლიქტი მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მერიმ ბიძამისის შესახებ წიგნის გამოცემა დააანონსა. მიუხედავად ტრამპის მცდელობისა, რომ მერისთვის ხელი შეეშალა წიგნის გამოცემაში, ის მაინც გამოვიდა. სასამართლომ მერის წიგნის გამოცემის ნება დართო. ის "ამაზონზეა" ხელმისაწვდომი.

მერი ტრამპი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მანკიერ მხარეებზე მოგვითხრობს. "ზედმეტად ბევრი და არასოდეს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც როგორც დასავლურ მედიაში წერენ, ტრამპის შესახებ შოკისმომგვრელ ამბებს გვიყვება. მათ შორის რამდენიმე ამბავს "გარდიანი" აქვეყნებს:

  • ტრამპმა ფული გადაიხადა იმისთვის, რომ გამოცდები მის ნაცვლად სხვას ჩაებარებინა

ტრამპი ამაყობს იმით, რომ Wharton Business School-ში სწავლობდა. ეს პენსილვანიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია, მაგრამ თუ დონალდის ძმის შვილს დავუჯერებთ, უნივერსიტეტში "ტყუილის შედეგად ჩაირიცხა".

"დონალდი შიშობდა, რომ ვერ შეძლებდა უნივერსიტეტში მოხვედრას, ამიტომაც კარგი რეპუტაციის მქონე ჭკვიან ბავშვს, ჯო შაპიროს ფულის სანაცვლოდ ჩააბარებინა SAT-ის ტესტი“, - წერს მერი ტრამპი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამის გაკეთება - სხვა ადამიანის შეშვება გამოცდაზე, ადრე გაცილებით მარტივი იყო, რადგანაც მაშინ კომპიუტერული ტექნოლოგიები ასე განვითარებული არ იყო.

ახალგაზრდა დონალდ ტრამპი
  • ტრამპის დამოკიდებულება ქალებთან და კომენტარი ძმის შვილის მკერდზე

მერი ტრამპი წერს იმაზე, თუ როგორ ხედავს ტრამპი ქალებს და როგორი დამოკიდებულება აქვს მათთან. როგორც მერი აღნიშნავს, დონალდი ცდილობს, ყველა ქალი, რომელიც მოეწონება, პაემანზე დაითანხმოს და თუ უარს მიიღებს, კონკრეტული ქალის მიმართ საშინლად უხეში ხდება. მერი ტრამპი ასევე 1990 წელს ფლორიდაში მომხდარ შემთხვევას იხსენებს. მერი ყვება, რომ დონალდმა ის საცურაო კოსტიუმში დაინახა და უთხრა: "ჯანდაბა მერი, რამხელა მკერდი გაქვს“

"სახე გამიწითლდა, შემრცხვა და პირსახოცი მოვიხვიე“, - წერს მერი ტრამპი.

  • დონალდმა მელანიას უთხრა, რომ მერი ტრამპი ნარკოტიკებს იღებს

მერი იხსენებს, რომ 1998 წელს მამის დღეს დონალდი "ტრამპ თაუერში“ აღნიშნავდა, პრეზიდენტი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო, წვეულებაზე ახალ გერლფრენდთან, მელანიასთან ერთად მივიდა. დონალდმა წვეულების დროს მელანიას უთხრა, რომ ის თავის დის შვილს, მერის მალავდა, რადგანაც კოლეჯში სწავლას თავი დაანება და შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.

მერი ტრამპი უარყოფს ნარკოტიკებთან კავშირს და აღნიშნავს, რომ ახლა ხვდება რატომ მოიქცა დონალდი ასე. მერი თვლის, რომ ბიძამისს მოსწონს გარშემო მყოფებზე ცუდი რაღაცების თქმა, რადგანაც ასე ჭაობში ითრევს და ცხოვრებას ურთულებს დანარჩენებს, ამავდროულად, საკუთარ უპირატესობას აჩვენებს.

  • ტრამპი გაიზარდა და ჩამოყალიბდა ძალადობრივ გარემოში

წიგნის ავტორი საუბრობს ოჯახში ძალადობის თემაზე, განსაკუთრებით კი განავრცობს ემოციური ძალადობის საკითხს. აღნიშნავს, რომ სწორედ ემოციური ძალადობა იყო ტრამპების ოჯახში, სადაც დონალდი გაიზარდა. მერი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მამა, დონალდის დედაზე ემოციურად ძალადობდა. მისი მტკიცებით, ტრამპის მამა სოციოპათი იყო, რომელიც შვილებზეც ემოციურად ძალადობდა. მერი სწორედ ამას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ 1981 წელს დონალდის ძმა ფრედი, ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა. მერი სწორედ ფრედ ტრამპის შვილია. აღსანიშნავია, რომ მერი ტრამპების ოჯახს "ფსიქოპათების ტოქსიკურ ოჯახად" მოიხსენიებს.

მერი და დონალდ ტრამპებს შორის უთანხმოება წლების წინ დაიწყო და კონფლიქტის დეტალები თავდაპირველად New York Daily News-მა გამოაქვეყნა. მერისა და მის ძმას დონალდთან ქონებასთან დაკავშირებული პრეტენზიები აქვთ. და-ძმა ამბობს, რომ მათ არ მიუღიათ კუთვნილი ქონება, რომელიც დონალდის ძმას მამისგან ეკუთვნოდა. დონალდის მამა 1999 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება გაინაწილეს მისმა ცოცხალმა შვილებმა, ხოლო გარდაცვლილი შვილის შთამომავლებს არაფერი ერგოთ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"