მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილიას ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა" - სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
"ილიას ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა" - სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ ილია ქურ­და­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მო­სა­მარ­თლე გერ­მა­ნე და­დეშ­ქე­ლი­ან­მა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რედ­გი­ნა და პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს­ვე მი­მარ­თა გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

დაც­ვის მხა­რე ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რებს და პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის ნაც­ვლად, გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ნა­თია სი­რა­ძე აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

სუ­რამ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­სა­მარ­თლოს კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ვ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 13-17 წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტი გუ­შინ დი­ლით, სუ­რამ­ში მოხ­და. 3 შვი­ლის დედა, 31 წლის თეა რუ­სია ქმარ­მა მა­შინ მოკ­ლა, რო­დე­საც ქალს ეძი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aaa
0

გაოგნებული ვარ რა გირაოზეა საუბარი, თავი ცოცხალი რათ უნდა, ანგელოზივით შვილებს ანგელოზივით დედა მოუკლა

lol
0

ადვოკატი რომ ამბობს სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული, კეთილშობილი დედის გაზრდილიაო, აწი არც აკადემიადამთავრებულები ყოფილან სანდო

ავტორი:

"ილიას ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა" - სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

"ილიას ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა" - სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა და პროკურატურამ დღესვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

დაცვის მხარე ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებს და პატიმრობის შეფარდების ნაცვლად, გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდებულის ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-17 წლამდე ითვალისწინებს.

დანაშაულის ფაქტი გუშინ დილით, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა.

ძალადობა, ყვირილი, ჩხუბი 5 წლის შვილის თანდასწრებით - "ტვ პირველი" ოჯახური კონფლიქტის საქმეზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

"ამბობდა, დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო, მანქანაში მოხდა ეს ამბავი" - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც თელავის მკვლელობას შეესწრო

"ზურა უმაღლესი პიროვნება იყო... ძალიან განვიცდი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს თელავში მოკლულისა და ბრალდებულის მეგობარი?