მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე... მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!" - მირიან ნიკოლაძე მიმართვას ავრცელებს
"გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე... მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!" - მირიან ნიკოლაძე მიმართვას ავრცელებს

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა, ად­ვო­კა­ტი მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:

"გი­ორ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან გა­ვი­და 19 დღე, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით. პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, გი­ორ­გიმ თა­ვის რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი არ­ყოფ­ნით უფრო მე­ტად გაგვზარ­და სუ­ლი­ე­რად და მო­რა­ლუ­რად, ვიდ­რე ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გან­ვლილ­მა ათწლე­უ­ლებ­მა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც გი­ორ­გის არ­ყოფ­ნამ გვას­წავ­ლა არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა­ზე დიდ მტე­რი არ ჰყავს და იგი­ვე ნა­წი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა შემ­დგომ მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მსჯე­ლობს „ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრა­ზე“. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ერთხელ დარ­წმუნ­და ოჯა­ხი მის მიერ არ­ჩე­უ­ლი გზის სის­წო­რე­ში, რომ­ლი­თაც არ მის­ცა სა­შუ­ლე­ბა ათა­სი ჯუ­რის ავან­ტი­უ­რისტს ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­და­ექ­ცია პო­ლი­ტი­კურ სკან­და­ლად და სა­ნა­ხა­ო­ბად.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლებ­რივ და ფაქ­ტობ­რივ ვი­თა­რე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ღაც ცდი­ლობს ახა­ლი „სკან­და­ლის“ იმი­ტა­ცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფე­ბი აწარ­მო­ე­ბენ კა­რი­კა­ტუ­რულ გა­მო­ძი­ე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ არა­სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას ჰყავს მა­ყუ­რე­ბე­ლიც და დამ­ჯე­რე­ბი­ლიც, ამით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ვართ იმ წერ­ტილ­ში, სა­დაც ვართ და გვაქვს ის პესრსპექ­ტი­ვა, რო­მელ­საც გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან ვა­ფიქ­სი­რებთ.

ახლა დგე­ბა ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, ყვე­ლა­ზე მძი­მე და ოჯა­ხის­თვის ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ვე­ლი ეტა­პი, როცა უნდა გა­ვი­გოთ სი­მარ­თლე - რა­ტომ მოგ­ვიკ­ლეს ახალ­გაზ­რდა, უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი. ათას­ჯერ ვთქვი და კვლა­ვაც გი­მე­ო­რებ, რომ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო და გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი არის ამ საქ­მის გა­სა­ღე­ბი და ამას ჩვენ ძა­ლი­ან მალე ვნა­ხავთ. თუ ექ­სპერ­ტი­ზე­ბით დად­გინ­და გი­ორ­გის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, მერე დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დან­დო­ბა აღარ იქ­ნე­ბა!

ვთხოვ ყვე­ლას, თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მოგ­ვაშ­ვე­ლოთ სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ში და არა სკან­და­ლე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა­ში (უკვე მე­ო­რედ მი­რე­კავს გი­ორ­გის ატი­რე­ბუ­ლი დედა და მე­კი­თხე­ბა: "რა და­ვუ­შა­ვეთ ამ ხალ­ხს, რა­ტომ გვკლა­ვენ ასე და­უნ­დობ­ლად თა­ვი­სი უპა­სუ­ხის­მგე­ლო­ბის გა­მო­ვო", რა ვუ­პა­სუ­ხო?!), მივ­მარ­თავ და­კა­ვე­ბუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის იმ ნა­წილს, რო­მელ­თაც გი­ორ­გის­თან ჰქონ­დათ ბოლო შემ­ხებ­ლო­ბა - გა­მო­ი­ყე­ნეთ ბოლო შან­სი და თქვით სი­მარ­თლე, მეტი შან­სი აღარ იქ­ნე­ბა! უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს, სა­მარ­თალ­დამ­ცავს, მე­გო­ბარს, ნაც­ნობს და უბ­რა­ლოდ გულ­შე­მატ­კი­ვარს, რო­მელ­თა თა­ნად­გო­მა გვა­სულ­დგმუ­ლებს დღემ­დე, არ იდარ­დოთ ჩემს გამო, მე სი­მარ­თლის გარ­და არა­სო­დეს არა­ფე­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებს!", - წერს მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

შსს-მ დღეს გა­ა­სა­ჯა­რო­ვა საქ­მის მოწ­მის ია­კობ ბრეგ­ვა­ძის მიერ 112-ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რის ჩა­ნა­წე­რიც.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
3

წესიერი და ნორმალური ოჯახი!!! სწორად ფიქრობენ, რომ დაისაჯოს ყველა სამართლიანად, არც მეტი არ არც ნაკლები, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობა მიიღო!!! მნივნელობა არ აქვს, ეს გიორგის მეგობარი იქნება თუ უცხო მხარე!!! ყველას კანონის მიხედვით უნდა მიეზღოს!!!

ciuri
6

kacoba ar gkopnit viton kacebo .giorgis mshoblebi shegindobt,gmerti tu shegindobt.agiaret gatavisupldebit codvisgan.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე... მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!" - მირიან ნიკოლაძე მიმართვას ავრცელებს

"გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე... მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!" - მირიან ნიკოლაძე მიმართვას ავრცელებს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

"გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმედღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა. ყველაზე მთავარი, რაც გიორგის არყოფნამ გვასწავლა არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდ მტერი არ ჰყავს და იგივე ნაწილი საზოგადოებისა შემდგომ მთელი სერიოზულობით მსჯელობს „ძალადობის აღმოფხვრაზე“. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, რომლითაც არ მისცა საშულება ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.

რაც შეეხება სამართლებრივ და ფაქტობრივ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვიღაც ცდილობს ახალი „სკანდალის“ იმიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები აწარმოებენ კარიკატურულ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასერიოზულობას ჰყავს მაყურებელიც და დამჯერებილიც, ამით არაფერი იცვლება. ვართ იმ წერტილში, სადაც ვართ და გვაქვს ის პესრსპექტივა, რომელსაც გარდაცვალების დღიდან ვაფიქსირებთ.

ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე - რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი. ათასჯერ ვთქვი და კვლავაც გიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელბული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!

ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში (უკვე მეორედ მირეკავს გიორგის ატირებული დედა და მეკითხება: "რა დავუშავეთ ამ ხალხს, რატომ გვკლავენ ასე დაუნდობლად თავისი უპასუხისმგელობის გამოვო", რა ვუპასუხო?!), მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა - გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება! უღრმესი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამართალდამცავს, მეგობარს, ნაცნობს და უბრალოდ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომა გვასულდგმულებს დღემდე, არ იდარდოთ ჩემს გამო, მე სიმართლის გარდა არასოდეს არაფერი არ მაინტერესებს!", - წერს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად ჯერ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

შსს-მ დღეს გაასაჯაროვა საქმის მოწმის იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერიც.

"ამხელა წარმატებას წყალში უყრიან" - ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, რომლის მხარდასაჭერად "ფეისბუქი" გაერთიანდა

ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით - "ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა"

"ამ ძაღლმა ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა" - ჰასკის ემოციური ისტორია, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა