მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ
საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“, „სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლო­სა“და „USAID-Zrda“-ს მხარ­და­ჭე­რით, გამ­ყო­ფი ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, ნა­ტუ­რა­ლუ­რი სას­მე­ლის „კომ­ბუ­ჩას“ სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბა იწყე­ბა. ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ჩა­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვად გა­ზი­ა­ნი, ცო­ცხა­ლი ფერ­მენ­ტე­ბით მდი­და­რი სას­მე­ლის სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბას დღეს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და სიმ­ბო­ლუ­რი კაფ­სუ­ლა ჩა­ი­დო.

ოფი­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ, აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნან­მა, „სტარ­ტაპ-სარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ლო­მი­ძემ, შიდა ქარ­თლის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა, ასე­ვე, „სა­პარ­ტრნი­ო­რო ფონ­დის“, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­ი­ღეს.

„სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და„USAID-Zrda“-ს ერ­თობ­ლი­ვი ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა გუ­ლის­ხმობს პი­რო­ბი­თი სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ი­წყონ ინო­ვა­ცი­უ­რი, სი­ახ­ლე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სე­ბი, ად­გილ­ზე მეტი სა­წარ­მო­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის მიზ­ნით.

„ვუ­ლო­ცავ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. ამა­ყი ვარ, რომ ჩვე­ნი სტარ­ტა­პე­რე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც მი­ღე­ბუ­ლი აქვთ გა­ნათ­ლე­ბა ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტბ­ში და სწო­რედ აქ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში იწყე­ბენ პრო­ექტს. ეს არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­სი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი გან­სა­ვი­თა­რებ­ლად რე­გი­ო­ნებ­ში, რაც თა­ვის­თა­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­საქ­მე­ბას და რე­გი­ონ­ში სხვა ბიზ­ნე­სე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ ამე­რი­კულ მხა­რეს, სა­ქარ­თვე­ლოს დიდ მე­გო­ბარს, ელჩს, ქალ­ბა­ტონ კელი დეგ­ნანს და„USAID-Zrda“-ს ამ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის.აშშ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პარტნი­ო­რია და იმე­დი გვაქვს, რომ USAID-Zrda-სთან ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს პრო­ექ­ტი კი­დევ ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის,“ აღ­ნიშ­ნა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

„დღე­ვან­დე­ლი დღე არის ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რა არის ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში. სამი თვის შემ­დეგ აქ იქ­ნე­ბა კომ­ბუ­ჩას მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც აშენ­დე­ბა ახალ­გზარ­დე­ბის ჯგუ­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვით „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“, „სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლოს“ და „USAID/Zrda“-ს ხელ­შე­წყო­ბით და ეს იქ­ნე­ბა მარ­თლაც ყვე­ლა­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. აშშ-ის დახ­მა­რე­ბის მი­ზა­ნი გახ­ლავთ, ხელი შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­კლუ­ზი­უ­რი ეკო­ნო­მი­კის ზრდას არამ­ხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ გამ­ყოფ ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებ­სა და თე­მებ­ში, არა­მედ - მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ იგი შექ­მნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ისეთ პა­ტა­რა თე­მებ­ში, რო­გო­რიც არის ყა­რა­ფი­ლა და მო­უ­ტანს შე­მო­სა­ვალს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. ასე­ვე, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი, გა­მომ­ხატ­ვე­ლი იმი­სა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ერ­თად დგო­მით და თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ამას­თა­ნა­ვე, ეს გა­მო­ხა­ტავს აშშ-ის ურ­ყევ და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ“, გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნან­მა.

სას­მე­ლი „კომ­ბუ­ჩას“ თვი­სე­ბა დე­ტოქ­სი­კა­ცია და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ამაღ­ლე­ბაა, რაც არის პა­სუ­ხი 21-ე სა­უ­კუ­ნის ერ­თერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვა­ზე, კერ­ძოდ, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს პი­რო­ბებ­ში და ორ­გა­ნიზ­მის­თვის ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბა.

„დიდი მად­ლო­ბა „USAID-Zrda-ს",რომ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოგ­ვე­ტა­ნა მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯან­სა­ღი უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლი, რო­მე­ლიც იდე­ა­ლუ­რად ერ­გე­ბა ჩვე­ნი წყლის თვი­სე­ბებს. მსგავ­სი ინო­ვა­ცი­უ­რი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იმ მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბით, რომ­ლებ­საც ერ­თობ­ლი­ვად ვთა­ვა­ზობთ სტარ­ტა­პე­რებს,დიდი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სე­ბის­თვის“-აღ­ნიშ­ნა „სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ლო­მი­ძემ.

„სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და „USAID-Zrda“-ს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის პრი­ო­რი­ტე­ტია ინო­ვა­ცი­უ­რი სა­წარ­მო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. ბე­ნე­ფი­ცი­არს მი­ნი­მა­ლუ­რი ფუ­ლა­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა, 90%-ს სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლო გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ით და­ა­ფი­ნან­სებს, ხოლო „USAID-Zrda“ბე­ნე­ფი­ცი­არს აღ­ნიშ­ნულ ჯა­მურ თან­ხას გა­უ­ორ­მა­გებს და უსას­ყიდ­ლო გრან­ტის სა­ხით გა­დას­ცემს.

„სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლოს“ ამ ეტაპ­ზე 106გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს, მათ შო­რის, 86 ბიზ­ნეს იდეა ინო­ვა­ცი­ურ კომ­პო­ნენტს ეკუთ­ვნის. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტარ­ტაპ იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

NS

მიდი ოცნება
1

ეს ის საპარტნიორო ფონდია, რომელიც სახელმწიფოს კისერზეა და რომელმაც გრეჩიხას 7 მილიონი დოლარი გადასცა წარმატებული ბიზნესის ასაწყობად???? ისე ყოჩაღ გრეჩიხა სახელმწიფოდან ფულს ისე ადნობს და ახრამუნებს ერთ კაცს არაფერი უკითხავს,,,, ისე შევარდნაძის ხელისუფლებაში 10 მილიონი ევრო მიცეს სესხად და ისე შეჭამა და საქართველოს მოსახლეობას ისე გადაგვახდევიეს პირიქით ჩვენ გვადანაშაულებდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ

საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ

„საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოსა“და „USAID-Zrda“-ს მხარდაჭერით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმელის „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება. ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმელის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, „სტარტაპ-სართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ასევე, „საპარტრნიორო ფონდის“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

„სტარტაპ-საქართველოსა“ და„USAID-Zrda“-ს ერთობლივი ახალი ინიციატივა გულისხმობს პირობითი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყონ ინოვაციური, სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესები, ადგილზე მეტი საწარმოსა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

„ვულოცავ პროექტის ავტორებს და ჩვენს საზოგადოებას ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სტარტაპერები არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტბში და სწორედ აქ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში იწყებენ პროექტს. ეს არის წარმატებული მაგალითი, როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა და ადგილობრივი რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესი განსავითარებლად რეგიონებში, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივების დასაქმებას და რეგიონში სხვა ბიზნესების სტიმულირებას. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ამერიკულ მხარეს, საქართველოს დიდ მეგობარს, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და„USAID-Zrda“-ს ამ ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის.აშშ საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ USAID-Zrda-სთან ერთად განხორციელებული ეს პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.

„დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა არის ჩვენი თანამშრომლობის, ამერიკის მხარდაჭერის მიზანი საქართველოში. სამი თვის შემდეგ აქ იქნება კომბუჩას მწარმოებელი საწარმო, რომელიც აშენდება ახალგზარდების ჯგუფის ინიციატივით „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოს“ და „USAID/Zrda“-ს ხელშეწყობით და ეს იქნება მართლაც ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აშშ-ის დახმარების მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას არამხოლოდ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და თემებში, არამედ - მთლიანად საქართველოში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი შექმნის სამუშაო ადგილებს ისეთ პატარა თემებში, როგორიც არის ყარაფილა და მოუტანს შემოსავალს ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, გამომხატველი იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად დგომით და თანამშრომლობით. ამასთანავე, ეს გამოხატავს აშშ-ის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

სასმელი „კომბუჩას“ თვისება დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლებაა, რაც არის პასუხი 21-ე საუკუნის ერთერთ მთავარ გამოწვევაზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული გარემოს პირობებში და ორგანიზმისთვის ორგანული პროდუქტების დეფიციტის შევსება.

„დიდი მადლობა „USAID-Zrda-ს",რომ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოში შემოგვეტანა მსოფლიოში პოპულარული ჯანსაღი უალკოჰოლო სასმელი, რომელიც იდეალურად ერგება ჩვენი წყლის თვისებებს. მსგავსი ინოვაციური წარმოების განვითარება იმ მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით, რომლებსაც ერთობლივად ვთავაზობთ სტარტაპერებს,დიდი სტიმული იქნება დამწყები ბიზნესებისთვის“-აღნიშნა „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

„სტარტაპ-საქართველოსა“ და „USAID-Zrda“-ს ახალი ინიციატივის პრიორიტეტია ინოვაციური საწარმოების დაფინანსება. ბენეფიციარს მინიმალური ფულადი მონაწილეობა მოეთხოვება, 90%-ს სტარტაპ-საქართველო გრძელვადიანი შეღავათიანი ინვესტიციით დააფინანსებს, ხოლო „USAID-Zrda“ბენეფიციარს აღნიშნულ ჯამურ თანხას გაუორმაგებს და უსასყიდლო გრანტის სახით გადასცემს.

„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 106გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

NS

მაკა ასათიანის შვილიშვილის პირველი ფოტოები გავრცელდა - "ლეა მამასთან ნებივრობს"

თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"33 წლის ვიყავი მეუღლე რომ დამეღუპა, ხუთ შვილთან ერთად მარტო დავრჩი" - ქალი, რომელმაც ტრაგედიის შემდეგ დაწყებული საქმე წარმატებულ ბიზნესად აქცია