პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან
"მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან

"მა­მა­მის­მა ისევ გა­და­რე­კა“, "ნა­ყი­დი აქვს მა­მა­მისს პრო­ექ­ტი“... - თუ "მას­ტერ­შე­ფის“ სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე და­წე­რილ კო­მენ­ტა­რებს კი­თხუ­ლობთ ხოლ­მე, უკვე მიხ­ვდე­ბო­დით, ვისი მამა იგუ­ლის­ხმე­ბა.

ზურა ხო­კე­რაშ­ვი­ლი მი­ყო­ლე­ბით სამ­ჯერ იდგა აუტ­სა­ი­დე­რებ­ში და ჟი­უ­რი გა­დამ­წყვეტ წუ­თებ­ში სწო­რედ მის სა­სარ­გებ­ლოდ იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ზურა ყო­ველ­თვის ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებს და რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, მუდ­მი­ვად ბეწ­ვის ხიდ­ზე უწევს გას­ვლა, ამი­ტომ გული სწყდე­ბა, როცა მის მიღ­წე­ვებს და თუნ­დაც, შო­უ­ში დარ­ჩე­ნას, მა­მა­მი­სის სა­ხელს მი­ა­წე­რენ. რე­ა­ლუ­რად, რას წარ­მო­ად­გენს ზუ­რას მამა და რა აკავ­ში­რე­ბის „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რის­თან - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზურა ხო­კე­რაშ­ვი­ლი თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

- მი­ყო­ლე­ბით სამ­ჯერ მო­გი­წი­ათ აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დგო­მა. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ?

- არ მგო­ნია, რომ აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დგო­მას ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. მე მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლი ვარ. შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი კერ­ძი­ცაა, იმ­დე­ნი ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვა, მაგ­რამ გე­მო­ე­ბის დას­მა, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო და ინო­ვა­ცი­უ­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ნამ­დვი­ლად მე­ხერ­ხე­ბა, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. რა­ტომ­ღაც, გა­მოც­დილ და პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­უ­ლებს ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ო­ბენ და მე - არა­ფერს.

ამას გარ­და, ბოლო ტურ­ში ლუ­კას შექ­მნილ კერძს ეტყო­ბო­და, რომ ჩემი სხვა­დას­ხვა კერ­ძი­დან იყო ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, მეს­ხუ­რის ტურ­ში მე მქონ­და ხინ­კა­ლი მეს­ხუ­რი ცხვრის ყვე­ლით და ნა­დუ­ღით, რო­მელ­საც ჰქონ­და თუ­თის შე­ჭა­მან­დი; ლეღ­ვის მუ­რა­ბა უხ­დე­ბა და თუ­თის არა?! შაშკვლა­ვის ზე­თიც მე გა­მო­ვი­ყე­ნე ხა­ჭა­პურ­თან. რა­ტომ­ღაც, ჩემს ექ­სპე­რი­მენ­ტებს ხში­რად იწუ­ნე­ბენ. რო­გორც ჩანს, ხალ­ხსაც ეს უნდა, მოს­წონთ, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში რომ მხე­და­ვენ.

- თით­ქოს, მა­ყუ­რე­ბელ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ხართ. თქვენს შო­უ­ში დარ­ჩე­ნას მა­მათ­ქვენს რომ მი­ა­წე­რენ ხოლ­მე, ამის გამო?

- მა­მა­ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთხელ და სა­მუ­და­მოდ სი­მარ­თლე უნდა გი­თხრათ. იმ­დე­ნი უაზ­რო რამე მო­ვის­მი­ნე და წა­ვი­კი­თხე ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ჭო­რებს წერ­ტი­ლი უნდა და­ვუს­ვა. მა­მა­ჩე­მი არც ცნო­ბი­ლია, არც შე­ფე­ბის ძმა­კა­ცი, რო­გორც ბევ­რს წარ­მო­უდ­გე­ნია. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მწყინს, რომ ამ­ბო­ბენ, თით­ქოს, მა­მა­ჩე­მი ფულს იხ­დის და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით გა­დავ­დი­ვარ ტუ­რი­დან ტურ­ში. არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, მსგავ­სი გა­რი­გე­ბე­ბი რომ იკად­როს და არც "ჩა­წყო­ბე­ბით“ გა­მარ­ჯვე­ბა მჭირ­დე­ბა.

- ყო­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ, როცა აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დგა­ხართ და შემ­დეგ ჟი­უ­რი თქვენ გტო­ვებთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რე­ბი ჩნდე­ბა: "ლბათ, მა­მა­მის­მა გა­და­რე­კა“... რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ი­დან გაჩ­ნდა ეს ვა­რა­უ­დი მა­ყუ­რე­ბელ­ში?

- ვფიქ­რობ, ცო­ტა­თი ჩემი ბრა­ლიც არის, მა­ყუ­რე­ბელს მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა რომ შე­ექ­მნა ჩემს ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხში­რად ვახ­სე­ნებ­დი მა­მა­ჩემს. მინ­დო­და, ხალ­ხს ეფიქ­რა, რომ მარ­თლა ცნო­ბი­ლი იყო, იქ­ნებ, ვინ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც ეპო­ვა სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ეს ჩემი სურ­ვი­ლი ცუ­დად შე­მო­მიბ­რუნ­და. რო­გორც ჩანს, ხალ­ხს გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია უფრო აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რი.

- მამა რას ამ­ბობს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- მამა უფრო თა­ნა­მედ­რო­ვეა, მე­უბ­ნე­ბა, რომ კო­მენ­ტა­რებს ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბას არ უნდა ვაქ­ცევ­დე. მა­საც უხა­რია, ხალ­ხს რომ ჰგო­ნია, ცნო­ბი­ლი მა­მის შვი­ლი ვარ, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არ სი­ა­მოვ­ნებს, მის დამ­სა­ხუ­რე­ბად რომ თვლი­ან ჩემს პრო­ექ­ტში ყოფ­ნას.

მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მზა­რე­უ­ლია და წე­სით, ნამ­დვი­ლად უნდა იყოს ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი, რო­გო­რიც ზო­გი­ერთს წარ­მო­უდ­გე­ნია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა რა­ღაც უფრო ჭრის, ვიდ­რე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. ბევ­რჯერ სცა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა, თუმ­ცა რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, მა­ინც სა­ზღვარ­გა­რეთ უწევ­და მუ­შა­ო­ბა, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო დაბ­რუნ­და. ახლა ვე­უბ­ნე­ბი, ჯერ არ­სად წახ­ვი­დე, იქ­ნებ, მარ­თლა პო­პუ­ლა­რუ­ლი და შე­ფე­ბის ძმა­კა­ცი გახ­დე-მეთ­ქი.

- რაც უნდა იყოს, ფაქ­ტია, ჟი­უ­რი პრო­ექ­ტში გტო­ვებთ. თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ გაძ­ლე­ვენ ამ­დენ შანსს?

- სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემი კერ­ძი ყო­ველ­თვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია. ყო­ველ ჯერ­ზე ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვარ, რის­კის გა­რე­შე შექ­მნი­ლი კერ­ძი ჩემ­თვის უინ­ტე­რე­სოა. თუმ­ცა მა­ინც არ მგო­ნია, რომ ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ბო­ლომ­დე აფა­სე­ბენ. ასე რომ იყოს, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში არ ვიდ­გე­ბო­დი.

- ამის გამო შე­იძ­ლე­ბა ქედ­მა­ღა­ლი გი­წო­დონ.

- არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, წე­რენ ხოლ­მე მა­გას კო­მენ­ტა­რებ­ში. როცა ამ დო­ნის პრო­ექ­ტში იღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი უნდა იყო. ჟი­უ­რის შე­უძ­ლია რჩე­ვე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი მომ­ცეს, მაგ­რამ ჩემი კერ­ძის და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ. ეს ქედ­მაღ­ლო­ბა არ არის, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაა.

- რო­გორც ჩანს, კო­მენ­ტა­რებს ხში­რად კი­თხუ­ლობთ. რას ეტყვით მა­ყუ­რე­ბელს, რომ­ლიც რე­ა­ლუ­რად არ გიც­ნობთ და მხო­ლოდ შო­უ­თი გა­ფა­სებთ?

- ვურ­ჩევ­დი, ახ­სოვ­დეთ, რომ ისეთ­მა კო­მენ­ტა­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ცენ­ზუ­რას სცდე­ბა, ზი­ზღით არის სავ­სე და ბუ­ლინ­გის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს, შე­იძ­ლე­ბა მსხვერ­პლი გა­ა­ბო­რო­ტოს, თუ სუს­ტი ფსი­ქი­კის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბაა. მეც კი, რამ­დენ­ჯერ­მე მი­ფიქ­რია, ქუ­ჩა­ში ვინ­მე ცუ­დად რომ გამ­ხუმ­რე­ბო­და, რას ვუ­ზამ­დი, მაგ­რამ მა­ლე­ვე გამ­ცი­ნე­ბია ამ ფიქ­რებ­ზე და მით­ქვამს: ზურა, ამ პრო­ექ­ტმა სულ გა­გა­გი­ჟა-მეთ­ქი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა გინდა
11

წადი, წადი ბუა მოვა და წაგიყვანს.

მმმ
0

ესეიგი ლუკას ამის იდეა მოუპარავს.... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან

"მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან

"მამამისმა ისევ გადარეკა“, "ნაყიდი აქვს მამამისს პროექტი“... - თუ "მასტერშეფის“ სოციალურ გვერდზე დაწერილ კომენტარებს კითხულობთ ხოლმე, უკვე მიხვდებოდით, ვისი მამა იგულისხმება.

ზურა ხოკერაშვილი მიყოლებით სამჯერ იდგა აუტსაიდერებში და ჟიური გადამწყვეტ წუთებში სწორედ მის სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას. ზურა ყოველთვის ექსპერიმენტებს ატარებს და როგორც თავად აღნიშნავს, მუდმივად ბეწვის ხიდზე უწევს გასვლა, ამიტომ გული სწყდება, როცა მის მიღწევებს და თუნდაც, შოუში დარჩენას, მამამისის სახელს მიაწერენ. რეალურად, რას წარმოადგენს ზურას მამა და რა აკავშირების „მასტერშეფის“ ჟიურისთან - ამასთან დაკავშირებით ზურა ხოკერაშვილი თავად გვესაუბრა.

- მიყოლებით სამჯერ მოგიწიათ აუტსაიდერებში დგომა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- არ მგონია, რომ აუტსაიდერებში დგომას ვიმსახურებდი. მე მოყვარული მზარეული ვარ. შეიძლება, რამდენი კერძიცაა, იმდენი ტექნიკური შეცდომა დავუშვა, მაგრამ გემოების დასმა, ექსპერიმენტები, საინტერესო და ინოვაციური კერძების მომზადება ნამდვილად მეხერხება, სხვებისგან განსხვავებით. რატომღაც, გამოცდილ და პროფესიონალ მზარეულებს ყველაფერს პატიობენ და მე - არაფერს.

ამას გარდა, ბოლო ტურში ლუკას შექმნილ კერძს ეტყობოდა, რომ ჩემი სხვადასხვა კერძიდან იყო ინსპირირებული, მაგალითად, მესხურის ტურში მე მქონდა ხინკალი მესხური ცხვრის ყველით და ნადუღით, რომელსაც ჰქონდა თუთის შეჭამანდი; ლეღვის მურაბა უხდება და თუთის არა?! შაშკვლავის ზეთიც მე გამოვიყენე ხაჭაპურთან. რატომღაც, ჩემს ექსპერიმენტებს ხშირად იწუნებენ. როგორც ჩანს, ხალხსაც ეს უნდა, მოსწონთ, აუტსაიდერებში რომ მხედავენ.

- თითქოს, მაყურებელზე განაწყენებული ხართ. თქვენს შოუში დარჩენას მამათქვენს რომ მიაწერენ ხოლმე, ამის გამო?

- მამაჩემთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე უნდა გითხრათ. იმდენი უაზრო რამე მოვისმინე და წავიკითხე ბოლო კვირების განმავლობაში, რომ ჭორებს წერტილი უნდა დავუსვა. მამაჩემი არც ცნობილია, არც შეფების ძმაკაცი, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ამბობენ, თითქოს, მამაჩემი ფულს იხდის და ამის დამსახურებით გადავდივარ ტურიდან ტურში. არ ვარ ის ადამიანი, მსგავსი გარიგებები რომ იკადროს და არც "ჩაწყობებით“ გამარჯვება მჭირდება.

- ყოველი ტურის შემდეგ, როცა აუტსაიდერებში დგახართ და შემდეგ ჟიური თქვენ გტოვებთ, სოციალურ ქსელში კომენტარები ჩნდება: "ლბათ, მამამისმა გადარეკა“... როგორ ფიქრობთ, საიდან გაჩნდა ეს ვარაუდი მაყურებელში?

- ვფიქრობ, ცოტათი ჩემი ბრალიც არის, მაყურებელს მცდარი წარმოდგენა რომ შეექმნა ჩემს ოჯახთან დაკავშირებით. ხშირად ვახსენებდი მამაჩემს. მინდოდა, ხალხს ეფიქრა, რომ მართლა ცნობილი იყო, იქნებ, ვინმე დაინტერესებულიყო და საქართველოში მაინც ეპოვა სამსახური, მაგრამ ეს ჩემი სურვილი ცუდად შემომიბრუნდა. როგორც ჩანს, ხალხს გამოგონილი ისტორია უფრო აინტერესებს, ვიდრე რეალური.

- მამა რას ამბობს ამასთან დაკავშირებით?

- მამა უფრო თანამედროვეა, მეუბნება, რომ კომენტარებს ამხელა ყურადღებას არ უნდა ვაქცევდე. მასაც უხარია, ხალხს რომ ჰგონია, ცნობილი მამის შვილი ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს, მის დამსახურებად რომ თვლიან ჩემს პროექტში ყოფნას.

მამაჩემი ძალიან ძლიერი მზარეულია და წესით, ნამდვილად უნდა იყოს ისეთი გავლენიანი, როგორიც ზოგიერთს წარმოუდგენია, თუმცა საქართველოში სხვა რაღაც უფრო ჭრის, ვიდრე პროფესიონალიზმი. ბევრჯერ სცადა საქართველოში მუშაობის დაწყება, თუმცა რიგი მიზეზების გამო, მაინც საზღვარგარეთ უწევდა მუშაობა, კორონავირუსის გამო დაბრუნდა. ახლა ვეუბნები, ჯერ არსად წახვიდე, იქნებ, მართლა პოპულარული და შეფების ძმაკაცი გახდე-მეთქი.

- რაც უნდა იყოს, ფაქტია, ჟიური პროექტში გტოვებთ. თქვენი აზრით, რატომ გაძლევენ ამდენ შანსს?

- სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით, ჩემი კერძი ყოველთვის დასამახსოვრებელია. ყოველ ჯერზე ბეწვის ხიდზე გავდივარ, რისკის გარეშე შექმნილი კერძი ჩემთვის უინტერესოა. თუმცა მაინც არ მგონია, რომ ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე აფასებენ. ასე რომ იყოს, აუტსაიდერებში არ ვიდგებოდი.

- ამის გამო შეიძლება ქედმაღალი გიწოდონ.

- არ გამიკვირდება, წერენ ხოლმე მაგას კომენტარებში. როცა ამ დონის პროექტში იღებ მონაწილეობას, ძალიან თავდაჯერებული უნდა იყო. ჟიურის შეუძლია რჩევები და შენიშვნები მომცეს, მაგრამ ჩემი კერძის დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემ. ეს ქედმაღლობა არ არის, თავდაჯერებულობაა.

- როგორც ჩანს, კომენტარებს ხშირად კითხულობთ. რას ეტყვით მაყურებელს, რომლიც რეალურად არ გიცნობთ და მხოლოდ შოუთი გაფასებთ?

- ვურჩევდი, ახსოვდეთ, რომ ისეთმა კომენტარებმა, რომლებიც ცენზურას სცდება, ზიზღით არის სავსე და ბულინგის ელემენტებს შეიცავს, შეიძლება მსხვერპლი გააბოროტოს, თუ სუსტი ფსიქიკის მქონე პიროვნებაა. მეც კი, რამდენჯერმე მიფიქრია, ქუჩაში ვინმე ცუდად რომ გამხუმრებოდა, რას ვუზამდი, მაგრამ მალევე გამცინებია ამ ფიქრებზე და მითქვამს: ზურა, ამ პროექტმა სულ გაგაგიჟა-მეთქი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კორონავირუსს მადლობას უხდის - რას წერს შარლოტა ჰელენა საქართველოს დატოვების შემდეგ

კარანტინის შემდეგ 55 წლის მონიკა ბელუჩი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა - "ასაკის მომატება ასე არავის უხდება" (ფოტოები)

"მეტი აღარ ქნა ნიკოლოზ, ჯანმრთელობისთვის საშიშია" - ცნობილ ბალერონთან გადაღებული ვიდეოს გამო თეონა კონტრიძე გააკრიტიკეს