სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ინტერაქციული წიგნი "ფენიქსი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია – აირჩიე ისტორიის შენეული გაგრძელება
ქართული ინტერაქციული წიგნი "ფენიქსი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია – აირჩიე ისტორიის შენეული გაგრძელება

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლეა. „ფე­ნიქ­სი“ – ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ოთხმა ავ­ტორ­მა შექ­მნა და სა­ერ­თო ჯამ­ში 15 წიგნს აერ­თი­ა­ნებს, უკვე იყი­დე­ბა. ამ­ბის და­სა­წყი­სი „ას­ტრო­ი­დი“ და მისი ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა -„ჩა­ფერ­ფლვა“ და „გა­დატ­ვირ­თვა“ უკვე შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ, ხოლო მათი გაგ­რძე­ლე­ბე­ბი ეტა­პობ­რი­ვად, 10 დღე­ში ერთხელ გა­მო­ვა. კრე­ა­ტორ კოტე იანტბე­ლი­ძის სა­ინ­ტე­რე­სო იდეა და 4 ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის კო­ლა­ბო­რა­ცია მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ავ­ტო­რე­ბის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო პერ­სო­ნა­ჟე­ბის ამ­ბე­ბის სა­თა­ვი­სოდ ქცე­ვა და გაგ­რძე­ლე­ბა, თუმ­ცა გა­მოწ­ვე­ვა წა­მა­ტე­ბით დაძ­ლე­უ­ლია და წიგ­ნი უკვე ელო­დე­ბა მკი­თხველს.

  • რა არის "ფე­ნიქ­სი“?

რამ­დენ­ჯერ წა­გი­კი­თხავთ წიგ­ნი, რომ­ლის ფი­ნა­ლიც არ მოგ­წონთ და ამ­ბის სულ სხვაგ­ვარ გაგ­რძე­ლე­ბას ისურ­ვებ­დით? რამ­დენ­ჯერ გი­ნატ­რი­ათ, რომ წიგ­ნის გაგ­რძე­ლე­ბის შექ­მნა თა­ვად შეგ­ძლე­ბო­დათ? ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რჯერ. მაგ­რამ, ალ­ბათ, ისიც გი­ფიქ­რი­ათ, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი რამ­დენ­ჯერ გი­ნა­ნი­ათ? რამ­დენ­ჯერ გი­ფიქ­რი­ათ, ეს რომ სხვაგ­ვა­რად გა­გე­კე­თე­ბი­ნათ, რა მოხ­დე­ბო­და? ასე­თი მო­მენ­ტე­ბიც ძა­ლი­ან ბევ­რია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რებ­ში. ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა, არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რი რე­ა­ლო­ბე­ბი, ამ­ბის თი­თო­ე­უ­ლი საკ­ვან­ძო მო­მენ­ტის ორგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, 8 და­სას­რუ­ლი, სა­ერ­თო ჯამ­ში კი 15 ნა­წი­ლი – სწო­რედ ეს არის ინ­ტერ­ქა­ცი­უ­ლი წიგ­ნი „ფე­ნიქ­სი“, რო­მე­ლიც მკი­თხველს ჟანრ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და ამ­ბის ბევ­რნა­ირ გან­ვი­თა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი „ას­ტრო­ი­დი“ მოგ­ვი­თხრობს მთა­ვა­რი გმი­რის, სა­ლის ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც საკ­ვან­ძო მო­მენ­ტში წყდე­ბა. მისი გაგ­რძე­ლე­ბა კი ორი წიგ­ნია, ორი სულ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ის­ტო­რი­ით, რომ­ლებ­შიც სა­ლის­თან ერ­თად სხვა მთა­ვა­რი გმი­რე­ბი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. წიგ­ნის სხვა­დას­ხვა გაგ­რძე­ლე­ბა­ში ვხვდე­ბით სა­ერ­თო ამ­ბებ­საც, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს ის­ტო­რი­ე­ბი იმ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლის მთა­ვა­რი გმი­რის თვა­ლით, სხვა რა­კურ­სი­და­ნაა და­ნა­ხუ­ლი. მკი­თხვე­ლი თა­ვად ირ­ჩევს, რო­მელ ხაზს გაჰ­ყვეს და რო­მე­ლი გაგ­რძე­ლე­ბა წა­ი­კი­თხოს.

ეს არ არის ერთი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბი. თი­თო­ე­ულ ხაზს თა­ვი­სი ჟან­რი აქვს, რო­მელ­საც ავ­ტო­რე­ბი ქმნი­ან და აგ­რძე­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა სა­ინ­ტე­რე­სო. თუმ­ცა ალ­ბათ შე­უძ­ლე­ბე­ლია, სე­რი­ის ერთი ხაზი წა­ი­კი­თხო და კი­თხვა არ გა­გიჩ­ნდეს, რა მოხ­და მა­შინ, როცა მთა­ვარ­მა გმირ­მა სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო? იქ­ნებ მე­ო­რე ხაზს თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი გმი­რი სა­ბე­დის­წე­რო­დაც ას­რუ­ლებს?

  • ვინ არი­ან "ფე­ნიქ­სის“ ავ­ტო­რე­ბი?

"ფე­ნიქ­სი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია. იდე­ის ავ­ტო­რი კრე­ა­ტო­რი კოტე იანტბე­ლი­ძეა. ავ­ტო­რე­ბი კი: თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი, ტო­რე­სა მოსი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი არი­ან. სა­წყის ეტაპ­ზე შე­იქ­მნა რამ­დე­ნი­მე ფა­ბუ­ლა და თეა ინა­სა­რი­ძის მიერ და­წე­რი­ლი შე­ირ­ჩა ამ­ბის და­სა­წყი­სად. სწო­რედ ამი­ტომ, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „ას­ტრო­ი­დის“ ავ­ტო­რი თეაა. გაგ­რძე­ლე­ბა­ში კი ეტა­პობ­რი­ვად ჩა­ერ­თვნენ და­ნარ­ჩე­ნი ავ­ტო­რე­ბიც. თი­თო­ე­ულ ხაზ­ში თხრო­ბა პირ­ველ პირ­ში ხდე­ბა და ყვე­ლა ავ­ტორს თა­ვი­სი მთა­ვა­რი გმი­რი ჰყავს.

ტო­რე­სა მოსი: “ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს­თვის არც ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რო­მა­ნე­ბია უცხო და არც მწერ­ლე­ბის ერთი ტექ­სტის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა პრო­ექ­ტი “ფე­ნიქ­სი” ჩემ­თვის ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო. იდეა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" გუნდს გა­უჩ­ნდა. პრო­ექ­ტის ჩა­ნა­ფიქ­რი ამ­ბი­ცი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. წიგნ­ზე უნდა გვე­მუ­შა­ვა მე, თეა ინა­სა­რი­ძეს და ელის დოჯ­სონს, რაც მა­გუ­ლი­ა­ნებ­და, რად­გან ასეთ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლი და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, თუმ­ცა ამო­ცა­ნა შთამ­ბეჭ­და­ვი იყო - უნდა შეგ­ვექ­მნა ერთი სი­უ­ჟე­ტის რვა ვერ­სია, რო­მე­ლიც პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბო­და და თი­თო­ე­ულ ხაზს შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბო­და. ფა­ბუ­ლა თეა ინა­სა­რი­ძემ მო­ი­ფიქ­რა და პირ­ვე­ლი გაგ­რძე­ლე­ბის წერა უკვე ერ­თად და­ვი­წყეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო დე­ტა­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვფიქ­რობ, ამო­ცა­ნას თავი გა­ვარ­თვით და მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის ბევ­რნა­ი­რი ვერ­სია შევ­თა­ვა­ზეთ. “ფე­ნიქ­სი” სა­ინ­ტე­რე­სო, დი­ნა­მი­კუ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მო­ვი­და. იმე­დი მაქვს, მკი­თხვე­ლი გაჰ­ყვე­ბა ჩვენს ამ­ბავს და სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც მი­ი­ღებს”.

ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი: "პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და გა­მორ­ჩე­უ­ლი. სხვა ავ­ტო­რებ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავ­დი ძი­რი­თად თე­მებს, სა­ერ­თო ხა­ზებს, შემ­დეგ კი ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი - რას დავ­წერ­დი და რო­გორ. გა­მი­ხარ­და, როცა რე­დაქ­ტო­რის­გან და კო­ლე­გა ავ­ტო­რე­ბის­გან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღე პირ­ველ ნა­წილ­ზე, შემ­დე­გი ნა­წი­ლე­ბი უფრო თა­მა­მად და თა­ვი­სუფ­ლად დავ­წე­რე. პრო­ექ­ტი "ფე­ნიქ­სი" ყვე­ლა თა­ო­ბის და ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის მკი­თხვე­ლის­თვი­საა, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ზა­ფხულს, მათ მო­სა­წყე­ნი დრო ფაქ­ტობ­რი­ვად არ დარ­ჩე­ბათ, თუ ჩა­ერ­თვე­ბი­ან ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რულ სე­რია-თავ­სა­ტეხ­ში.“

  • რას უნდა ელო­დოს მკი­თხვე­ლი "ფე­ნიქ­სის­გან“?

თეა ინა­სა­რი­ძე: "წიგ­ნე­ბის კი­თხვის დროს ძა­ლი­ან ხში­რად დამ­რჩე­ნია და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გან­ცდა და სხვა­ნა­ირ და­სას­რულ­ზეც მი­ფიქ­რია. „ფე­ნიქ­სი“ მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ერთი ამ­ბის ბევ­რნა­ი­რი გაგ­რძე­ლე­ბა წა­ი­კი­თხოს. ხა­ზე­ბის არ­ჩე­ვა ჟან­რე­ბის მი­ხედ­ვი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მინ­და, მეც მკი­თხვე­ლი ვიყო, არ ვი­ცო­დე რა მე­ლის და „ფე­ნიქ­სის“ სა­ო­ცარ თავ­გა­და­სა­ვალ­ში გა­და­ვეშ­ვა. პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა რთუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ავ­ტო­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის და­წე­რილ ნა­წი­ლებს ვაგ­რძე­ლებ­დით და გუნ­დუ­რი პრინ­ცი­პით, შე­თან­ხმე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობ­დით. ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბო­დით, გან­ვი­ხი­ლავ­დით ყო­ველ დე­ტალს. შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟი შე­მო­დის, ზოგ­ჯერ მოქ­მე­დე­ბე­ბი მე­ორ­დე­ბა, ოღონდ სხვა გმი­რის რა­კურ­სით, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. წე­რის დროს სა­ო­ცარ აზარ­ტში შე­ვე­დი. მკი­თხველს ბევ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ელის... ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­ა­ლო­ბე­ბი ზოგ­ჯერ უც­ნა­უ­რად იკ­ვე­თე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან. გმი­რებ­მა კი არ იცი­ან ის, რაც ეცო­დი­ნე­ბა მკი­თხველს. „ფე­ნიქ­სი“ ერ­თგვა­რი წიგ­ნი-თა­მა­შია, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტით, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით აა­წყობს.“

ელის დოჯ­სო­ნი: "ეს იყო სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა. მი­ხა­რია რომ ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ლი­ტე­რა­ტუ­რულ სი­ახ­ლე­ში. გუნ­დუ­რი მუ­შო­ბა რო­მა­ნის წე­რი­სას იყო რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო და ახა­ლი. ვფიქ­რობ, კარ­გად გა­ვარ­თვით ოთხი­ვემ თავი. და­ნარ­ჩე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის მიგ­ვინ­დია. წიგ­ნი ყვე­ლა ჟან­რის მოყ­ვა­რუ­ლის­თვი­საა. და მგო­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთ ის­ტო­რი­ას ბევ­რი და­სას­რუ­ლი აქვს, მკი­თხველს მა­ინც გა­უ­ჩენს სურ­ვილს - იქ­ნებ კი­დევ და­ე­წე­რათ!“

9 ივ­ლისს წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია მზი­უ­რის კა­ფე­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი:

https://www.facebook.com/events/736630053774751/

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ქართული ინტერაქციული წიგნი "ფენიქსი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია – აირჩიე ისტორიის შენეული გაგრძელება

ქართული ინტერაქციული წიგნი "ფენიქსი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია – აირჩიე ისტორიის შენეული გაგრძელება

წიგნის მაღაზიის დახლებზე განსაკუთრებული სიახლეა. „ფენიქსი“ – ქართული ინტერაქციული წიგნი, რომელიც ოთხმა ავტორმა შექმნა და საერთო ჯამში 15 წიგნს აერთიანებს, უკვე იყიდება. ამბის დასაწყისი „ასტროიდი“ და მისი ორი ალტერნატიული გაგრძელება -„ჩაფერფლვა“ და „გადატვირთვა“ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო მათი გაგრძელებები ეტაპობრივად, 10 დღეში ერთხელ გამოვა. კრეატორ კოტე იანტბელიძის საინტერესო იდეა და 4 ქართველი ავტორის კოლაბორაცია მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ავტორებისთვის დიდი გამოწვევა იყო პერსონაჟების ამბების სათავისოდ ქცევა და გაგრძელება, თუმცა გამოწვევა წამატებით დაძლეულია და წიგნი უკვე ელოდება მკითხველს.

  • რა არის "ფენიქსი“?

რამდენჯერ წაგიკითხავთ წიგნი, რომლის ფინალიც არ მოგწონთ და ამბის სულ სხვაგვარ გაგრძელებას ისურვებდით? რამდენჯერ გინატრიათ, რომ წიგნის გაგრძელების შექმნა თავად შეგძლებოდათ? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. მაგრამ, ალბათ, ისიც გიფიქრიათ, რომ ეს შეუძლებელია. თუმცა შეუძლებელი არაფერია. საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი ამბები და მიღებული გადაწყვეტილებები რამდენჯერ გინანიათ? რამდენჯერ გიფიქრიათ, ეს რომ სხვაგვარად გაგეკეთებინათ, რა მოხდებოდა? ასეთი მომენტებიც ძალიან ბევრია თითოეული ადამიანის ცხოვრებში. ამ ყველაფრის ერთობლიობა, არჩევანის თავისუფლება და პარალელური რეალობები, ამბის თითოეული საკვანძო მომენტის ორგვარი გაგრძელება და საბოლოოდ, 8 დასასრული, საერთო ჯამში კი 15 ნაწილი – სწორედ ეს არის ინტერქაციული წიგნი „ფენიქსი“, რომელიც მკითხველს ჟანრთა მრავალფეროვნებასა და ამბის ბევრნაირ განვითარებას სთავაზობს.

პირველი ნაწილი „ასტროიდი“ მოგვითხრობს მთავარი გმირის, სალის ისტორიას, რომელიც საკვანძო მომენტში წყდება. მისი გაგრძელება კი ორი წიგნია, ორი სულ სხვადასხვაგვარი ისტორიით, რომლებშიც სალისთან ერთად სხვა მთავარი გმირები სხვადასხვა ადამიანები არიან. წიგნის სხვადასხვა გაგრძელებაში ვხვდებით საერთო ამბებსაც, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ისტორიები იმ კონკრეტული ნაწილის მთავარი გმირის თვალით, სხვა რაკურსიდანაა დანახული. მკითხველი თავად ირჩევს, რომელ ხაზს გაჰყვეს და რომელი გაგრძელება წაიკითხოს.

ეს არ არის ერთი ჟანრის ნაწარმოები. თითოეულ ხაზს თავისი ჟანრი აქვს, რომელსაც ავტორები ქმნიან და აგრძელებენ. შესაბამისად, განსხვავებული ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანებისთვისაა საინტერესო. თუმცა ალბათ შეუძლებელია, სერიის ერთი ხაზი წაიკითხო და კითხვა არ გაგიჩნდეს, რა მოხდა მაშინ, როცა მთავარმა გმირმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო? იქნებ მეორე ხაზს თქვენი საყვარელი გმირი საბედისწეროდაც ასრულებს?

  • ვინ არიან "ფენიქსის“ ავტორები?

"ფენიქსი“ გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ პროექტია. იდეის ავტორი კრეატორი კოტე იანტბელიძეა. ავტორები კი: თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ტორესა მოსი და ნიკოლას მაჩაბელი არიან. საწყის ეტაპზე შეიქმნა რამდენიმე ფაბულა და თეა ინასარიძის მიერ დაწერილი შეირჩა ამბის დასაწყისად. სწორედ ამიტომ, პირველი ნაწილის „ასტროიდის“ ავტორი თეაა. გაგრძელებაში კი ეტაპობრივად ჩაერთვნენ დანარჩენი ავტორებიც. თითოეულ ხაზში თხრობა პირველ პირში ხდება და ყველა ავტორს თავისი მთავარი გმირი ჰყავს.

ტორესა მოსი: “ლიტერატურული სამყაროსთვის არც ინტერაქციული რომანებია უცხო და არც მწერლების ერთი ტექსტის გარშემო გაერთიანება, თუმცა პროექტი “ფენიქსი” ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. იდეა გამომცემლობა "პალიტრა L-ის" გუნდს გაუჩნდა. პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. წიგნზე უნდა გვემუშავა მე, თეა ინასარიძეს და ელის დოჯსონს, რაც მაგულიანებდა, რადგან ასეთ საქმეში გამოცდილი და საიმედო პარტნიორები მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ამოცანა შთამბეჭდავი იყო - უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ. “ფენიქსი” საინტერესო, დინამიკური და მრავალფეროვანი გამოვიდა. იმედი მაქვს, მკითხველი გაჰყვება ჩვენს ამბავს და სიამოვნებასაც მიიღებს”.

ნიკოლას მაჩაბელი: "პროექტში მონაწილეობა იყო ძალიან სასიამოვნო და გამორჩეული. სხვა ავტორებთან ერთად განვიხილავდი ძირითად თემებს, საერთო ხაზებს, შემდეგ კი ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული - რას დავწერდი და როგორ. გამიხარდა, როცა რედაქტორისგან და კოლეგა ავტორებისგან დადებითი შეფასება მივიღე პირველ ნაწილზე, შემდეგი ნაწილები უფრო თამამად და თავისუფლად დავწერე. პროექტი "ფენიქსი" ყველა თაობის და ყველა გემოვნების მკითხველისთვისაა, განსაკუთრებით ამ ზაფხულს, მათ მოსაწყენი დრო ფაქტობრივად არ დარჩებათ, თუ ჩაერთვებიან ჩვენს ლიტერატურულ სერია-თავსატეხში.“

  • რას უნდა ელოდოს მკითხველი "ფენიქსისგან“?

თეა ინასარიძე: "წიგნების კითხვის დროს ძალიან ხშირად დამრჩენია დაუკმაყოფილებლობის განცდა და სხვანაირ დასასრულზეც მიფიქრია. „ფენიქსი“ მკითხველს საშუალებას მისცემს, ერთი ამბის ბევრნაირი გაგრძელება წაიკითხოს. ხაზების არჩევა ჟანრების მიხედვითაც კი შეიძლება. ძალიან მინდა, მეც მკითხველი ვიყო, არ ვიცოდე რა მელის და „ფენიქსის“ საოცარ თავგადასავალში გადავეშვა. პროექტზე მუშაობა რთული და ძალიან საინტერესო იყო. ავტორები ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს ვაგრძელებდით და გუნდური პრინციპით, შეთანხმებულად ვმუშაობდით. ხშირად ვიკრიბებოდით, განვიხილავდით ყოველ დეტალს. შეცდომის უფლება არ გვქონდა. ძალიან ბევრი პერსონაჟი შემოდის, ზოგჯერ მოქმედებები მეორდება, ოღონდ სხვა გმირის რაკურსით, რაც ასევე ძალიან საინტერესოა. წერის დროს საოცარ აზარტში შევედი. მკითხველს ბევრი მოულოდნელობა ელის... ალტერნატიული რეალობები ზოგჯერ უცნაურად იკვეთება ერთმანეთთან. გმირებმა კი არ იციან ის, რაც ეცოდინება მკითხველს. „ფენიქსი“ ერთგვარი წიგნი-თამაშია, ძალიან საინტერესო სიუჟეტით, რომელსაც მკითხველი თავისი გემოვნებით ააწყობს.“

ელის დოჯსონი: "ეს იყო საინტერესო გამოწვევა. მიხარია რომ ჩემი წვლილი შევიტანე ლიტერატურულ სიახლეში. გუნდური მუშობა რომანის წერისას იყო რაღაც საინტერესო და ახალი. ვფიქრობ, კარგად გავართვით ოთხივემ თავი. დანარჩენი მკითხველისთვის მიგვინდია. წიგნი ყველა ჟანრის მოყვარულისთვისაა. და მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ისტორიას ბევრი დასასრული აქვს, მკითხველს მაინც გაუჩენს სურვილს - იქნებ კიდევ დაეწერათ!“

9 ივლისს წიგნის პრეზენტაცია მზიურის კაფეში გაიმართება.

იხილეთ ღონისძიების ბმული:

https://www.facebook.com/events/736630053774751/

უპრეცედენტო აქცია "მაკულიტერატურის" მომხმარებლებისათვის დაიწყო

ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ