პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე
ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი, ექ­სპრე­მი­ე­რი და პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჭორ­ვი­ლა­ში ხუთშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2012 წელს იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ ეს წრე გა­ერ­ღვია და მის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი მი­თე­ბის ფონ­ზე პო­ლი­ტი­კა­ში ეცა­და ბედი.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ცე­ნა­ტის შე­სა­ხებ მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თა­დერ­თი ის იცო­და, რომ ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე ური­ცხავ­და და ასე­ვე საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რე­პე­რი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და დღემ­დე, ის ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია მი­ლი­არ­დე­რის ოჯა­ხი­დან, ვისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

ივა­ნიშ­ვი­ლის კი­დევ სამი შვი­ლის შე­სა­ხებ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის, გარ­და იმი­სა, რომ გვან­ცას უყ­ვარს ას­ტრო­ლო­გია, ცოტ­ნე კარ­გად ხა­ტავს და უტა ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს.

ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმის, ალე­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვეთ. ალექ­სან­დრეს და მისი უფ­რო­სი ძმის, ადი­კოს სა­ხე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა კონ­ტექ­სტით მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ გა­იჟ­ღე­რა. ცნო­ბი­ლია, რომ ადი­კო ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რის უფ­რო­სი ძმაა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თუ­ლი სუფ­რა და ხან­და­ხან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისე­თი რა­ღა­ცე­ბი წა­მოს­ცდე­ბა ხოლ­მე, რაც არ უნდა თქვას. ამის გამო 2017 წელს ბო­დი­შის მოხ­დაც კი მო­უ­წია. მა­შინ ადი­კო ივა­ნიშ­ვილ­მა კა­მე­რე­ბის წინ არ­ჩევ­ნებ­ზე მისი ფა­ვო­რი­ტი კან­დი­და­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ამა­ზე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია:

"ბი­ძი­ნამ მი­თხრა, რომ არ ჩა­ვე­რიო არა­ფერ­ში, რომ ჩემი საქ­მე არ არის პო­ლი­ტი­კა და მორ­ჩა. გპირ­დე­ბით, რომ აპო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ხდე­ბი და არა­ვის კო­მენ­ტარს არ მივ­ცემ“, - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ადი­კო ივა­ნიშ­ვილ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­ო­რე ძმა ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბიზ­ნეს­მენ ძმას იმე­დე­ბი გა­უ­მარ­თლა.

ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი ოჯახ­თან ერ­თად

თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვად არ ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­გორც პარ­ტია პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ერთ დღეს ქარ­თულ მე­დი­ას, ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი მზია ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და და ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მას წლე­ბის წინ ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის­გან გო­გო­ნა, თე­ო­ნა შე­ე­ძი­ნა.

ქა­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალექ­სიმ შვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აღი­ა­რა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით დედა-შვილს წლე­ბის მან­ძილ­ზე ფულს უხ­დი­და და თბი­ლის­ში ბი­ნაც უყი­და. ამის შემ­დეგ უკვე დედა თე­ო­ნას კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად ცნო­ბას და ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის გვარს ითხოვ­და.

მზია ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი, შვილ­თან (თე­ო­ნას­თან) ერ­თად

სა­სა­მარ­თლო წლე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­რძელ­და და სა­ბო­ლო­ოდ, 2020 წლის მარ­ტში თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­ის ფონ­ზე, რო­გორც ჩანს, მე­დი­ას ეს ამ­ბა­ვი გა­მორ­ჩა და არ გა­შუქ­და. 12 მარტს ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა და თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი ალექ­სი ივა­ნიშ­ვი­ლის კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად ცნეს.

თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი-ივა­ნიშ­ვი­ლი

"მინ­და, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში უპა­ტი­ოს­ნეს ად­ვო­კა­ტებს ზაზა ხა­ტი­აშ­ვილს, ლაშა შუ­კა­კი­ძეს და ლია ხუ­ციშ­ვილს უან­გა­რო დახ­მა­რე­ბის­თვის. ასე­ვე მო­სა­მარ­თლე­ებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ოთხი წლის მან­ძილ­ზე ჩემ საქ­მეს იხი­ლავ­დნენ და სა­მარ­ლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნეს ასეთ რთულ დროს. 30 წლის შემ­დეგ ჩემი კა­ნო­ნი­ე­რი გვა­რი მო­მა­ნი­ჭეს, ივა­ნიშ­ვი­ლი... ძნე­ლია როცა მამა გი­ჩი­ვის და სა­მარ­თალს ეძებ სა­ქარ­თვე­ლო­ში..." - წერ­და თე­ო­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი-ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, 12 მარტს.

თე­ო­ნას ად­ვო­კა­ტე­ბი ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი და ლაშა შუ­კა­კი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გო­გო­ნას სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტა­ნა.

"დიახ, სა­სა­მარ­თლომ თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი ალექ­სი ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლად ცნო და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში ჩა­ვა­ბა­რეთ. ქალი ახლა თე­ო­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ალექ­სან­დრეს ასუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვა­ზე, რო­გორ შეხ­ვდა ამ ფაქტს ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი, არ ვიცი, მი­ა­კი­თხეთ, ჩვენ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამთ", - აღ­ნიშ­ნა ლაშა შუ­კა­კი­ძემ.

რე­ა­ლუ­რად კი ალექ­სი ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად საკ­მა­ოდ მშვი­დი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. მი­ლი­არ­დე­რის ძმას ცო­ლად სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ქალი, ქეთი ხა­რა­ი­ძე ჰყავს, რო­მელ­თა­ნაც სამი შვი­ლი - კესო, გრიშ­კა და ცი­ცი­ნო შე­ე­ძი­ნა. შვი­ლებს გრიშ­კა და ცი­ცი­ნო მშობ­ლე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. ალექ­სი ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი კესო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს.

ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი კესო და ცი­ცი­ნო ივა­ნიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი, დე­დას­თან (ხელ­მარ­ცხნივ მდგო­მი ქალ­ბა­ტო­ნი) და შვილ­თან ერ­თად

თბი­ლის­ში გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად ეს­პა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ტუ­რიზ­მის მე­ნე­ჯმენტს ეუფ­ლე­ბა.

კესო თა­ნა­მედ­რო­ვე გო­გო­ნაა, ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და მის "ინ­სტაგ­რა­მის" გვერდს თუ გა­დავ­ხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს სა­კუ­თარ მიმ­დევ­რებს უზი­ა­რებს.

ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის დიდი ოჯა­ხი­დან ის ერთ-ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რო­მე­ლიც არ იმა­ლე­ბა, ღიად წერს მა­მი­სა და ბე­ბი­ის შე­სა­ხებ, აქ­ვეყ­ნებს მათ ფო­ტო­ებს და ოჯახს არა­სო­დეს მა­ლავს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
26

mamakaci romelic 30 celi shvils ar agiarebs da aket uarkops mis shvilobas da mikavs sakme sasamartlomde rac ar unda mdidari ikves da kargi ojaxis mkopi rom xalxma dainaxos chemtvis arakacia sxvaa ar ginda rom datanxme realobas da sxvaa rom shvili uarko kochag martlac kartul sasamartlos exlandel droshi mitumetes rodesac ivanishvili misi dzmaa da gambedavad gamoitanes ganacheni gogos sasargeblod da ar daixies ukan araperze arc girda egeti mamis kola magram kanonit kargia rom daimtkica da rac ekutvnis moitxovs egeti mamakacebi unipxvod unda datovo da caartva kvelaperi rac 30 celi ar gauketebia shvilistvis da rom acama psikologiuradac

grisha
77

ბატონი ალექსანდრე ამას არ იკადრებდა ეტყობა არ არის მისი შვილი და იმიტომაც არ აღიარებდა. მას რომ ეკადრა ასეთი უნამუსობა ბატონი ბიძინა ამის უფლებას არაფრისდიდებით არ მისცემდა. ხო ნახეთ ბატონი ირაკლის შუამავლობით უგზავნიდნენ ფულს და ბინაც კი შეუძინა მატონმა ბიძინამ. და ბოლოს ეს ნაცსექტა და მათი მოწმეები რომ ამბობენ სასამართლო დამოუკიდებელი არ არისო. ა ბატონო მაგალით ნათელი საქართველოს სასამარტლო ყველაზე დამოუკიდებელია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში და თუ გნებავთ აღმოსავლეთ ევროპაში. რაშიც ბატონი ბიძინას და ქალბატონი თეა წულიკიანის ლომის წილია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

ქართველი მილიარდერი, ექსპრემიერი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში ხუთშვილიან ოჯახში დაიბადა.

წლების მანძილზე ჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, 2012 წელს იძულებული გახდა, რომ ეს წრე გაერღვია და მის შესახებ არსებული მითების ფონზე პოლიტიკაში ეცადა ბედი.

ბიძინა ივანიშვილის მშობლები

ლეგენდარული ქართველი მეცენატის შესახებ მაშინ საზოგადოებამ ერთადერთი ის იცოდა, რომ ხელოვან ადამიანებს დახმარებას წლების მანძილზე ურიცხავდა და ასევე საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო საზოგადოებამ რეპერი ბერა ივანიშვილი და დღემდე, ის ერთადერთი გამონაკლისია მილიარდერის ოჯახიდან, ვისი ცხოვრების შესახებაც თითქმის ყველაფერია ცნობილი.

ივანიშვილის კიდევ სამი შვილის შესახებ კი საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ გვანცას უყვარს ასტროლოგია, ცოტნე კარგად ხატავს და უტა ევროპაში ცხოვრობს.

ამჯერად გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალესანდრე ივანიშვილის საინტერესო ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ. ალექსანდრეს და მისი უფროსი ძმის, ადიკოს სახელებმა სხვადასხვა კონტექსტით მედიაში არაერთხელ გაიჟღერა. ცნობილია, რომ ადიკო ივანიშვილი მილიარდერის უფროსი ძმაა. როგორც ამბობენ, ძალიან უყვარს ქართული სუფრა და ხანდახან ჟურნალისტებთან ისეთი რაღაცები წამოსცდება ხოლმე, რაც არ უნდა თქვას. ამის გამო 2017 წელს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. მაშინ ადიკო ივანიშვილმა კამერების წინ არჩევნებზე მისი ფავორიტი კანდიდატის შესახებ ისაუბრა, მოგვიანებით კი ამაზე განმარტების გაკეთება მოუწია:

"ბიძინამ მითხრა, რომ არ ჩავერიო არაფერში, რომ ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა და მორჩა. გპირდებით, რომ აპოლიტიკური გავხდები და არავის კომენტარს არ მივცემ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ადიკო ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მეორე ძმა ალექსანდრე ივანიშვილმა, როგორც ამბობენ, ბიზნესმენ ძმას იმედები გაუმართლა.

ალექსანდრე ივანიშვილი ოჯახთან ერთად

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც "ქართული ოცნება", როგორც პარტია პოპულარობის პიკზე იყო, ალექსანდრე ივანიშვილი სკანდალში გაეხვა. ერთ დღეს ქართულ მედიას, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ქალბატონი მზია ხინჩაგაშვილი დაუკავშირდა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას წლების წინ ალექსანდრე ივანიშვილისგან გოგონა, თეონა შეეძინა.

ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსიმ შვილი ოფიციალურად არ აღიარა, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დედა-შვილს წლების მანძილზე ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად ცნობას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა.

მზია ხინჩაგაშვილი, შვილთან (თეონასთან) ერთად

სასამართლო წლების მანძილზე გაგრძელდა და საბოლოოდ, 2020 წლის მარტში თეონა ხინჩაგაშვილის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მიმდინარე პანდემიის ფონზე, როგორც ჩანს, მედიას ეს ამბავი გამორჩა და არ გაშუქდა. 12 მარტს ქართულმა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა და თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი ივანიშვილის კანონიერ შვილად ცნეს.

თეონა ხინჩაგაშვილი-ივანიშვილი

"მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოში უპატიოსნეს ადვოკატებს ზაზა ხატიაშვილს, ლაშა შუკაკიძეს და ლია ხუციშვილს უანგარო დახმარებისთვის. ასევე მოსამართლეებს, რომლებიც მთელი ოთხი წლის მანძილზე ჩემ საქმეს იხილავდნენ და სამარლიანი გადაწყვეტილება გამოიტანეს ასეთ რთულ დროს. 30 წლის შემდეგ ჩემი კანონიერი გვარი მომანიჭეს, ივანიშვილი... ძნელია როცა მამა გიჩივის და სამართალს ეძებ საქართველოში..." - წერდა თეონა ივანიშვილი-ხინჩაგაშვილი სოციალურ ქსელში, 12 მარტს.

თეონას ადვოკატები ზაზა ხატიაშვილი და ლაშა შუკაკიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ადასტურებენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გოგონას სასარგებლოდ გამოიტანა.

"დიახ, სასამართლომ თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი ივანიშვილის შვილად ცნო და გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში ჩავაბარეთ. ქალი ახლა თეონა ივანიშვილი ალექსანდრეს ასულია. რაც შეეხება თქვენს კითხვაზე, როგორ შეხვდა ამ ფაქტს ივანიშვილების ოჯახი, არ ვიცი, მიაკითხეთ, ჩვენთვის არაფერი უთქვამთ", - აღნიშნა ლაშა შუკაკიძემ.

რეალურად კი ალექსი ივანიშვილი ამჟამად საკმაოდ მშვიდი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. მილიარდერის ძმას ცოლად სამედიცინო განათლების მქონე ქალი, ქეთი ხარაიძე ჰყავს, რომელთანაც სამი შვილი - კესო, გრიშკა და ციცინო შეეძინა. შვილებს გრიშკა და ციცინო მშობლების პატივსაცემად დაარქვა. ალექსი ივანიშვილის უფროსი შვილი კესო ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს.

ალექსანდრე ივანიშვილი კესო და ციცინო ივანიშვილებთან ერთად

ალექსანდრე ივანიშვილი, დედასთან (ხელმარცხნივ მდგომი ქალბატონი) და შვილთან ერთად

თბილისში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ტურიზმის მენეჯმენტს ეუფლება.

კესო თანამედროვე გოგონაა, ძალიან უყვარს მოგზაურობა და მის "ინსტაგრამის" გვერდს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობს და შთაბეჭდილებებს საკუთარ მიმდევრებს უზიარებს.

ივანიშვილების დიდი ოჯახიდან ის ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც არ იმალება, ღიად წერს მამისა და ბებიის შესახებ, აქვეყნებს მათ ფოტოებს და ოჯახს არასოდეს მალავს.