სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს
ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს

ბოლო ხა­ნებ­ში, აფხა­ზეთ­ში, ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა მე­დი­ამ იმ პერ­სო­ნე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა და­ი­წყო, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" დროს, რა­ღაც პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­დნენ, ჰქონ­დათ ღია ან ფა­რუ­ლი ბიზ­ნე­სი და გავ­ლე­ნე­ბი რო­გორც პო­ლი­ტი­კა­ში, ასე­ვე, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რებ­თან. ერთ-ერთი ასე­თია ალ­ბერტ თარ­ბა, მეტ­სა­ხე­ლად "მაფ­კა", რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, აფხა­ზუ­რი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა წერს.

თარ­ბა, ერთ-ერთი იყო, ვინც 1995 წელს, აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. ვიცე-პრე­მი­ე­რის, სე­პა­რა­ტიზ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გის იური ვო­რო­ნო­ვის მკვლე­ლო­ბა­ში ფი­გუ­რი­რებ­და. მა­შინ ად­გი­ლობ­რივ­მა "სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა" ჩეჩ­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ის­ლა­ე­ვი და ტა­ტა­ე­ვი, ასე­ვე აფხა­ზი ალ­ბერტ თარ­ბა და­ა­კა­ვეს.

იური ვო­რო­ნო­ვი თავ­დამ­სხმე­ლებ­მა სა­კუ­თარ სახ­ლთან მოკ­ლეს

მა­შინ­დე­ლი ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ანრი ჯერ­გე­ნი­ას მტკი­ცე­ბით, ვო­რო­ნო­ვის მკვლე­ლო­ბა ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ იყო და­გეგ­მი­ლი, მკვლე­ლო­ბის ავ­ტო­რე­ბად კი, ძმებ წვიჟ­ბებს ასა­ხე­ლებ­და. გაგ­რა­ში, წვიჟ­ბე­ბის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში, აფხა­ზურ "მი­ლი­ცი­ას­თან" ერ­თად, რუსი "სამ­შვი­დო­ბო­ე­ბიც" მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მაგ­რამ გაგ­რე­ლი წვიჟ­ბე­ბი ვერც მა­შინ და ვერც შემ­დეგ, ვე­ღარ მო­ი­ხელ­თეს...

ვო­რო­ნო­ვის მკვლე­ლო­ბის კი­დევ ერთი ვერ­სია დიდ ფულს უკავ­შირ­დე­ბა - არ­ძინ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "პრე­მი­ერ­მა", გოგი გა­გუ­ლი­ამ და ვო­რო­ნოვ­მა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი რუბ­ლი ვერ გა­იყ­ვეს. ვო­რო­ნო­ვი გა­გუ­ლი­ას და­ე­მუქ­რა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, გა­გუ­ლი­ამ და­ას­წრო და 2 მი­ლი­არ­დი რუბ­ლიც მი­ით­ვი­სა... გა­გუ­ლი­ას გავ­ლე­ნე­ბი ჰქონ­და და რო­გორც აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, "რაც არ უნა­ხავთ, ვერც და­უმ­ტკი­ცეს..."

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ვო­რო­ნო­ვის მკვლე­ლო­ბა­ზე და­კა­ვე­ბულ ალ­ბერტ თარ­ბას­თან ერ­თად, ჩეჩ­ნე­ბიც გა­ა­მარ­თლეს და დღემ­დე თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რო­ბენ... არა­და, მათ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­დათ მის­ჯი­ლი. მკვლე­ლო­ბის მთა­ვარ შემ­კვეთ­ზე, დღემ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "მაფ­კა", უბ­რა­ლოდ მსრო­ლე­ლი იყო, რო­მე­ლიც ფუ­ლის გამო ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და. მი­ლი­ცი­ის ერთ-ერთ მა­შინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ყვე­ბა, რომ ვო­რო­ნო­ვის მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თე­ბი და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც ქე­მალ არ­ძინ­ბა (ე.წ. პრე­ზი­დენტ არ­ძინ­ბას ძმის­შვი­ლი, რომ­ლის სა­ხელ­საც ახლა აფხა­ზეთ­ში ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბიზ­ნე­სი და სო­ხუ­მის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლუ­ლი შამ­ბა­სა და ავი­ძ­ბას საქ­მე­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა) და მე­რაბ ქიშ­მა­რია (წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხა­ზე­თის ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, მან “პოს­ტი” ხა­ჯიმ­ბას და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა...) იყ­ვნენ. "მაფ­კამ" კი ყვე­ლა­ფე­რი და­იბ­რა­ლა, ამის წყა­ლო­ბით ცი­ხი­დან მი­ლი­ო­ნე­რი გა­მო­ვი­და.

მე­რაბ ქიშ­მა­რია

“მისი მთა­ვა­რი "პრო­ფე­სია" მე­რაბ ქიშ­მა­რი­ას პარტნი­ო­რო­ბა იყო. თარ­ბას ქიშ­მა­რი­ას პოლ­კოვ­ნიკს უწო­დე­ბენ, ის მისი ნა­თე­სა­ვის ქმა­რია, რის გა­მოც, არა­ერ­თი პარტნი­ო­რუ­ლი ბიზ­ნე­სი აქვთ...

მაფ­კას აფხა­ზეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდიდ­რუ­ლი ავ­ტო­პარ­კი აქვს. კერ­ძოდ, მის სა­კუთ­რე­ბა­შია "მერ­სე­დეს ბენც" 63AMG, "რენჯ რო­ვე­რი", BMW X5, BMW X6, "ლენდ კრუ­ი­ზერ 200". ასე­ვე, ოჩამ­ჩი­რე­ში 1000 კვ. მეტრზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ეზო, თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლის სახ­ლით. მის ბიზ­ნესს, თით­ქმის 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვინ შე­ხე­ბია" - წერს აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა.

ალ­ბერტ თარ­ბა ასე­ვე ფლობს ოჩამ­ჩი­რე­სა და გალ­ში უძ­რავ ქო­ნე­ბას, მი­წის ნაკ­ვე­თებს. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, თუ გალ­სა და ოჩამ­ჩი­რე­ში რა­ი­მე სა­ხის ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა გინ­და, წილი მაფ­კას უნდა გა­და­უ­ხა­დო.

“მის გა­რე­შე, არა­ვი­თა­რი კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა არ გა­მო­ვა. მაფ­კა ოჩამ­ჩი­რე­ლი ქე­მალ არ­ძინ­ბაა... გა­ლის რა­ი­ონ­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­დან წილს თარ­ბას უხ­დი­ან, რად­გან მას რა­ი­ონ­ში ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნე­ბი აქვს. თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბიც ჰყავს, 50-მდე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. მაფ­კა ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა მათ ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს" - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

ოჩამ­ჩი­რის სა­ნა­პი­რო

2014 წელს, სა­ბერ­ძნე­თი­დან მსხვილ­მა ინ­ვეს­ტორ­მა ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ში, 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა, მაფ­კამ და მე­რაბ ქიშ­მა­რი­ამ გა­აგ­დეს... 2017 წელს, ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის დაურ თარ­ბას მოწ­ვე­ვით, ისევ სა­ბერ­ძნე­თი­დან კი­დევ ერთი ინ­ვეს­ტო­რი ჩა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მაფ­კამ მას ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა აცა­და, შემ­დეგ კი ყვე­ლა­ნა­ი­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ტრა­ი­ლე­რე­ბი, ტრაქ­ტო­რე­ბი და სხვა სა­ხის სა­მუ­შაო ტექ­ნი­კა წა­არ­თვა. ყვე­ლა­ფე­რი დღემ­დე მის ეზო­ში ინა­ხე­ბა.

"მაფ­კა ასე­ვე არ ინ­დობ­და სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის ბიზ­ნეს­მე­ნებ­საც, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ას­ფალ­ტის ქარ­ხნის Абхазрегионстроя-ს მფლო­ბე­ლი სო­მე­ხიც გა­აგ­დო, თუმ­ცა, მა­ნამ­დე მის­გან 20 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი მი­ი­ღო.

აფხა­ზი მა­ფი­ო­ზი არც პო­ლი­ტი­კის­გან ყო­ფი­ლა შორს, ოჩამ­ჩი­რის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მას თა­ვი­სი ხალ­ხი ჰყავს და­ნიშ­ნუ­ლი. ის რა­ი­ო­ნის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი იყო, ხსნი­და და ნიშ­ნავ­და “დე­პუ­ტა­ტებს” თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი “საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში” და სა­ნაც­ვლოდ, ბიზ­ნე­სის­თვის სტა­ბი­ლუ­რო­ბას იღებ­და. ის ახლა მწა­ვედ აკ­რი­ტი­კებს ას­ლან ბჟა­ნი­ას და მის გუნდს “კურ­დღლებს” უწო­დებს, რად­გან გრძნობს, რომ ზე­ო­ბის ხანა და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის. "ახლა მთა­ვა­რია, ერთი მაფ­კა, სხვა მაფ­კამ არ შეც­ვა­ლოს" - წე­რენ აფა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
161

ჰალსტუხჭამია არავიზე ნაკლები მაფიოზი არაა ! ისე მოიპარა ამერიკიდან გადმორიცხული გრანტებიდან მილიარდები ჰალსტუხჭამიამ და ისე დააბინავა ეს საქართველოში ნაქურდალი ფული რომ ხომ ხედავთ ვერ უპოვეს ! 

Shalva
48

კურდღლებს აფხაზეთში მაფიოზები ეძახიან ვიღაცეებს, ჩვენთან პრემიერ მინისტრმა პარლამენტში ოპოზიციას უწოდა კურდღლები. მშვენიერი სიტყვათა მარაგია პრემიერის მხრიდან ))) ჩვენთან ყველა ჩაცუცქული გახდა უკვე. ჯერ აფხაზურ ანკლავამდე ბევრი გვაკლია, მარა ასეთი სვლით ძალიან სწრაფად დავბრუნდებით 90-ან წლებში. მე ჩვენი ქვეყანა მადარდებს, აფხაზები მკიდი მაგრად))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს

ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს

ბოლო ხანებში, აფხაზეთში, ე.წ. დამოუკიდებელმა მედიამ იმ პერსონების გამოაშკარავება დაიწყო, რომლებიც წლების განმავლობაში, ყველა "ხელმძღვანელობის" დროს, რაღაც პოზიციას იკავებდნენ, ჰქონდათ ღია ან ფარული ბიზნესი და გავლენები როგორც პოლიტიკაში, ასევე, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრებთან. ერთ-ერთი ასეთია ალბერტ თარბა, მეტსახელად "მაფკა", რომლის შესახებაც, აფხაზური ინტერნეტგამოცემა წერს.

თარბა, ერთ-ერთი იყო, ვინც 1995 წელს, აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. ვიცე-პრემიერის, სეპარატიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის იური ვორონოვის მკვლელობაში ფიგურირებდა. მაშინ ადგილობრივმა "სამართალდამცველებმა" ჩეჩნეთის მოქალაქეები ისლაევი და ტატაევი, ასევე აფხაზი ალბერტ თარბა დააკავეს.

იური ვორონოვი თავდამსხმელებმა საკუთარ სახლთან მოკლეს

მაშინდელი ე.წ. გენერალური პროკურორის ანრი ჯერგენიას მტკიცებით, ვორონოვის მკვლელობა ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი, მკვლელობის ავტორებად კი, ძმებ წვიჟბებს ასახელებდა. გაგრაში, წვიჟბების დაკავების სპეცოპერაციაში, აფხაზურ "მილიციასთან" ერთად, რუსი "სამშვიდობოებიც" მონაწილეობდნენ, მაგრამ გაგრელი წვიჟბები ვერც მაშინ და ვერც შემდეგ, ვეღარ მოიხელთეს...

ვორონოვის მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია დიდ ფულს უკავშირდება - არძინბას ხელისუფლების "პრემიერმა", გოგი გაგულიამ და ვორონოვმა რამდენიმე მილიარდი რუბლი ვერ გაიყვეს. ვორონოვი გაგულიას დაემუქრა, თუმცა, როგორც ჩანს, გაგულიამ დაასწრო და 2 მილიარდი რუბლიც მიითვისა... გაგულიას გავლენები ჰქონდა და როგორც აფხაზური მედია წერს, "რაც არ უნახავთ, ვერც დაუმტკიცეს..."

გარკვეული დროის შემდეგ, ვორონოვის მკვლელობაზე დაკავებულ ალბერტ თარბასთან ერთად, ჩეჩნებიც გაამართლეს და დღემდე თავისუფლად ცხოვრობენ... არადა, მათ სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მკვლელობის მთავარ შემკვეთზე, დღემდე ოფიციალურად არაფერია ცნობილი.

აფხაზური მედიის ცნობით, "მაფკა", უბრალოდ მსროლელი იყო, რომელიც ფულის გამო ნებისმიერ დავალებას ასრულებდა. მილიციის ერთ-ერთ მაშინდელი მაღალჩინოსანი ყვება, რომ ვორონოვის მკვლელობის შემკვეთები და შემსრულებლებიც ქემალ არძინბა (ე.წ. პრეზიდენტ არძინბას ძმისშვილი, რომლის სახელსაც ახლა აფხაზეთში ნარკორეალიზაციის ბიზნესი და სოხუმის ცენტრში ჩაცხრილული შამბასა და ავიძბას საქმეები უკავშირდება) და მერაბ ქიშმარია (წლების განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი, მან “პოსტი” ხაჯიმბას დამარცხების შემდეგ დატოვა...) იყვნენ. "მაფკამ" კი ყველაფერი დაიბრალა, ამის წყალობით ციხიდან მილიონერი გამოვიდა.

მერაბ ქიშმარია

“მისი მთავარი "პროფესია" მერაბ ქიშმარიას პარტნიორობა იყო. თარბას ქიშმარიას პოლკოვნიკს უწოდებენ, ის მისი ნათესავის ქმარია, რის გამოც, არაერთი პარტნიორული ბიზნესი აქვთ...

მაფკას აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ავტოპარკი აქვს. კერძოდ, მის საკუთრებაშია "მერსედეს ბენც" 63AMG, "რენჯ როვერი", BMW X5, BMW X6, "ლენდ კრუიზერ 200". ასევე, ოჩამჩირეში 1000 კვ. მეტრზე გაშენებული ეზო, თანამედროვე სტილის სახლით. მის ბიზნესს, თითქმის 26 წლის განმავლობაში არავინ შეხებია" - წერს აფხაზური გამოცემა.

ალბერტ თარბა ასევე ფლობს ოჩამჩირესა და გალში უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთებს. აფხაზური მედიის ცნობით, თუ გალსა და ოჩამჩირეში რაიმე სახის ბიზნესის წამოწყება გინდა, წილი მაფკას უნდა გადაუხადო.

“მის გარეშე, არავითარი კომერციული საქმიანობა არ გამოვა. მაფკა ოჩამჩირელი ქემალ არძინბაა... გალის რაიონში, ყველანაირი სოფლის მეურნეობიდან წილს თარბას უხდიან, რადგან მას რაიონში ძალიან დიდი გავლენები აქვს. თანამოაზრეებიც ჰყავს, 50-მდე ადამიანი, რომლებიც ქალაქში შეიარაღებული გადაადგილდებიან. მაფკა ფინანსურად ეხმარება მათ ოჯახებსა და ახლობლებს" - წერს აფხაზური მედია.

ოჩამჩირის სანაპირო

2014 წელს, საბერძნეთიდან მსხვილმა ინვესტორმა ოჩამჩირის რაიონში სოფლის მეურნეობასა და სასტუმროებში, 2 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა, თუმცა, მაფკამ და მერაბ ქიშმარიამ გააგდეს... 2017 წელს, ერთ-ერთი ადგილობრივის დაურ თარბას მოწვევით, ისევ საბერძნეთიდან კიდევ ერთი ინვესტორი ჩამოვიდა, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაინტერესებული. მაფკამ მას ბიზნესის წამოწყება აცადა, შემდეგ კი ყველანაირი ინფრასტრუქტურა, ტრაილერები, ტრაქტორები და სხვა სახის სამუშაო ტექნიკა წაართვა. ყველაფერი დღემდე მის ეზოში ინახება.

"მაფკა ასევე არ ინდობდა სომხური წარმოშობის ბიზნესმენებსაც, ერთ-ერთი მათგანი ასფალტის ქარხნის Абхазрегионстроя-ს მფლობელი სომეხიც გააგდო, თუმცა, მანამდე მისგან 20 მილიონი რუბლი მიიღო.

აფხაზი მაფიოზი არც პოლიტიკისგან ყოფილა შორს, ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციაში მას თავისი ხალხი ჰყავს დანიშნული. ის რაიონის არაოფიციალური მმართველი იყო, ხსნიდა და ნიშნავდა “დეპუტატებს” თავისი ინტერესებისა და სურვილის მიხედვით, აქტიურად იყო ჩართული “საპრეზიდენტო არჩევნებში” და სანაცვლოდ, ბიზნესისთვის სტაბილურობას იღებდა. ის ახლა მწავედ აკრიტიკებს ასლან ბჟანიას და მის გუნდს “კურდღლებს” უწოდებს, რადგან გრძნობს, რომ ზეობის ხანა დასასრულისკენ მიდის. "ახლა მთავარია, ერთი მაფკა, სხვა მაფკამ არ შეცვალოს" - წერენ აფაზები სოციალურ ქსელში.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა - რისთვის ემზადება აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად?

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას