პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს
ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს

თუ თქვენ ხმა ჩა­გეხ­ლი­ჩათ და ეს ორ კვი­რას ან მეტი ხანს გრძელ­დე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმს მი­მარ­თოთ. ერთი შე­ხედ­ვით უბ­რა­ლო პრობ­ლე­მა შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას დრო­უ­ლად არ მი­აქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას. ხმის ჩახ­ლე­ჩა არის ხმის ტემ­ბრის ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა სა­ხის ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა - ხმის და­ბო­ხე­ბა თუ სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი წარ­თმე­ვა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის პრობ­ლე­მა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია.

უმე­ტე­სად ხმის ჩახ­ლე­ჩის მი­ზე­ზი ყელ­ში მცი­რე წა­ნა­ზარ­დე­ბია, რო­მე­ლიც უყუ­რა­დღე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. სა­წყის ეტაპ­ზე კი ლა­ზე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით მიკ­რო­ქი­რურ­გი­უ­ლად მათი მო­შო­რე­ბა 15 წუთ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ხმის ჩახ­ლე­ჩა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე, ოპე­რა­ცი­ა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოტო–რინო–ლა­რინ­გო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბერ­დია ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა იწ­ვევს ხმის ჩახ­ლე­ჩას?

- ხმის ჩახ­ლე­ჩის მი­ზე­ზი ბევ­რი რამე შე­იძ­ლე­ბა იყოს, მათ შო­რის, ორ­გა­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მე­ბი ხში­რად ხდე­ბა ხმის ჩახ­ლე­ჩის გა­მომ­წვე­ვი. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ოპე­რა­ცი­ის მერე რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ზი­ან­დე­ბა შებ­რუ­ნე­ბი­თი ნერ­ვი, რო­მე­ლიც სახ­მო იო­გებ­თა­ნაა კავ­შირ­ში და აღ­ნიშ­ნულ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ხმის ჩახ­ლე­ჩა. კუ­ჭის პრობ­ლე­მა, რო­გო­რი­ცაა რეფ­ლუქ­სი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ხმის ჩახ­ლე­ჩის მი­ზე­ზი, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა შე­და­რე­ბით ხან­მოკ­ლეა. შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხმის ჩახ­ლე­ჩა გრძელ­დე­ბა 2 კვი­რა ან უფრო მეტი, რო­გორც წესი, სახ­მო იო­გებ­ზე ახალ­წარ­მო­ნაქ­მნით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. წარ­მო­ნაქ­მნი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი, ისე ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ფაქ­ტი სა­ყუ­რა­დღე­ბოა და დრო­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა უნდა მოხ­დეს.

არ­სე­ბობს კვან­ძე­ბი, რომ­ლებ­საც მომ­ღერ­ლის კვან­ძებს ვუ­წო­დებთ და რო­გორც წესი, მომ­ღერ­ლებს, ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ლექ­ტო­რებს ემარ­თე­ბათ. ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და სახ­მო აპა­რა­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

- რო­გორ უნდა მივ­ხვდეთ, რომ ხმის ჩახ­ლე­ჩა სა­ყუ­რა­დღე­ბოა და რო­დის უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს?

- ხმის ჩახ­ლე­ჩა სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რო­დე­საც ის გრძელ­დე­ბა 2 კვი­რას და მეტ ხანს. ამ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს, რომ მი­ზე­ზის დად­გე­ნა მოხ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ხმის ჩახ­ლე­ჩა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­თაც იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და ის ერთ კვი­რა­ში დას­რულ­დეს. ამ დროს სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ხდე­ბა. თუმ­ცა, თუ ეს 2 კვი­რა გაგ­რძელ­და, სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩარ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რა რის­კე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩნდეთ, თუ ხმის ჩახ­ლე­ჩის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად არ მივ­მარ­თავთ ექიმს?

ზო­გა­დად, ხორ­ხის პა­თო­ლო­გია, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­მა­კა­ცებ­ში სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ის მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა გა­დაგ­ვარ­დეს და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე გახ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო­უ­ლი და ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა. სა­წყის ეტაპ­ზე მარ­ტი­ვი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ხდე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბაც უფრო შე­დე­გი­ა­ნია. ნაკ­ლე­ბია რის­კი იმი­სა, რომ ავ­თვი­სე­ბი­ან პრო­ცეს­ში გა­და­ი­ზარ­დოს და­ა­ვა­დე­ბა.

- რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

დღეს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მარ­ტი­ვი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ, რაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. დრე­კა­დი ფიბ­რო­ლა­რინ­გოს­კო­პი არის პა­ტა­რა კა­მე­რა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ცხვი­რი­დან გა­დავ­დი­ვართ ხორხში და პირ­და­პირ ვახ­დენთ პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. აპა­რა­ტი აკე­თებს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­საც და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მარ­ტი­ვია კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის კონ­სი­ლი­უმ­ზე გან­ხილ­ვა. პრო­ცე­დუ­რა სა­ერ­თოდ არაა მტკივ­ნე­უ­ლი და არც დის­კომ­ფორტთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- რა სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ხდე­ბა ხმის ჩახ­ლე­ჩის დროს?

თუ პრობ­ლე­მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე ხდე­ბა, მა­შინ ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ეს არის ხორ­ხის მიკ­რო­ქი­რურ­გია, რო­მე­ლიც ზო­გა­დი ანეს­თე­ზი­ის ქვეშ კეთ­დე­ბა და პრო­ცე­დუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა მაქ­სი­მუმ 15 წუ­თია. პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლად გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ გვაქვს.

ამ პრო­ცე­დუ­რის­თვის ვი­ყე­ნებთ თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ზერს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ხდე­ბა ახალ­წარ­მო­ნაქ­მნე­ბის მო­შო­რე­ბა. ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სის­ხლდე­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც სწრა­ფად მი­დის, რად­გან ძა­ლი­ან დამ­ზოგ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­აა.

ხოლო თუ არ მოხ­და ექიმ­თან დრო­უ­ლი მი­მარ­თვა და პრო­ცე­სი შორს წა­სუ­ლია, უფრო რთუ­ლია ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაც. ამ შემ­თხვე­ვა­ში გვჭირ­დე­ბა ტო­მოგ­რა­ფია კის­რის რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის კონ­ტრას­ტით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ბი­ოფ­სია ჩა­ტარ­დეს და გა­ვი­გოთ რა ტი­პის ავ­თვი­სე­ბი­ან წა­მო­ნაქ­მნთან გვაქვს საქ­მე. ამ კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით იგეგ­მე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის მას­შტა­ბი. თუ წარ­მო­ნაქ­მნი ჩაზ­რდი­ლია, უკვე ისე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ჩარ­ვაა სა­ჭი­რო, რო­გო­რი­ცაა ხორ­ხის ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი ამოკ­ვე­თა. ამ შემ­თხვე­ვა­ში პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დიც საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

სწო­რედ ამი­ტომ ხმის ჩახ­ლე­ჩის მკურ­ნა­ლო­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრინ­ცი­პია, რომ მი­მარ­თვა მოხ­დეს დრო­უ­ლად და რა­დი­კა­ლუ­რი ჩა­რე­ვა არ გახ­დეს სა­ჭი­რო.

- ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს პა­ცი­ენ­ტმა?

- პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ერ­თა­დერ­თი რე­კო­მენ­და­ცია არის, რომ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტმა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ზო­გოს ხმა, რომ შე­ხორ­ცე­ბის პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნას და სა­მო­მავ­ლოდ ხმის პრობ­ლე­მა არ ჰქონ­დეს.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­მო­რი­ცხუ­ლი უნდა იყოს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში რე­ცი­დი­ვის შან­სი ძა­ლი­ან იზ­რდე­ბა. თუ სა­წყის ეტაპ­ზე წა­ნა­ზარ­დი კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი იყო, შემ­დეგ ის უკვე ავ­თვი­სე­ბი­ან ფორ­მა­ში შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ხმის ჩახ­ლე­ჩის ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე მკურ­ნა­ლო­ბა?

ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც წარ­მო­ნაქ­მნთან გვაქვს საქ­მე. თუ ხმის ჩახ­ლე­ჩა გა­მოწ­ვე­უ­ლია ან­თე­ბით ან რეფ­ლუქ­სით, მა­შინ მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

- უმე­ტე­სად, რა ასა­კის ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ ხმის ჩახ­ლე­ჩა?

სტა­ტის­ტი­კუ­რად, ხორ­ხის პა­თო­ლო­გი­ე­ბის ასა­კის ძი­რი­თა­დი დი­ა­პა­ზო­ნი არის 40 წლი­დან 65 წლამ­დე. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვებს ემარ­თებთ. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ვირუ­სის ფონ­ზე ან ძლი­ე­რი ყვი­რი­ლის დროს მიკ­რო­სის­ხლჩაქ­ცე­ვა მოხ­დეს და შე­დე­გად და­ე­კარ­გოს ხმა. ხმის ჩახ­ლე­ჩის შემ­თხვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად გვხვდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­მა­კა­ცებ­ში.

- რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ ყელს და ხორხს, რომ ხმის პრობ­ლე­მებ­მა არ შეგ­ვა­წუ­ხოს?

ხორ­ხის პრობ­ლე­მე­ბის ერთ–ერთი მთა­ვა­რი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი არის ნი­კო­ტი­ნი. სი­გა­რე­ტის ცხე­ლი ბოლი, რო­მე­ლიც ხვდე­ბა სახ­მო იო­გებ­ზე, და­ა­ვა­დე­ბის პირ­და­პი­რი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლია. ამი­ტომ უარი უნდა ვთქვათ თამ­ბა­ქო­ზე. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ალ­კოჰო­ლის ზო­მი­ე­რი მი­ღე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ე­რი­დოთ ად­გი­ლობ­რივ ტრავ­მებს, რო­მელ­საც იწ­ვევს ყვი­რი­ლი და უე­ცა­რი წა­მოყ­ვი­რე­ბე­ბი.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

ირმა
0

20 დღეა ხმა არდამიბრუნდა და მჭირდება კონსულტაცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს

ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს

თუ თქვენ ხმა ჩაგეხლიჩათ და ეს ორ კვირას ან მეტი ხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმს მიმართოთ. ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მას დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას. ხმის ჩახლეჩა არის ხმის ტემბრის ნებისმიერი ცვლილება, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ცვლილება იქნება - ხმის დაბოხება თუ სრული ან ნაწილობრივი წართმევა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პრობლემა და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უმეტესად ხმის ჩახლეჩის მიზეზი ყელში მცირე წანაზარდებია, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში სერიოზული გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს. საწყის ეტაპზე კი ლაზერის გამოყენებით მიკროქირურგიულად მათი მოშორება 15 წუთშია შესაძლებელი. ხმის ჩახლეჩასა და მასთან დაკავშირებულ გართულებებზე, ოპერაციასა და რეაბილიტაციაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტო–რინო–ლარინგოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ბერდია ბერიძე გვესაუბრება.

- რა იწვევს ხმის ჩახლეჩას?

- ხმის ჩახლეჩის მიზეზი ბევრი რამე შეიძლება იყოს, მათ შორის, ორგანული დაზიანებები. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ხშირად ხდება ხმის ჩახლეჩის გამომწვევი. ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის მერე რიგ შემთხვევებში ზიანდება შებრუნებითი ნერვი, რომელიც სახმო იოგებთანაა კავშირში და აღნიშნულმაც შეიძლება გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩა. კუჭის პრობლემა, როგორიცაა რეფლუქსი ასევე შეიძლება გახდეს ხმის ჩახლეჩის მიზეზი, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა შედარებით ხანმოკლეა. შემთხვევები, როდესაც ხმის ჩახლეჩა გრძელდება 2 კვირა ან უფრო მეტი, როგორც წესი, სახმო იოგებზე ახალწარმონაქმნით არის განპირობებული. წარმონაქმნი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტი საყურადღებოა და დროული ქირურგიული ჩარევა უნდა მოხდეს.

არსებობს კვანძები, რომლებსაც მომღერლის კვანძებს ვუწოდებთ და როგორც წესი, მომღერლებს, ტელეწამყვანებს, მასწავლებლებს, ლექტორებს ემართებათ. ეს არის პროფესიული დაავადება და სახმო აპარატის განსაკუთრებული დატვირთვით არის გამოწვეული.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ხმის ჩახლეჩა საყურადღებოა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

- ხმის ჩახლეჩა საყურადღებოა, როდესაც ის გრძელდება 2 კვირას და მეტ ხანს. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რომ მიზეზის დადგენა მოხდეს. შეიძლება ხმის ჩახლეჩა ვირუსული ინფექციითაც იყოს განპირობებული და ის ერთ კვირაში დასრულდეს. ამ დროს საგანგაშო არაფერი ხდება. თუმცა, თუ ეს 2 კვირა გაგრძელდა, სპეციალისტის ჩართვა აუცილებელია.

- რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ ხმის ჩახლეჩის შემთხვევაში დროულად არ მივმართავთ ექიმს?

ზოგადად, ხორხის პათოლოგია, განსაკუთრებით, მამაკაცებში საყურადღებოა. ის მარტივად შეიძლება გადაგვარდეს და ავთვისებიანი სიმსივნე გახდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროული და ზუსტი დიაგნოსტირება. საწყის ეტაპზე მარტივი ქირურგიული ჩარევა ხდება და მკურნალობაც უფრო შედეგიანია. ნაკლებია რისკი იმისა, რომ ავთვისებიან პროცესში გადაიზარდოს დაავადება.

- როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები მარტივი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევენ, რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო. დრეკადი ფიბროლარინგოსკოპი არის პატარა კამერა, რომლის საშუალებითაც ცხვირიდან გადავდივართ ხორხში და პირდაპირ ვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას. აპარატი აკეთებს ვიდეოჩანაწერსაც და საჭიროების შემთხვევაში, მარტივია კონკრეტული შემთხვევის კონსილიუმზე განხილვა. პროცედურა საერთოდ არაა მტკივნეული და არც დისკომფორტთანაა დაკავშირებული.

- რა სახის ქირურგიული ჩარევა ხდება ხმის ჩახლეჩის დროს?

თუ პრობლემის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე ხდება, მაშინ ქირურგიული ოპერაცია ძალიან მარტივია. ეს არის ხორხის მიკროქირურგია, რომელიც ზოგადი ანესთეზიის ქვეშ კეთდება და პროცედურის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 15 წუთია. პოსტოპერაციულად გართულებები არ გვაქვს.

ამ პროცედურისთვის ვიყენებთ თანამედროვე ლაზერს, რომლის საშუალებითაც ძალიან მარტივად ხდება ახალწარმონაქმნების მოშორება. ოპერაციის მიმდინარეობისას სისხლდენა პრაქტიკულად გამორიცხულია. რეაბილიტაციაც სწრაფად მიდის, რადგან ძალიან დამზოგველი ოპერაციაა.

ხოლო თუ არ მოხდა ექიმთან დროული მიმართვა და პროცესი შორს წასულია, უფრო რთულია ქირურგიული ჩარევაც. ამ შემთხვევაში გვჭირდება ტომოგრაფია კისრის რბილი ქსოვილების კონტრასტით. აუცილებელია, ბიოფსია ჩატარდეს და გავიგოთ რა ტიპის ავთვისებიან წამონაქმნთან გვაქვს საქმე. ამ კვლევების შედეგების მიხედვით იგეგმება ოპერაციული ჩარევის მასშტაბი. თუ წარმონაქმნი ჩაზრდილია, უკვე ისეთი რადიკალური ჩარვაა საჭირო, როგორიცაა ხორხის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთა. ამ შემთხვევაში პოსტოპერაციული პერიოდიც საკმაოდ რთულია.

სწორედ ამიტომ ხმის ჩახლეჩის მკურნალობის დროს აუცილებელი პრინციპია, რომ მიმართვა მოხდეს დროულად და რადიკალური ჩარევა არ გახდეს საჭირო.

- ოპერაციის შემდეგ რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა?

- პოსტოპერაციული პერიოდი ძალიან მარტივია. ერთადერთი რეკომენდაცია არის, რომ ორი კვირის განმავლობაში პაციენტმა მაქსიმალურად უნდა დაზოგოს ხმა, რომ შეხორცების პრობლემა არ შეექმნას და სამომავლოდ ხმის პრობლემა არ ჰქონდეს.

ოპერაციის შემდეგ გამორიცხული უნდა იყოს თამბაქოს მოხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეციდივის შანსი ძალიან იზრდება. თუ საწყის ეტაპზე წანაზარდი კეთილთვისებიანი იყო, შემდეგ ის უკვე ავთვისებიან ფორმაში შეიძლება დაბრუნდეს.

- შესაძლებელია თუ არა ხმის ჩახლეჩის ოპერაციის გარეშე მკურნალობა?

ქირურგიული ჩარევა აუცილებელია, როდესაც წარმონაქმნთან გვაქვს საქმე. თუ ხმის ჩახლეჩა გამოწვეულია ანთებით ან რეფლუქსით, მაშინ მკურნალობა ხდება ადგილობრივი საშუალებებით.

- უმეტესად, რა ასაკის ადამიანებს აწუხებთ ხმის ჩახლეჩა?

სტატისტიკურად, ხორხის პათოლოგიების ასაკის ძირითადი დიაპაზონი არის 40 წლიდან 65 წლამდე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ემართებთ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსის ფონზე ან ძლიერი ყვირილის დროს მიკროსისხლჩაქცევა მოხდეს და შედეგად დაეკარგოს ხმა. ხმის ჩახლეჩის შემთხვევები საკმაოდ ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით, მამაკაცებში.

- როგორ უნდა მოვუაროთ ყელს და ხორხს, რომ ხმის პრობლემებმა არ შეგვაწუხოს?

ხორხის პრობლემების ერთ–ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი არის ნიკოტინი. სიგარეტის ცხელი ბოლი, რომელიც ხვდება სახმო იოგებზე, დაავადების პირდაპირი მაპროვოცირებელია. ამიტომ უარი უნდა ვთქვათ თამბაქოზე. ასევე, მნიშვნელოვანია ალკოჰოლის ზომიერი მიღება. მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ადგილობრივ ტრავმებს, რომელსაც იწვევს ყვირილი და უეცარი წამოყვირებები.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190