საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

2020 წლის 1 ივ­ლი­სი­დან, თი­ბი­სი იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში ერ­თვე­ბა. პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი და სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის მხარ­და­სა­ჭე­რად წა­მო­ი­წყო, იპო­თე­კუ­რი სეს­ხის წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის მაქ­სი­მუმ 4%-ის და­ფი­ნან­სე­ბას გუ­ლის­ხმობს, ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, მომ­ხმა­რე­ბელ­მა დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან ბი­ნის შე­სა­ძე­ნად იპო­თე­კუ­რი სეს­ხით მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე უნდა ისარ­გებ­ლოს. სუბ­სი­დი­ის მი­სა­ღე­ბად, გა­ნა­ცხა­დის ბოლო დღე 31 დე­კემ­ბე­რია, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­რან­ტიო კომ­პო­ნენ­ტით სარ­გებ­ლო­ბის ბოლო ვადა - 20 დე­კემ­ბე­რი. თან­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 200,000 ლა­რია, სეს­ხის და­ფარ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა კი- 240 თვე. მომ­ხმა­რე­ბელ­მა უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ხით შე­სა­ძე­ნი ქო­ნე­ბის მი­ნი­მუმ 10%-ის ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბი უნდა წა­რად­გი­ნოს. გარ­და ამი­სა, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა დას­ტურ­დე­ბო­დეს დო­კუ­მენ­ტუ­რად. პროგ­რა­მა ვრცელ­დე­ბა მხო­ლოდ სეს­ხებ­ზე ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში.

პარტნი­ორ დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ებ­ში ბი­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, თი­ბი­სის იპო­თე­კუ­რი ცენ­ტრი სტა­ტუს მომ­ხმა­რებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­სა და ფას­დაკ­ლე­ბებს სთა­ვა­ზობს.

„თი­ბი­სის­თვის სამ­შე­ნებ­ლო და დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ბან­კის ინ­ვეს­ტი­ცია აღ­ნიშ­ნულ სექ­ტო­რებ­ში მხო­ლოდ 2019 წლის ივ­ლი­სი­დან 2020 წლის ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში 721 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ამ სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას წა­ა­ხა­ლი­სებს. იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, ერთი მხრივ, და­ეხ­მა­რე­ბა მომ­ხმა­რებ­ლებს, შე­ი­ძი­ნონ სა­სურ­ვე­ლი ბინა, მე­ო­რე მხრივ კი, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. გარ­და ამი­სა, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს ბევრ სხვა ინ­დუსტრი­ას­თან აქვს გა­დაკ­ვე­თა. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ინი­ცი­ა­ტი­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წა­ა­ხა­ლი­სებს, რო­გორც დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი, ისე სხვა სექ­ტო­რე­ბის წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას და და­საქ­მე­ბას“, - ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძე, თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
0

ყველაზე ცუდი ბანკი ხალხისთვის დედამიწაზე, ჰალსტუხიანი მევახშეები, ხაზარაძე ეხლა გახდა კაი ,,ტიპი,, ? ფუუ

ილია
0

თქვენ იმას მიხედეთ, თქვენ კლიენტებს ანგარიშებიდან თანხას რომ უხსნიან და გააწამეთ ხალხი, დავხურე ანგარიში თიბისიში, მუთაქაში უფრო უსაფრთხოდ შემენახება.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი წლის განმავლობაში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი- 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.

პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

„თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ, დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და დასაქმებას“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

R

ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?

კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება