სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...
ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...

ორ­შა­ბა­თი­დან, 6 ივ­ლი­სი­დან, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-11 ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

აი, თით­ქოს მოგ­ვეხ­სნა შე­ზღუდ­ვე­ბი, თით­ქოს უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ იმას, რაც მა­ნამ­დე იყო, მაგ­რამ რა­ღაც ტკი­ვი­ლია გულ­ში, ტკი­ვი­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის გამო, ტკი­ვი­ლი და დიდი სი­ცა­რი­ე­ლე...

მსოფ­ლი­ოს უღ­მერ­თო­ბის ტკი­ვი­ლია ეს... უერ­თმა­ნე­თო­ბის... და კი­დევ იმა­ზე ფიქ­რის - რა იქ­ნე­ბა ხვალ?

ხვალ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი უნდა იყოს!

დიდი სი­კე­თის დღე­ე­ბი უნდა იყოს ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად!

ეს ტკი­ვი­ლი რომ გაქ­რეს და ეს სი­ცა­რი­ე­ლე რომ შე­ივ­სოს!

უფა­ლი შეგ­ვე­წი­ოს!

***

ყვე­ლა საყ­ვე­დურს იმის გამო, რაც არ გვაქვს, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი აქვს - უმა­დუ­რო­ბა იმი­სად­მი, რაც გვაქვს (და­ნი­ელ დეფო).

და თუ ვერ შევ­ძლებთ მად­ლი­ე­რე­ბას იმის გამო, რაც გვაქვს, არა თუ არ მოგ­ვე­ცე­მა ის, რა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დით, არა­მედ იმა­საც აუ­ცი­ლებ­ლად დავ­კარ­გავთ, რი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბაც არ გვქონ­და!

და­კარ­გვის მერე კი მოვა დიდი სი­ნა­ნუ­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გვი­ა­ნიც იყოს ამ­ქვეყ­ნი­ურ საქ­მე­თა გა­მო­სას­წო­რებ­ლად! თუმ­ცა სი­ნა­ნუ­ლი არა­სო­დეს არის გვი­ა­ნი!

და მა­ინც, და­ვა­ფა­სოთ ის, რაც გვაქვს! - ასე აჯო­ბებს!

მად­ლი­ე­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის ჩვენს ცხოვ­რე­ბას!

***

როცა ქება-დი­დე­ბას გვი­ძღვნი­ან, უნდა შევ­ძლოთ და გუ­ლი­სა და გო­ნე­ბის მიღ­მა გა­ვა­ტა­როთ ყო­ვე­ლი სი­ტყვა... თუ შეც­დი და და­ი­ჯე­რე, ნე­ბის­მი­ე­რი სუ­ლი­ე­რი სი­მაღ­ლი­დან ძირს და­ე­ნარ­ცხე­ბი... სუ­ლი­ე­რი წარ­მა­ტე­ბის სა­ზო­მი სა­კუ­თა­რი არა­რა­ო­ბის გან­ცდაა და თუკი თავი რამე გვგო­ნია, ჯერ ამ წარ­მა­ტე­ბის­გან ძა­ლი­ან შორს ვართ! ამ გან­ცდის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის თე­ო­რი­უ­ლად ცოდ­ნა არ არის საკ­მა­რი­სი - გული უნდა გვე­სე­რე­ბო­დეს სა­კუ­თა­რი და­ცე­მუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბით!

როცა ბო­რო­ტი ქება-დი­დე­ბის ენით ვე­რა­ფერს დაგ­ვაკ­ლებს, კი­დევ ერთ გან­საც­დელს გვიმ­ზა­დებს - ახლა ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ გა­ა­ხე­ლებს ადა­მი­ა­ნებს და ისი­ნი, ვინც გუ­შინ ხოტ­ბას გვას­ხამ­დნენ, სწო­რედ ისი­ნი მი­წა­ში ჩაგ­ვდე­ბენ ლან­ძღვა-გი­ნე­ბით, რო­გორც უკა­ნას­კნელ ნა­ძი­რა­ლას. ესეც ღირ­სე­უ­ლად, სიყ­ვა­რუ­ლით უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ, ისე, რომ წყე­ნა და ტკი­ვი­ლი გულ­ში არ და­ვი­ტო­ვოთ!

ძა­ლი­ან ვიწ­რო - სა­ცალ­ფე­ხოა ჩვე­ნი სა­ვა­ლი ბი­ლი­კი, ბეწ­ვის ხი­დი­ვი­თაა, ერთი თუ ფეხი და­გიც­და......

ღმერ­თო, გვას­წავ­ლე, რო­გორ ვი­ა­როთ! შეგ­ვე­წიე, უფა­ლო!

***

როცა დიდი გან­საც­დე­ლი ეწ­ვე­ვა კაცს, ისე­თი დიდი, რომ ბრძო­ლის თავი კი არა, იმის უნა­რიც აღარ აქვს, უფალს შეს­თხო­ვოს შე­წყა­ლე­ბა, ასეთ დროს მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­უჩ­ნდეს გვერ­დით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ფა­რად გა­და­ე­ფა­რე­ბა, მთელ სიმ­ძი­მეს ამ გან­საც­დე­ლი­სას თა­ვის თავ­ზე აი­ღებს, ყვე­ლა ბრძო­ლას მის მა­გივ­რად მო­ი­გე­რი­ებს, ვიდ­რე და­ცე­მუ­ლი ფეხ­ზე არ წა­მოდ­გე­ბა... ეს არის სრუ­ლი თავ­გან­წირ­ვა მოყ­ვა­სი­სათ­ვის, უან­გა­როდ, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და უფა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­წი­რავს ხოლ­მე ასეთ თავ­და­დე­ბას...

თუკი ჩვენ გვერ­დით არი­ან დიდ გან­საც­დელ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, ნუ შეგ­ვე­შინ­დე­ბა, ნუ­რა­სო­დეს ჩა­ვიქ­ნევთ ხელს და ნუ ვი­ტყვით, რომ უკვე ვე­რა­ფერს ვუშ­ვე­ლით... ჩვენ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და მი­უღ­წე­ვე­ლი ღვთის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოღონდ წრფე­ლი გული და რწმე­ნა და­ვა­ნა­ხოთ - ჩვე­ნი თავ­გან­წირ­ვა მოყ­ვა­სის­თვის - და შე­დე­გი ჩვენ­ვე გაგ­ვა­ო­ცებს...შეგ­ვე­წი­ოს უფა­ლი!

***

ის რომ მო­ვი­და და შე­მოგ­ჩივ­ლა თა­ვი­სი ტკი­ვი­ლი და გა­სა­ჭი­რი, შენ რომ თით­ქოს ვე­რაფ­რით და­ეხ­მა­რე, მაგ­რამ რომ გეტ­კი­ნა მა­სა­ვით, რომ აგევ­სო გული მას­ზე დარ­დით, გო­ნე­ბა - მის გა­სა­ჭირ­ზე ფიქ­რით, აი ეგ ფიქ­რი და დარ­დი შე­ი­წი­რა ღმერ­თმა, შენ­მა გულ­წრფელ­მა თა­ნაგ­რძნო­ბამ შეც­ვა­ლა მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა და უცებ უკუღ­მა წა­სუ­ლი საქ­მე წაღ­მა და­უტ­რი­ალ­და... მას კი ეგო­ნა, რომ ვერ და­ეხ­მა­რე, მაგ­რამ უჩი­ნო­თა და და­ფა­რულ­თა საქ­მე­ებს ჩვენ ხომ ვერ ვხე­დავთ? ჩვენ­ში ჩა­სა­ხულ სიყ­ვა­რულს, თა­ნაგ­რძნო­ბას, სი­კე­თეს ბევ­რი რა­მის შეც­ვლა შე­უძ­ლია... მთე­ლი სამ­ყა­როს შეც­ვლა... ოღონდ გვიყ­ვარ­დეს, გვჯე­რო­დეს...

***

„ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-11 ტომ­ში ესა­ია და იე­რე­მია წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა წიგ­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბებს გა­ვეც­ნო­ბით. ემ ორი ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ბევრ სა­კითხს მოჰ­ფენს ნა­თელს:

ესა­ია იყო უზო­მოდ ნი­ჭი­ე­რი მქა­და­გე­ბე­ლი. თა­ვი­სი პო­ე­ტუ­რი ნი­ჭის ძა­ლის­ხმე­ვით, ის ამ­ხი­ლებ­და მათ სი­გი­ჟეს, ვინც ეყ­რდნო­ბა ცოდ­ვის­მი­ერ ადა­მი­ა­ნურ დად­გე­ნი­ლე­ბებს და მათ იმ ადა­მი­ან­თა სიბ­რძნეს უპი­რის­პი­რებ­და, ვინც ღვთის სა­მე­ფო­საა მინ­დო­ბი­ლი. მისი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი იმ მიზ­ნით ჩა­ი­წე­რა, რომ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ეპო­ვა ადა­მი­ან­თა გუ­ლებ­ში. და თუ უკე­თურ­ნი ვერ შე­ის­მე­ნენ და გა­ი­სას­ტი­კე­ბენ თა­ვი­ანთ გუ­ლებს ღმერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ (ეს. 6.10), მა­შინ კე­თილ­მორ­წმუ­ნე­ნი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სი­ტყვებს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ში­ში­თა და ღვთის­კენ მოქ­ცე­ვით გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

სა­ეკ­ლე­სიო გარ­და­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, რო­დე­საც იე­რე­მი­ამ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა ბა­ბი­ლო­ნელ­თა შე­მოჭ­რა ეგ­ვიპ­ტე­ში და იქ მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბის ამო­ჟლე­ტა, იუ­დე­ვე­ლებ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ქვე­ბით ჩა­ქო­ლეს. იმა­ვე წელს იე­რე­მი­ას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა აღ­სრულ­და.

იე­რე­მი­ას ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვა სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა მის­მა ერ­თგულ­მა მო­წა­ფემ, ბა­რუქ წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა და მისი წმინ­და ცხე­და­რი მი­წას მი­ა­ბა­რა.

***

6 ივ­ლი­სი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, მე-11 ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...

ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...

ორშაბათიდან, 6 ივლისიდან, „ბიბლიის განმარტებების“ მე-11 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

აი, თითქოს მოგვეხსნა შეზღუდვები, თითქოს უნდა დავუბრუნდეთ ისევ იმას, რაც მანამდე იყო, მაგრამ რაღაც ტკივილია გულში, ტკივილი შეშინებული კაცობრიობის გამო, ტკივილი და დიდი სიცარიელე...

მსოფლიოს უღმერთობის ტკივილია ეს... უერთმანეთობის... და კიდევ იმაზე ფიქრის - რა იქნება ხვალ?

ხვალ დიდი სიყვარული უნდა იყოს!

დიდი სიკეთის დღეები უნდა იყოს ხვალ აუცილებლად!

ეს ტკივილი რომ გაქრეს და ეს სიცარიელე რომ შეივსოს!

უფალი შეგვეწიოს!

***

ყველა საყვედურს იმის გამო, რაც არ გვაქვს, ერთადერთი მიზეზი აქვს - უმადურობა იმისადმი, რაც გვაქვს (დანიელ დეფო).

და თუ ვერ შევძლებთ მადლიერებას იმის გამო, რაც გვაქვს, არა თუ არ მოგვეცემა ის, რაზეც ვოცნებობდით, არამედ იმასაც აუცილებლად დავკარგავთ, რისადმი მადლიერებაც არ გვქონდა!

დაკარგვის მერე კი მოვა დიდი სინანული, რომელიც შეიძლება გვიანიც იყოს ამქვეყნიურ საქმეთა გამოსასწორებლად! თუმცა სინანული არასოდეს არის გვიანი!

და მაინც, დავაფასოთ ის, რაც გვაქვს! - ასე აჯობებს!

მადლიერება რადიკალურად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას!

***

როცა ქება-დიდებას გვიძღვნიან, უნდა შევძლოთ და გულისა და გონების მიღმა გავატაროთ ყოველი სიტყვა... თუ შეცდი და დაიჯერე, ნებისმიერი სულიერი სიმაღლიდან ძირს დაენარცხები... სულიერი წარმატების საზომი საკუთარი არარაობის განცდაა და თუკი თავი რამე გვგონია, ჯერ ამ წარმატებისგან ძალიან შორს ვართ! ამ განცდის აუცილებლობის თეორიულად ცოდნა არ არის საკმარისი - გული უნდა გვესერებოდეს საკუთარი დაცემულობის შეგრძნებით!

როცა ბოროტი ქება-დიდების ენით ვერაფერს დაგვაკლებს, კიდევ ერთ განსაცდელს გვიმზადებს - ახლა ჩვენ წინააღმდეგ გაახელებს ადამიანებს და ისინი, ვინც გუშინ ხოტბას გვასხამდნენ, სწორედ ისინი მიწაში ჩაგვდებენ ლანძღვა-გინებით, როგორც უკანასკნელ ნაძირალას. ესეც ღირსეულად, სიყვარულით უნდა გადავიტანოთ, ისე, რომ წყენა და ტკივილი გულში არ დავიტოვოთ!

ძალიან ვიწრო - საცალფეხოა ჩვენი სავალი ბილიკი, ბეწვის ხიდივითაა, ერთი თუ ფეხი დაგიცდა......

ღმერთო, გვასწავლე, როგორ ვიაროთ! შეგვეწიე, უფალო!

***

როცა დიდი განსაცდელი ეწვევა კაცს, ისეთი დიდი, რომ ბრძოლის თავი კი არა, იმის უნარიც აღარ აქვს, უფალს შესთხოვოს შეწყალება, ასეთ დროს მას აუცილებლად უნდა გამოუჩნდეს გვერდით ადამიანი, რომელიც ფარად გადაეფარება, მთელ სიმძიმეს ამ განსაცდელისას თავის თავზე აიღებს, ყველა ბრძოლას მის მაგივრად მოიგერიებს, ვიდრე დაცემული ფეხზე არ წამოდგება... ეს არის სრული თავგანწირვა მოყვასისათვის, უანგაროდ, დიდი სიყვარულით და უფალი აუცილებლად შეიწირავს ხოლმე ასეთ თავდადებას...

თუკი ჩვენ გვერდით არიან დიდ განსაცდელში მყოფი ადამიანები, ნუ შეგვეშინდება, ნურასოდეს ჩავიქნევთ ხელს და ნუ ვიტყვით, რომ უკვე ვერაფერს ვუშველით... ჩვენთვის წარმოუდგენელი და მიუღწეველი ღვთისთვის შესაძლებელია, ოღონდ წრფელი გული და რწმენა დავანახოთ - ჩვენი თავგანწირვა მოყვასისთვის - და შედეგი ჩვენვე გაგვაოცებს...შეგვეწიოს უფალი!

***

ის რომ მოვიდა და შემოგჩივლა თავისი ტკივილი და გასაჭირი, შენ რომ თითქოს ვერაფრით დაეხმარე, მაგრამ რომ გეტკინა მასავით, რომ აგევსო გული მასზე დარდით, გონება - მის გასაჭირზე ფიქრით, აი ეგ ფიქრი და დარდი შეიწირა ღმერთმა, შენმა გულწრფელმა თანაგრძნობამ შეცვალა მის გარშემო არსებული რეალობა და უცებ უკუღმა წასული საქმე წაღმა დაუტრიალდა... მას კი ეგონა, რომ ვერ დაეხმარე, მაგრამ უჩინოთა და დაფარულთა საქმეებს ჩვენ ხომ ვერ ვხედავთ? ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...

***

„ბიბლიის განმარტებების“ მე-11 ტომში ესაია და იერემია წინასწარმეტყველთა წიგნების განმარტებებს გავეცნობით. ემ ორი ეპოქალური მნიშვნელობის ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ჩვენთვის საინტერესო ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს:

ესაია იყო უზომოდ ნიჭიერი მქადაგებელი. თავისი პოეტური ნიჭის ძალისხმევით, ის ამხილებდა მათ სიგიჟეს, ვინც ეყრდნობა ცოდვისმიერ ადამიანურ დადგენილებებს და მათ იმ ადამიანთა სიბრძნეს უპირისპირებდა, ვინც ღვთის სამეფოსაა მინდობილი. მისი წინასწარმეტყველებები იმ მიზნით ჩაიწერა, რომ გამოხმაურება ეპოვა ადამიანთა გულებში. და თუ უკეთურნი ვერ შეისმენენ და გაისასტიკებენ თავიანთ გულებს ღმერთის წინააღმდეგ (ეს. 6.10), მაშინ კეთილმორწმუნენი წინასწარმეტყველის სიტყვებს მოკრძალებული შიშითა და ღვთისკენ მოქცევით გამოეხმაურებიან.

საეკლესიო გარდამოცემის თანახმად, როდესაც იერემიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონელთა შემოჭრა ეგვიპტეში და იქ მცხოვრები ებრაელების ამოჟლეტა, იუდეველებმა წინასწარმეტყველი ქვებით ჩაქოლეს. იმავე წელს იერემიას წინასწარმეტყველება აღსრულდა.

იერემიას ქვებით ჩაქოლვა საკუთარი თვალით იხილა მისმა ერთგულმა მოწაფემ, ბარუქ წინასწარმეტყველმა და მისი წმინდა ცხედარი მიწას მიაბარა.

***

6 ივლისიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-11 ტომი! არ გამოგრჩეთ!

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ

რა არის "ფენიქსი" - პირველი ქართული ინტერაქციული წიგნი

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის