სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი
"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი ერთ-ერთი პი­რის, და­ზა­რა­ლე­ბულ ვახო ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ხი­დი­დან გაქ­ცე­ულ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე პირი მის­დევ­და. თუმ­ცა, რო­გორც მისი ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის ამოც­ნო­ბა მას არ შე­უძ­ლია.

„ინეტრპრეს­ნი­უს­მა“ ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვა, რო­მელ­შიც ახვლე­დი­ა­ნი და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტსა და შემ­დეგ უკვე, ხიდ­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს. რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, იუ­ბი­ლა­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ის მე­გობ­რებ­თან - გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს­თან და დი­ჯეი კოკო ღიბ­რა­ძეს­თან ერ­თად წა­ვი­და.

"ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ანა გა­ბე­ჩა­ვამ მე და ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი - გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე დაგვპა­ტი­ჟა 2020 წლის 18 ივ­ნისს, თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ანამ გვი­თხრა, რომ ის და­ბა­დე­ბის დღის სუფ­რას იხ­დი­და ქა­ლაქ მცხე­თა­ში მდე­ბა­რე „ლი­დერ­ფუ­დის“ მა­ღა­ზი­ის უკან მდე­ბა­რე კაფე-ბარ­ში. ანას ჩვენ დავ­თან­ხმდით. 2020 წლის 18 ივ­ნისს მე, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე შე­ვიკ­რი­ბეთ ჩემი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში, სა­ი­და­ნაც ჩვენ სა­მი­ვე­ნი ტაქ­სით წა­ვე­დით ანას და­ბა­დე­ბის დღის სუფ­რა­ზე - ქა­ლაქ მცხე­თა­ში მდე­ბა­რე "ლი­დერ­ფუ­დის" მა­ღა­ზი­ის უკან მდე­ბა­რე კაფე-ბარ­ში... რომ მი­ვე­დით, უკვე იყო შე­ბინ­დე­ბუ­ლი, ზუს­ტი სა­ა­თი არ მახ­სოვს. სუფ­რა­ზე რომ მი­ვე­დით, ჩვენ იქ დაგ­ვხვდნენ ანა გა­ბე­ჩა­ვა და მისი მე­გო­ბა­რი გოგო-ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­საც მე არ ვიც­ნობ­დი. სუფ­რა­ზე ვიქ­ნე­ბო­დით და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ადა­მი­ა­ნი. სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას მე იქ გა­ვი­ცა­ნი ანა გა­ბე­ჩა­ვას მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

ჩვენ ცოტა დავ­ლი­ეთ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი და თან ვცეკ­ვავ­დით და ვერ­თო­ბო­დით. სუფ­რის მსვლე­ლო­ბი­სას იქ მყოფ ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­და ჩხუ­ბი, ოღონდ თუ რაზე მოხ­და მათ შო­რის ჩხუ­ბი და ვის და ვის შო­რის მოხ­და ჩხუ­ბი, მე არ ვიცი, რად­გან რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, მე იქ მყოფ­თა­გან ვიც­ნობ­დი მხო­ლოდ ჩემ მე­გობ­რებს - გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს, კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძეს, ანა გა­ბე­ჩა­ვას და იქ სუფ­რა­ზე გა­ვი­ცა­ნი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. ჩხუ­ბი და გა­წევ-გა­მო­წე­ვა მე შევ­ნიშ­ნე კაფე-ბა­რის გა­რეთ ეზო­ში, რო­დე­საც შემ­თხვე­ვით გა­მო­ვე­დი გა­რეთ, ეზო­ში. ჩხუ­ბი შიგ­ნით კაფე-ბარ­ში არ ყო­ფი­ლა.

ამის შემ­დეგ ჩხუ­ბი მა­ლე­ვე შე­წყდა და ყვე­ლა­ნი ჩაჯ­დნენ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში და და­ი­შალ­ნენ. ჩხუბ­ში ან მო­ჩხუ­ბარ­თა გაშ­ვე­ლე­ბა­ში მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, რად­გან იმ ად­გილ­ზე ბნე­ლო­და, მე არ და­მი­ნა­ხავს სა­ხე­ზე, თუ ვინ ჩხუ­ბობ­და ერ­თმა­ნეთ­ში და ვინ იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გაშ­ვე­ლე­ბა­ში, არც ის და­მი­ნა­ხავს, ვინ­მეს ჰქონ­და თუ არა ჩხუ­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­შვი­დებ­დი ანა გა­ბე­ჩა­ვას და მის მე­გო­ბარ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ იქ სუფ­რა­ზე, რის შემ­დე­გაც ზო­გი­ერ­თი გოგო შე­ვი­და შიგ­ნით კაფე-ბარ­ში, ხოლო ზო­გი­ერ­თი იყო გა­რეთ ეზო­ში. ამა­სო­ბა­ში, გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წუთი, ამის შემ­დეგ ად­გილ­ზე დავ­რჩით მე, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე, სხვა ბი­ჭე­ბი მე იქ არ მი­ნა­ხავს.

მე, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძემ და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძემ გა­დავ­წყვი­ტეთ, წავ­სუ­ლი­ყა­ვით სახ­ლში და ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე სა­ნამ გა­მო­ვი­დო­დით, „ლი­დერ­ფუდ­თან“ არ­სე­ბულ კი­ბე­ებ­თან შევ­ნიშ­ნეთ სამი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და ანა გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღის სუფ­რა­ზე. ამ სამი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭი­დან ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. მათ არა­ნა­ი­რი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი არ ემ­ჩნე­ო­დათ. ჩვენ ექ­ვსი­ვე ერ­თად გა­და­ვე­დით მცხე­თა-თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე­ო­რე მხა­რეს, ანუ თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით და დავ­ყე­ვით გზას ფე­ხით თბი­ლი­სის­კენ და თან ხელს ვუქ­ნევ­დით ავ­ტო­მან­ქა­ნებს, რომ ვინ­მეს გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა ჩვენ­თვის და წა­ვეყ­ვა­ნეთ ქა­ლაქ თბი­ლის­ში, თუმ­ცა, ავ­ტო­მან­ქა­ნა არა­ვინ გაგ­ვი­ჩე­რა.

რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ მდი­ნა­რე არაგ­ვის ხიდ­ზე გა­და­ვე­დით თუ არა, უკა­ნა მხრი­დან დაგ­ვე­წია მო­თეთ­რო-მო­ვერ­ცხლის­ფრო ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლის მარ­კა, სე­რია და ნო­მე­რი არ მახ­სოვს. ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩერ­და და­ახ­ლო­ე­ბით, 10-15 მეტ­რით წინ მი­მა­ვალ ჩემ მე­გობ­რებ­თან, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს­თან და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძეს­თან.

ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­მაც ცემა და­უ­წყეს გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძეს, რის შემ­დე­გაც ერთ-ერთი გა­მო­იქ­ცა ჩემ­კენ

უკან გა­მოყ­ვნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც და რო­გორც კი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან, პირ­ველ­მა, რო­მე­ლიც გა­მო­იქ­ცა ჩემ­სკენ და მო­ვი­და ჩემ­თან, და­მარ­ტყა ხელი სა­ხე­ში და მი­ვი­ღე და­ზი­ა­ნე­ბა ცხვი­რის მი­და­მო­ში და ვიგ­რძე­ნი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, რის შემ­დე­გაც მე და­ვი­ნა­ხე, რომ სხვე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­სკენ ჩემ სა­ცე­მად, რის გა­მოც მე და ჩემ გვერ­დით მყო­ფი კი­დევ 3 ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გა­ვი­ქე­ცით უკან, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რამ­დე­ნი­მე მეტ­რი რომ გა­ვი­ქე­ცით, მდევ­რე­ბიც გა­ჩერ­დნენ, გატ­რი­ალ­დნენ უკან, ჩას­ხდნენ თა­ვი­ანთ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­ვიდ­ნენ. ამის შემ­დეგ ჩვენ ისევ გა­ვაგ­რძე­ლეთ ყვე­ლამ ერ­თად გზა ქა­ლაქ თბი­ლი­სის­კენ, ანუ მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძემ და კი­დევ იმ სამ­მა ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ანა გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღე­ზე და რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, ხოლო კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე ამ დროს იქ არ და­მი­ნა­ხავს. მე უნდა მე­კი­თხა გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძის­თვის, კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე სად არის-მეთ­ქი, რა დრო­საც იმა­ვე ხიდ­ზე რო­გორც კი გა­და­ვე­დით, ჩვენ უკა­ნა მხრი­დან დაგ­ვე­წია ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლის ფერი, სე­რია და ნო­მე­რი არ მახ­სოვს, რად­გან ვი­ყა­ვი შე­ში­ნე­ბუ­ლი. აშ­კა­რად იყო სხვა ავ­ტო­მან­ქა­ნა. ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩერ­და ჩვენ­თან და რო­გორც კი გა­ი­ღო ავ­ტო­მან­ქა­ნის კა­რე­ბი და ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან იქ მჯდომ­მა პი­რებ­მა და­ა­პი­რეს გად­მოს­ვლა, ჩვენ ყვე­ლა ერ­თად მოვტრი­ალ­დით უკან და გა­ვი­ქე­ცით ქა­ლაქ მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ისი­ნი, ვინც ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვიდ­ნენ, მოგ­ვსდევ­დნენ უკან და გვე­ძახ­დნენ - გა­ჩერ­დით, სად გარ­ბი­ხარ­თო და გვა­გი­ნებ­დნენ.

ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ხიდ­ზე გა­დავკვე­თეთ გზა, გა­და­ვე­დით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე­ო­რე მხა­რეს და გავ­რბო­დით. მე ხიდ­ზე რო­გორც კი გა­და­ვე­დი, იქვე ჩა­ვუხ­ვიე დაბ­ლა და რო­გორც კი ჩა­ვუხ­ვიე, ეგ­რე­ვე ვნა­ხე იქვე არ­სე­ბუ­ლი ბუჩ­ქე­ბი და ჯა­გე­ბი და გა­ვი­ქე­ცი იქით­კენ და და­ვი­მა­ლე აღ­ნიშ­ნულ ბუჩ­ქებ­ში, ხოლო სხვე­ბი თუ საით და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცნენ, არ ვიცი, რად­გან იყო ღამე. მე სა­ნამ ჩა­ვუხ­ვევ­დი ბუჩ­ქე­ბის­კენ, და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემ წინ მირ­ბო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მე რომ ჩა­ვუხ­ვიე ბუჩ­ქე­ბის­კენ, ისი­ნი, ვინც მოგ­ვსდევ­დნენ, გა­ე­კიდ­ნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და შემ­დეგ, თუ ვინ საით გა­იქ­ცა, არ და­მი­ნა­ხავს.

მე ჩუ­მად ვი­ჯე­ქი და ვი­მა­ლე­ბო­დი ბუჩ­ქებ­ში, რა დრო­საც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მხრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუთი მეს­მო­და ძა­ხი­ლის ხმა - „სად გა­ი­ქე­ცით, გა­მო­დი­თო“ და თა­ნაც გვა­გი­ნებ­დნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თის შემ­დეგ, ძა­ხი­ლის ხმა შე­წყდა, თუმ­ცა, მე მა­ინც არ გა­მოვ­სულ­ვარ ბუჩ­ქე­ბი­დან, სა­დაც ვი­მა­ლე­ბო­დი და­ახ­ლო­ე­ბით, 35-40 წუთი. ბო­ლოს, როცა დავ­რწმუნ­დი, რომ საფრ­თხემ ჩა­ი­ა­რა, მე გა­მო­ვე­დი ბუჩ­ქე­ბი­დან და გა­მო­ვე­დი ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე. გზა­ზე რომ გა­მო­ვე­დი, მე და­ვუ­რე­კე ჩემი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ჩემს მე­გო­ბარ გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე, რომ­ლის სიმ ბა­რა­თის ნო­მე­რი არ მახ­სოვს და ვკი­თხე, სად მი­დი­ხარ-მეთ­ქი, რა დრო­საც გი­ორ­გი იქვე სა­ი­დან­ღაც ბუჩ­ქე­ბი­დან გა­მო­ვი­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ხოლო ის სამი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, თუ სად წა­ვიდ­ნენ და სად იყ­ვნენ, არ ვიცი, რად­გა­ნაც ისი­ნი იმ დროს უკვე იქ არ ყო­ფი­ლან.

ამის შემ­დეგ მე და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გო­ბარ ლუკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლის, რომ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი არ მახ­სოვს და ვთხო­ვე, მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან და წა­ვეყ­ვა­ნე სახ­ლში. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩვენ­თან მო­ვი­და ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი კახა, რომ­ლის გვა­რი არ ვიცი, თა­ვი­სი ავ­ტო­მან­ქა­ნით, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ ლუ­კამ გა­მოგ­ვგზავ­ნა თქვენ­თა­ნო, რის შემ­დე­გაც ჩვენ, ანუ მე და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე ჩავ­ჯე­ქით კა­ხას ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­ვე­დით სახ­ლში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად ვახო ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე"

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vika
7

რამდენჯერ ამ ბავშვის სურათს დავინახავ ცრემლებს ცერ ციკავებ... საოცრად საშინელი ამბავია...ოღონ ეს საქმე არ გაიყიდოს...არადა ასეთი პირი უჩანს...ბიძა გაიტანეთ...

nino
4

მთელმა საქართველომ იცის ვინ მისდევდათ და ახვლედიანმა არ იცის???????????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი პირის, დაზარალებულ ვახო ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ხიდიდან გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს რამდენიმე პირი მისდევდა. თუმცა, როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, აღნიშნული პირების ამოცნობა მას არ შეუძლია.

„ინეტრპრესნიუსმა“ ახვლედიანის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც ახვლედიანი დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტსა და შემდეგ უკვე, ხიდთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, იუბილარის დაბადების დღეზე ის მეგობრებთან - გიორგი ქათამაძესთან და დიჯეი კოკო ღიბრაძესთან ერთად წავიდა.

"ჩემმა მეგობარმა, ანა გაბეჩავამ მე და ჩვენი საერთო მეგობრები - გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე დაგვპატიჟა 2020 წლის 18 ივნისს, თავის დაბადების დღეზე. ანამ გვითხრა, რომ ის დაბადების დღის სუფრას იხდიდა ქალაქ მცხეთაში მდებარე „ლიდერფუდის“ მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში. ანას ჩვენ დავთანხმდით. 2020 წლის 18 ივნისს მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე შევიკრიბეთ ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდანაც ჩვენ სამივენი ტაქსით წავედით ანას დაბადების დღის სუფრაზე - ქალაქ მცხეთაში მდებარე "ლიდერფუდის" მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში... რომ მივედით, უკვე იყო შებინდებული, ზუსტი საათი არ მახსოვს. სუფრაზე რომ მივედით, ჩვენ იქ დაგვხვდნენ ანა გაბეჩავა და მისი მეგობარი გოგო-ბიჭები, რომლებსაც მე არ ვიცნობდი. სუფრაზე ვიქნებოდით დაახლოებით, 30 ადამიანი. სუფრაზე ყოფნისას მე იქ გავიცანი ანა გაბეჩავას მეგობარი გიორგი შაქარაშვილი.

ჩვენ ცოტა დავლიეთ ალკოჰოლური სასმელი და თან ვცეკვავდით და ვერთობოდით. სუფრის მსვლელობისას იქ მყოფ ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი, ოღონდ თუ რაზე მოხდა მათ შორის ჩხუბი და ვის და ვის შორის მოხდა ჩხუბი, მე არ ვიცი, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, მე იქ მყოფთაგან ვიცნობდი მხოლოდ ჩემ მეგობრებს - გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ანა გაბეჩავას და იქ სუფრაზე გავიცანი გიორგი შაქარაშვილი. ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მე შევნიშნე კაფე-ბარის გარეთ ეზოში, როდესაც შემთხვევით გამოვედი გარეთ, ეზოში. ჩხუბი შიგნით კაფე-ბარში არ ყოფილა.

ამის შემდეგ ჩხუბი მალევე შეწყდა და ყველანი ჩაჯდნენ ავტომანქანებში და დაიშალნენ. ჩხუბში ან მოჩხუბართა გაშველებაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან იმ ადგილზე ბნელოდა, მე არ დამინახავს სახეზე, თუ ვინ ჩხუბობდა ერთმანეთში და ვინ იღებდა მონაწილეობას გაშველებაში, არც ის დამინახავს, ვინმეს ჰქონდა თუ არა ჩხუბის შედეგად დაზიანება მიღებული. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვამშვიდებდი ანა გაბეჩავას და მის მეგობარ გოგონებს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ იქ სუფრაზე, რის შემდეგაც ზოგიერთი გოგო შევიდა შიგნით კაფე-ბარში, ხოლო ზოგიერთი იყო გარეთ ეზოში. ამასობაში, გავიდა რამდენიმე წუთი, ამის შემდეგ ადგილზე დავრჩით მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე, სხვა ბიჭები მე იქ არ მინახავს.

მე, გიორგი ქათამაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით სახლში და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სანამ გამოვიდოდით, „ლიდერფუდთან“ არსებულ კიბეებთან შევნიშნეთ სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ანა გაბეჩავას დაბადების დღის სუფრაზე. ამ სამი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი. მათ არანაირი სახის დაზიანების კვალი არ ემჩნეოდათ. ჩვენ ექვსივე ერთად გადავედით მცხეთა-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ანუ თბილისის მიმართულებით და დავყევით გზას ფეხით თბილისისკენ და თან ხელს ვუქნევდით ავტომანქანებს, რომ ვინმეს გაეჩერებინა ჩვენთვის და წავეყვანეთ ქალაქ თბილისში, თუმცა, ავტომანქანა არავინ გაგვიჩერა.

რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მიმართულებით ჩვენ მდინარე არაგვის ხიდზე გადავედით თუ არა, უკანა მხრიდან დაგვეწია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ავტომანქანა, რომლის მარკა, სერია და ნომერი არ მახსოვს. ავტომანქანა გაჩერდა დაახლოებით, 10-15 მეტრით წინ მიმავალ ჩემ მეგობრებთან, გიორგი ქათამაძესთან და კონსტანტინე ღიბრაძესთან.

ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ

უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, პირველმა, რომელიც გამოიქცა ჩემსკენ და მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემსკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემ გვერდით მყოფი კიდევ 3 ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მცხეთის მიმართულებით.

რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩასხდნენ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ისევ გავაგრძელეთ ყველამ ერთად გზა ქალაქ თბილისისკენ, ანუ მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი ქათამაძემ და კიდევ იმ სამმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე და რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, ხოლო კონსტანტინე ღიბრაძე ამ დროს იქ არ დამინახავს. მე უნდა მეკითხა გიორგი ქათამაძისთვის, კონსტანტინე ღიბრაძე სად არის-მეთქი, რა დროსაც იმავე ხიდზე როგორც კი გადავედით, ჩვენ უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომანქანა, რომლის ფერი, სერია და ნომერი არ მახსოვს, რადგან ვიყავი შეშინებული. აშკარად იყო სხვა ავტომანქანა. ავტომანქანა გაჩერდა ჩვენთან და როგორც კი გაიღო ავტომანქანის კარები და ავტომანქანიდან იქ მჯდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით.

ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ - გაჩერდით, სად გარბიხართო და გვაგინებდნენ.

ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგან იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილის და შემდეგ, თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს.

მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით, 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა - „სად გაიქეცით, გამოდითო“ და თანაც გვაგინებდნენ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ძახილის ხმა შეწყდა, თუმცა, მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი დაახლოებით, 35-40 წუთი. ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ საფრთხემ ჩაიარა, მე გამოვედი ბუჩქებიდან და გამოვედი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზაზე რომ გამოვედი, მე დავურეკე ჩემი მობილური ტელეფონიდან ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს მობილურ ტელეფონზე, რომლის სიმ ბარათის ნომერი არ მახსოვს და ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, რა დროსაც გიორგი იქვე საიდანღაც ბუჩქებიდან გამოვიდა საავტომობილო გზაზე, ხოლო ის სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, თუ სად წავიდნენ და სად იყვნენ, არ ვიცი, რადგანაც ისინი იმ დროს უკვე იქ არ ყოფილან.

ამის შემდეგ მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილის, რომლის ტელეფონის ნომერი არ მახსოვს და ვთხოვე, მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანე სახლში. რამდენიმე წუთში ჩვენთან მოვიდა ჩვენი მეზობელი კახა, რომლის გვარი არ ვიცი, თავისი ავტომანქანით, რომელმაც გვითხრა, რომ ლუკამ გამოგვგზავნა თქვენთანო, რის შემდეგაც ჩვენ, ანუ მე და გიორგი ქათამაძე ჩავჯექით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში...წაიკითხეთ სრულად ვახო ახვლედიანის ჩვენება "ინტერპრესნიუსზე"

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს

"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, შერჩევაში ვეხმარებოდი... წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის ახლობელი?

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა - გარდაცვლილის მამა დაზარალებულად ცნეს