სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია სურსათის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც თანხის სანაცვლოდ კაფე-ბარის მფლობელს დაპირდა, რომ ობიექტს არ შეუმოწმებდა
დაკავებულია სურსათის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც თანხის სანაცვლოდ კაფე-ბარის მფლობელს დაპირდა, რომ ობიექტს არ შეუმოწმებდა

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ - სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, სსიპ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, უკა­ნო­ნო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, და­უ­კავ­შირ­და თბი­ლის­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი კაფე-ბა­რის მფლო­ბელს, რო­მელ­საც და­პირ­და სამ­სა­ხუ­რებ­რივ მფარ­ვე­ლო­ბას, რაც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ სა­ა­გენ­ტო არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და ობი­ექ­ტის შე­მოწ­მე­ბას, ხოლო, შე­მოწ­მე­ბის და­გეგ­მვის შემ­თხვე­ვა­ში იგი წი­ნას­წარ მო­ახ­დენ­და მე­წარ­მის ინ­ფორ­მი­რე­ბას.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვით, ბრალ­დე­ბულ­მა, კაფე-ბა­რის მფლო­ბელს წი­ნას­წარ მოს­თხო­ვა და გა­მო­არ­თვა 10 000 ლარი, რა დრო­საც მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით," - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დაკავებულია სურსათის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც თანხის სანაცვლოდ კაფე-ბარის მფლობელს დაპირდა, რომ ობიექტს არ შეუმოწმებდა

დაკავებულია სურსათის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც თანხის სანაცვლოდ კაფე-ბარის მფლობელს დაპირდა, რომ ობიექტს არ შეუმოწმებდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა თბილისში განთავსებული ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა სამსახურებრივ მფარველობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის შემოწმებას, ხოლო, შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში იგი წინასწარ მოახდენდა მეწარმის ინფორმირებას.

"აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატიმრების წამებაში ბრალდებული ციხის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება 7-წლიანი ძებნის შემდეგ განხორციელდება

"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს, გამომძიებლებმა რამდენიმე ნივთი ამოიღეს - "კურიერი" ახალ ფოტოებს ავრცელებს