მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამდვილი სუში" თბილისში - Sushi Room-ის წარმატების ისტორია
"ნამდვილი სუში" თბილისში - Sushi Room-ის წარმატების ისტორია

ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დია. სუ­შის ამ­ზა­დე­ბენ და უყ­ვართ მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. ბოლო წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც უამ­რა­ვი ია­პო­ნუ­რი რეს­ტო­რა­ნი გა­იხ­სნა, რა­მაც ქარ­თველ გურ­მა­ნებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა და­ა­გე­მოვ­ნონ ამო­მა­ვა­ლი მზის ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და გა­ეც­ნონ მის კულ­ტუ­რას.

ით­ვლე­ბა, რომ ია­პო­ნი­ის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად სუ­შის ამე­რი­კა­სა და გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში ამ­ზა­დე­ბენ. ამე­რი­კა­ში შე­იქ­მნა პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­ლე­ბი სა­ხელ­წო­დე­ბით „კა­ლი­ფორ­ნია“ და „ფი­ლა­დელ­ფია“, ხოლო ჰამ­ბურ­გი ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს უამ­რავ პრო­ფე­სი­ო­ნალს უყ­რის თავს.

სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში რვა წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და სუ­შის რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა გი­ორ­გი და­ნი­ე­ლი­ძემ თბი­ლის­ში რეს­ტო­რა­ნი Sushi Room გა­ეხ­სნა და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი სუში შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა.

ქარ­თვე­ლი შეფი კუ­ლი­ნა­რი­ის რთულ ხე­ლოვ­ნე­ბას ია­პო­ნელ პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­უ­ლებ­თან ეუფ­ლე­ბო­და. ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს სიყ­ვა­რულ­მა კი სა­კუ­თა­რი რეს­ტორ­ნის გახ­სნის იდეა შთა­ა­გო­ნა, რო­მე­ლიც ჯერ გერ­მა­ნი­ა­ში, ხოლო შემ­დეგ, "სუში რუ­მის" სა­ხით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ი­წყო.

და­ნი­ე­ლი­ძე რეს­ტორ­ნის გახ­სნის დღი­დან, ინო­ვა­ცი­ებს ნერ­გავს - Sushi Room-ის სამ­ზა­რე­უ­ლო დღემ­დე გა­ნახ­ლე­ბის მუდ­მივ პრო­ცეს­შია.

"სუ­შის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია მუდ­მივ ევო­ლუ­ცი­ის პრო­ცეს­შია. „სუში რუ­მის” მზა­რე­უ­ლე­ბი ახა­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის და­ნერგვას­თან ერ­თად, მომ­ზა­დე­ბის ახ­ლე­ბურ მე­თო­დებ­საც იყე­ნე­ბენ, თუმ­ცა მუ­დამ ინარ­ჩუ­ნე­ბენ ია­პო­ნურ ეს­თე­ტი­კა­სა და დახ­ვე­წი­ლო­ბას.

ჩვენ­თან თი­თო­ე­უ­ლი კერ­ძი შთა­გო­ნე­ბით მზად­დე­ბა, იმ შთა­გო­ნე­ბით რო­მე­ლიც ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა. კერ­ძის შე­მად­გე­ნე­ლი ცალ­კე­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით ირ­ჩე­ვა და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი­საა. გუ­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის ვი­ზუ­ა­ლი ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყმის მათ გე­მოს. ასე მზად­დე­ბა ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი სუში“ - გვი­ამ­ბობს შეფი გი­ორ­გი და­ნი­ე­ლი­ძე.

"სუში რუმ­ში" გან­სა­კუთ­რე­ბულ მას­პინ­ძლო­ბას­თან ერ­თად, სტუმ­რებს ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს 150-მდე კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ: სა­ში­მი, ნი­გი­რი, ტე­მა­კი, წვნი­ა­ნე­ბი, გუნ­კა­ნი, რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი ისე არატ­რა­დი­ცი­უ­ლი (ძი­რი­თა­დად ამე­რი­კუ­ლი) რო­ლე­ბი... დღეს­დღე­ო­ბით სუ­შის მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი კა­ტე­გო­რი­ე­ბი შემ­დე­გია:

მაკი (maki) - მაკი „სუ­შის რო­ლია“. ჩვე­უ­ლებ­რივ, ორი ამ სამი ტი­პის თევზს, ბრინჯს, ბოსტნე­ულს ან ზღვის პრო­დუქ­ტებს მო­ი­ცავს, გახ­ვე­უ­ლია ნო­რი­ში (გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წყალმცე­ნა­რე­ე­ბის ფირ­ფი­ტა) და იჭ­რე­ბა მცი­რე ნაჭ­რე­ბად.

ტე­მა­კი (temaki) - ტე­მა­კი კო­ნუ­სის ფორ­მის ნო­რი­ში გახ­ვე­უ­ლი სუ­შია, რო­მე­ლიც ბრინ­ჯის, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ბოსტნე­უ­ლის­გან შედ­გე­ბა.

სა­ში­მი (sashimi) - მზად­დე­ბა უმი თევ­ზის­გან. უმე­ტე­სად წი­თე­ლი ორა­გუ­ლის ხორ­ცის­გან, ხში­რად იყე­ნე­ბენ თი­ნუს­საც, უმა­ტე­ბენ ცო­ტა­ო­დენ ზღვის მა­რილს და ავ­ლე­ბენ სო­ი­ოს სა­წე­ბელ­ში. იჭ­რე­ბა მოგ­რძო ბრტყელ ნაჭ­რე­ბად. მი­ირ­თმე­ვენ ბრინ­ჯის გა­რე­შე.

გუნ­კა­ნი (gunkan) - გუნ­კა­ნი ნო­რი­ში გახ­ვე­ულ ბრინ­ჯის, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის და მფრი­ნა­ვი თევ­ზის ქვი­რი­თის­გან მზად­დე­ბა. ია­პო­ნუ­რად სი­ტყვა გუნ­კა­ნი „საბ­რძო­ლო ნავს“ ნიშ­ნავს. კერძსაც თით­ქოს ნა­ვის ფორ­მა აქვს.

ნი­გი­რი (nigiri) - ის ვა­სა­ბით შე­ზა­ვე­ბულ ბრინ­ჯის ბურთზე მო­თავ­სე­ბუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი უმი თევ­ზის ნაჭ­რის ან ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა.

ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხა­ვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში აგე­მოვ­ნე­ბენ სუ­შის, კარ­გად იცი­ან, რომ ია­პო­ნურ რეს­ტორ­ნებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია კონ­ვე­ი­რი, რო­მე­ლიც ბა­რის გარ­შე­მო მოძ­რა­ობს, ზო­გავს სერ­ვი­რე­ბის დროს და შეკ­ვე­თის მო­ლო­დინს ახა­ლი­სებს. ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა თბი­ლი­სის Sushi Room-შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"კონ­ვე­ი­რი - სუ­შის მა­ტა­რე­ბე­ლი, იგი­ვე სუ­შის მოძ­რა­ვი დახ­ლი - ეს ინო­ვა­ცი­აც ჩვენ დავ­ნერ­გეთ პირ­ვე­ლებ­მა არა მარ­ტო თბი­ლის­ში, არა­მედ მთელს ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. მისი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ შე­მო­სულ სტუ­მარს აღარ უწევს ლო­დი­ნი სუ­შის მომ­ზა­დე­ბა­ზე. ასე­ვე სერ­ვი­რე­ბა­საც თვი­თონ კონ­ვე­ი­რი ახ­დენს და ამ­დე­ნად, სერ­ვი­რე­ბის დროც იზო­გე­ბა… და ბო­ლოს, კონ­ვე­ირ­თან ჯდო­მა სა­ხა­ლი­სოა, რად­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია" - გვიხ­სნის გი­ორ­გი და­ნი­ე­ლი­ძე.

რო­გორც Sushi Room-ში გან­მარ­ტა­ვენ, ერ­თა­დერ­თი არი­ან თბი­ლის­ში, რო­მელ­თაც პრო­დუქ­ცია თა­ვად შე­მო­აქვთ ევ­რო­პი­დან და 100%-ით პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან კერ­ძე­ბის ხა­რისხზე.

"სუში რუ­მის სლო­გა­ნია "ნამ­დვი­ლი სუში", რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვას, და­მუ­შა­ვე­ბას და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის პრე­მი­უმ ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბას.

აქ გვაქვს ევ­რო­პუ­ლი ნო­უ­ჰაუ და ევ­როს­ტან­დარ­ტის სრუ­ლი დაც­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­გორც სამ­ზა­დი­სი, ასე­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბა. "სუში რუმ­მა" "ტრი­პედ­ვა­ი­ზერ­ზე", "გუ­გლ­სა" და "ფე­ის­ბუქ­ზე" ძა­ლი­ან კარ­გი რე­ი­ტინ­გი და­იმ­სა­ხუ­რა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან. ამ ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი კმა­ყო­ფი­ლი სტუმ­რე­ბი ხდი­ან შე­საძ­ლე­ბელს“ - ამ­ბო­ბენ Sushi Room-ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა მხო­ლოდ პრო­დუქ­ცი­ის ევ­რო­პი­დან შე­მო­ტა­ნით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, Sushi Room-ის მოწ­ვე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რობს კონ­სულ­ტან­ტი, ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ია­პო­ნე­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი, კაზ ოკო­ჩი, რო­მე­ლიც ატა­რებს მას­ტერკლა­სებს "სუში რუ­მის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, აკონ­ტრო­ლებს პრო­ცეს­სა და ხა­რისხს.

სუ­შის გარ­და, სხვა მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბის ია­პო­ნურ კერძთან ერ­თად, "სუში რუმ­ში" გურ­მა­ნებს დახ­ვდე­ბათ ია­პო­ნუ­რი დე­ლი­კა­ტე­სი - ვა­გი­უს სტე­ი­კი.

"Sushi Room ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ და­ა­გე­მოვ­ნოთ ნამ­დვი­ლი ია­პო­ნუ­რი დე­ლი­კა­ტე­სი - ძრო­ხის მარ­მა­რი­ლო­სებრ ხორ­ცი, ვა­გი­უ­სი (COBE) . „მარ­მა­რი­ლო­სე­ბუ­რი” სა­ხე­ლი ხორცს კუნ­თე­ბის მთელ მო­ცუ­ლო­ბა­ში ცხი­მო­ვა­ნი ჩა­ნარ­თე­ბის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბის გამო მი­ე­კუთ­ვნა.

ვა­გიუ არის ერ­თა­დერ­თი ჯიში, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად იძ­ლე­ვა მარ­მა­რი­ლო­სებრ ხორცს, რო­მე­ლიც თევზზე უფრო მსუ­ბუ­ქი და ჰა­ე­რო­ვა­ნია....ამის გა­სინ­ჯვა ნამ­დვი­ლად ღირს." - აღ­ნიშ­ნა­ვენ Sushi Room-ში.

Sushi Room მომ­ხმა­რე­ბელს ასე­ვე სთა­ვა­ზობს: ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვისს; სუ­შის მას­ტერკლა­სებს მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბის­თვის; სუში-შეფ მზა­რე­უ­ლის სახ­ლში გა­მო­ძა­ხე­ბას წვე­უ­ლე­ბის­თვის; სუ­შის მი­წო­დე­ბას ქე­ი­თე­რინგ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის; ორი­გი­ნა­ლუ­რი სუ­შის ტორ­ტის მომ­ზა­დე­ბას მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლის და გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

(R)

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სუშილავერ
11

სუში არის ძალიან სასარგებლო, ვისაც უყვარს ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოში ძვირია

ლევანი
0

წარმატებები გიორგის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნამდვილი სუში" თბილისში - Sushi Room-ის წარმატების ისტორია

"ნამდვილი სუში" თბილისში - Sushi Room-ის წარმატების ისტორია

იაპონური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია. სუშის ამზადებენ და უყვართ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ბოლო წლებში, საქართველოშიც უამრავი იაპონური რესტორანი გაიხსნა, რამაც ქართველ გურმანებს, შესაძლებლობა მისცა დააგემოვნონ ამომავალი მზის ქვეყნის ტრადიციული სამზარეულო და გაეცნონ მის კულტურას.

ითვლება, რომ იაპონიის შემდეგ, ყველაზე გემრიელად და პროფესიონალურად სუშის ამერიკასა და გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ამზადებენ. ამერიკაში შეიქმნა პოპულარული როლები სახელწოდებით „კალიფორნია“ და „ფილადელფია“, ხოლო ჰამბურგი იაპონური სამზარეულოს უამრავ პროფესიონალს უყრის თავს.

სწორედ ამ ქალაქში რვა წლიანი ცხოვრებისა და სუშის რესტორანში მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა გიორგი დანიელიძემ თბილისში რესტორანი Sushi Room გაეხსნა და ქართველებისთვის ნამდვილი სუში შეეთავაზებინა.

ქართველი შეფი კულინარიის რთულ ხელოვნებას იაპონელ პროფესიონალ მზარეულებთან ეუფლებოდა. იაპონური სამზარეულოს სიყვარულმა კი საკუთარი რესტორნის გახსნის იდეა შთააგონა, რომელიც ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ, "სუში რუმის" სახით, საქართველოში წამოიწყო.

დანიელიძე რესტორნის გახსნის დღიდან, ინოვაციებს ნერგავს - Sushi Room-ის სამზარეულო დღემდე განახლების მუდმივ პროცესშია.

"სუშის მომზადების ტექნოლოგია მუდმივ ევოლუციის პროცესშია. „სუში რუმის” მზარეულები ახალი ინგრედიენტების დანერგვასთან ერთად, მომზადების ახლებურ მეთოდებსაც იყენებენ, თუმცა მუდამ ინარჩუნებენ იაპონურ ესთეტიკასა და დახვეწილობას.

ჩვენთან თითოეული კერძი შთაგონებით მზადდება, იმ შთაგონებით რომელიც ამომავალი მზის ქვეყანას უკავშირდება. კერძის შემადგენელი ცალკეული ინგრედიენტი, განსაკუთრებული ყურადღებით ირჩევა და ყოველი მათგანი უმაღლესი ხარისხისაა. გულით მომზადებული კერძების ვიზუალი ჰარმონიულად ერწყმის მათ გემოს. ასე მზადდება ჩვენი სტუმრებისთვის ნამდვილი სუში“ - გვიამბობს შეფი გიორგი დანიელიძე.

"სუში რუმში" განსაკუთრებულ მასპინძლობასთან ერთად, სტუმრებს იაპონური სამზარეულოს 150-მდე კერძის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ: საშიმი, ნიგირი, ტემაკი, წვნიანები, გუნკანი, როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული (ძირითადად ამერიკული) როლები... დღესდღეობით სუშის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ძირითადი კატეგორიები შემდეგია:

მაკი (maki) - მაკი „სუშის როლია“. ჩვეულებრივ, ორი ამ სამი ტიპის თევზს, ბრინჯს, ბოსტნეულს ან ზღვის პროდუქტებს მოიცავს, გახვეულია ნორიში (გადამუშავებული წყალმცენარეების ფირფიტა) და იჭრება მცირე ნაჭრებად.

ტემაკი (temaki) - ტემაკი კონუსის ფორმის ნორიში გახვეული სუშია, რომელიც ბრინჯის, ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულისგან შედგება.

საშიმი (sashimi) - მზადდება უმი თევზისგან. უმეტესად წითელი ორაგულის ხორცისგან, ხშირად იყენებენ თინუსსაც, უმატებენ ცოტაოდენ ზღვის მარილს და ავლებენ სოიოს საწებელში. იჭრება მოგრძო ბრტყელ ნაჭრებად. მიირთმევენ ბრინჯის გარეშე.

გუნკანი (gunkan) - გუნკანი ნორიში გახვეულ ბრინჯის, ზღვის პროდუქტების და მფრინავი თევზის ქვირითისგან მზადდება. იაპონურად სიტყვა გუნკანი „საბრძოლო ნავს“ ნიშნავს. კერძსაც თითქოს ნავის ფორმა აქვს.

ნიგირი (nigiri) - ის ვასაბით შეზავებულ ბრინჯის ბურთზე მოთავსებული დამუშავებული უმი თევზის ნაჭრის ან ზღვის პროდუქტებისგან შედგება.

იაპონური სამზარეულოს მოყვარულები, რომლებიც სხავადასხვა ქვეყნებში აგემოვნებენ სუშის, კარგად იციან, რომ იაპონურ რესტორნებში დამონტაჟებულია კონვეირი, რომელიც ბარის გარშემო მოძრაობს, ზოგავს სერვირების დროს და შეკვეთის მოლოდინს ახალისებს. ამ სერვისით სარგებლობა თბილისის Sushi Room-შიც შესაძლებელია.

"კონვეირი - სუშის მატარებელი, იგივე სუშის მოძრავი დახლი - ეს ინოვაციაც ჩვენ დავნერგეთ პირველებმა არა მარტო თბილისში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ შემოსულ სტუმარს აღარ უწევს ლოდინი სუშის მომზადებაზე. ასევე სერვირებასაც თვითონ კონვეირი ახდენს და ამდენად, სერვირების დროც იზოგება… და ბოლოს, კონვეირთან ჯდომა სახალისოა, რადგან განსხვავებული და მოსახერხებელია" - გვიხსნის გიორგი დანიელიძე.

როგორც Sushi Room-ში განმარტავენ, ერთადერთი არიან თბილისში, რომელთაც პროდუქცია თავად შემოაქვთ ევროპიდან და 100%-ით პასუხისმგებელი არიან კერძების ხარისხზე.

"სუში რუმის სლოგანია "ნამდვილი სუში", რომელიც გულისხმობს, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების შერჩევას, დამუშავებას და მომხმარებლებისთვის პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მიწოდებას.

აქ გვაქვს ევროპული ნოუჰაუ და ევროსტანდარტის სრული დაცვით ხორციელდება, როგორც სამზადისი, ასევე მომსახურება. "სუში რუმმა" "ტრიპედვაიზერზე", "გუგლსა" და "ფეისბუქზე" ძალიან კარგი რეიტინგი დაიმსახურა მომხმარებლებისგან. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი კმაყოფილი სტუმრები ხდიან შესაძლებელს“ - ამბობენ Sushi Room-ში.

საერთაშორისო სტანდარტების დაცვა მხოლოდ პროდუქციის ევროპიდან შემოტანით არ შემოიფარგლება, Sushi Room-ის მოწვევით, საქართველოს ხშირად სტუმრობს კონსულტანტი, ამერიკაში მოღვაწე იაპონელი შეფ-მზარეული, კაზ ოკოჩი, რომელიც ატარებს მასტერკლასებს "სუში რუმის" თანამშრომლებისთვის, აკონტროლებს პროცესსა და ხარისხს.

სუშის გარდა, სხვა მრავალი სახეობის იაპონურ კერძთან ერთად, "სუში რუმში" გურმანებს დახვდებათ იაპონური დელიკატესი - ვაგიუს სტეიკი.

"Sushi Room ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი იაპონური დელიკატესი - ძროხის მარმარილოსებრ ხორცი, ვაგიუსი (COBE) . „მარმარილოსებური” სახელი ხორცს კუნთების მთელ მოცულობაში ცხიმოვანი ჩანართების თანაბრად განაწილების გამო მიეკუთვნა.

ვაგიუ არის ერთადერთი ჯიში, რომელიც ბუნებრივად იძლევა მარმარილოსებრ ხორცს, რომელიც თევზზე უფრო მსუბუქი და ჰაეროვანია....ამის გასინჯვა ნამდვილად ღირს." - აღნიშნავენ Sushi Room-ში.

Sushi Room მომხმარებელს ასევე სთავაზობს: ადგილზე მიტანის სერვისს; სუშის მასტერკლასებს მოყვარული მზარეულებისთვის; სუში-შეფ მზარეულის სახლში გამოძახებას წვეულებისთვის; სუშის მიწოდებას ქეითერინგ კომპანიებისთვის; ორიგინალური სუშის ტორტის მომზადებას მომხმარებლის სურვილის და გემოვნების მიხედვით.

(R)

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?

კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება