საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაადგინა გამოძიებამ "მთავარი არხის" სიუჟეტთან დაკავშირებით - " აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული უსწორო თარგმანით"
რა დაადგინა გამოძიებამ "მთავარი არხის" სიუჟეტთან დაკავშირებით - " აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული უსწორო თარგმანით"

2020 წლის 20 ივ­ნისს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ გა­და­ცე­მა „შა­ბა­თის მთა­ვარ­ში“ გა­ვი­და გა­მო­გო­ნილ და გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბულ ფაქ­ტებ­ზე აგე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, თით­ქოს, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან გარ­დაც­ვლი­ლი პი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის და­სა­ხე­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ გარ­კვე­ულ ფუ­ლად თან­ხებს სთა­ვა­ზობ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ტა­ნა გან­ჩი­ნე­ბა 20 ივ­ნისს, გა­და­ცე­მა­ში „შა­ბა­თის მთა­ვა­რი“ გა­სუ­ლი რე­პორ­ტა­ჟის სრუ­ლი და უწყვე­ტი, და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი მა­სა­ლის გა­მო­თხო­ვის თა­ო­ბა­ზე.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ბო­ტა­ჟის ფაქ­ტზე და­წყე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, და­ნა­შა­უ­ლი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 318-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 2020 წლის 16 მარტს და­ი­წყო, უწყე­ბა­ში შე­მო­სუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი და პირ­თა ჯგუ­ფე­ბი, მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა (მათ შო­რის, ელექტრო­ნუ­ლი) სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­დნენ ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გზით მო­სახ­ლე­ო­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბას ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბის და მას­თან ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე, რათა უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნათ მო­სახ­ლე­ო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, გა­მო­ეწ­ვი­ათ მათ­ში უნ­დობ­ლო­ბა, პა­ნი­კა და ქა­ო­სი, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს შე­უშ­ლი­და სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და პან­დე­მი­ას­თან ეფექ­ტურ ბრძო­ლას.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ იქნა შემ­დე­გი: 2020 წლის 20 ივ­ნისს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ გა­და­ცე­მა „შა­ბა­თის მთა­ვარ­ში“ გა­ვი­და გა­მო­გო­ნილ და გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბულ ფაქ­ტებ­ზე აგე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც მა­სობ­რივ მა­ყუ­რე­ბელს აუ­წყებ­და წი­ნას­წარ შეც­ნო­ბით ყალბ ამ­ბავს, რომ თით­ქოს, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გარ­დაც­ვლი­ლი პი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის და­სა­ხე­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ სთა­ვა­ზობ­დნენ გარ­კვე­ულ ფუ­ლად თან­ხებს, 3000-დან 10000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით.

აღ­ნიშ­ნულ სი­უ­ჟეტ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ყალ­ბი ამ­ბე­ბის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით, სი­უ­ჟეტს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის და სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და შე­ე­ცად­ნენ, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის მი­ცე­მას.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვით და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თარ­ჯიმ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, გა­მო­კი­თხუ­ლი იქნა 2020 წლის 20 ივ­ნისს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ „შა­ბა­თის მთა­ვარ­ში“ გა­სუ­ლი რე­პორ­ტა­ჟის ყვე­ლა ფი­გუ­რან­ტი და რეს­პო­დენ­ტი. გა­მო­სა­კითხ პირ­თა ის ნა­წი­ლი, ვინც გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, ჩვე­ნე­ბა მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე მი­ე­ცა, და­ი­კი­თხა სა­სა­მარ­თლო­ში.

და­კი­თხვე­ბის შე­დე­გად უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, რომ რეს­პო­დენ­ტე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი გან­ზრახ იყო და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტის ავ­ტორ­თა მიერ უს­წო­რო თარ­გმა­ნის მეშ­ვე­ო­ბით და დად­გინ­და, რომ ამ პი­რე­ბის­თვის არა­თუ თან­ხა არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია არა­ვის მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის არა­რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, არა­მედ მათ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აც კი არ ჰქონ­დათ. ამ გა­რე­მო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ადას­ტუ­რებს, 2020 წლის 26 ივ­ნისს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ 9-სა­ა­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის დროს, მო­ქა­ლა­ქე არ­კი­ნაზ გუ­ლი­ე­ვას ტიტ­რე­ბით გა­სუ­ლი და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლის ში­ნა­არ­სი დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა 2020 წლის 21 ივ­ნისს „შა­ბა­თის მთა­ვარ­ში“ გა­სუ­ლი თარ­გმა­ნის­გან.

გარ­და ამი­სა, გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­კი­თხა ის პი­რე­ბიც, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რობ­დნენ აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უა­პე­ლა­ცი­ოდ ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ფლობ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ, ვი­საც ფული შეს­თა­ვა­ზეს მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის და­სა­ხე­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ გა­მო­კი­თხულ პირ­თა­გან ვერ­ცერ­თმა ვერ და­ა­სა­ხე­ლა ვერც აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი და ვერც წყა­რო, თუ სა­ი­დან ფლობ­დნენ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

რო­გორც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო ეფექ­ტუ­რად უმკლავ­დე­ბა პან­დე­მი­ას, რო­გორც მისი გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის, აგ­რეთ­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მი­მართ ქმე­დი­თი სა­მე­დი­ცი­ნო დამ­ხა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის კუ­თხით, რა­საც ადას­ტუ­რებს თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა, სა­ქარ­თვე­ლო, სხვა 14 ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად, და­ა­სა­ხე­ლა კო­რო­ნა­ვირუს­თან მებ­რძოლ წარ­მა­ტე­ბულ და უსაფრ­თხო ქვეყ­ნად და წევრ ქვეყ­ნებს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ზღვრე­ბის გახ­სნის რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა.

იმავდრო­უ­ლად, გა­მო­ძი­ე­ბით აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი და პირ­თა ჯგუ­ფე­ბი, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­უ­რად გავ­რცე­ლე­ბის გზით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბის შექ­მნას, რაც იწ­ვევს და­სა­ბუ­თე­ბულ ვა­რა­უდს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდის, სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის, პა­ნი­კი­სა და ქა­ო­სის და­თეს­ვის გზით მიზ­ნად ისა­ხა­ვენ სსა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და სამ­სა­ხუ­რე­ბის ნორ­მა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას.

საქ­მე­ზე სრუ­ლი, ყო­ველ­მხრი­ვი და ობიქ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დგო­მი წარ­მარ­თვის მიზ­ნით, რათა ყო­ველ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბის სა­კი­თხი გა­და­წყდეს უტყუ­ა­რი და უერ­თი­ერ­თშე­ჯე­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა გან­ჩი­ნე­ბა 2020 წლის 20 ივ­ნისს, გა­და­ცე­მა „შა­ბა­თის მთა­ვარ“-ში გა­სუ­ლი რე­პორ­ტა­ჟის - „ნა­ყი­დი COVID 19“-ი და ასე­ვე, 2020 წლის 25 ივ­ნისს, 21:03 – 21:13 სა­ა­თის პე­რი­ოდ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტის, სრუ­ლი და უწყვე­ტი, და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი მა­სა­ლის გა­მო­თხო­ვის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ბარ­დე­ბა აღ­სას­რუ­ლებ­ლად სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე,“ - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
5

გადათქმები რომ ჩვენში ვინმეს გაუკვირდება!!!

Salome
13

Dzaanac kargil, dezinpormacia unda isjebodes

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა დაადგინა გამოძიებამ "მთავარი არხის" სიუჟეტთან დაკავშირებით - " აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული უსწორო თარგმანით"

რა დაადგინა გამოძიებამ "მთავარი არხის" სიუჟეტთან დაკავშირებით - " აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული უსწორო თარგმანით"

2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ ფულად თანხებს სთავაზობდნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება 20 ივნისს, გადაცემაში „შაბათის მთავარი“ გასული რეპორტაჟის სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს საბოტაჟის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2020 წლის 16 მარტს დაიწყო, უწყებაში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები, მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა (მათ შორის, ელექტრონული) საშუალების გამოყენებით, აქტიურად ცდილობდნენ ყალბი ამბების გავრცელების გზით მოსახლეობის დეზინფორმირებას ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების და მასთან ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გამოეწვიათ მათში უნდობლობა, პანიკა და ქაოსი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლას.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა შემდეგი: 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით.

აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს, სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და შეეცადნენ, ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას.

გამოძიების მიმდინარეობის დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით და კვალიფიციური თარჯიმნების მონაწილეობით, გამოკითხული იქნა 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. გამოსაკითხ პირთა ის ნაწილი, ვინც გამოთქვა სურვილი, ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიეცა, დაიკითხა სასამართლოში.

დაკითხვების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ. ამ გარემოებას დამატებით ადასტურებს, 2020 წლის 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს, მოქალაქე არკინაზ გულიევას ტიტრებით გასული დაუმონტაჟებელი ინტერვიუ, რომლის შინაარსი დიამეტრალურად განსხვავდება 2020 წლის 21 ივნისს „შაბათის მთავარში“ გასული თარგმანისგან.

გარდა ამისა, გამოძიებამ გამოკითხა ის პირებიც, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და უაპელაციოდ ამტკიცებდნენ, რომ ფლობდნენ ინფორმაციას, კონკრეტული ოჯახების შესახებ, ვისაც ფული შესთავაზეს მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულ პირთაგან ვერცერთმა ვერ დაასახელა ვერც აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და ვერც წყარო, თუ საიდან ფლობდნენ არასწორ ინფორმაციას.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიას, როგორც მისი გავრცელების პრევენციის, აგრეთვე ინფიცირებულთა მიმართ ქმედითი სამედიცინო დამხარების აღმოჩენის კუთხით, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა, საქართველო, სხვა 14 ევროპულ ქვეყანასთან ერთად, დაასახელა კორონავირუსთან მებრძოლ წარმატებულ და უსაფრთხო ქვეყნად და წევრ ქვეყნებს ჩვენი მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის რეკომენდაცია მისცა.

იმავდროულად, გამოძიებით აშკარად იკვეთება, რომ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ძალები და პირთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებაში ცრუ ინფორმაციის კამპანიურად გავრცელების გზით, მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებში დიამეტრალურად განსხვავებული განწყობების შექმნას, რაც იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სსახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.

საქმეზე სრული, ყოველმხრივი და ობიქტური გამოძიების შემდგომი წარმართვის მიზნით, რათა ყოველ კონკრეტულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების საკითხი გადაწყდეს უტყუარი და უერთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ინიციატივისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება 2020 წლის 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის - „ნაყიდი COVID 19“-ი და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას.

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურის განცხადება

"ლექსო ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირებზე, ჰეროინის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს