სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვი­სა და ამა­ვე დროს სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭო­ში შე­მა­ვა­ლი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბით, და­ზუს­ტდა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბის წე­სე­ბი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­საც­დელ­თა და მეთ­ვალ­ყუ­რე­თა დაშ­ვე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ ყო­ვე­ლი სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის ფარ­თო­ბის 50%-ზე. ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და წინა მხრი­დან აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე დამ­ცა­ვი ფა­რით/ბა­რი­ე­რით; მა­გი­დებს შო­რის სი­გა­ნე­ში და­შო­რე­ბა იქ­ნე­ბა მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი, ერ­თმა­ნე­თის მიმ­დევ­რო­ბით გან­ლა­გე­ბულ მა­გი­დებს შო­რის მან­ძი­ლი კი - 1 მეტ­რი.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჯან­დაც­ვის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბის წე­სებ­ში ახა­ლი და­ზუს­ტე­ბა შე­ვი­და: მა­გი­დებ­ზე არ­სე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი ფა­რე­ბის, თერ­მოსკრი­ნინ­გის, შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცი­ის დაც­ვი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­საც­დე­ლებს სა­გა­მოც­დო მა­გი­დას­თან ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, პირ­ბა­დის გა­რე­შე მი­ე­ცეთ გა­მოც­დის და­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ასე­ვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის (ECDC) რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და­ზუს­ტდა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნი­ა­ვე­ბის (ღია ფან­ჯა­რა) დროს ნე­ბა­დარ­თუ­ლია კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვა. ჩარ­თუ­ლი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის პი­რო­ბებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი წე­სე­ბის დაც­ვით.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მოხ­მა­რე­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს:

  • ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია,
  • და­ცუ­ლი უნდა იყოს ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა;
  • რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ეტი­კე­ტი;
  • ნიღ­ბე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ტა­რე­ბის წესი;
  • კონ­დი­ცი­ო­ნე­რი­დან ჰა­ე­რის ნა­კა­დი არ უნდა იყოს პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია მუდ­მი­ვად ღია ფან­ჯა­რა, რაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გა­რე­შეც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რად­გან ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის რის­კი მა­ღა­ლია;
  • და­უშ­ვე­ბე­ლია ერთი და იგი­ვე ჰა­ე­რის რე-ცირ­კუ­ლა­ცია.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ძა­ლა­ში რჩე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ის წესი, რო­მე­ლიც აპ­ლი­კან­ტებ­მა უნდა და­იც­ვან სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ებ­ში.

შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბით:

სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში უნდა ეკე­თოთ (გარ­და 37.0 C- ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი რო­მე­ლი­მე სხვა სიმპტო­მის მქო­ნე გა­მო­საც­დე­ლი­სა) ნი­ღა­ბი :

სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე;სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის და­ტო­ვე­ბის დროს;სხვა პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს;კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მუ­შა­ო­ბი­სას.იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მო­საც­დელს აღე­ნიშ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.0 С-ზე მეტი ან რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სხვა რო­მე­ლი­მე სიმპტო­მი, იგი ვალ­დე­ბუ­ლია სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში მუდ­მი­ვად ატა­როს ნი­ღა­ბი.

2020 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის 6 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 25 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა, საგ­რან­ტო კონ­კუ­რი 25 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბი 1-ელი აგ­ვის­ტო­დან 4 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ჩა­ტარ­დე­ბა.

ih
1

თუ კარგი ტესტები იყო სიხარულით ჰაერიც არ დაჭირდებათ მარა თუ გაუჭირდათ მერე პირბადეს მაინც დააბრალებენ ))) წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე გამოცდის ჩატარების წესებში ახალი დაზუსტება შევიდა: მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.

ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:

  • ფიზიკური დისტანცია,
  • დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;
  • რესპირატორული ეტიკეტი;
  • ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე
  • აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;
  • დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რე-ცირკულაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C- ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი :

სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;კონდიციონერის მუშაობისას.იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С-ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში კომუნალურ კომპანიებში დარღვევები გამოავლინა

სამაგისტრო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულების დასაქმების გარანტი ხდება – რას სთავაზობს BTU მაგისტრანტებს

"2 სატვირთოს მძღოლია, 2 კი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქე" - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ