პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში დაისვენეთო... ეს დასვენება საკუთარი ხალხის გატყავებაში გამოიხატება?" - რას წერს თამარ ივერი მარტვილის კანიონზე არსებულ სიტუაციაზე
"საქართველოში დაისვენეთო... ეს დასვენება საკუთარი ხალხის გატყავებაში გამოიხატება?" - რას წერს თამარ ივერი მარტვილის კანიონზე არსებულ სიტუაციაზე

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი თა­მარ ივე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას მომ­ხდარ ამ­ბავს აღ­წერს და ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის პრობ­ლე­მებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:

"მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი!

სამ­წუ­ხა­როდ, უზარ­მა­ზა­რი კო­რუფ­ცი­ის ბუდე! მა­შინ, როცა მთავ­რო­ბა დაგ­ვძა­ხის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ის­ვე­ნე­თო... ვერ ვხვდე­ბი, ეს "დას­ვე­ნე­ბა სა­კუ­თა­რი " ხალ­ხის და­მა­ტე­ბით გა­ტყა­ვე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა?

გუ­შინ, სტუმ­რებ­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად ავე­დი მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის სა­ნა­ხა­ვად. 4 კაცი და 2 ბავ­შვი ვი­ყა­ვით და თითო კაც­ზე, ნა­ვის ჩათ­ვლით (ისე რა აზრი აქვს ნა­პი­რებ­ზე სე­ირ­ნო­ბას)... არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი 1 კაც­ზე 26 ლარი მოგვ­თხო­ვეს. უცხო­ელს 35-40 ლარს ვარ­თმევ­თო. ბავ­შვე­ბი ნა­ხე­ვა­რი ფა­სიო (როცა მსოფ­ლი­ო­ში 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბი უფა­სოდ და­იშ­ვე­ბა) ერთ ნავ­ში 7 კაცი ეტე­ვაო და ანუ... რა­ღაც 15-20 წუთი ნა­ვით, ისიც მხო­ლოდ პირ­ველ ჩანჩქე­რამ­დე "გა­ფხარ­კა­ლე­ბა" 100 ლარ­ზე მეტი უნდა დაგვჯდო­მო­და. ესაა ყვე­ლა ტუ­რო­ბი­ექ­ტზე "ტუ­რიზ­მის რე­ა­ლუ­რი ხელ­შე­წყო­ბა"! წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­უბ­ნე­ბა: ქალ­ბა­ტო­ნო, გვაქვს სამ­თავ­რო­ბო დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მხა­რე­ცო და თუ იც­ნობთ ვინ­მეს... ანუ, მიჰ­ყავ­და სა­უ­ბა­რი იქეთ რომ, თუ ვინ­მეს "ზე­მო­დან და­ვა­რეკ­ვი­ნებ­დი" უფა­სო­დაც შეგ­ვიშ­ვებ­დნენ. თურ­მე, ჩემი ქვეყ­ნის მთა და ბარი რომ ვნა­ხო, ან "ზე­მოთ" უნდა ვთხო­ვო ვინ­მეს, ან აბ­სურ­დუ­ლი თან­ხე­ბი ვუ­ხა­დო "სა­ხელ­მწი­ფოს ობ­ში­აკს".

შემ­დგო­მი ჩემი შე­კი­თხვა იმ წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი იყო, რას ხმარ­დე­ბა ეს ამ­ხე­ლა თან­ხე­ბი? აქა­უ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ლა­მა­ზე­ბა-მოვ­ლას? რა­ზე­დაც, იმ კაც­მა ღი­მი­ლით და თვა­ლის ჩაკ­ვრით მი­თხრა "არა ქალ­ბა­ტო­ნო რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, თბი­ლის­ში მი­დის ეს თან­ხე­ბიო. ანუ, რე­ა­ლუ­რად ილე­ქე­ბა "სა­დღაც, ვი­ღა­ცის ჯი­ბე­ში"! ეს არ ხმარ­დე­ბა თა­ვად აქა­უ­რო­ბას (!!!) ანუ, შენ მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი მთა და ბა­რის ნახ­ვით აკე­თებ ფულს, ამა­ში თეთ­რი არ გე­ხარ­ჯე­ბა და ჩემი თან­ხა სა­დღაც გა­ურ­კვე­ველ მი­სა­მარ­თზე მი­დის თბი­ლის­ში. და ის­მის კი­თხვა, რა­ტომ თბი­ლის­ში?

ჩვენს იქ კა­მათ­ში მო­ვი­და კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ოჯა­ხი ბავ­შვე­ბით, რომ­ლებ­საც ასე­ვე შეს­ვლა უნ­დო­დათ. ფა­სის გა­გე­ბის შემ­დგომ, მშობ­ლე­ბის თვა­ლებ­ში სა­ო­ცარ­მა სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ და­ი­სად­გუ­რა და ბავ­შვებს უთხეს... არა, წა­ვე­დით შვი­ლო, არა გვაქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბაო. ბავ­შვე­ბის სა­ხე­ზე სა­ო­ცა­რი გან­ხიბლვა აღი­ბეჭ­და. გული და­მეწ­ვა მათი ყუ­რე­ბით და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი მე­უღ­ლე უფრო "კა­ნონ­მორ­ჩი­ლი" ბი­ჭია, სტუმ­რე­ბის გამო მო­ე­რი­და ასეთ "გარ­ჩე­ვას" წა­ი­ღო ხელი სა­ფუ­ლის­კენ რომ მა­ინც შევ­სუ­ლი­ყა­ვით... მე კი, გა­მოვ­ბრუნ­დი და იმ ოჯახს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დე. წარ­მო­მად­გე­ნელს გან­ვუ­ცხა­დე: "პრინ­ცი­პის ამ­ბა­ვია, თქვე­ნი მა­ფი­ო­ზუ­რი სქე­მით და ქორ­ვაჭ­რუ­ლი ფა­სე­ბის ტა­რი­ფე­ბით... ჩემი ფეხი არ იქ­ნე­ბა თქვენს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ ად­გილ­ზე-მეთ­ქი" და უკან გა­მოვ­ბრუნ­დი ჩემი სტუმ­რე­ბი­ა­ნად.

აი ასე!!! დღეს უკვე აღა­რა­ვინ არ არის არ­ცერ­თი კა­ნი­ო­ნის თუ ნაკ­რძა­ლის ნახ­ვის ხამი! მეს­მის ვი­ღაც კერ­ძო ადა­მი­ა­ნის ტე­რი­ტო­რია-ობი­ექ­ტი ყო­ფი­ლი­ყო და მე­პატ­რო­ნის ნე­ბაა, რა თან­ხას და­ა­დებს, მაგ­რამ როცა სა­ხელ­მწი­ფო გა­ტყა­ვებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად თან ასე­თი მა­ღა­ლი ტა­რი­ფით და თან შენი გა­დახ­დი­ლი თან­ხა იქ მდგომ­მა მუ­შა­კებ­მაც კი არ იცი­ან, სად და ვის­თან ილე­ქე­ბა... წა­ვალ და ტე­ლე­ვი­ზი­ით ან ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხავ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს და ვი­ღა­ცა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ჯი­ბეს არა და არ გა­ვამ­დიდ­რებ!

კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რო­გორც მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის, ისე­ვე სხვა ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის თან­ხე­ბის "მი­ღე­ბა/ჩა­ბა­რე­ბე­ბის" სა­კი­თხით, რად­გან ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია თით­ქმის ყვე­ლა სხვა "ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლებ­ში". მე თუ მკი­თხავ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის შეს­ვლა ყველ­გან ან უფა­სოდ ან სიმ­ბო­ლუ­რი ფასი,1-2 ლარი უნდა ღირ­დეს, რომ მას სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდეს მისი ქვეყ­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის და ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნის. ისე­დაც, იქამ­დე მი­სას­ვლელ საწ­ვავ­ში ეხარ­ჯე­ბა საკ­მაო თან­ხა, მაგ­რამ მერე იმ NN ჩი­ნოვ­ნი­კებს და "ად­გი­ლის კრი­შებს" ჭამა ხომ უნ­დათ? დროა, ასე­ვე გა­ირ­კვეს უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს სად რა ტა­რი­ფებს ახ­დე­ვი­ნე­ბენ, რად­გან ამ სა­კი­თხშიც დიდი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა და კი­თხვის ნიშ­ნე­ბია. ყვე­ლა ობი­ექ­ტზე გემ­რი­ე­ლად რომ აჭ­რი­ან ყუ­რებ­ზე ხახვს... ეგ ფაქ­ტია!", - წერს მომ­ღე­რა­ლი.

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გან­გვი­ცხა­დეს, რომ ოფი­ცი­ლა­ურ გან­ცხა­დე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­კე­თე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
77777
8

გეთანხმებით ქ-ნო თამარ მართალს იძახით ჯერ სად ვართ გავიდეს ხალხი ბევრი ვერ გავა ფასები ისე მომატებული ეგ მარტო მარტვილში არ ხდება ესე

მე
149

ამას რაღა აწუწუნებს... ჩემი 2000 ლარიანი ხელფასიდან არ დამნანებია 150 ლარი, შარშან ხუთმა კაცმა მაგრად ვისიამოვნეთ... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოში დაისვენეთო... ეს დასვენება საკუთარი ხალხის გატყავებაში გამოიხატება?" - რას წერს თამარ ივერი მარტვილის კანიონზე არსებულ სიტუაციაზე

"საქართველოში დაისვენეთო... ეს დასვენება საკუთარი ხალხის გატყავებაში გამოიხატება?" - რას წერს თამარ ივერი მარტვილის კანიონზე არსებულ სიტუაციაზე

ოპერის მომღერალი თამარ ივერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარტვილის კანიონის მონახულებისას მომხდარ ამბავს აღწერს და ადგილობრივი ტურიზმის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

"მარტვილის კანიონი!

სამწუხაროდ, უზარმაზარი კორუფციის ბუდე! მაშინ, როცა მთავრობა დაგვძახის საქართველოში დაისვენეთო... ვერ ვხვდები, ეს "დასვენება საკუთარი " ხალხის დამატებით გატყავებაში გამოიხატება?

გუშინ, სტუმრებთან და ბავშვებთან ერთად ავედი მარტვილის კანიონის სანახავად. 4 კაცი და 2 ბავშვი ვიყავით და თითო კაცზე, ნავის ჩათვლით (ისე რა აზრი აქვს ნაპირებზე სეირნობას)... არც მეტი არც ნაკლები 1 კაცზე 26 ლარი მოგვთხოვეს. უცხოელს 35-40 ლარს ვართმევთო. ბავშვები ნახევარი ფასიო (როცა მსოფლიოში 6 წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვება) ერთ ნავში 7 კაცი ეტევაო და ანუ... რაღაც 15-20 წუთი ნავით, ისიც მხოლოდ პირველ ჩანჩქერამდე "გაფხარკალება" 100 ლარზე მეტი უნდა დაგვჯდომოდა. ესაა ყველა ტურობიექტზე "ტურიზმის რეალური ხელშეწყობა"! წარმომადგენელი მეუბნება: ქალბატონო, გვაქვს სამთავრობო დათვალიერების მხარეცო და თუ იცნობთ ვინმეს... ანუ, მიჰყავდა საუბარი იქეთ რომ, თუ ვინმეს "ზემოდან დავარეკვინებდი" უფასოდაც შეგვიშვებდნენ. თურმე, ჩემი ქვეყნის მთა და ბარი რომ ვნახო, ან "ზემოთ" უნდა ვთხოვო ვინმეს, ან აბსურდული თანხები ვუხადო "სახელმწიფოს ობშიაკს".

შემდგომი ჩემი შეკითხვა იმ წარმომადგენლისადმი იყო, რას ხმარდება ეს ამხელა თანხები? აქაური ინფრასტრუქტურის გალამაზება-მოვლას? რაზედაც, იმ კაცმა ღიმილით და თვალის ჩაკვრით მითხრა "არა ქალბატონო რა ინფრასტრუქტურას, თბილისში მიდის ეს თანხებიო. ანუ, რეალურად ილექება "სადღაც, ვიღაცის ჯიბეში"! ეს არ ხმარდება თავად აქაურობას (!!!) ანუ, შენ მხოლოდ ბუნებრივი მთა და ბარის ნახვით აკეთებ ფულს, ამაში თეთრი არ გეხარჯება და ჩემი თანხა სადღაც გაურკვეველ მისამართზე მიდის თბილისში. და ისმის კითხვა, რატომ თბილისში?

ჩვენს იქ კამათში მოვიდა კიდევ ერთი ქართველი ოჯახი ბავშვებით, რომლებსაც ასევე შესვლა უნდოდათ. ფასის გაგების შემდგომ, მშობლების თვალებში საოცარმა სასოწარკვეთილებამ დაისადგურა და ბავშვებს უთხეს... არა, წავედით შვილო, არა გვაქვს ამის საშუალებაო. ბავშვების სახეზე საოცარი განხიბლვა აღიბეჭდა. გული დამეწვა მათი ყურებით და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე უფრო "კანონმორჩილი" ბიჭია, სტუმრების გამო მოერიდა ასეთ "გარჩევას" წაიღო ხელი საფულისკენ რომ მაინც შევსულიყავით... მე კი, გამოვბრუნდი და იმ ოჯახს სოლიდარობა გამოვუცხადე. წარმომადგენელს განვუცხადე: "პრინციპის ამბავია, თქვენი მაფიოზური სქემით და ქორვაჭრული ფასების ტარიფებით... ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს ღირსშესანიშნავ ადგილზე-მეთქი" და უკან გამოვბრუნდი ჩემი სტუმრებიანად.

აი ასე!!! დღეს უკვე აღარავინ არ არის არცერთი კანიონის თუ ნაკრძალის ნახვის ხამი! მესმის ვიღაც კერძო ადამიანის ტერიტორია-ობიექტი ყოფილიყო და მეპატრონის ნებაა, რა თანხას დაადებს, მაგრამ როცა სახელმწიფო გატყავებს ოფიციალურად თან ასეთი მაღალი ტარიფით და თან შენი გადახდილი თანხა იქ მდგომმა მუშაკებმაც კი არ იციან, სად და ვისთან ილექება... წავალ და ტელევიზიით ან ინტერნეტში ვნახავ საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და ვიღაცა ჩინოვნიკების ჯიბეს არა და არ გავამდიდრებ!

კარგი იქნება თუ ტელევიზიის საგამოძიებო ჯგუფები დაინტერესდებიან, როგორც მარტვილის კანიონის, ისევე სხვა ტურისტული ობიექტების თანხების "მიღება/ჩაბარებების" საკითხით, რადგან ანალოგიური სიტუაციებია თითქმის ყველა სხვა "ღირსშესანიშნავ ადგილებში". მე თუ მკითხავ, საქართველოს გაღატაკებული მოქალაქისთვის შესვლა ყველგან ან უფასოდ ან სიმბოლური ფასი,1-2 ლარი უნდა ღირდეს, რომ მას სურვილი გაუჩნდეს მისი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულების და ბავშვების წაყვანის. ისედაც, იქამდე მისასვლელ საწვავში ეხარჯება საკმაო თანხა, მაგრამ მერე იმ NN ჩინოვნიკებს და "ადგილის კრიშებს" ჭამა ხომ უნდათ? დროა, ასევე გაირკვეს უცხოეთის მოქალაქეებს სად რა ტარიფებს ახდევინებენ, რადგან ამ საკითხშიც დიდი განუკითხაობა და კითხვის ნიშნებია. ყველა ობიექტზე გემრიელად რომ აჭრიან ყურებზე ხახვს... ეგ ფაქტია!", - წერს მომღერალი.

AMBEBI.GE კომენტარისთვის, მარტვილის კანიონის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ოფიცილაურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.