სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა... სამედიცინოში "პატრონის" გარეშე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო!" - ცნობილი ექიმის რთული გზა წარმატებამდე
"ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა... სამედიცინოში "პატრონის" გარეშე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო!" - ცნობილი ექიმის რთული გზა წარმატებამდე

ექი­მის - ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის რჩე­ვებს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ის ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ოპ­ტი­მის­ტუ­რი გა­მოს­ვლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და... მის სი­ტყვას ენ­დო­ბი­ან, უყ­ვართ, პა­ტივს სცე­მენ და ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, მუ­დამ მო­ღი­მარ ექიმს წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად რო­გო­რი რთუ­ლი გზის გავ­ლა მო­უხ­და...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა ექი­მი ხართ... ექი­მო­ბა ბავ­შვო­ბი­დან გინ­დო­დათ?

- კი, ექი­მო­ბა სკო­ლის ასა­კი­დან მსურ­და და ეს ყვე­ლამ იცო­და. მახ­სოვს, თეთ­რი ხა­ლა­თი ძა­ლი­ან მომ­წონ­და!.. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში არ იყო მშვი­დი სი­ტუ­ა­ცია... კო­რუფ­ცია ყვა­ო­და და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "პატ­რო­ნის" გა­რე­შე მოხ­ვედ­რა თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო! იმედს მა­ინც არ ვკარ­გავ­დი და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად შე­უ­პოვ­რად ვიბ­რძო­დი, რა­შიც ჩემი პე­და­გო­გე­ბიც მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ...

ხო­ნის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, ჩემს ოჯახს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და მას­წავ­ლებ­ლე­ბი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ მამ­ზა­დებ­დნენ. არც ერთ პე­და­გოგს ჩემ­თვის სა­გან­ში მომ­ზა­დე­ბის თან­ხა არ გა­მო­ურ­თმე­ვია...სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქი­მი­ის გა­მოც­და­ზე ჩა­ვი­ჭე­რი... სხვა პრო­ფე­სი­ას თუ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, მი­მი­ღებ­დნენ. შე­მომ­თა­ვა­ზეს, ქუ­თა­ის­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე მეს­წავ­ლა, მაგ­რამ უარი ვთქვი! მხო­ლოდ ის, რომ სად­მე მეს­წავ­ლა, არ მსურ­და! სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ჩემი გა­ვი­ტა­ნე.

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი?

- თა­ვი­დან უი­მე­დოდ ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი. ვფიქ­რობ­დი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა­ზე მა­ჩან­ჩა­ლა და ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი... პირ­ვე­ლი სე­მესტრის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ჩემი წი­ნათ­გრძნო­ბა არ გა­მარ­თლდა და მე­ტიც, ყვე­ლა­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი აღ­მოვ­ჩნდი... რაც შე­ე­ხე­ბა პი­რო­ბებს, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტს ჯერ კი­დევ ჰქონ­და ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე შე­ნო­ბა და იქ მოვ­ხვდი.

სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო... ბევ­რი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი შე­ვი­ძი­ნე იქ ცხოვ­რე­ბის დროს, ზო­გი­ერთ მათ­გან­თან დღე­საც ვურ­თი­ერ­თობ. ჩემ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო იქ ცხოვ­რე­ბა. მა­ნამ­დე, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­ნამ არ და­ინ­გრა და სა­ბო­ლო­ოდ არ გა­უქ­მდა.

- ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის იოლი არ არის თბი­ლის­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა... თქვენ რო­გორ მი­გი­ღოთ თბი­ლის­მა?

- ცივი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მიგ­რძნია! უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იყო ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭო, სა­დაც მე­სა­მე კურ­სის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი... მე­სა­მე კურ­სი­დან­ვე სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დია მო­მა­ნი­ჭეს, თვე­ში 60 ლარს ვი­ღებ­დი, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა იყო...ჩვე­ნი დე­კა­ნი გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი ნუგ­ზარ უბე­რი. მის კა­ბი­ნეტ­ში ხში­რად მი­წევ­და ყოფ­ნა რო­გორც ასის­ტენტს. ბავ­შვე­ბის გა­სინ­ჯვა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თგაც­ვლა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... რაც უფრო მეტი პრაქ­ტი­კის გავ­ლა მი­წევ­და, მით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი...

სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. 2005 წელს პე­დი­ატ­რი­ის უფა­სო რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში მხო­ლოდ ორი ად­გი­ლი იყო და დიდი კონ­კუ­რენ­ცია. ამ ორი­დან ერთ-ერთი მე გახ­ლდით...რო­დე­საც რე­ზი­დენ­ტუ­რა და­ვამ­თავ­რე, სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნის სა­კი­თხი დად­გა... უამ­რა­ვი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ასე მარ­ტი­ვად ექი­მე­ბი ვერ ხდე­ბი­ან: ზოგი ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში, ზო­გიც სხვა სეგ­მენ­ტში იწყებს მუ­შა­ო­ბას.

მე გა­მი­მარ­თლა, მა­რი­ნა კვე­ზე­რე­ლი-კო­პა­ძის­გან ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, რომ ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრი (სა­დაც ახლა ვმუ­შა­ობ) კად­რებს ეძებ­და... რა თქმა უნდა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხმდი და ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ქალ­ბა­ტონ მაია გო­თუ­ას ასის­ტენ­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა... რამ­დე­ნი­მე თვე­ში შტა­ტის თა­ნამ­შრომ­ლად ამიყ­ვა­ნეს. ასე, ვი­ღა­ცე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე აე­წყო ყვე­ლა­ფე­რი. კარ­გად რომ ვსწავ­ლობ­დი, ამი­ტომ გა­ვახ­სენ­დი ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას და ასე მოვ­ხვდი ამ ცენ­ტრში... შე­იძ­ლე­ბა ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, მაგ­რამ იღ­ბა­ლიც არ­სე­ბობს!

- ხალ­ხს ეკ­რა­ნი­დან ყო­ველ­თვის გა­სა­გებ ენა­ზე, რთუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნე­ბის გა­რე­შე ესა­უბ­რე­ბით...

- დიახ, ვცდი­ლობ... თუ არ შე­მიძ­ლია, ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე მი­ვა­წო­დო, ეს ნიშ­ნავს, რომ მეც არ მეს­მის ის სა­კი­თხი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაილა
5
კარგი ადამიანი და ბრწყინვალე ექიმი
ჯანი
1

წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ. უფლის წყალობა არ მოაკლდეს

ავტორი:

"ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა... სამედიცინოში "პატრონის" გარეშე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო!" - ცნობილი ექიმის რთული გზა წარმატებამდე

"ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა... სამედიცინოში "პატრონის" გარეშე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო!" - ცნობილი ექიმის რთული გზა წარმატებამდე

ექიმის - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევებს ბევრი ადამიანი ითვალისწინებს. პანდემიის პირობებში ის ტელეეკრანიდან ოპტიმისტური გამოსვლებით გამოირჩეოდა... მის სიტყვას ენდობიან, უყვართ, პატივს სცემენ და ძალიან ცოტამ თუ იცის, მუდამ მოღიმარ ექიმს წარმატების მისაღწევად როგორი რთული გზის გავლა მოუხდა...

- საქართველოში ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ექიმი ხართ... ექიმობა ბავშვობიდან გინდოდათ?

- კი, ექიმობა სკოლის ასაკიდან მსურდა და ეს ყველამ იცოდა. მახსოვს, თეთრი ხალათი ძალიან მომწონდა!.. სკოლა რომ დავამთავრე, იმ პერიოდში ქვეყანაში არ იყო მშვიდი სიტუაცია... კორუფცია ყვაოდა და სამედიცინო უნივერსიტეტში "პატრონის" გარეშე მოხვედრა თითქმის წარმოუდგენელი იყო! იმედს მაინც არ ვკარგავდი და მიზნის მისაღწევად შეუპოვრად ვიბრძოდი, რაშიც ჩემი პედაგოგებიც მეხმარებოდნენ...

ხონის სკოლაში ვსწავლობდი, ჩემს ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მასწავლებლები სრულიად უსასყიდლოდ მამზადებდნენ. არც ერთ პედაგოგს ჩემთვის საგანში მომზადების თანხა არ გამოურთმევია...სამედიცინო უნივერსიტეტში ქიმიის გამოცდაზე ჩავიჭერი... სხვა პროფესიას თუ დავთანხმდებოდი, მიმიღებდნენ. შემომთავაზეს, ქუთაისში იურიდიულ ფაკულტეტზე მესწავლა, მაგრამ უარი ვთქვი! მხოლოდ ის, რომ სადმე მესწავლა, არ მსურდა! საბოლოოდ, მაინც ჩემი გავიტანე.

- როგორ გახსენდებათ სტუდენტობის წლები?

- თავიდან უიმედოდ ვიყავი განწყობილი. ვფიქრობდი, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ყველაზე მაჩანჩალა და ჩამორჩენილი ვიქნებოდი... პირველი სემესტრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი წინათგრძნობა არ გამართლდა და მეტიც, ყველაზე წარჩინებული სტუდენტი აღმოვჩნდი... რაც შეეხება პირობებს, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. სამედიცინო უნივერსიტეტს ჯერ კიდევ ჰქონდა ყაზბეგის გამზირზე შენობა და იქ მოვხვდი.

საერთო საცხოვრებელი თავისებურად მომხიბვლელი და საინტერესო იყო... ბევრი ძვირფასი ადამიანი შევიძინე იქ ცხოვრების დროს, ზოგიერთ მათგანთან დღესაც ვურთიერთობ. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო იქ ცხოვრება. მანამდე, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, სანამ არ დაინგრა და საბოლოოდ არ გაუქმდა.

- ჩამოსულებისთვის იოლი არ არის თბილისში თავის დამკვიდრება... თქვენ როგორ მიგიღოთ თბილისმა?

- ცივი დამოკიდებულება არ მიგრძნია! უნივერსიტეტში იყო ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საბჭო, სადაც მესამე კურსის შემდეგ აქტიურად ვიყავი ჩართული... მესამე კურსიდანვე სახელობითი სტიპენდია მომანიჭეს, თვეში 60 ლარს ვიღებდი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი თანხა იყო...ჩვენი დეკანი გახლდათ ცნობილი პედიატრი ნუგზარ უბერი. მის კაბინეტში ხშირად მიწევდა ყოფნა როგორც ასისტენტს. ბავშვების გასინჯვაში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში ვმონაწილეობდი... რაც უფრო მეტი პრაქტიკის გავლა მიწევდა, მით უფრო საინტერესო ხდებოდა ყველაფერი...

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაში ჩაბარება გადავწყვიტე. 2005 წელს პედიატრიის უფასო რეზიდენტურაში მხოლოდ ორი ადგილი იყო და დიდი კონკურენცია. ამ ორიდან ერთ-ერთი მე გახლდით...როდესაც რეზიდენტურა დავამთავრე, სამსახურის პოვნის საკითხი დადგა... უამრავი კურსდამთავრებულია, მაგრამ ასე მარტივად ექიმები ვერ ხდებიან: ზოგი ფარმაცევტულ კომპანიაში, ზოგიც სხვა სეგმენტში იწყებს მუშაობას.

მე გამიმართლა, მარინა კვეზერელი-კოპაძისგან ინფორმაცია მივიღე, რომ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი (სადაც ახლა ვმუშაობ) კადრებს ეძებდა... რა თქმა უნდა, შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი და ცენტრის დირექტორის, ქალბატონ მაია გოთუას ასისტენტად დავიწყე მუშაობა... რამდენიმე თვეში შტატის თანამშრომლად ამიყვანეს. ასე, ვიღაცების ჩარევის გარეშე აეწყო ყველაფერი. კარგად რომ ვსწავლობდი, ამიტომ გავახსენდი ქალბატონ მარინას და ასე მოვხვდი ამ ცენტრში... შეიძლება ვიმსახურებდი, მაგრამ იღბალიც არსებობს!

- ხალხს ეკრანიდან ყოველთვის გასაგებ ენაზე, რთული სამედიცინო ტერმინების გარეშე ესაუბრებით...

- დიახ, ვცდილობ... თუ არ შემიძლია, ყველა ადამიანს სამედიცინო ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე მივაწოდო, ეს ნიშნავს, რომ მეც არ მესმის ის საკითხი...წაიკითხეთ სრულად