პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასათიანი, გურიელი, მაყაშვილი - როგორია თავად-აზნაურთა ცნობილი გვარების ისტორია და რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი
ასათიანი, გურიელი, მაყაშვილი - როგორია თავად-აზნაურთა ცნობილი გვარების ისტორია და რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი

სა­კუ­თა­რი გვარ-სა­ხე­ლე­ბი, წარ­მო­მავ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სის სფე­როა. ამ თე­მა­ზე უამ­რავ მეც­ნი­ერ­სა და მკვლე­ვარს უმუ­შა­ვია. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბო­ბენ უბ­რა­ლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ თე­მის შეს­წავ­ლას დიდ დროს უთ­მო­ბენ.

ასე­თი გახ­ლავთ ლე­ვან ბე­რა­ია, ერთ-ერთი აგ­რო­კონ­სორ­ცი­უ­მის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა­გა­ნი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, რომ­ლის ავ­ტო­რო­ბით გა­მო­სუ­ლია წიგ­ნი „ქარ­თველ თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა გვა­რე­ბის აღ­წე­რა“, სა­დაც არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი გვა­რია გან­ხი­ლუ­ლი.

"2 წიგ­ნი­სა და 800 სტა­ტი­ი­სა თუ ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი გახ­ლა­ვართ. ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს თემა. ჩემი სტი­ქა­როს­ნო­ბის დროს (სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 1980-1984 წლებ­ში სტი­ქა­რო­სა­ნი ვი­ყა­ვი) გა­ვი­ცა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ბაბო და­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა და კარ­გი მთხრო­ბე­ლი გახ­ლდათ. სწო­რედ ქალ­ბა­ტო­ნი ბაბო მიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი და არა­მარ­ტო თა­ვი­სი გვა­რის ის­ტო­რი­ას. ჰქონ­და უამ­რა­ვი სუ­რა­თი და თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნის ის­ტო­რია იცო­და. იმ ადა­მი­ან­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი მეც შე­მაყ­ვა­რა.

გარ­და ამი­სა, ოჯახ­ში ბავ­შვო­ბი­დან მუდ­მი­ვად მეს­მო­და მი­თე­ბი და ლე­გენ­დე­ბი ჩემი გვა­რის შე­სა­ხებ და რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლაფ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, გვა­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­კი­თხებს ჩავრღმა­ვე­ბო­დი, გა­მო­მეკვლია და შე­მეს­წავ­ლა“ - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი, რო­მე­ლიც წიგ­ნის შედ­გე­ნი­სას ეყ­რდნო­ბო­და ძველ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებს, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებს, ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტის შრო­მებ­სა და ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის წიგ­ნებს.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა გვა­რე­ბი?

- ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ამ­ბე­ბი თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა შე­სა­ხებ... ჩემს მე­გო­ბარ­თან, ვა­ლე­რი­ან ხიმ­ში­აშ­ვილ­თან ერ­თად, ვგეგ­მავთ ახა­ლი კრე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ გვა­რებს შე­ე­ხე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა გვა­რი ის­ტო­რი­უ­ლია.

სა­ნამ ახა­ლი ნაშ­რომს და­ას­რუ­ლებს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, მა­ნამ­დე გთა­ვა­ზობთ მის მიერ შეკ­რე­ბი­ლი მა­სა­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა გვა­რის ის­ტო­რი­ას:

  • ავა­ლიშ­ვი­ლი - ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში. XV-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ძვე­ლი თო­რის (ახ­ლან­დე­ლი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა) მხა­რე­ში და­წი­ნა­ურ­და და იქ 1535-1555 წლებ­ში ავა­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­თა­ვა­დო (სა­ა­ვა­ლიშ­ვი­ლო) ჩა­მო­ყა­ლიბ­და. სა­ა­ვა­ლიშ­ვი­ლო იმე­რე­თის სა­მე­ფო­ში შე­დი­ო­და. XVI ს-ში ავა­ლიშ­ვი­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი შიდა ქარ­თლში, კა­ხეთ­სა და იმე­რეთ­ში გა­და­სახ­ლდა, სა­კუ­თარ მი­წა­ზე დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი გა­მაჰ­მა­დი­ად­ნენ და ბე­გე­ბის წო­დე­ბა მი­ი­ღეს. ქარ­თლში გა­და­სუ­ლი ავა­ლიშ­ვი­ლე­ბი ტა­შის­კარ­ში, სუ­რამ­სა და მიმ­დე­ბა­რედ დამ­კვიდ­რდნენ. კა­ხეთ­ში გა­და­სუ­ლე­ბი - კა­კა­ბეთ­ში, კა­ლა­ურ­ში, თე­ლავ­ში და ჩუმ­ლაყ­ში. იმე­რე­თის ავა­ლიშ­ვი­ლე­ბი დაკ­ნინ­დნენ და აზ­ნა­უ­რე­ბად იქ­ცნენ. ქარ­თლ-კა­ხე­თის ავა­ლიშ­ვი­ლებს მო­უ­რავ­თა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვათ, იყ­ვნენ ეპის­კო­პო­სე­ბი...
  • ასა­თი­ა­ნი - აზ­ნა­უ­რუ­ლი გვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. „ასა­თი­ა­ნი, ასა­ით მი­ხა­ილ იყო ბერ­ძენ­თა მხე­და­რი სარ­დას მო­ნო­მა­ხის კე­ის­რი­სა წელს 1073 და მისი შვი­ლი მო­ვი­და იმე­რეთ­სა და მე­ფე­მან მათი გვა­რი მი­ი­ღო ასა­თი­ა­ნად და მუ­ნით­გან იწო­დე­ბი­ან ამ გვა­რად“. ასა­თი­ა­ნებს იმე­რე­თის სა­მე­ფო კარ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვათ, კერ­ძოდ, ისი­ნი იყ­ვნენ სა­მე­ფო მო­უ­რა­ვე­ბი. მა­მუ­ლე­ბი ჰქონ­დათ ლე­ჩხუმ­სა და იმე­რე­თის სხვადსხვა კუ­თხე­ში. და­ვით და­დი­ა­ნის დროს ოქ­რო­პირ ასა­თი­ა­ნი იყო უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მდი­ვა­ნი. ალექ­სან­დრე მე­ფემ ყმი­სა და მა­მუ­ლის წყა­ლო­ბის წიგ­ნი 1736 წელს მის­ცა ხა­ხურ­ტა ასა­თი­ანს - „ჩვე­ნის გუ­ლი­სათ­ვის ბევ­რი საქ­მე გე­მარ­თათ, მერ­მე დაგ­ვა­ი­ა­ჯე­ნით და ჩვენ ვის­მი­ნეთ აჯა და მოხ­სე­ნე­ბა თქვე­ნი, შე­გი­წყა­ლეთ და გი­ბო­ძეთ პატ­რი­ქეთს... სა­სახ­ლე თუ გლე­ხე­ბი მა­თის ცოლ­შვი­ლით, სახ­ლკა­რით, პურ­მა­რი­ლით, ტყით, ვე­ლით, ვე­ნა­ხით, სა­საფ­ლა­ოს ეკ­ლე­სი­ა­თა, სა­ძებ­რი­თა და უძებ­რით, გვი­ბო­ძე­ბია. გი­ბედ­ნი­ე­როს ღმერ­თმან, თუ თქვენ ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი იყოთ, ჩვენ ეს ჩვე­ნი წყა­ლო­ბა არა­სო­დეს არ მო­გი­შა­ლოთ“. 1736-1937 წლებ­ში ოტია და­დი­ან­მა ხა­ხუ­ტა ასა­თი­ანს უბო­ძა ყმა-მა­მუ­ლი ცხუ­კუშ­ვერ­ში.
  • ალა­დაშ­ვი­ლი - აზ­ნა­ურ­თა გვა­რი ქარ­თლში, ცი­ციშ­ვი­ლე­ბის აზ­ნა­უ­რე­ბი იყ­ვნენ. 1782 წლის 5 სექ­ტემ­ბე­რის არ­ზა­ში წე­რია, რო­მე­ლიც გო­გია ალა­დაშ­ვილ­მა გა­უგ­ზავ­ნა ერეკ­ლე მე­ფეს: „ღმერ­თმა ბედ­ნი­ე­რის ხელ­მწი­ფე­ბის ჭირი მის­ცეს ცი­ციშ­ვი­ლის მა­ნუ­ჩა­რის აზ­ნა­უ­რიშ­ვილს ალა­დაშ­ვი­ლის გო­გი­ას. ჩემი მოხ­სე­ნე­ბა არის ესე“.
  • ალექ­სიშ­ვი­ლი - აზ­ნა­უ­რუ­ლი გვა­რია, ქსნის სა­ე­რის­თა­ვოს, სა­ა­მი­ლახ­ვროს აზ­ნა­უ­რე­ბი იყ­ვნე­ნი. ალექ­სიშ­ვი­ლე­ბის გვა­რი გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია მეს­ხიშ­ვი­ლე­ბის გვარ­თან. ალექ­სიშ­ვი­ლე­ბი ცნო­ბი­ლი მწიგ­ნო­ბარ­ნი და კა­ლიგ­რა­ფე­ბი იყ­ვნენ. მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან 1795 წელს ფარ­ნა­ვაზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მიერ ბე­სა­რი­ონ ალექ­სიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გა­ცე­მულ წყა­ლო­ბის წიგნ­ში. 1738 წელს ალექ­სიშ­ვი­ლი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ყმი­სა და ნას­ყი­დო­ბის წიგნ­შიც. ალექ­სიშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს და­მა­არ­სე­ბე­ლი იყო ან­ჩის­ხა­ტის დე­კა­ნო­ზი ალექ­სი, მღვდლის გრი­გოლ მხატ­ვრის ძე.
  • ამა­შუ­კე­ლი - აზ­ნა­უ­რუ­ლი გვა­რი იმე­რე­თი­სა და ქარ­თლის ტახ­ტის აზ­ნა­უ­რე­ბი. ჰქონ­დათ მა­მუ­ლე­ბი ამა­შუ­კეთ­ში. ბე­ჟი­ნა ამი­ლახ­ვრიშ­ვი­ლის ერთ ჩა­ნაწრში ვკი­თხუ­ლობთ: „მა­მე­კელ, რომ მა­მი­ვი­და, ამა­შუ­კე­ლის ყმა არის, 17 წე­ლი­წა­დია, ცა­რი­ე­ლი ბიჭი იყო, ცოლი შე­ირ­თო, და­ვა­სახ­ლე“. ამ გვა­რის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვა­სილ სოკ­რა­ტეს ძე 1853 წელს პო­რუ­ჩი­კის წო­დე­ბით ნო­ვო­რო­სის­კის დრა­გუნ­თა პოლკ­ში ჩა­რი­ცხეს. 1856 წელს პე­რი­ას­ლა­ვის დრა­გუნ­თა პოლკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.
  • ბე­რი­ძე - ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოა გუ­რი­ა­ში. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი „ძველ­თა მთა­ვარ­თა გვარ­თათ­ვის“ ბე­რი­ძე­ებს გუ­რულ თა­ვა­დე­ბად ასა­ხე­ლებს. ბე­რი­ძე­ე­ბი იყ­ვნენ აგ­რეთ­ვე აზ­ნა­უ­რე­ბი, ჩვენ არ ვი­ცით, რამ გა­მო­იწ­ვია ბე­რი­ძე­თა წო­დე­ბის დამ­ცი­რე­ბა. ვი­ცით მხო­ლოდ, რომ ეს მოხ­და XVII სა­უ­კუ­ნი­დან 1664 წლამ­დე. მეს­ტუმ­რე­თუ­ხუ­ცე­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ბე­რი­ძე­ე­ბის ხელ­ში იყო, ხოლო შემ­დეგ ნა­კა­ში­ძე­თა ხელ­ში გა­და­ვი­და. XVIII სუ­კუ­ნე­ში მა­მუ­კა ბე­რი­ძემ უძე­ო­ბის გამო იშ­ვი­ლა ნა­კა­ში­ძე და მი­წა­წყა­ლი, ყმა, მა­მუ­ლი მას და­უმ­ტკი­ცა. ბე­რი­ძე­ე­ბი იყ­ვნენ აგ­რეთ­ვე სა­თა­ვა­დო აზ­ნა­უ­რე­ბიც.
  • გარ­სე­ვა­ნიშ­ვი­ლი - ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთ­ში. სა­მე­ფო კარ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით და­წი­ნა­ურ­დნენ XVIII სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ამ საგ­ვა­რე­უ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვახ­ტანგ VI-ის კულ­ტუ­რულ-მეც­ნი­ე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და მე­ფის შვი­ლე­ბის აღ­ზრდილ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დნენ. ძმე­ბი გი­ორ­გი და იესე გარ­სე­ვა­ნიშ­ვი­ლე­ბი ივ­ნენ ვახ­ტანგ VI-ის შვი­ლე­ბის ვა­ხუშ­ტის ბა­ქა­რი­სა და გი­ორ­გის აღ­მზრდე­ლე­ბი, იესე იყო სა­მე­ფო კა­რი­სა და ოქი­ნის კა­რის დე­კა­ნო­ზი, ჯვა­რის­მტვირ­თვე­ლი. 1724 წელს გარ­სე­ვა­ნიშ­ვი­ლე­ბი ვახ­ტანგ VI-სთან ერ­თად რუ­სეთ­ში გა­და­სახ­ლდნენ. იქ მათ­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ გარ­სე­ვა­ნო­ვე­ბის გვა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მი­ი­ღო. რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ მათ მა­მუ­ლე­ბი მის­ცა პოლ­ტა­ვის, ხარ­კო­ვი­სა და ეკა­ტე­რი­ნოს­ლა­ვის გუ­ბერ­ნი­ებ­ში.
  • გუ­რი­ე­ლი - ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში, გუ­რი­ის მთავ­რე­ბი. XI სა­უ­კუ­ნი­დან გუ­რი­ის მთავ­რე­ბად ის­ხდნენ ვარ­და­ნის­ძე­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. XIII-XV სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გუ­რი­ის ერის­თა­ვე­ბი ჯერ ერის­თავთ-ერის­თა­ვე­ბად იწო­დე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მთავ­რე­ბი გახ­დნენ. გუ­რი­ე­ლად იწო­დე­ბო­და გუ­რი­ის გამ­გე­ბე­ლი ფე­ო­და­ლუ­რი სახ­ლის უფ­რო­სი, სახ­ლის სხვა წევ­რე­ბი - ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბად. გუ­რი­ე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი რე­ზი­დენ­ცია ოზურ­გეთ­ში იყო. საგ­ვა­რე­უ­ლო საძ­ვა­ლე მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ეკ­ლე­სია სო­ფელ შე­მოქ­მედ­ში. გუ­რი­ე­ლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1830 წელს გა­ა­უქ­მა. მას შემ­დეგ „გუ­რი­ე­ლი“ მათ გვა­რად გა­და­იქ­ცა.
  • გვე­ლე­სი­ა­ნი - საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში. სვა­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის გვა­რია, რო­მელ­მაც მიგ­რა­ცია მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნი­ცა­და. გვე­ლე­სი­ა­ნე­ბი გვხვდე­ბი­ან რო­გორც სვა­ნეთ­ში, ასე­ვე ლე­ჩხუმ­ში, იმე­რეთ­სა და კა­ხეთ­ში. იმე­რე­ლი გვე­ლე­სი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი გლე­ხის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ნა­წი­ლი - სა­თა­ვა­დო აზ­ნა­უ­რე­ბი იყ­ვნენ. კა­ხეთ­ში გვე­ლე­სი­ა­ნე­ბი ფლობ­დნენ კა­ხე­თის სა­მე­ფო აზ­ნა­უ­რის ტი­ტულს. 1950 წელს მათი გვა­რი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის „ხა­ვერ­დო­ვან წიგნ­ში“ შე­ი­ტა­ნეს, პე­ტერ­გე­ნე­ბის გე­ნე­ა­ლო­გი­ურ სა­იტ­ზე, გან­თავ­სე­ბულ სი­ა­ში, სა­დაც ის გვა­რე­ბია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც 1800 წლი­დან 1917 წლამ­დე რა­ი­მე სა­ხის ტი­ტუ­ლი - აზ­ნა­უ­რო­ბა და თა­ვა­დო­ბა მი­ი­ღეს... ამ გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ რო­გორც თბი­ლის­ში, ისე ზეს­ტა­ფონ­სა და ჭი­ა­თუ­რა­ში.
  • მი­ქა­ძე - ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოა, მეგ­რე­ლი თა­ვა­დე­ბი. სა­თა­ვა­დოს ფლობ­დნენ დღე­ვან­დე­ლი ხო­ბის რა­ი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, XIX სა­უ­კუ­ნე­ში მხე­ი­ძე­ე­ბი, ქო­ჩა­კი­ძე­ე­ბი და მი­ქა­ძე­ე­ბი ხე-ტყის წარ­მო­ე­ბას მისდვ­დნენ. მი­ქა­ძე­ე­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბით ფლობ­დნენ ჭა­ლა­დი­დი­სა და ნო­ქა­ლა­ქე­ვის მო­უ­რა­ვო­ბას, ბეჯა და კა­ცია მი­ქა­ძე­ე­ბი ერთ-ერთ დო­კუ­მენ­ტში მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან, რო­გორც ჭა­ლა­დი­დი­სა და ფოთს მო­უ­რა­ვე­ბი, ასე­ვე ფო­თი­სა და ანაკ­ლი­ის თა­ვა­დე­ბად. მი­ქა­ძე­ე­ბის გვა­რი პირ­ვე­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა XVI ს. პეტ­რე მი­ქა­ძე გი­ორ­გი III და­დი­ა­ნის დროს ქარ­თლში გა­და­ვი­და და ქარ­თლე­ლი მი­ქა­ძე­ე­ბის შტოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და.
  • მა­ყაშ­ვი­ლი - ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვრე­უ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში. კა­ხე­ლი თა­ვა­დე­ბი, ვა­ხუშ­ტის ცნო­ბით: „ხოლო კახ­თის ჩო­ლო­ყაშ­ვილ­ნი და მა­ყაშ­ვილ­ნი იტყვი­ან ირუ­ფა­ქი­ძე­ო­ბას“. იყალ­თოს სიძ­ვე­ლე­თა მი­ხედ­ვით, მა­ყაშ­ვილ­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს ტრა­დი­ცი­ე­ბით, არ­სენ იყალ­თო­ე­ლი, წმინ­დან­თა რი­ცხვში ჩა­რი­ცხუ­ლა. გვა­რად თით­ქოს მა­ყაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა, არ­სენ იყალ­თო­ე­ლი მოღ­ვა­წე­ობ­და XI-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე. მა­ყაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ უჯარ­მის, თე­ლა­ვის, ძვე­ლი გა­ლავ­ნის, აღ­დგო­მი­სა და ყა­რა­ჯა­ლის მო­უ­რა­ვე­ბი. კა­ხე­თის სა­მე­ფო კარ­ზე ეში­კა­ბა­შის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვათ. 1460 წლის სი­გელ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ზაალ მა­ყაშ­ვი­ლი ნა­ზი­რი.

ამ­რი­გად, ფე­ო­და­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვა­დი სა­ხელ­მწი­ფოს საყ­რდენს წარ­მო­ად­გენ­და. რამ­დე­ნად ძლი­ე­რიც იყო სა­თა­ვა­დო, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფო. იუ­რი­დი­უ­ლად თა­ვა­დი მე­ფის ყმა იყო და მე­ფი­სად­მი ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რი მარ­თებ­და. ამ ყმო­ბა-სამ­სა­ხუ­რის სა­ფუძ­ვე­ლი მა­მუ­ლი იყო, რო­მე­ლიც სწო­რად ამ ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის ებო­ძე­ბო­და თა­ვადს მე­ფის­გან.

თა­ვა­დე­ბის შემ­დეგ ამ იერ­არ­ქი­ის კი­ბე­ზე აზ­ნა­უ­რე­ბი იდ­გნენ, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ სა­მე­ფო სა­ეკ­ლე­სიო და სა­თა­ვა­დო აზ­ნა­უ­რე­ბად იყო­ფოდ­ნენ. აზ­ნა­ურ­თა შო­რის უკე­თეს ეკო­ნო­მი­ურ პი­რო­ბებ­ში ტახ­ტის აზ­ნა­უ­რე­ბი გახ­ლდნენ, მათ უშუ­ა­ლო მბრძა­ნე­ბელს, მეფე წარ­მო­ად­გენ­და. უფრო დაბ­ლა სა­ეკ­ლე­სიო აზ­ნა­უ­რე­ბი იდ­გნენ... აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რუ­ლი გვა­რე­ბის ის­ტო­რი­ებ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
15

ასათიანების გვარი ასათ ვაჩედან მოდის მე-12-ე საუკუნიდან. კერძოდ კახეთიდან.

giusha3232
6

თავადების ინტერესებს გადაყვა საქართველო მაშინაც და ეხლაც

ავტორი:

ასათიანი, გურიელი, მაყაშვილი - როგორია თავად-აზნაურთა ცნობილი გვარების ისტორია და რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი

ასათიანი, გურიელი, მაყაშვილი - როგორია თავად-აზნაურთა ცნობილი გვარების ისტორია და რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი

საკუთარი გვარ-სახელები, წარმომავლობა ნებისმიერი ადამიანის მუდმივი ინტერესის სფეროა. ამ თემაზე უამრავ მეცნიერსა და მკვლევარს უმუშავია. გარდა ამისა, არსებობენ უბრალოდ დაინტერესებული პირებიც, რომლებიც ამ თემის შესწავლას დიდ დროს უთმობენ.

ასეთი გახლავთ ლევან ბერაია, ერთ-ერთი აგროკონსორციუმის დამფუძნებელთაგანი, დირექტორის მოადგილე, რომლის ავტორობით გამოსულია წიგნი „ქართველ თავად-აზნაურთა გვარების აღწერა“, სადაც არაერთი ქართული გვარია განხილული.

"2 წიგნისა და 800 სტატიისა თუ ნაშრომის ავტორი გახლავართ. ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს თემა. ჩემი სტიქაროსნობის დროს (სიონის საკათედრო ტაძარში 1980-1984 წლებში სტიქაროსანი ვიყავი) გავიცანი ქალბატონი ბაბო დადიანი, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება და კარგი მთხრობელი გახლდათ. სწორედ ქალბატონი ბაბო მიყვებოდა თავისი და არამარტო თავისი გვარის ისტორიას. ჰქონდა უამრავი სურათი და თითქმის ყველა მათგანის ისტორია იცოდა. იმ ადამიანმა ეს ყველაფერი მეც შემაყვარა.

გარდა ამისა, ოჯახში ბავშვობიდან მუდმივად მესმოდა მითები და ლეგენდები ჩემი გვარის შესახებ და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დამსახურებაა ის, რომ სურვილი გამიჩნდა, გვარების წარმომავლობის საკითხებს ჩავრღმავებოდი, გამომეკვლია და შემესწავლა“ - გვეუბნება ბატონი ლევანი, რომელიც წიგნის შედგენისას ეყრდნობოდა ძველ ისტორიულ წყაროებს, საარქივო მასალებს, ხელნაწერთა ინსტიტუტის შრომებსა და ცნობილი მეცნიერების წიგნებს.

- რატომ მაინცდამაინც თავად-აზნაურთა გვარები?

- ბავშვობიდან მაინტერესებდა ამბები თავად-აზნაურთა შესახებ... ჩემს მეგობართან, ვალერიან ხიმშიაშვილთან ერთად, ვგეგმავთ ახალი კრებული გამოცემას, რომელიც ისტორიულ გვარებს შეეხება, თუმცა საქართველოში ყველა გვარი ისტორიულია.

სანამ ახალი ნაშრომს დაასრულებს ჩვენი რესპონდენტი, მანამდე გთავაზობთ მის მიერ შეკრებილი მასალიდან რამდენიმე თავად-აზნაურთა გვარის ისტორიას:

  • ავალიშვილი - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XV-XVII საუკუნეებში ძველი თორის (ახლანდელი ბორჯომის ხეობა) მხარეში დაწინაურდა და იქ 1535-1555 წლებში ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო) ჩამოყალიბდა. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. XVI ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწაზე დარჩენილები კი გამაჰმადიადნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლში გადასული ავალიშვილები ტაშისკარში, სურამსა და მიმდებარედ დამკვიდრდნენ. კახეთში გადასულები - კაკაბეთში, კალაურში, თელავში და ჩუმლაყში. იმერეთის ავალიშვილები დაკნინდნენ და აზნაურებად იქცნენ. ქართლ-კახეთის ავალიშვილებს მოურავთა თანამდებობები ეკავათ, იყვნენ ეპისკოპოსები...
  • ასათიანი - აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073 და მისი შვილი მოვიდა იმერეთსა და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“. ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავათ, კერძოდ, ისინი იყვნენ სამეფო მოურავები. მამულები ჰქონდათ ლეჩხუმსა და იმერეთის სხვადსხვა კუთხეში. დავით დადიანის დროს ოქროპირ ასათიანი იყო უზენაესი სასამართლოს მდივანი. ალექსანდრე მეფემ ყმისა და მამულის წყალობის წიგნი 1736 წელს მისცა ხახურტა ასათიანს - „ჩვენის გულისათვის ბევრი საქმე გემართათ, მერმე დაგვაიაჯენით და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ პატრიქეთს... სასახლე თუ გლეხები მათის ცოლშვილით, სახლკარით, პურმარილით, ტყით, ველით, ვენახით, სასაფლაოს ეკლესიათა, საძებრითა და უძებრით, გვიბოძებია. გიბედნიეროს ღმერთმან, თუ თქვენ ჩვენი ერთგული იყოთ, ჩვენ ეს ჩვენი წყალობა არასოდეს არ მოგიშალოთ“. 1736-1937 წლებში ოტია დადიანმა ხახუტა ასათიანს უბოძა ყმა-მამული ცხუკუშვერში.
  • ალადაშვილი - აზნაურთა გვარი ქართლში, ციციშვილების აზნაურები იყვნენ. 1782 წლის 5 სექტემბერის არზაში წერია, რომელიც გოგია ალადაშვილმა გაუგზავნა ერეკლე მეფეს: „ღმერთმა ბედნიერის ხელმწიფების ჭირი მისცეს ციციშვილის მანუჩარის აზნაურიშვილს ალადაშვილის გოგიას. ჩემი მოხსენება არის ესე“.
  • ალექსიშვილი - აზნაურული გვარია, ქსნის საერისთავოს, საამილახვროს აზნაურები იყვნენი. ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები იყვნენ. მოიხსენიებიან 1795 წელს ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის სახელზე გაცემულ წყალობის წიგნში. 1738 წელს ალექსიშვილი მოიხსენიება ყმისა და ნასყიდობის წიგნშიც. ალექსიშვილების საგვარეულოს დამაარსებელი იყო ანჩისხატის დეკანოზი ალექსი, მღვდლის გრიგოლ მხატვრის ძე.
  • ამაშუკელი - აზნაურული გვარი იმერეთისა და ქართლის ტახტის აზნაურები. ჰქონდათ მამულები ამაშუკეთში. ბეჟინა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწრში ვკითხულობთ: „მამეკელ, რომ მამივიდა, ამაშუკელის ყმა არის, 17 წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შეირთო, დავასახლე“. ამ გვარის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ სოკრატეს ძე 1853 წელს პორუჩიკის წოდებით ნოვოროსისკის დრაგუნთა პოლკში ჩარიცხეს. 1856 წელს პერიასლავის დრაგუნთა პოლკში გადაიყვანეს.
  • ბერიძე - ფეოდალური საგვარეულოა გურიაში. ვახუშტი ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“ ბერიძეებს გურულ თავადებად ასახელებს. ბერიძეები იყვნენ აგრეთვე აზნაურები, ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია ბერიძეთა წოდების დამცირება. ვიცით მხოლოდ, რომ ეს მოხდა XVII საუკუნიდან 1664 წლამდე. მესტუმრეთუხუცესის თანამდებობა ბერიძეების ხელში იყო, ხოლო შემდეგ ნაკაშიძეთა ხელში გადავიდა. XVIII სუკუნეში მამუკა ბერიძემ უძეობის გამო იშვილა ნაკაშიძე და მიწაწყალი, ყმა, მამული მას დაუმტკიცა. ბერიძეები იყვნენ აგრეთვე სათავადო აზნაურებიც.
  • გარსევანიშვილი - ფეოდალური საგვარეულოა საქართველოსა და რუსეთში. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდნენ XVIII საუკუნეში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI-ის კულტურულ-მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღზრდილ-მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები ივნენ ვახტანგ VI-ის შვილების ვახუშტის ბაქარისა და გიორგის აღმზრდელები, იესე იყო სამეფო კარისა და ოქინის კარის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი. 1724 წელს გარსევანიშვილები ვახტანგ VI-სთან ერთად რუსეთში გადასახლდნენ. იქ მათმა შთამომავლობამ გარსევანოვების გვარი განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიიღო. რუსეთის მთავრობამ მათ მამულები მისცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში.
  • გურიელი - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII-XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ-ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების ძირითადი რეზიდენცია ოზურგეთში იყო. საგვარეულო საძვალე მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფელ შემოქმედში. გურიელების ხელისუფლება რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად 1830 წელს გააუქმა. მას შემდეგ „გურიელი“ მათ გვარად გადაიქცა.
  • გველესიანი - საგვარეულო საქართველოში. სვანური წარმომავლობის გვარია, რომელმაც მიგრაცია მთელს საქართველოში განიცადა. გველესიანები გვხვდებიან როგორც სვანეთში, ასევე ლეჩხუმში, იმერეთსა და კახეთში. იმერელი გველესიანების ნაწილი გლეხის კატეგორიას განეკუთვნება, ნაწილი - სათავადო აზნაურები იყვნენ. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო აზნაურის ტიტულს. 1950 წელს მათი გვარი რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ შეიტანეს, პეტერგენების გენეალოგიურ საიტზე, განთავსებულ სიაში, სადაც ის გვარებია დასახელებული, რომლებმაც 1800 წლიდან 1917 წლამდე რაიმე სახის ტიტული - აზნაურობა და თავადობა მიიღეს... ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ როგორც თბილისში, ისე ზესტაფონსა და ჭიათურაში.
  • მიქაძე - ფეოდალური საგვარეულოა, მეგრელი თავადები. სათავადოს ფლობდნენ დღევანდელი ხობის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, XIX საუკუნეში მხეიძეები, ქოჩაკიძეები და მიქაძეები ხე-ტყის წარმოებას მისდვდნენ. მიქაძეები მემკვიდრეობით ფლობდნენ ჭალადიდისა და ნოქალაქევის მოურავობას, ბეჯა და კაცია მიქაძეები ერთ-ერთ დოკუმენტში მოიხსენიებიან, როგორც ჭალადიდისა და ფოთს მოურავები, ასევე ფოთისა და ანაკლიის თავადებად. მიქაძეების გვარი პირველად მოიხსენიება XVI ს. პეტრე მიქაძე გიორგი III დადიანის დროს ქართლში გადავიდა და ქართლელი მიქაძეების შტოს დამფუძნებელი გახდა.
  • მაყაშვილი - ფეოდალური საგვრეულო საქართველოში. კახელი თავადები, ვახუშტის ცნობით: „ხოლო კახთის ჩოლოყაშვილნი და მაყაშვილნი იტყვიან ირუფაქიძეობას“. იყალთოს სიძველეთა მიხედვით, მაყაშვილთა საგვარეულოს ტრადიციებით, არსენ იყალთოელი, წმინდანთა რიცხვში ჩარიცხულა. გვარად თითქოს მაყაშვილი ყოფილა, არსენ იყალთოელი მოღვაწეობდა XI-XII საუკუნეების მიჯნაზე. მაყაშვილები იყვნენ უჯარმის, თელავის, ძველი გალავნის, აღდგომისა და ყარაჯალის მოურავები. კახეთის სამეფო კარზე ეშიკაბაშის თანამდებობები ეკავათ. 1460 წლის სიგელში მოხსენიებულია ზაალ მაყაშვილი ნაზირი.

ამრიგად, ფეოდალურ საქართველოში თავადი სახელმწიფოს საყრდენს წარმოადგენდა. რამდენად ძლიერიც იყო სათავადო, იმდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო. იურიდიულად თავადი მეფის ყმა იყო და მეფისადმი ერთგული სამსახური მართებდა. ამ ყმობა-სამსახურის საფუძველი მამული იყო, რომელიც სწორად ამ ერთგული სამსახურისთვის ებოძებოდა თავადს მეფისგან.

თავადების შემდეგ ამ იერარქიის კიბეზე აზნაურები იდგნენ, რომლებიც თავის მხრივ სამეფო საეკლესიო და სათავადო აზნაურებად იყოფოდნენ. აზნაურთა შორის უკეთეს ეკონომიურ პირობებში ტახტის აზნაურები გახლდნენ, მათ უშუალო მბრძანებელს, მეფე წარმოადგენდა. უფრო დაბლა საეკლესიო აზნაურები იდგნენ... აქ წარმოდგენილი თავადაზნაურული გვარების ისტორიებში ეს ყველაფერი ნათლად იკვეთება.

"შინ ბრუნდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა" - 11 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება

"სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება მთავარ იარაღად" - გამყრელიძის თქმით, ივლისის 1-ელ კვირაში საქართველოში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვაქცინა შემოვა

"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დოზების დაკარგვის შესახებ ინფორმაციაზე