სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეზღუდვები იხსნება 6 ივლისიდან - ცვლილებები არ ეხება აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს
რა შეზღუდვები იხსნება 6 ივლისიდან - ცვლილებები არ ეხება აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ­შა­ბა­თი­დან, 6 ივ­ლი­სი­დან დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა, სა­გა­მო­ფე­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა, ტრე­ნინ­გე­ბი და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი. რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით მოხ­დე­ბა.

ამას­თან, ნა­თია თურ­ნა­ვას თქმით, საქ­მი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა ჯერ­ჯე­რო­ბით აუ­ზებ­სა და ფიტ­ნეს ცენ­ტრებს არ ეხე­ბა.

"მინ­და ვთქვა, რომ დღეს ვიმ­სჯე­ლეთ გეგ­მა­ზო­მი­ე­რა­ად, კი­დევ არის დარ­ჩე­ნი­ლი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, რო­მელ­ზეც შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა ბინ­ზეს საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა დიდი ალ­ბა­თო­ბით, უკვე ორ­შა­ბა­თი­დან უკვე დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს არის გა­მო­ფე­ნე­ბი, სა­გა­მო­ფე­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა, ტრე­ნინ­გე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი სას­ტუმ­რო­ებ­ში.

იცით, რომ საკ­მა­ოდ დიდი მო­თხოვ­ნა არის მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბი მოგ­ვაკ­ლდა, მაგ­რამ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დით მო­თხო­ვა იყო ტრე­ნინ­გე­ბის, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის, ვიმ­სჯე­ლეთ და ვფიქ­რობთ, რომ ეს მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც მო­დის სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან, საკ­მა­ოდ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნია. რა თქმა უნდა, ეს წე­სე­ბიც დაც­ვით მოხ­დე­ბა.

პრაქ­ტი­კუ­ლად, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლი, მცი­რე და­ზუს­ტე­ბა დას­ჭირ­დე­ბა და უკვე ორ­შა­ბა­თამ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ამ უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით, ეს საკ­მა­ოდ კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ერ­თის მხრივ, რომ არ შე­წყდეს ტრე­ნინგ პროგ­რა­მა და მე­ო­რეს მხრივ, და­ვეხ­მა­როთ ჩვენს სას­ტუმ­რო­ებს, მათ არ და­კარ­გონ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მო­ემ­სა­ხუ­რონ ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ასე­ვე სა­გა­მო­ფე­ნო აქ­ტი­ვო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რა თქმა უნდა, წე­სე­ბის დაც­ვით მოხ­დე­ბა.

გვრჩე­ბა კი­დევ საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­კვე­უ­ლი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი, გვეს­მის ყვე­ლას პრობ­ლე­მა, ეს არის ფიტ­ნეს ცენ­ტრე­ბი, აუ­ზე­ბი, მაგ­რამ შე­და­რე­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის საქ­მი­ა­ნო­ბაა, თუმ­ცა შემ­დეგ ეტაპ­ზე უკვე გან­ვი­ხავთ ამ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა­საც ყვე­ლა პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე არ ვსა­უბ­რობთ, სა­უ­ბა­რია ტრე­ნინ­გებ­ზე, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, სა­გა­მო­ფე­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე“,-გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nana
1

aris Tu ara daSvebuli taqsiT sami mgzavris gadayvana tu ara rodidan daiSveba

ეშმაკი
0

კაზინოები გახსენით, მხოლოდ პარლამენტში ბოდიალი მომწყინდა.

ავტორი:

რა შეზღუდვები იხსნება 6 ივლისიდან - ცვლილებები არ ეხება აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს

რა შეზღუდვები იხსნება 6 ივლისიდან - ცვლილებები არ ეხება აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, ორშაბათიდან, 6 ივლისიდან დაშვებული იქნება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა, საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობების განახლება შესაბამისი წესების დაცვით მოხდება.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საქმიანობის თვალსაზრისით შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს არ ეხება.

"მინდა ვთქვა, რომ დღეს ვიმსჯელეთ გეგმაზომიერაად, კიდევ არის დარჩენილი ბიზნეს საქმიანობები, რომელზეც შეზღუდვები ვრცელდება და სხვადასხვა ბინზეს საქმიანობის გარკვეული რაოდენობა დიდი ალბათობით, უკვე ორშაბათიდან უკვე დაშვებული იქნება. ეს არის გამოფენები, საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში.

იცით, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით მოთხოვა იყო ტრენინგების, კონფერენციების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების, ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, საკმაოდ რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს წესებიც დაცვით მოხდება.

პრაქტიკულად, ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი, მცირე დაზუსტება დასჭირდება და უკვე ორშაბათამდე ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. ამ უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით, ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება ერთის მხრივ, რომ არ შეწყდეს ტრენინგ პროგრამა და მეორეს მხრივ, დავეხმაროთ ჩვენს სასტუმროებს, მათ არ დაკარგონ შესაძლებლობა, რომ მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს.

ასევე საგამოფენო აქტივობას რაც შეეხება, ესეც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, წესების დაცვით მოხდება.

გვრჩება კიდევ საქმიანობის გარკვეული მცირე რაოდენობა შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემა, ეს არის ფიტნეს ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, თუმცა შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნასაც ყველა პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამაზე არ ვსაუბრობთ, საუბარია ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე“,-განაცხადა თურნავამ.

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება