კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოცრება ხდება ჩემს ცხოვრებაში... მირეკავენ, ტირიან" - "მასტერშეფი" ყველაზე ექსცენტრიკულმა მონაწილემ დატოვა
"საოცრება ხდება ჩემს ცხოვრებაში... მირეკავენ, ტირიან" - "მასტერშეფი" ყველაზე ექსცენტრიკულმა მონაწილემ დატოვა

"მას­ტერ­შე­ფის“ სე­ზო­ნებ­ში ყო­ველ­თვის არის რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­თა გა­ვარ­დნა­საც უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. გუ­შინ პრო­ექ­ტი სწო­რედ ორმა ასეთ­მა მო­ნა­წი­ლემ და­ტო­ვა - პა­ა­ტა ჭო­ნი­აშ­ვილ­მა და რა­მი­ლია ალი­ე­ვამ.

"პა­ა­ტა და­აბ­რუ­ნეთ", "პატ­რი­კი რო­გორ გა­უშ­ვით?!" - ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა, რად­გან პა­ა­ტა პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კონ­კურ­სან­ტი იყო. რო­გორ აფა­სებს თა­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას „მას­ტერ­შეფ­ში“ და რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბა მისი გა­ვარ­დნით გა­მოწ­ვე­ულ აჟი­ო­ტაჟს, ამით შე­სა­ხებ პა­ა­ტა ჭო­ნი­აშ­ვი­ლი თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

- რო­გო­რია პირ­ვე­ლი დილა პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ?

- სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. იმ წა­მი­დან­ვე, რაც პრო­ექ­ტი და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი არ წყდე­ბა; ლა­მის, გა­და­მეწ­ვა მო­ბი­ლუ­რი. არ ვიცი, სა­ი­დან გა­ი­გეს ჩემი ნო­მე­რი, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს, ტი­რი­ან: „პა­ა­ტა, გვიყ­ვარ­ხარ, არ წახ­ვი­დე“, არ მოვ­კვდი, ხალ­ხო, ცო­ცხა­ლი ვარ! მარ­თლა ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ამ­დენ ადა­მი­ანს თუ ვუყ­ვარ­დი. ისე­თე­ბი მო­ვის­მი­ნე და წა­ვი­კი­თხე, რომ ვი­ჯე­ქი და ვტი­რო­დი ემო­ცი­ე­ბის­გან.

- გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი წე­რენ, რომ შენ გა­რე­შე შოუს ყუ­რე­ბას აღარ აპი­რე­ბენ, კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის მა­ინც და­ტო­ვეთ შო­უ­შიო...

- მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ ვიყო, აღარც მე მენ­დო­მე­ბო­და ისე­თი კონ­კურ­სან­ტის გა­რე­შე შოუს ყუ­რე­ბა, რო­გო­რიც მე ვარ. ეს ხუმ­რო­ბით, თუმ­ცა მა­ყუ­რე­ბელს რა მოს­წონს „მას­ტერ­შეფ­ში“, რა­ტომ არის სუ­პე­რრე­ი­ტინ­გუ­ლი? – „პერ­სო­ნე­ლი­თი“, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, რაც მე ნამ­დვი­ლად მაქვს და დარ­ჩე­ნილ კონ­კურ­სან­ტებს აქვთ თუ არა, თქვენ უკეთ იცით.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბას, ცოტა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მა­გის გამო რომ მი­მიწ­ვი­ონ, მაგ­რამ თუ შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ, რა­ტო­მაც არა, დავ­ბრუნ­დე­ბი.

- ელო­დი, რომ შოუს ამ ეტაპ­ზე გა­მო­ე­თი­შე­ბო­დი?

- არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ ჟი­უ­რიმ ასე ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ. ხომ ხდე­ბა ხოლ­მე, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­საც კი რა­ღაც ყო­ველ­თვის არ გა­მოს­დით და ისე მოხ­და, რომ კერ­ძი ჩა­მი­ვარ­და. ალ­ბათ, ცუდი დღე მქონ­და.

- როცა ჟი­უ­რიმ ფა­ვო­რი­ტის და­სა­ხე­ლე­ბა გთხო­ვა, თავი შე­ი­კა­ვე და თქვი, რომ რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტი სა­ერ­თოდ არ იმ­სა­ხუ­რებს პრო­ექ­ტში ყოფ­ნას. რას გუ­ლის­ხმობ­დი?

- როცა ჟი­უ­რიმ მი­თხრა, რომ პრო­ექტს ვტო­ვებ­დი, კონ­კურ­სან­ტი უკვე აღარ ვი­ყა­ვი და მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ვა­ფა­სებ­დი. პრო­ექ­ტში ჯერ კი­დევ არის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა სა­ერ­თოდ არ იცის, ვინ არის; მათი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი არ იცი­ან. ვფიქ­რობ, ასე­თი კონ­კურ­სან­ტე­ბი ამ პრო­ექ­ტში არ უნდა იყ­ვნენ.

ფა­ვო­რი­ტი ნამ­დვი­ლად არ მყავს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად იანა და ქეთო მომ­წონს. ალ­ბათ, ფი­ნალ­შიც ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან.

- პა­ა­ტა ჭო­ნი­აშ­ვი­ლი რო­გორ და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა მა­ყუ­რე­ბელს?

- აი, პატ­რი­კი რომ იყო, გლი­ტე­რე­ბი­ა­ნი - ალ­ბათ, ასე. კო­მენ­ტა­რებ­ში წა­ვი­კი­თხე, ჩემს ჩუს­ტებ­ზეც დიდი ამ­ბა­ვია და გე­ტყვით. ვერ ვი­ტან სი­ცხეს, რო­გორც კი სი­ცხეს ვგრძნობ, ცუ­დად ვხდე­ბი. „მას­ტერ­შე­ფის“ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ძა­ლი­ან ცხე­ლა და ამი­ტომ მეც­ვა ჩუს­ტე­ბი. ზო­გა­დად, ყველ­გან ჩუს­ტე­ბით დავ­დი­ვარ, ასე რომ, დად­გმუ­ლი ნამ­დვი­ლად არ იყო.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დი „მას­ტერ­შეფ­ში“ გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდს?

- ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი და ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ. მარ­თა­ლია, ჩემი ძა­ლე­ბის მაქ­სი­მუ­მი ვერ გა­მო­ვავ­ლი­ნე, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. ახლა აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვარ, ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, რა გა­ვა­კე­თო, კუ­ლი­ნა­რი­ა­ში დავ­რჩე თუ არა. რაც უნდა იყოს, ეს სფე­რო ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც დო­ზით ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა.

რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მომ­ცა ამ პრო­ექ­ტმა. ჩემს ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს უდი­დე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბას ვერ ვპა­სუ­ხობ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ, უდი­დეს სტი­მულს მაძ­ლევთ. მხო­ლოდ ამის გა­მოც კი ღირ­და პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა - ამ­დე­ნი თბი­ლი ადა­მი­ა­ნი რომ გა­მეც­ნო და მათ­თვის მო­მე­წო­ნე­ბი­ნა თავი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

ცაკალელია

პატრიკს
3

ძალიან პოზიტიური. ხიბლი დაკარგა შოუმ, აწი ნაკლებად საინტერესოა.

ავტორი:

"საოცრება ხდება ჩემს ცხოვრებაში... მირეკავენ, ტირიან" - "მასტერშეფი" ყველაზე ექსცენტრიკულმა მონაწილემ დატოვა

"საოცრება ხდება ჩემს ცხოვრებაში... მირეკავენ, ტირიან" - "მასტერშეფი" ყველაზე ექსცენტრიკულმა მონაწილემ დატოვა

"მასტერშეფის“ სეზონებში ყოველთვის არის რამდენიმე კონკურსანტი, რომელთა გავარდნასაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. გუშინ პროექტი სწორედ ორმა ასეთმა მონაწილემ დატოვა - პაატა ჭონიაშვილმა და რამილია ალიევამ.

"პაატა დააბრუნეთ", "პატრიკი როგორ გაუშვით?!" - ასეთი კომენტარები მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან პაატა პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და დასამახსოვრებელი კონკურსანტი იყო. როგორ აფასებს თავის მონაწილეობას „მასტერშეფში“ და როგორ ეხმაურება მისი გავარდნით გამოწვეულ აჟიოტაჟს, ამით შესახებ პაატა ჭონიაშვილი თავად გვესაუბრა.

- როგორია პირველი დილა პროექტის დატოვების შემდეგ?

- საოცრება ხდება ჩემს ცხოვრებაში. იმ წამიდანვე, რაც პროექტი დამატოვებინეს, შეტყობინებები არ წყდება; ლამის, გადამეწვა მობილური. არ ვიცი, საიდან გაიგეს ჩემი ნომერი, უამრავი ადამიანი მირეკავს, ტირიან: „პაატა, გვიყვარხარ, არ წახვიდე“, არ მოვკვდი, ხალხო, ცოცხალი ვარ! მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ამდენ ადამიანს თუ ვუყვარდი. ისეთები მოვისმინე და წავიკითხე, რომ ვიჯექი და ვტიროდი ემოციებისგან.

- გულშემატკივრები წერენ, რომ შენ გარეშე შოუს ყურებას აღარ აპირებენ, კომენტარებისთვის მაინც დატოვეთ შოუშიო...

- მაყურებელი რომ ვიყო, აღარც მე მენდომებოდა ისეთი კონკურსანტის გარეშე შოუს ყურება, როგორიც მე ვარ. ეს ხუმრობით, თუმცა მაყურებელს რა მოსწონს „მასტერშეფში“, რატომ არის სუპერრეიტინგული? – „პერსონელითი“, ინდივიდუალიზმი, რაც მე ნამდვილად მაქვს და დარჩენილ კონკურსანტებს აქვთ თუ არა, თქვენ უკეთ იცით.

რაც შეეხება კომენტარების გაკეთებას, ცოტა წარმოუდგენელია, მაგის გამო რომ მიმიწვიონ, მაგრამ თუ შემომთავაზებენ, რატომაც არა, დავბრუნდები.

- ელოდი, რომ შოუს ამ ეტაპზე გამოეთიშებოდი?

- არ ველოდი, მაგრამ ჟიურიმ ასე ჩათვალა საჭიროდ. ხომ ხდება ხოლმე, რომ პროფესიონალებსაც კი რაღაც ყოველთვის არ გამოსდით და ისე მოხდა, რომ კერძი ჩამივარდა. ალბათ, ცუდი დღე მქონდა.

- როცა ჟიურიმ ფავორიტის დასახელება გთხოვა, თავი შეიკავე და თქვი, რომ რამდენიმე კონკურსანტი საერთოდ არ იმსახურებს პროექტში ყოფნას. რას გულისხმობდი?

- როცა ჟიურიმ მითხრა, რომ პროექტს ვტოვებდი, კონკურსანტი უკვე აღარ ვიყავი და მაყურებლის პოზიციიდან ვაფასებდი. პროექტში ჯერ კიდევ არის რამდენიმე მონაწილე, რომელიც მაყურებელმა საერთოდ არ იცის, ვინ არის; მათი პიროვნების შესახებ არაფერი არ იციან. ვფიქრობ, ასეთი კონკურსანტები ამ პროექტში არ უნდა იყვნენ.

ფავორიტი ნამდვილად არ მყავს, თუმცა ყველაზე მეტად იანა და ქეთო მომწონს. ალბათ, ფინალშიც ესენი იქნებიან.

- პაატა ჭონიაშვილი როგორ დაამახსოვრდება მაყურებელს?

- აი, პატრიკი რომ იყო, გლიტერებიანი - ალბათ, ასე. კომენტარებში წავიკითხე, ჩემს ჩუსტებზეც დიდი ამბავია და გეტყვით. ვერ ვიტან სიცხეს, როგორც კი სიცხეს ვგრძნობ, ცუდად ვხდები. „მასტერშეფის“ სამზარეულოში ძალიან ცხელა და ამიტომ მეცვა ჩუსტები. ზოგადად, ყველგან ჩუსტებით დავდივარ, ასე რომ, დადგმული ნამდვილად არ იყო.

- როგორ შეაფასებდი „მასტერშეფში“ გატარებულ პერიოდს?

- ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ამისთვის მადლობელი ვარ. მართალია, ჩემი ძალების მაქსიმუმი ვერ გამოვავლინე, თუმცა ყველაფერი წინ არის. ახლა აჟიტირებული ვარ, ვერ ჩამოვყალიბდი, რა გავაკეთო, კულინარიაში დავრჩე თუ არა. რაც უნდა იყოს, ეს სფერო ძალიან მიყვარს და ჩემს ცხოვრებაში რაღაც დოზით ყოველთვის იქნება.

რაც ყველაზე მთავარია, ხალხის სიყვარული მომცა ამ პროექტმა. ჩემს ყველა გულშემატკივარს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა შეტყობინებას ვერ ვპასუხობ, მაგრამ ძალიან მიყვარხართ, უდიდეს სტიმულს მაძლევთ. მხოლოდ ამის გამოც კი ღირდა პროექტში მონაწილეობის მიღება - ამდენი თბილი ადამიანი რომ გამეცნო და მათთვის მომეწონებინა თავი.

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა