საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსი და მსოფლიო - სად იზრდება და სად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა
კორონავირუსი და მსოფლიო - სად იზრდება და სად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, უკვე 10 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კი ინ­ფი­ცი­რე­ბის მე­ო­რე ტალ­ღა­სა და მის საფრ­თხე­ზე სულ უფრო ხში­რად სა­უბ­რო­ბენ.

მა­შინ, როცა ევ­რო­პი­სა და აზი­ის ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ ვირუ­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და­ი­წყო, სხვა კონ­ტი­ნე­ნებ­ზე COVID-19 სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა.

აშშ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით კვლავ ეპი­ცენ­ტრად რჩე­ბა. შტა­ტებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 2.6 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს და ამ მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა. აშშ-ში ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტია - 128 437 გარ­დაც­ვლი­ლი.

რო­გორც BBC წერს, გა­სულ ხუთ დღე­ში ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და. ბოლო 5 დღეა, რაც ახალ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ დღე 40 000-ს აჭარ­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამე­რი­კა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ცხელ წერ­ტი­ლად რჩე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არ არის მე­ო­რე ტალ­ღა, ეს არის ინ­ფი­ცი­რე­ბის აფეთ­ქე­ბა, რო­მე­ლიც შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­ად­რე­ვად მოხ­სნამ გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც BBC წერს, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ბრა­ზი­ლი­ა­ში, მექ­სი­კა­ში, ინ­დო­ეთ­სა და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში.

ბრა­ზი­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა, სა­დაც უკვე 1 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ. ყვე­ლა­ზე მძი­მე ვი­თა­რე­ბა ქვეყ­ნის უდი­დეს ქა­ლა­ქებ­ში სან პა­უ­ლო­სა და რიო დე ჟა­ნე­ი­რო­შია, თუმ­ცა ბრა­ზი­ლი­ის სხვა ნა­წი­ლებ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­შიც არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა. ქვე­ყე­ნა ვერ ატა­რებს მა­სობ­რივ ტეს­ტი­რე­ბას და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში წე­რია.

მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა ინ­დო­ეთ­შიც, სა­დაც ყო­ველ დღე ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 15 ათასს აჭარ­ბებს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია.

სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ბოლო 5 დღეა, რაც ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ყო­ველ დღე, 5 000-ს სცდე­ბა, ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა მექ­სი­კა­შიც.

  • სად ახერ­ხე­ბენ ვირუ­სის კონ­ტროლს?

BBC გა­მო­ყოფს ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც ვირუ­სის კონ­ტროლს ახერ­ხე­ბენ. ამ მხრივ მთა­ვა­რი წარ­მა­ტე­ბა ახალ ზე­ლან­დი­ას აქვს, სა­დაც 24 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვირუ­სის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ იყო გა­მოვ­ლე­ნი­ლი, თუმ­ცა 24 დღის შემ­დეგ, ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს, ორი ქალი, რომ­ლებ­მაც ვირუ­სი ქვე­ყა­ნა­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან შე­ი­ტა­ნეს. ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია და კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ახა­ლი ზე­ლან­დი­ის წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზად ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მყი­სი­ერ მოქ­მე­დე­ბას და მა­სობ­რივ ტეს­ტი­რე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

მსგავ­სი შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ზეც, სა­დაც მარ­თა­ლია, ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დეს, თუმ­ცა ბოლო სამი დღეა მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ახა­ლი კლას­ტე­რე­ბი გაჩ­ნდა, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სწრა­ფად გა­მო­ავ­ლი­ნეს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბი და შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი, რა­მაც ვირუ­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცათ. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს ავ­სტრა­ლი­ა­სა და ვი­ეტ­ნამ­ში.

მარ­თა­ლია, BBC არა­ფერს წერს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, თუმ­ცა თუ stop.cov.ge-ს მო­ნა­ცე­მებს და­ვეყ­რდნო­ბით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებს ვირუ­სის კონ­ტროლს და ბოლო დღე­ე­ბია ინ­ფი­ცი­რე­ბის 2, ან 3 ახა­ლი შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბი­და­ნაა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ვირუ­სი მსოფ­ლი­ო­ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, COVID-19-ით სულ 10.2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 504 520 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 5.5 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ინ­დო­ე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, პერუ, ჩილე, იტა­ლია და ირა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ.თ .
12

BBC თუ არ დაწე4ს, ჩვენ ხომ ვიცით რომ ჩვენმა ქვეყანამ დიდი წარმატებით გაართვა თავი ვირუსთან ბრძოლას და მოუგო ომი უხილავ მტერს, ეს ხომ ცხადზე ცხადია. ყოჩაღ ჩვენს გმირ ექიმებს! ყოჩაღ გახარია! ქოცი არ ვარ, პირიქით, ოპოზიცია ვარ. 

ეკა
3

ეს ჰქონოდა სათქმელი ნაცების გლავარს და ხო წაუღებდნენ ტვინს შინ და გარეთ. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კორონავირუსი და მსოფლიო - სად იზრდება და სად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა

კორონავირუსი და მსოფლიო - სად იზრდება და სად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, გლობალური მასშტაბით, უკვე 10 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ინფიცირების მეორე ტალღასა და მის საფრთხეზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

მაშინ, როცა ევროპისა და აზიის ზოგიერთმა ქვეყანამ ვირუსის გაკონტროლება დაიწყო, სხვა კონტინენებზე COVID-19 სწრაფად ვრცელდება და შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

აშშ კორონავირუსის გავრცელების კუთხით კვლავ ეპიცენტრად რჩება. შტატებში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2.6 მილიონს აჭარბებს და ამ მონაცემებით მსოფლიოს პირველი ქვეყანაა. აშშ-ში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტია - 128 437 გარდაცვლილი.

როგორც BBC წერს, გასულ ხუთ დღეში ქვეყანაში ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 5 დღეა, რაც ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე 40 000-ს აჭარბებს. შესაბამისად, ამერიკა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ცხელ წერტილად რჩება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არ არის მეორე ტალღა, ეს არის ინფიცირების აფეთქება, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ გამოიწვია.

როგორც BBC წერს, ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბრაზილიაში, მექსიკაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში.

ბრაზილია ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მეორე ქვეყანაა, სადაც უკვე 1 მილიონს გადააჭარბა COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობამ. ყველაზე მძიმე ვითარება ქვეყნის უდიდეს ქალაქებში სან პაულოსა და რიო დე ჟანეიროშია, თუმცა ბრაზილიის სხვა ნაწილებსა და სხვა ქალაქებშიც არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ქვეყენა ვერ ატარებს მასობრივ ტესტირებას და მიიჩნევენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებში წერია.

მსგავსი სიტუაციაა ინდოეთშიც, სადაც ყოველ დღე ახალი ინფიცირებულების რაოდენობა 15 ათასს აჭარბებს, მაგრამ ვინაიდან მასობრივი ტესტირება ვერ ხერხდება, მიიჩნევენ, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

სამხრეთ აფრიკაში ბოლო 5 დღეა, რაც ახალი ინფიცირებულების რაოდენობა, ყოველ დღე, 5 000-ს სცდება, ანალოგიური სიტუაციაა მექსიკაშიც.

  • სად ახერხებენ ვირუსის კონტროლს?

BBC გამოყოფს ქვეყნებს, რომლებიც ვირუსის კონტროლს ახერხებენ. ამ მხრივ მთავარი წარმატება ახალ ზელანდიას აქვს, სადაც 24 დღის განმავლობაში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ იყო გამოვლენილი, თუმცა 24 დღის შემდეგ, ახალი ინფიცირებულები გამოავლინეს, ორი ქალი, რომლებმაც ვირუსი ქვეყანაში დიდი ბრიტანეთიდან შეიტანეს. ამ ეტაპზე ინფიცირების გავრცელება შეჩერებულია და კონტროლს ექვემდებარება. ახალი ზელანდიის წარმატების მიზეზად ქვეყნის ხელისუფლების მყისიერ მოქმედებას და მასობრივ ტესტირებას ასახელებენ.

მსგავსი შეგვიძლია ვთქვათ სამხრეთ კორეაზეც, სადაც მართალია, ვირუსის მეორე ტალღა ოფიციალურად გამოაცხადეს, თუმცა ბოლო სამი დღეა მნიშვნელოვნადაა შემცირებული ახალი ინფიცირებულების რაოდენობა. სამხრეთ კორეაში ახალი კლასტერები გაჩნდა, მაგრამ სპეციალისტებმა სწრაფად გამოავლინეს ინფიცირებულებთან კონტაქტები და შესაძლო კონტაქტები, რამაც ვირუსის გაკონტროლების შესაძლებლობა მისცათ. ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს ავსტრალიასა და ვიეტნამში.

მართალია, BBC არაფერს წერს საქართველოს შესახებ, თუმცა თუ stop.cov.ge-ს მონაცემებს დავეყრდნობით, ჩვენი ქვეყანა წარმატებით ახერხებს ვირუსის კონტროლს და ბოლო დღეებია ინფიცირების 2, ან 3 ახალი შემთხვევა ვლინდება, რომლებიც ძირითადად საკარანტინო სივრცეებიდანაა.

კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსი მსოფლიოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. გლობალური მასშტაბით, COVID-19-ით სულ 10.2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 504 520 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 5.5 მილიონი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პერუ, ჩილე, იტალია და ირანი.

ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ

"უარესი ჯერ კიდევ წინ არის... პანდემიის ტემპი იზრდება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს - მეცნიერების ვარაუდით, მას შეუძლია გლობალური დაავადება გამოიწვიოს