პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა
"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

გო­გო­ნა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა, სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას პირ­ვე­ლად AMBEBI.GE-სთან აფიქ­სი­რებს. 18 წლის გო­გო­ნას ად­ვო­კა­ტის, ლიკა ბი­ცა­ძის თქმით, მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

"უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ეს გო­გოც და მთე­ლი ოჯა­ხიც. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს მათ ოჯახ­ში. რაც იწე­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მი­სუ­ლია მათ ყუ­რამ­დე და ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან. ორ­მა­გი დარ­ტყმის ქვეშ არის გო­გო­ნა. ერთი, რომ ახლო მე­გო­ბა­რი გარ­და­ეც­ვა­ლა, მე­ო­რეც - თით­ქოს ირი­ბად მას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მომ­ხდარ­ში", - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ად­ვო­კა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს იუ­ბი­ლარ­მა წვე­უ­ლე­ბის მო­საწ­ვე­ვი ბი­ლე­თე­ბი გა­ყი­და, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

"ტყუ­ი­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია. მას არ გა­უ­ყი­დია არა­ნა­ი­რი ბი­ლე­თე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რე­ბის ოდე­ნო­ბას, ვერ გე­ტყვით, რა­ტომ იყო ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იქ. ამა­ზე არც თვი­თონ აკე­თებს გან­მარ­ტე­ბას. ორ­ჯერ და­ი­კი­თხა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და ჩვე­ნე­ბის ში­ნა­არსზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ასევე დაგაინტერესებთ
15:31 / 27-06-2020

"140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს... წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი" - დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

18:04 / 27-06-2020

"შაქარაშვილის სურათი რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენს გამო როგორ მოკვდაო" - რას ჰყვება დაკავებული არასრულწლოვანის მამა

20:33 / 27-06-2020

"ვიდეოჩანაწერებით დგინდება, არაგვის ხიდის მიმდებარედ, როგორ დაესხნენ თავს შაქარაშვილს" - პროკურატურა საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

20:46 / 27-06-2020

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს

22:04 / 29-06-2020

"გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და გავყარეთ სახლიდან..." - რას ყვება ჩვენებაში 18 წლის გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 17 პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მცხე­თის სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 17-ვე პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ამა­ვე ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონა
9

არ იცოდნენ, რომ თავყრილობები აკრძალულია? კანონს რატომ არღვევდნენ?

emigranti
7

შოკში იქნება აბა რა შოკში ჩვენა ვართ საცოდავის სურატს რომ უყურებტ ვინ და როგორ გაიმეტა??? დამნაშავეც რომ ყოფილიყო რამეში ადამიანები ენით აგებინებენ ერთმანეტს და უდანაშაულო??? ვიდეოს ვერ უყურე ვერ შევძელი 16 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და იუბილარის შოკი გასაკვირია?? ირიბათ კი არ ამტყუნებენ პირველია გასამტყუნარია იუბილარი. რატომ სხვის სახლში??? რატომ ამდენი ხალხი?? და რატომ სიფხიზლე არ გამოიჩინა პირველივე წაკამატებიდანვე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

გოგონა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ დაპირისპირებასაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა, საკუთარ პოზიციას პირველად AMBEBI.GE-სთან აფიქსირებს. 18 წლის გოგონას ადვოკატის, ლიკა ბიცაძის თქმით, მომხდარი ტრაგედიის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიური მდომარეობა მძიმეა.

"უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. განადგურებულია ეს გოგოც და მთელი ოჯახიც. საშინელი ტრაგედია ტრიალებს მათ ოჯახში. რაც იწერება სოციალურ ქსელში, მისულია მათ ყურამდე და ძალიან განიცდიან. ორმაგი დარტყმის ქვეშ არის გოგონა. ერთი, რომ ახლო მეგობარი გარდაეცვალა, მეორეც - თითქოს ირიბად მას ადანაშაულებენ მომხდარში", - აცხადებს AMBEBI.GE-სთან უფლებადამცველი.

ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იუბილარმა წვეულების მოსაწვევი ბილეთები გაყიდა, კატეგორიულად უარყოფს.

"ტყუილია ეს ინფორმაცია. მას არ გაუყიდია არანაირი ბილეთები. რაც შეეხება სტუმრების ოდენობას, ვერ გეტყვით, რატომ იყო ამდენი ადამიანი იქ. ამაზე არც თვითონ აკეთებს განმარტებას. ორჯერ დაიკითხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ჩვენების შინაარსზე ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია