საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიეფიცხე წიგნებს - 10 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
მიეფიცხე წიგნებს - 10 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვებთ წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლის წა­კი­თხვაც გვინ­და, თუმ­ცა გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო, ვერ ვა­ხერ­ხებთ, სა­ბო­ლო­ოდ კი ამის დრო ზა­ფხულ­ში დგე­ბა, როცა შეგ­ვიძ­ლია, მზეს­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც მი­ვე­ფი­ცხოთ.

წე­ლი­წა­დის ეს დრო სა­უ­კე­თე­სოა მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მე­ტად კონ­ცენ­ტრი­რე­ბის­თვის. ეს ერ­თგვა­რი „ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბის“ ფორ­მა­ცაა.

სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი შეგ­ვიძ­ლია არა­თუ წა­ვი­კი­თხოთ, არა­მედ აგა­რაკ­ზე წას­ვლი­სას გზად, ჰა­მაკ­ში, პლაჟ­ზე, აუზ­სა თუ მთა­ში მო­ვის­მი­ნოთ კი­დეც და დავ­ტკბეთ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­თი და ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბით.

იმი­სათ­ვის, რომ შერ­ჩე­ულ­მა წიგნ­მა იმე­დი არ გა­გიც­რუ­ოთ, ჩვენ 10-წიგ­ნი­ა­ნი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­გი­კე­თეთ, რო­მე­ლიც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს. აი, წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თაც ამ ზა­ფხულს უნდა „მი­ვე­ფი­ცხოთ“:

„თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ – ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი

თუ ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ეს წიგ­ნი ჯერ კი­დევ არ წა­გი­კი­თხავთ, ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ხართ, რად­გან წინ თით­ქოს­და არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდის სევ­დი­ა­ნი მო­ნა­თხრო­ბი, რო­მელ­საც ვერ მო­წყდე­ბით.

რო­მა­ნი გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე იქცა კრი­ტი­კის მსხვერ­პლად და 1961-1982 წლებ­ში აკ­რძა­ლულ წიგ­ნად ით­ვლე­ბო­და. რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს 16 წლის ჰოლ­დენ კოლ­ფილ­დზე, რო­მე­ლიც სას­წავ­ლებ­ლი­დან გა­რი­ცხეს და სახ­ლში ბრუნ­დე­ბა. ჰოლ­დე­ნი ფიქ­რობს, რომ ის უკვე გა­და­ი­ჩე­ხა იმ უფსკრუ­ლი­დან, რო­მე­ლიც ჭვა­ვის ყა­ნა­ში იყო ჩა­მა­ლუ­ლი. მაგ­რამ მას სურს, რომ სხვე­ბი მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნოს. იდ­გეს უფსკრუ­ლის პი­რას და უყუ­როს ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის­თვის თა­მა­შო­ბენ, ხოლო როცა მათ გა­და­ვარ­დნის საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბათ, გა­და­არ­ჩი­ნოს ისი­ნი.

„და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლი“ - ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკი

დოს­ტო­ევ­სკის ეს ნა­წარ­მო­ე­ბი კლა­სი­კად მი­იჩ­ნე­ვა და ალ­ბათ, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხო. 1866 წელს, როცა ის პირ­ვე­ლად და­ი­ბეჭ­და, ავ­ტო­რის­თვის მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

სი­უ­ჟე­ტი ვი­თარ­დე­ბა მთა­ვა­რი გმი­რის რო­დი­ონ რას­კოლ­ნი­კო­ვის ირ­გვლივ, რომ­ლის გო­ნე­ბა­შიც მწიფ­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლის თე­ო­რია. რას­კოლ­ნი­კო­ვი მო­ხუ­ცი მე­ვახ­შის მოკ­ვლას გა­და­წყვეტს, თუმ­ცა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა მოკ­ლას მოწ­მეც — მისი და. მაგ­რამ რას­კოლ­ნი­კო­ვის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ისარ­გებ­ლოს ნა­ქურ­და­ლით. ამის შემ­დეგ იწყე­ბა დამ­ნა­შა­ვის სა­ში­ნე­ლი ცხოვ­რე­ბა.

„ქა­რიშ­ხლი­ა­ნი უღელ­ტე­ხი­ლი“ - ემი­ლი ბრონ­ტე

ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ემი­ლი ბრონ­ტეს წიგ­ნი "ქა­რიშ­ხლი­ა­ნი უღელ­ტე­ხი­ლი" ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შად არის მიჩ­ნე­უ­ლი. წიგ­ნი პირ­ვე­ლად 1947 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ლონ­დონ­ში და დღემ­დე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის უსაყ­ვარ­ლე­სი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მე­ლიც გულ­გრილს არც თქვენ დაგ­ტო­ვებთ.

წიგ­ნის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა სიყ­ვა­რუ­ლია ანუ მის­ტე­რია, რო­მე­ლიც უსას­რუ­ლოდ გრძელ­დე­ბა.

„სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი“ - ელიფ შა­ფა­ქი

ბოლო დროს, ჩვენს გარ­შე­მო ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ და თუ ჯერ არ წა­გი­კი­თხავთ, ამის დრო სწო­რედ ამ ზა­ფხულს მო­ვი­და.

თურ­ქი მწე­რა­ლი ქა­ლის ელიფ შა­ფა­ქის რო­მან­ში მთა­ვა­რი გმი­რი ელი რუ­ბენშტე­ი­ნი, 40 წლამ­დე მშვე­ნი­ე­რი ცოლი და დედა იყო. ის მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად ცხოვ­რობ­და. შვი­ლე­ბის წა­მოზ­რდის შემ­დეგ ელი გა­და­წყვეტს, რომ პრო­ფე­სია გა­იხ­სე­ნოს და მუ­შა­ო­ბას ერთ-ერთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში იწყებს. პერ­სო­ნაჟს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დე­ბა უც­ნო­ბი ავ­ტო­რის ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც მის ცხოვ­რე­ბას მთლა­ი­ნად ცვლის. მისი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა დგე­ბა.

„ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე“ - ერიხ მა­რია რე­მარ­კი

ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ერიხ მა­რია რე­მარ­კის რო­მა­ნი „ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე“ 1959 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­მა­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, ლი­ლი­ა­ნი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მელ­საც სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა არ სურს. მას შემ­დეგ რაც იგი ავ­ტომრბო­ლელ კლერ­ფერს შეხ­ვდე­ბა ისი­ნი ევ­რო­პა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ მი­დი­ან.

„შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ - ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი

ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი უც­ნა­უ­რი მხატ­ვრის იან კლა­ი­ნის ის­ტო­რი­ას გვი­ამ­ბობს, რომ­ლის­თვი­საც ყო­ვე­ლი დღე ერ­თნა­ი­რად უი­მე­დოა; ფი­ლო­სო­ფი­აც თა­ვი­სე­ბუ­რი აქვს - ფე­რე­ბის ფი­ლო­სო­ფია; მე­გობ­რე­ბიც ჰყავს, თუმ­ცა მა­ინც მარ­ტო­სუ­ლია... ქა­ლაქ­ში მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რია იწყე­ბა და დე­ტექ­ტი­ვე­ბი მორ­გა­ნი და ფორ­დი ამ საქ­მე­ებს იძი­ე­ბენ. იანი კი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მხატ­ვა­რი გახ­დე­ბა და და­ხა­ტავს ბო­როტ­მოქ­მედ­თა ფო­ტო­რო­ბო­ტებს; თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც, დამ­ნა­შა­ვის კვა­ლი ყო­ველ­თვის იან კლა­ინ­თან მი­დის. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ არის რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე - ეს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია თქვენ­ზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენს.

„ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა“ - ელის დოდჯ­სო­ნი

ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა უკვე აღი­ა­რა სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც დიდ ტკი­ვილ­სა და დიდი ქა­ლა­ქის აურ­ზა­ურს მთა­ში გა­ურ­ბის, უჩ­ვე­უ­ლო სი­წყნა­რეს, სი­ლა­მა­ზეს და მი­ტო­ვე­ბუ­ლი სოფ­ლის ლან­დებს აფა­რებს თავს.

„ფრა­ნით მორ­ბე­ნა­ლი“ - ხა­ლიდ ჰო­სე­ი­ნი

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხა­ლიდ ჰო­სე­ი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­მო­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ბრი­ლი­ან­ტია, მისი ეს ნა­წარ­მო­ე­ბი კი ბესტსე­ლე­რი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ. წიგ­ნის გა­ყი­დუ­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, აშშ-სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ, შთამ­ბეჭ­დავ რი­ცხვს, 21 მი­ლი­ონს მი­აღ­წია.

წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი ავ­ღა­ნეთ­ში ვი­თარ­დე­ბა. ავ­ღა­ნეთ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შეჭ­რას ავ­ტო­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის და­სას­რუ­ლის და­სა­წყისს უწო­დებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთი უბე­დუ­რე­ბა მე­ო­რე­თი იც­ვლე­ბა. თა­ლი­ბა­ნი ავ­ღა­ნე­ლე­ბის­თვის კი­დევ უფრო სას­ტი­კი მტე­რი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ობო­ლი ბავ­შვე­ბი, მა­თხოვ­რე­ბით მო­ფე­ნი­ლი ქუ­ჩე­ბი – ასე­თია ავ­ტო­რის მიერ და­ხა­ტუ­ლი ავ­ღა­ნე­თი.

„ისევ მე“ - ჯოჯო მო­ი­ე­სი

ალ­ბათ, ყვე­ლას გი­ნა­ხავთ დრა­მა და რო­მან­ტი­კა „მე შე­ნამ­დე“, სა­დაც ემი­ლია კლარ­კი შე­სა­ნიშ­ნა­ვად თა­მა­შობს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, და­სას­რულ­მა ცრემ­ლი არ მოგგვა­როს. ფილ­მი სწო­რედ ჯოჯო მო­ი­ე­სის ნა­წარ­მო­ე­ბის „მე შე­ნამ­დე“-ს მი­ხედ­ვი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. მისი მე­ო­რე ნა­წი­ლი „შენ შემ­დე­გაც“ ბესტსე­ლე­რად იქცა.

ახლა კი ტრი­ლო­გი­ის მე­სა­მე ნა­წი­ლი გა­მო­ი­ცა. ია­რე­ბის სა­ბო­ლო­ოდ მო­სა­შუ­შებ­ლად და თა­ვი­სი გზის და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­პოვ­ნე­ლად ლუ­ი­სა ნიუ-იორკში, მი­ლი­ო­ნე­რი წყვი­ლის ოჯახ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­და­დის. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ დას­რულ­დე­ბა მისი ის­ტო­რია?

„ნუ მოკ­ლავ ჯა­ფა­რას“ – ჰარ­პერ ლი

სი­კე­თით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი თა­ვის დრო­ზე სა­მარ­თლი­ა­ნად აღი­ა­რეს ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნურ ამე­რი­კულ წიგ­ნად.

დიდი დეპ­რე­სი­ის პე­რი­ოდ­ში ალა­ბა­მის შტა­ტის ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, 6 წლის გო­გო­ნას, ჯინ ლუ­ი­ზა ფინ­ჩის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხველ­საც ას­წავ­ლის, რა არის კარ­გი და რა – ცუდი, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ხში­რად იც­ვლე­ბა, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაა.

შე­უძ­ლე­ბე­ლია, წიგ­ნის გმი­რე­ბი არ შე­გიყ­ვარ­დეთ.

Giorgi sixarulidze-ს
0

რომელს გვირჩევ?

ავტორი:

მიეფიცხე წიგნებს - 10 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

მიეფიცხე წიგნებს - 10 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებთ წიგნების ჩამონათვალს, რომლის წაკითხვაც გვინდა, თუმცა გადატვირთული რეჟიმის გამო, ვერ ვახერხებთ, საბოლოოდ კი ამის დრო ზაფხულში დგება, როცა შეგვიძლია, მზესთან ერთად, საინტერესო ნაწარმოებებსაც მივეფიცხოთ.

წელიწადის ეს დრო საუკეთესოა მხატვრულ ლიტერატურაზე მეტად კონცენტრირებისთვის. ეს ერთგვარი „ინტელექტუალური დასვენების“ ფორმაცაა.

სასურველი წიგნები შეგვიძლია არათუ წავიკითხოთ, არამედ აგარაკზე წასვლისას გზად, ჰამაკში, პლაჟზე, აუზსა თუ მთაში მოვისმინოთ კიდეც და დავტკბეთ სასიამოვნო გარემოთი და ლიტერატურის შედევრებით.

იმისათვის, რომ შერჩეულმა წიგნმა იმედი არ გაგიცრუოთ, ჩვენ 10-წიგნიანი ჩამონათვალი გაგიკეთეთ, რომელიც შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენს. აი, წიგნები, რომელთაც ამ ზაფხულს უნდა „მივეფიცხოთ“:

„თამაში ჭვავის ყანაში“ – ჯერომ სელინჯერი

თუ ამერიკელი მწერლის ეს წიგნი ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, ძალიან იღბლიანი ხართ, რადგან წინ თითქოსდა არაფრით გამორჩეული ახალგაზრდის სევდიანი მონათხრობი, რომელსაც ვერ მოწყდებით.

რომანი გამოცემისთანავე იქცა კრიტიკის მსხვერპლად და 1961-1982 წლებში აკრძალულ წიგნად ითვლებოდა. რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს და სახლში ბრუნდება. ჰოლდენი ფიქრობს, რომ ის უკვე გადაიჩეხა იმ უფსკრულიდან, რომელიც ჭვავის ყანაში იყო ჩამალული. მაგრამ მას სურს, რომ სხვები მაინც გადაარჩინოს. იდგეს უფსკრულის პირას და უყუროს ბავშვებს, რომლებიც თავისთვის თამაშობენ, ხოლო როცა მათ გადავარდნის საფრთხე დაემუქრებათ, გადაარჩინოს ისინი.

„დანაშაული და სასჯელი“ - ფიოდორ დოსტოევსკი

დოსტოევსკის ეს ნაწარმოები კლასიკად მიიჩნევა და ალბათ, სანამ ცოცხალი ხარ, აუცილებლად უნდა წაიკითხო. 1866 წელს, როცა ის პირველად დაიბეჭდა, ავტორისთვის მსოფლიო აღიარების მომტანი აღმოჩნდა.

სიუჟეტი ვითარდება მთავარი გმირის როდიონ რასკოლნიკოვის ირგვლივ, რომლის გონებაშიც მწიფდება დანაშაულის თეორია. რასკოლნიკოვი მოხუცი მევახშის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა იძულებული გახდება მოკლას მოწმეც — მისი და. მაგრამ რასკოლნიკოვისთვის შეუძლებელი ხდება ისარგებლოს ნაქურდალით. ამის შემდეგ იწყება დამნაშავის საშინელი ცხოვრება.

„ქარიშხლიანი უღელტეხილი“ - ემილი ბრონტე

ცნობილი მწერლის ემილი ბრონტეს წიგნი ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი'' ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის მიჩნეული. წიგნი პირველად 1947 წელს გამოაქვეყნეს ლონდონში და დღემდე უამრავი ადამიანის უსაყვარლესი ნაწარმოებია, რომელიც გულგრილს არც თქვენ დაგტოვებთ.

წიგნის მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია ანუ მისტერია, რომელიც უსასრულოდ გრძელდება.

„სიყვარულის ორმოცი წესი“ - ელიფ შაფაქი

ბოლო დროს, ჩვენს გარშემო ამ წიგნის შესახებ ბევრს საუბრობენ და თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, ამის დრო სწორედ ამ ზაფხულს მოვიდა.

თურქი მწერალი ქალის ელიფ შაფაქის რომანში მთავარი გმირი ელი რუბენშტეინი, 40 წლამდე მშვენიერი ცოლი და დედა იყო. ის მშვიდად და აუღელვებლად ცხოვრობდა. შვილების წამოზრდის შემდეგ ელი გადაწყვეტს, რომ პროფესია გაიხსენოს და მუშაობას ერთ-ერთ გამომცემლობაში იწყებს. პერსონაჟს ხელში ჩაუვარდება უცნობი ავტორის ხელნაწერი, რომელიც მის ცხოვრებას მთლაინად ცვლის. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება.

„ნასესხები სიცოცხლე“ - ერიხ მარია რემარკი

ცნობილი მწერლის ერიხ მარია რემარკის რომანი „ნასესხები სიცოცხლე“ 1959 წელს გამოქვეყნდა. რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლილიანი ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენილი ცხოვრების გატარება არ სურს. მას შემდეგ რაც იგი ავტომრბოლელ კლერფერს შეხვდება ისინი ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან.

„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

ქართველი მწერალი უცნაური მხატვრის იან კლაინის ისტორიას გვიამბობს, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა; ფილოსოფიაც თავისებური აქვს - ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტოსულია... ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება და დახატავს ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს; თუმცა, რატომღაც, დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის. საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე - ეს საინტერესო ისტორია თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

„ამ მთისა და იმ ბარისა“ - ელის დოდჯსონი

ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ქართველმა მკითხველმა უკვე აღიარა სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს.

„ფრანით მორბენალი“ - ხალიდ ჰოსეინი

შეიძლება ითქვას, ხალიდ ჰოსეინი თანამედროვე აღმოსავლური ლიტერატურის ბრილიანტია, მისი ეს ნაწარმოები კი ბესტსელერი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. წიგნის გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, შთამბეჭდავ რიცხვს, 21 მილიონს მიაღწია.

წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული ავღანეთი.

„ისევ მე“ - ჯოჯო მოიესი

ალბათ, ყველას გინახავთ დრამა და რომანტიკა „მე შენამდე“, სადაც ემილია კლარკი შესანიშნავად თამაშობს. შეუძლებელია, დასასრულმა ცრემლი არ მოგგვაროს. ფილმი სწორედ ჯოჯო მოიესის ნაწარმოების „მე შენამდე“-ს მიხედვითაა გადაღებული. მისი მეორე ნაწილი „შენ შემდეგაც“ ბესტსელერად იქცა.

ახლა კი ტრილოგიის მესამე ნაწილი გამოიცა. იარების საბოლოოდ მოსაშუშებლად და თავისი გზის დამოუკიდებლად საპოვნელად ლუისა ნიუ-იორკში, მილიონერი წყვილის ოჯახში სამუშაოდ გადადის. საინტერესოა, როგორ დასრულდება მისი ისტორია?

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ჰარპერ ლი

სიკეთით, სიყვარულითა და მზრუნველობით გაჟღენთილი ნაწარმოები თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ წიგნად.

დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

შეუძლებელია, წიგნის გმირები არ შეგიყვარდეთ.

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

აქციე მაკულატურა წიგნებად - 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"