მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები
"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ უც­ნო­ბი ძაღ­ლის მიერ გა­კაწ­ვრის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ მა­შინ უნდა აიც­რას, როცა ის და­ი­კ­ბი­ნე­ბა ან და­ი­დორ­ბლე­ბა უც­ნო­ბი ცხო­ვე­ლის მიერ. ამას­თან, რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ცო­ფის ვაქ­ცი­ნას, წი­ნას­წარ, პრე­ვენ­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ აქვს.

მი­სი­ვე თქმით, სა­ჭი­როა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის აცრა და ეს კულ­ტუ­რა უნდა და­ი­ნერ­გოს ქვე­ყა­ნა­ში.

„ცოფი არის ერ­თა­დერ­თი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც 100%-ით არის სა­სიკ­ვდი­ლო. ჯერ­ჯე­რო­ბით, კა­ცობ­რი­ო­ბამ ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვერც ერთი წა­მა­ლი ვერ გა­მო­ი­გო­ნა. ცოფი თუ გან­ვი­თარ­და ადა­მი­ან­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფერს ვერ უშ­ვე­ლით. ამი­ტომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი აღ­მო­ჩე­ნა, რაც კა­ცობ­რი­ო­ბის და მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში არის, არის ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნა. ცოფი უკვე აღარ აწუ­ხებს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს, ცოფი აწუ­ხებს გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებს. ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგით. 2014 წელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ აცრა მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბი და ყო­ველ­წლი­უ­რად საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა იხარ­ჯე­ბა ე.წ. პოს­ტექ­სპო­ზი­ცი­ურ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე. ანუ როცა დაკ­ბენს, გა­კაწ­რავს ნე­ბის­მი­ე­რი ძაღ­ლი ადა­მი­ანს, ხდე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია ადა­მი­ა­ნის. 2015, 2016, 2017- ეს სამი წელი ცო­ფის შემ­თხვე­ვა ადა­მი­ან­ში არ გვქო­ნია და ეს იყო ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვა. 2018 წელს იყო 2 შემ­თხვე­ვა, აქე­დან ერთი იყო ჩვენ მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან, რის შემ­დე­გაც აფხა­ზეთს ჩვენ ვაქ­ცი­ნე­ბით და­ვეხ­მა­რეთ და 2019 წელს ერთი შემ­თხვე­ვა გვქონ­და, ისიც არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

წელს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს ადა­მი­ან­ში ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ ცუდი ნი­შა­ნია, რაც გა­მოჩ­ნდა რომ ქა­ლაქ­ში, ძაღ­ლებ­ში გა­მოჩ­ნდა ცოფი. მე ბევ­რჯერ მო­ვუ­წო­დე და კი­დევ მო­ვუ­წო­დებთ ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­აქ­ტი­უ­როს კვლე­ვე­ბი და აც­რე­ბი. ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ უც­ნო­ბი ძაღ­ლის მიერ გა­კაწ­ვრის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. ყვე­ლა­ზე მეტი აცრა მო­დის ხოლ­მე პატ­რო­ნი­ან ძაღ­ლებ­ზე. სა­ჭი­როა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის აცრა და ეს კულ­ტუ­რა უნდა და­ი­ნერ­გოს ქვე­ყა­ნა­ში," - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ცო­ფის აცრა არ არის ისე­თი აცრა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ უნდა გა­კეთ­დეს მეტი ეფექ­ტი­ა­ნო­ბის­თვის.

„პრე­ვენ­ცი­უ­ლად ცო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ ის ადა­მი­ა­ნე­ბი იც­რე­ბი­ან, რო­მელ­თაც მუდ­მი­ვად აქვთ ცხო­ვე­ლებ­თან შე­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მო­ნა­დი­რე­ე­ბი და ა.შ. უნდა აიც­რას ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ მა­შინ, როცა ის და­ი­კ­ბი­ნე­ბა ან და­ი­დორ­ბლე­ბა უც­ნო­ბი ცხო­ვე­ლის მიერ. ამას­თან, ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა ად­გი­ლობ­რივ ძაღ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა გა­აძ­ლი­ე­რონ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. არ­სე­ბობს იზო­ლა­ტო­რე­ბი ძაღ­ლე­ბის, სა­დაც ამ მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებს უვ­ლი­ან და ქუ­ჩა­ში ე.წ. მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი არ უნდა და­დი­ოდ­ნენ, იმი­ტომ, რომ ისი­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ში­შე­ბი არი­ან. ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ძაღ­ლე­ბი ჰყავთ, არ უნდა გა­მო­იყ­ვა­ნონ ისი­ნი პი­რის დამ­ცა­ვის გა­რე­შე. არ უნდა გა­ვა­ღი­ზი­ა­ნოთ ძაღ­ლე­ბი. ძაღ­ლი სა­ში­შია მხო­ლოდ მა­შინ თუ და­უ­ზი­ა­ნა ადა­მი­ანს კანი," - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 139 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
71

ნელ ნელა გვაპარებენ აცრის გაკეთებას ცხოველების მეშვეობით გვაშინებენ თუ მე მეჩვენება?>

გიორგი
24

გამოხტებიან ეხლა თავდაკლული ცხოველთადამცველები და გალანძღავენ ამ კაცს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ უცნობი ძაღლის მიერ გაკაწვრის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ადამიანი მხოლოდ მაშინ უნდა აიცრას, როცა ის დაიკბინება ან დაიდორბლება უცნობი ცხოველის მიერ. ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ცოფის ვაქცინას, წინასწარ, პრევენციული დანიშნულება არ აქვს.

მისივე თქმით, საჭიროა შინაური ცხოველების აცრა და ეს კულტურა უნდა დაინერგოს ქვეყანაში.

„ცოფი არის ერთადერთი დაავადება, რომელიც 100%-ით არის სასიკვდილო. ჯერჯერობით, კაცობრიობამ ცოფის საწინააღმდეგოდ ვერც ერთი წამალი ვერ გამოიგონა. ცოფი თუ განვითარდა ადამიანში, სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ უშველით. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა, რაც კაცობრიობის და მედიცინის ისტორიაში არის, არის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. ცოფი უკვე აღარ აწუხებს ცივილიზებულ სამყაროს, ცოფი აწუხებს განვითარებად ქვეყნებს. ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აცრა მაქსიმალურად მიუსაფარი ძაღლები და ყოველწლიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა იხარჯება ე.წ. პოსტექსპოზიციურ ვაქცინაციაზე. ანუ როცა დაკბენს, გაკაწრავს ნებისმიერი ძაღლი ადამიანს, ხდება ვაქცინაცია ადამიანის. 2015, 2016, 2017- ეს სამი წელი ცოფის შემთხვევა ადამიანში არ გვქონია და ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა. 2018 წელს იყო 2 შემთხვევა, აქედან ერთი იყო ჩვენ მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, რის შემდეგაც აფხაზეთს ჩვენ ვაქცინებით დავეხმარეთ და 2019 წელს ერთი შემთხვევა გვქონდა, ისიც არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან.

წელს ჯერჯერობით არ გვაქვს ადამიანში ცოფის შემთხვევები, მაგრამ ცუდი ნიშანია, რაც გამოჩნდა რომ ქალაქში, ძაღლებში გამოჩნდა ცოფი. მე ბევრჯერ მოვუწოდე და კიდევ მოვუწოდებთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებით. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააქტიუროს კვლევები და აცრები. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ უცნობი ძაღლის მიერ გაკაწვრის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. ყველაზე მეტი აცრა მოდის ხოლმე პატრონიან ძაღლებზე. საჭიროა შინაური ცხოველების აცრა და ეს კულტურა უნდა დაინერგოს ქვეყანაში," - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ცოფის აცრა არ არის ისეთი აცრა, რომელიც წინასწარ უნდა გაკეთდეს მეტი ეფექტიანობისთვის.

„პრევენციულად ცოფის წინააღმდეგ ის ადამიანები იცრებიან, რომელთაც მუდმივად აქვთ ცხოველებთან შეხება. მაგალითად ზოოპარკის თანამშრომლები, მონადირეები და ა.შ. უნდა აიცრას ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ის დაიკბინება ან დაიდორბლება უცნობი ცხოველის მიერ. ამასთან, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ ძაღლებთან დაკავშირებით უნდა გააძლიერონ შესაბამისი ღონისძიებები. არსებობს იზოლატორები ძაღლების, სადაც ამ მაწანწალა ძაღლებს უვლიან და ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ, იმიტომ, რომ ისინი მოქალაქეებისთვის საშიშები არიან. ადამიანებმა, რომლებსაც ძაღლები ჰყავთ, არ უნდა გამოიყვანონ ისინი პირის დამცავის გარეშე. არ უნდა გავაღიზიანოთ ძაღლები. ძაღლი საშიშია მხოლოდ მაშინ თუ დაუზიანა ადამიანს კანი," - განაცხადა გამყრელიძემ.