საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ
სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

მათ­თვის, ვინც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო დიდი ხნით ვერ ახერ­ხებს ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას, თა­ნაც იაფი და სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ტვირ­თვა სურს შა­ბათ-კვი­რას, სა­ლაშ­ქრო ტუ­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია...

AMBEBI.GE გა­მოც­დილ მო­ლაშ­ქრე­ებს ესა­უბ­რა და მათ ჰკი­თხა, რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ურ­ჩე­ვენ ისი­ნი დე­და­ქა­ლაქთან ახ­ლოს ლაშ­ქრო­ბა­ში წას­ვლის მსურ­ვე­ლებს. მო­ლაშ­ქრე­თა კლუ­ბი "იე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, და­ვით ცა­ბოშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ად­გი­ლი თბი­ლი­სი­დან მაქ­სი­მუმ 30-45 წუ­თის სა­ვალ­ზეა.

- ლაშ­ქრო­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, მარ­შრუ­ტი ვა­კის პარ­კი­დან მთაწ­მინ­დის პარ­კამ­დე გა­ი­ა­რონ, ჭი­ლის ტბა­ზე წა­ვიდ­ნენ, ასე­ვე, ზე­და­ზენ­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი სა­ბავ­შვო ცენ­ტრია გა­კე­თე­ბუ­ლი. ვა­რი­ან­ტე­ბად შე­უძ­ლი­ათ, გა­ნი­ხი­ლონ არ­მა­ზის ციხე, კო­ჯორ­ში კო­ჯრის ციხე და ა.შ. ძა­ლი­ან ბევ­რი მარ­შრუ­ტია, რო­მე­ლიც ძვი­რი არ ჯდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თით­ქმის უფა­სოა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის და სხვა მი­ნი­მა­ლუ­რი ხარ­ჯია.

ეს ად­გი­ლე­ბი იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ უმე­ტე­სად, ის­ტო­რი­უ­ლია, კარ­გი ბუ­ნე­ბაა, სიგ­რი­ლე, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი თბი­ლი­სის სი­ცხეს გას­ცდე­ბი­ან და გა­ნიტ­ვირ­თე­ბი­ან.

  • სა­ბავ­შვო ქა­ლა­ქი ზე­და­ზენ­ზე (თბი­ლი­სი­დან მაქ­სი­მუმ 45 წუ­თის სა­ვალ­ზე)

უფრო რომ და­გი­კონ­კრე­ტოთ, ზე­და­ზენ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია "მო­კო­ლენ­დი", რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, ბავ­შვებ­ზეა გათ­ვლი­ლი, არის სა­ქა­ნე­ლე­ბი და ა.შ. იქვე - მცი­რე ზო­მის თავ­შე­სა­ფა­რია, წყა­ლი, სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლი, გზას­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, ასე რომ, ფე­ხით სა­ვა­ლიც არ არის ბევ­რი და იქ წას­ვლა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. ამას გარ­და, ად­გილ­ზე სიგ­რი­ლეა და ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გა­დაა მო­წყო­ბი­ლი, რაც თბი­ლის­ში გვაკ­ლია.

  • არ­მა­ზის ციხე (თბი­ლი­სი­დან მაქ­სი­მუმ 45 წუ­თის სა­ვალ­ზე)

არ­მა­ზის ცი­ხის ბი­ლიკ­ზე ორი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია - ღვთის­მშობ­ლის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი და თა­ვად არ­მა­ზის ციხე. ეს ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თია, რად­გან სწო­რედ ამ ად­გი­ლას იდგა კერ­პე­ბი - გაცი და გა (გა­ი­მი). არის პა­ტა­რა მდი­ნა­რე, სიგ­რი­ლე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, ფე­ხით სა­ვა­ლი სულ რა­ღაც 4 კი­ლო­მეტ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­წყებ მო­ლაშ­ქრე­ებს სწო­რედ აქ შე­უძ­ლი­ათ წას­ვლა.

მდი­ნა­რეს­თან ახ­ლოს ძა­ლი­ან კარ­გი სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლე­ბია, გაშ­ლი­ლი ვე­ლე­ბი, მო­წყო­ბი­ლია სა­ცე­ცხლუ­რე­ბი, არც შე­შის პრობ­ლე­მაა. ერთი სი­ტყვით, შა­ბათ-კვი­რის გან­ტვირ­თვის­თვის, პიკ­ნი­კის მო­წყო­ბი­სა თუ და­ბა­ნა­კე­ბის­თვის, ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლია.

  • ჭი­ლის ტბა (თბი­ლი­სი­დან 20 კი­ლო­მეტრში)

ეს ტბა თბი­ლის­თან ახ­ლო­საა, მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ოს ზე­მოთ. მდე­ბა­რე­ობს ზღვის დო­ნი­დან 1130 მეტრზე, გა­მო­ირ­ჩე­ვა ძა­ლი­ან კარ­გი ხე­დით. სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბაა, ულა­მა­ზე­სი ხედი თბი­ლის­ზე, რი­თიც ეს ად­გი­ლი ამით დიდ პლუსს იწერს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა მწე­რე­ბია - ძა­ლი­ან ბევრ მწერს შეხ­ვდე­ბით, რად­გან ტბა ჭა­ო­ბის სა­ხი­თაა.

კი­თხვა­ზე, რო­გორ უნდა მო­ემ­ზა­დონ ლაშ­ქრო­ბის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თვი­საც ეს არა­კომ­ფორ­ტულ დას­ვე­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, და­ვით ცა­ბოშ­ვი­ლი გვა­სუ­ხობს:

- ის, რომ, ლაშ­ქრო­ბა პრობ­ლე­მუ­რი და არა­კომ­ფორ­ტუ­ლია, მი­თია. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ლაშ­ქრო­ბა­ში ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლა­დაც იყოს, კა­რავ­ში და­ძი­ნე­ბა საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლია და თუ სა­ჭი­რო და კარ­გი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, დღე­ებს საკ­მა­ოდ მოს­ვე­ნე­ბუ­ლად გა­ვა­ტა­რებთ.

პირ­ველ რიგ­ში, უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, რომ კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი კა­რა­ვი და გა­სა­ბე­რი ლე­ი­ბი გვქონ­დეს - ეს უკა­ნას­კნე­ლი რბი­ლად და­ძი­ნე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სხვა და­ნარ­ჩე­ნი წვრილ­მა­ნია, რად­გან ლაშ­ქრო­ბა­ში იმი­ტომ მივ­დი­ვართ, რომ ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს ვი­ყოთ, კა­რა­ვი კი სწო­რედ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

მო­ლაშ­ქრე, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის გიდი და სა­ფეხ­მავ­ლო გამ­ყო­ლი, ნუცა ცქი­მა­ნა­უ­რი თა­ვის რჩე­ულ ად­გი­ლებ­ზე ესა­უბ­რე­ბა AMBEBI.GE-ს:

- ახლო-მახ­ლო ბევ­რი ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ზარ­მა­ცი ან დამ­წყე­ბი მო­ლაშ­ქრის და­ინ­ტე­რე­სე­ბაც შე­უძ­ლია. თბი­ლის­ში გვაქვს ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც აქ­ტი­უ­რი, ისე - პა­სი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა, უფ­რო­სებ­თან თუ პა­ტა­რა ბავ­შვებ­თან ერ­თად.

ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მარ­შრუ­ტია მამ­კო­და-ზე­დაზ­ნის ბი­ლი­კი, რო­მე­ლიც მარ­კი­რე­ბუ­ლია და გზის არე­ვის შან­სი ნუ­ლის ტო­ლია. (ბი­ლი­კი იწყე­ბა სოფ. მამ­კო­დი­დან, გა­ივ­ლის ვე­ჯი­ნის ხე­ო­ბას და მი­ე­მარ­თე­ბა დიდ­ვე­ლი­სა­კენ (ზ.დ.1440 მ), სა­დაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხე­დე­ბი და თვალ­წარმ­ტა­ცი მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რი გვხვდე­ბა. დიდ­ვე­ლი­დან იშ­ლე­ბა თბი­ლი­სის შე­მო­გა­რე­ნის, მდ. მტკვრის კა­ლა­პო­ტი­სა და ტყის პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი, ავტ)

პლა­ნე­ტა ჯა­ვა­ხე­თი - ასე შე­ვარ­ქვით აბულ-სამ­სა­რის ვულ­კა­ნურ პლა­ტოს, რო­მე­ლიც მარსს უფრო ჰგავს, ვიდ­რე დე­და­მი­წას.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ნაკ­ლე­ბად სწყა­ლო­ბენ მო­ლაშ­ქრე­ე­ბი, არა­და, აქ უამ­რა­ვი საკ­ვირ­ვე­ლი ამ­ბის მოს­მე­ნა და აღ­მო­ჩე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, და­წყე­ბუ­ლი ციკ­ლო­პუ­რი (მე­გა­ლი­თუ­რი) ცი­ხე­ე­ბი­თა და მე­ნ­ჰი­რე­ბით (ვერ­ტი­კა­ლუ­რად მდგა­რი ლოდი, რომ­ლის სი­მაღ­ლე ზოგ­ჯერ 20 მეტრს აღ­წევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქ­სი­მუმ 4 მ. სი­მაღ­ლის გვხვდე­ბა), გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

ჭი­ქი­ა­ნის მე­ნ­ჰი­რი
შა­ო­რის ციკ­ლო­პუ­რი ციხე - მდე­ბა­რე­ობს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ას­ფა­რას­თან ახ­ლოს
მცი­რე აბუ­ლის მე­გა­ლი­თი

ეგ­ზო­ტი­კუ­რი გე­მო­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს აქ ლო­კო­კი­ნას კერ­ძი და აპოხ­ტის ხინ­კა­ლი დახ­ვდე­ბათ, ხოლო ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, თა­ვით გა­და­ეშ­ვან თმოგ­ვის ცი­ხის და დიდი აბუ­ლის ლე­გენ­დებ­ში. მოკ­ლედ, ჯა­ვა­ხე­თი ამო­უ­წუ­რა­ვი მხა­რეა.

კი­დევ ერთი კარ­გი მი­მარ­თუ­ლე­ბაა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მან­გლი­სი. ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ბი­ლი­კე­ბი, სა­დაც ასე­ვე მარ­კი­რე­ბუ­ლი ბი­ლი­კე­ბი, სიმწვა­ნე და სიგ­რი­ლე დაგ­ხვდე­ბათ, ხე­დე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არც აქა­უ­რო­ბა უჩი­ვის.

ნუცა ცქი­მა­ნა­უ­რი ახალ­გაზ­რდა დე­დაა და მა­თაც აძ­ლევს რჩე­ვებს, ვი­საც მოგ­ზა­უ­რო­ბა ოჯა­ხებ­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად ურ­ჩევ­ნი­ათ:

- ჩემი პრო­ფე­სი­ი­სა და ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად მი­წევს 4 წლის შვილ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა, მსუ­ბუ­ქი ლაშ­ქრო­ბე­ბი მცი­რე მან­ძილ­სა და სხვა­დას­ხვა რე­ლი­ეფ­ზე. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს, მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი და ლა­მა­ზი ბი­ლი­კე­ბია:

თბი­ლი­სის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი - აქ კომ­ფორ­ტუ­ლი სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლია მო­წყო­ბი­ლი, გზი­დან შორი არაა, რე­ლი­ე­ფი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია სა­სი­ა­რუ­ლოდ და შუ­ა­გულ ტყე­შია. ბი­ლი­კის ერთ-ერთი და­სა­წყი­სი ზე­დაზ­ნის მო­ნას­ტრის გზა­ზე მდე­ბა­რე­ობს, მი­სას­ვლე­ლი კი სა­გუ­რა­მო­და­ნაა;

სამ­შვილ­დის კომ­პლექ­სი - ქვე­მო ქარ­თლში მდე­ბა­რე ეს კომ­პლექ­სი წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და­ტო­ვებს არა­მარ­ტო პა­ტა­რებ­ზე, უფ­რო­სებ­საც არ და­ტო­ვებს გულ­გრილს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეხ­ვდე­ბით პრექ­რის­ტი­ა­ნულ მე­ნ­ჰი­რებს, ვერ­ძებს, ცი­ხეს და გა­ლავ­ნის ნაშ­თებს, რამ­დე­ნი­მე ტა­ძარ­სა და ნა­ტაძ­რალს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სიმწვა­ნით გვირ­გვინ­დე­ბა.

ფე­ხით გა­სავ­ლე­ლი მან­ძი­ლი ჯამ­ში 6 კმ-მდეა, რა გზა­საც ბავ­შვე­ბი ისე გა­დი­ან, დაღ­ლას ვერც კი გრძნო­ბენ. აუ­ცი­ლებ­ლად გირ­ჩევთ, გზად შე­ჩერ­დეთ და და­ათ­ვა­ლი­ე­როთ სო­ფე­ლი ასუ­რე­თი, იგი­ვე ელი­ზა­ბეტ­ტა­ლი. ამ პა­ტა­რა სო­ფელ­ში ლაშ­ქრო­ბით წა­მის მე­ა­თედ­ში გერ­მა­ნი­ის სამ­ხრეთ­ში ამოჰ­ყოფთ თავს, ვი­ნა­ი­დან აქა­უ­რო­ბა 1817 წლი­დან ვი­უ­ტენ­ბერ­გე­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბით იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი, მათ ამ­ბავს კი სოფ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩის ბო­ლო­ში მდე­ბა­რე კირ­ხე და ფახ­ვერ­კის სტი­ლის სახ­ლე­ბი მო­გა­გო­ნებთ;

"ბულ­ბუ­ლე­ბის ჭალა" კუს ტბის მიმ­დე­ბა­რედ - აქ შეხ­ვდე­ბით მარ­ტივ და სა­ინ­ტე­რე­სო რე­ლი­ეფს, ხე­დებს თბი­ლის­ზე და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­რო­ვან შე­რე­ულ ტყეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, თბი­ლი­სი­დან გა­დი­ხარ, მაგ­რამ ამა­ვე დროს თბი­ლის­ში რჩე­ბი. ჯამ­ში, გა­სავ­ლე­ლი მან­ძი­ლი 4 კმ-ია;

ერ­თდღი­ა­ნი ლაშ­ქრო­ბის­თვის კარ­გი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა, კერ­ძოდ, არაგ­ვის ხე­ო­ბა, მთი­უ­ლე­თი. სო­ფელ ჩინთთან შე­იძ­ლე­ბა კარ­გი სა­ჭყუმ­პა­ლაო ად­გი­ლე­ბის მო­ძებ­ნა მდი­ნა­რე­ზე, სა­ღა­მოს კი გემ­რი­ე­ლი მთი­უ­ლუ­რი ხინ­კლის გა­სინ­ჯვა;

ფშა­ვის არაგ­ვის ხე­ო­ბა - ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა პა­ტა­რე­ბის­თვის. თბი­ლი­სი­დან 100 კმ-ითაა და­შო­რე­ბუ­ლი. კარ­გი სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლე­ბის გარ­და, სო­ფელ კორ­შა­ში სა­ნა­ხა­ვია არა­ბუ­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო, სა­დაც უგემ­რი­ე­ლე­სი კე­ცე­უ­ლე­ბი და ხინ­კა­ლი აქვთ, მის მოხ­ვე­ვა­ში კი ბავ­შვებ­საც შე­უძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. იქ­ვეა კოშკში მდე­ბა­რე პა­ტა­რა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც სავ­სეა ათას­ნა­ი­რი ია­რა­ღით და ხევ­სუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი­თა და ნივ­თე­ბით.

მო­ლაშ­ქრე და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის ნუცა ცქი­მა­ნა­უ­რი ფა­სე­ბის სა­კი­თხსაც ეხე­ბა და ხაზს უს­ვამს, რომ პან­დე­მი­ის შემ­დეგ ხარ­ჯე­ბი შე­საძ­ლოა, წინა პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რდი­ლი იყოს.

- რა­საც და­ვაკ­ვირ­დი, ფა­სე­ბი 20-30%-ით გაზ­რდი­ლია კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბის ბი­უ­ჯეტს ზრდის. სა­შუ­ა­ლოდ კი, ერთი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ღა­მის­თე­ვით, კვე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით 70-120 ლარი ჯდე­ბა, რაც ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: მან­ძი­ლი, ღა­მის გა­სა­თე­ვი, ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ტრან­სპორ­ტი და ა.შ.

მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და ეკო­ტუ­რიზ­მზე, უმე­ტე­სად კი ე.წ. სოფ­ლის ტუ­რიზ­მზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რივ, არა­გაპ­რან­ჭულ სოფ­ლის გა­რე­მო­ში შე­ეძ­ლე­ბათ ბავ­შვებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა და ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მირ­თმე­ვა. უფრო აქ­ტი­უ­რებ­სა და ექ­სტრე­მა­ლუ­რი გან­ცდე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ცხე­ნოს­ნო­ბით, ჯო­მარ­დო­ბით ან პა­რაგ­ლა­ი­დინ­გი­თაც და­კავ­დნენ.

პან­დე­მი­ამ ყვე­ლას ბი­უ­ჯეტს მო­უ­ჭი­რა ხელი, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი აქვს, თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა - ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ აქაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა. ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი კარ­ვით მოგ­ზა­უ­რო­ბაა, რაც ჩემ გარ­შე­მო დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი პა­ტა­რა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი კო­ტე­ჯე­ბია, სა­დაც სა­დი­ლის შეკ­ვე­თა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი" - გვე­უბ­ნე­ბა გიდი.

სა­სი­ა­მოვ­ნო დას­ვე­ნე­ბას გი­სურ­ვებთ!

იმოგ­ზა­უ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში - "პა­ლიტ­რა მე­დია" შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­და­სა­ჭე­რად!

ფო­ტო­ე­ბი: georgiantravelguide; ნუცა ცქი­მა­ნა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ekaterinburg
5

ნოჯიკეთი,სამოთხე საქართველოში

123
2

გთხოვთ, მსგავსი სტატიები გამოაქვეყნეთ უფრო ხშირად!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

მათთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი ხნით ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას, თანაც იაფი და სასიამოვნო განტვირთვა სურს შაბათ-კვირას, სალაშქრო ტურები საუკეთესო გამოსავალია...

AMBEBI.GE გამოცდილ მოლაშქრეებს ესაუბრა და მათ ჰკითხა, რომელ მიმართულებებს ურჩევენ ისინი დედაქალაქთან ახლოს ლაშქრობაში წასვლის მსურველებს. მოლაშქრეთა კლუბი "იეტის" დამფუძნებელი, დავით ცაბოშვილი გვეუბნება, რომ ყველა ადგილი თბილისიდან მაქსიმუმ 30-45 წუთის სავალზეა.

- ლაშქრობის მსურველებს შეუძლიათ, მარშრუტი ვაკის პარკიდან მთაწმინდის პარკამდე გაიარონ, ჭილის ტბაზე წავიდნენ, ასევე, ზედაზენზე, სადაც ძალიან კარგი საბავშვო ცენტრია გაკეთებული. ვარიანტებად შეუძლიათ, განიხილონ არმაზის ციხე, კოჯორში კოჯრის ციხე და ა.შ. ძალიან ბევრი მარშრუტია, რომელიც ძვირი არ ჯდება, ყველაფერი თითქმის უფასოა და ტრანსპორტირების და სხვა მინიმალური ხარჯია.

ეს ადგილები იმით გამოირჩევა, რომ უმეტესად, ისტორიულია, კარგი ბუნებაა, სიგრილე, შესაბამისად, ადამიანები თბილისის სიცხეს გასცდებიან და განიტვირთებიან.

  • საბავშვო ქალაქი ზედაზენზე (თბილისიდან მაქსიმუმ 45 წუთის სავალზე)

უფრო რომ დაგიკონკრეტოთ, ზედაზენზე გაკეთებულია "მოკოლენდი", რომელიც ძირითადად, ბავშვებზეა გათვლილი, არის საქანელები და ა.შ. იქვე - მცირე ზომის თავშესაფარია, წყალი, საბანაკე ადგილი, გზასთან ძალიან ახლოსაა, ასე რომ, ფეხით სავალიც არ არის ბევრი და იქ წასვლა ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანს შეუძლია. ამას გარდა, ადგილზე სიგრილეა და ბავშვებისთვის ძალიან კარგადაა მოწყობილი, რაც თბილისში გვაკლია.

  • არმაზის ციხე (თბილისიდან მაქსიმუმ 45 წუთის სავალზე)

არმაზის ციხის ბილიკზე ორი ისტორიული ძეგლია - ღვთისმშობლის დედათა მონასტერი და თავად არმაზის ციხე. ეს ისტორიულად ძალიან საინტერესო მონაკვეთია, რადგან სწორედ ამ ადგილას იდგა კერპები - გაცი და გა (გაიმი). არის პატარა მდინარე, სიგრილე, საავტომობილო გზიდან ძალიან ახლოსაა, ფეხით სავალი სულ რაღაც 4 კილომეტრია, შესაბამისად, დამწყებ მოლაშქრეებს სწორედ აქ შეუძლიათ წასვლა.

მდინარესთან ახლოს ძალიან კარგი საბანაკე ადგილებია, გაშლილი ველები, მოწყობილია საცეცხლურები, არც შეშის პრობლემაა. ერთი სიტყვით, შაბათ-კვირის განტვირთვისთვის, პიკნიკის მოწყობისა თუ დაბანაკებისთვის, ძალიან კარგი ადგილია.

  • ჭილის ტბა (თბილისიდან 20 კილომეტრში)

ეს ტბა თბილისთან ახლოსაა, მუხათგვერდის სასაფლაოს ზემოთ. მდებარეობს ზღვის დონიდან 1130 მეტრზე, გამოირჩევა ძალიან კარგი ხედით. საოცარი ბუნებაა, ულამაზესი ხედი თბილისზე, რითიც ეს ადგილი ამით დიდ პლუსს იწერს. ერთადერთი პრობლემა მწერებია - ძალიან ბევრ მწერს შეხვდებით, რადგან ტბა ჭაობის სახითაა.

კითხვაზე, როგორ უნდა მოემზადონ ლაშქრობისთვის ადამიანები, ვისთვისაც ეს არაკომფორტულ დასვენებასთან ასოცირდება, დავით ცაბოშვილი გვასუხობს:

- ის, რომ, ლაშქრობა პრობლემური და არაკომფორტულია, მითია. შეიძლება, ადამიანი ლაშქრობაში ძალიან კომფორტულადაც იყოს, კარავში დაძინება საკმაოდ კომფორტულია და თუ საჭირო და კარგი აღჭურვილობა გვექნება, დღეებს საკმაოდ მოსვენებულად გავატარებთ.

პირველ რიგში, უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ კომფორტული აღჭურვილობა, შესაბამისი კარავი და გასაბერი ლეიბი გვქონდეს - ეს უკანასკნელი რბილად დაძინებაში დაგვეხმარება. სხვა დანარჩენი წვრილმანია, რადგან ლაშქრობაში იმიტომ მივდივართ, რომ ბუნებასთან ახლოს ვიყოთ, კარავი კი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს.

მოლაშქრე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გიდი და საფეხმავლო გამყოლი, ნუცა ცქიმანაური თავის რჩეულ ადგილებზე ესაუბრება AMBEBI.GE-ს:

- ახლო-მახლო ბევრი ისეთი საინტერესო ადგილია, რომელსაც ყველაზე ზარმაცი ან დამწყები მოლაშქრის დაინტერესებაც შეუძლია. თბილისში გვაქვს ეროვნული პარკი, სადაც შესაძლებელია როგორც აქტიური, ისე - პასიური დასვენება, უფროსებთან თუ პატარა ბავშვებთან ერთად.

ერთ-ერთი საინტერესო მარშრუტია მამკოდა-ზედაზნის ბილიკი, რომელიც მარკირებულია და გზის არევის შანსი ნულის ტოლია. (ბილიკი იწყება სოფ. მამკოდიდან, გაივლის ვეჯინის ხეობას და მიემართება დიდველისაკენ (ზ.დ.1440 მ), სადაც მრავალფეროვანი ხედები და თვალწარმტაცი მცენარეული საფარი გვხვდება. დიდველიდან იშლება თბილისის შემოგარენის, მდ. მტკვრის კალაპოტისა და ტყის პანორამული ხედები, ავტ)

პლანეტა ჯავახეთი - ასე შევარქვით აბულ-სამსარის ვულკანურ პლატოს, რომელიც მარსს უფრო ჰგავს, ვიდრე დედამიწას.

ამ მიმართულებას ნაკლებად სწყალობენ მოლაშქრეები, არადა, აქ უამრავი საკვირველი ამბის მოსმენა და აღმოჩენაა შესაძლებელი, დაწყებული ციკლოპური (მეგალითური) ციხეებითა და მენჰირებით (ვერტიკალურად მდგარი ლოდი, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. საქართველოში მაქსიმუმ 4 მ. სიმაღლის გვხვდება), გამორჩეული და უნიკალური სამზარეულოთი დასრულებული.

ჭიქიანის მენჰირი
შაორის ციკლოპური ციხე - მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ასფარასთან ახლოს
მცირე აბულის მეგალითი

ეგზოტიკური გემოების მოყვარულებს აქ ლოკოკინას კერძი და აპოხტის ხინკალი დახვდებათ, ხოლო ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ, თავით გადაეშვან თმოგვის ციხის და დიდი აბულის ლეგენდებში. მოკლედ, ჯავახეთი ამოუწურავი მხარეა.

კიდევ ერთი კარგი მიმართულებაა არატრადიციული მანგლისი. ალგეთის ეროვნული პარკის ბილიკები, სადაც ასევე მარკირებული ბილიკები, სიმწვანე და სიგრილე დაგხვდებათ, ხედების ნაკლებობას არც აქაურობა უჩივის.

ნუცა ცქიმანაური ახალგაზრდა დედაა და მათაც აძლევს რჩევებს, ვისაც მოგზაურობა ოჯახებთან და ბავშვებთან ერთად ურჩევნიათ:

- ჩემი პროფესიისა და ოჯახური მდგომარებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს 4 წლის შვილთან ერთად აქტიური დასვენება, მსუბუქი ლაშქრობები მცირე მანძილსა და სხვადასხვა რელიეფზე. ჩემი გამოცდილებით, წელიწადის ნებისმიერ დროს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მოსანახულებლად ძალიან კომფორტული და ლამაზი ბილიკებია:

თბილისის ეროვნული პარკი - აქ კომფორტული საპიკნიკე ადგილია მოწყობილი, გზიდან შორი არაა, რელიეფი ძალიან მარტივია სასიარულოდ და შუაგულ ტყეშია. ბილიკის ერთ-ერთი დასაწყისი ზედაზნის მონასტრის გზაზე მდებარეობს, მისასვლელი კი საგურამოდანაა;

სამშვილდის კომპლექსი - ქვემო ქართლში მდებარე ეს კომპლექსი წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს არამარტო პატარებზე, უფროსებსაც არ დატოვებს გულგრილს. ტერიტორიაზე შეხვდებით პრექრისტიანულ მენჰირებს, ვერძებს, ციხეს და გალავნის ნაშთებს, რამდენიმე ტაძარსა და ნატაძრალს, ეს ყველაფერი კი სიმწვანით გვირგვინდება.

ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 6 კმ-მდეა, რა გზასაც ბავშვები ისე გადიან, დაღლას ვერც კი გრძნობენ. აუცილებლად გირჩევთ, გზად შეჩერდეთ და დაათვალიეროთ სოფელი ასურეთი, იგივე ელიზაბეტტალი. ამ პატარა სოფელში ლაშქრობით წამის მეათედში გერმანიის სამხრეთში ამოჰყოფთ თავს, ვინაიდან აქაურობა 1817 წლიდან ვიუტენბერგელი გერმანელებით იყო დასახლებული, მათ ამბავს კი სოფლის ცენტრალური ქუჩის ბოლოში მდებარე კირხე და ფახვერკის სტილის სახლები მოგაგონებთ;

"ბულბულების ჭალა" კუს ტბის მიმდებარედ - აქ შეხვდებით მარტივ და საინტერესო რელიეფს, ხედებს თბილისზე და ბიომრავალფეროვან შერეულ ტყეს. ფაქტობრივად, თბილისიდან გადიხარ, მაგრამ ამავე დროს თბილისში რჩები. ჯამში, გასავლელი მანძილი 4 კმ-ია;

ერთდღიანი ლაშქრობისთვის კარგი მიმართულებაა საქართველოს სამხედრო გზა, კერძოდ, არაგვის ხეობა, მთიულეთი. სოფელ ჩინთთან შეიძლება კარგი საჭყუმპალაო ადგილების მოძებნა მდინარეზე, საღამოს კი გემრიელი მთიულური ხინკლის გასინჯვა;

ფშავის არაგვის ხეობა - ასევე საინტერესო იქნება პატარებისთვის. თბილისიდან 100 კმ-ითაა დაშორებული. კარგი საბანაკე ადგილების გარდა, სოფელ კორშაში სანახავია არაბულების საოჯახო სასტუმრო, სადაც უგემრიელესი კეცეულები და ხინკალი აქვთ, მის მოხვევაში კი ბავშვებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. იქვეა კოშკში მდებარე პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც სავსეა ათასნაირი იარაღით და ხევსურული ტრადიციული სამოსითა და ნივთებით.

მოლაშქრე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუცა ცქიმანაური ფასების საკითხსაც ეხება და ხაზს უსვამს, რომ პანდემიის შემდეგ ხარჯები შესაძლოა, წინა პერიოდთან შედარებით, გაზრდილი იყოს.

- რასაც დავაკვირდი, ფასები 20-30%-ით გაზრდილია კვების ობიექტებზე, რაც მოგზაურობის ბიუჯეტს ზრდის. საშუალოდ კი, ერთი ზრდასრული ადამიანი ღამისთევით, კვებითა და აქტივობებით 70-120 ლარი ჯდება, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მანძილი, ღამის გასათევი, ადამიანების რაოდენობა, ტრანსპორტი და ა.შ.

მოთხოვნა გაიზარდა ეკოტურიზმზე, უმეტესად კი ე.წ. სოფლის ტურიზმზე, სადაც ადამიანებს სრულიად ჩვეულებრივ, არაგაპრანჭულ სოფლის გარემოში შეეძლებათ ბავშვებთან ერთად დასვენება და ჯანსაღი საკვების მირთმევა. უფრო აქტიურებსა და ექსტრემალური განცდების მოყვარულებს შეუძლიათ, ცხენოსნობით, ჯომარდობით ან პარაგლაიდინგითაც დაკავდნენ.

პანდემიამ ყველას ბიუჯეტს მოუჭირა ხელი, მოსახლეობის დიდ ნაწილს მოგზაურობის სურვილი აქვს, თუმცა ფინანსური საშუალება - ნაკლებად, მაგრამ აქაც შეიძლება გამოსავლის მოძებნა. ერთ-ერთი ვარიანტი კარვით მოგზაურობაა, რაც ჩემ გარშემო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეორე ვარიანტი, ორგანიზებულ საბანაკე ადგილებზე არსებული პატარა კეთილმოწყობილი კოტეჯებია, სადაც სადილის შეკვეთაცაა შესაძლებელი" - გვეუბნება გიდი.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

იმოგზაურე საქართველოში - "პალიტრა მედია" შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად!

ფოტოები: georgiantravelguide; ნუცა ცქიმანაური

ქართველი ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველო "რაგბი ევროპის" ჩემპიონია - ქართველებმა ნიდერლანდები დაამარცხეს

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები