საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში
ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში

მექ­სი­კა­ში ახალ­და­ბა­დე­ბულ სამ ტყუპს COVID-19 და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ ტყუ­პის მშობ­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აქვთ და ტეს­ტმა ყვე­ლა ჯერ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ბავ­შვე­ბი ვირუ­სით შე­საძ­ლოა, დე­დის პლა­ცენ­ტა­დან და­ინ­ფი­ცირ­დნენ, თუმ­ცა ვერ ხსნი­ან იმ ფაქტს, თუ რა­ტომ არ აჩ­ვე­ნა ტყუ­პის დე­დის COVID-19-ის ტეს­ტმა და­დე­ბი­თი შე­დე­გი.

სამი ბავ­შვი­დან ორის, ბი­ჭი­სა და გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ისი­ნი სან ლუ­ი­სის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, თუმ­ცა მე­სა­მე ბავ­შვის, ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი და ის ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზეა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­დი­კო­სე­ბი იმე­დი­ა­ნად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი და თვლი­ან, რომ სა­მი­ვე ახალ­შო­ბი­ლი ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბას შეძ­ლებს.

მექ­სი­კის ჯან­დაც­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის პრესს­პი­კე­რი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ცალ­კე შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს, რად­გა­ნაც ასე­თი რამ გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბი­თაც კი არ მომ­ხდა­რა.

მექ­სი­კის ჯან­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მო­ნი­კა ლი­ლი­ა­ნა მარ­ტი­ნე­სი ამ­ბობს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ბავ­შვე­ბი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ.

"შე­უძ­ლე­ბე­ლია ისი­ნი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მალე თა­ვი­ანთ მშობ­ლებ­თან იქ­ნე­ბი­ან“, - ამ­ბობს მარ­ტი­ნე­სი.

მი­სი­ვე თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­დნენ, რომ ახალ­შო­ბი­ლე­ბის მშობ­ლე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ და და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ რო­გორც CNN წერს COVID-19-ის ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და ტყუ­პის მშობ­ლებს ვირუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდათ.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ვირუ­სი მოხ­ვდა პლა­ცენ­ტა­ში და ასე და­ინ­ფი­ცირ­დნენ ბავ­შვე­ბი, მაგ­რამ ამას დარ­წმუ­ნე­ბით ვერ ვი­ტყვით. არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა თე­ო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვსწავ­ლობთ“ - ამ­ბობს მარ­ტი­ნე­სი.

მექ­სი­კა ამ დრო­ის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე-11 ქვე­ყა­ნაა და სულ COVID-19-ის 196 847 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 24 324 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 149 318 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

qeTo
0

ამათი ზღაპრებით გაოცდება კაცი..... ძმები გრიმები მოგონილია ამ ჯანმო და კოვიდთან დაკავშირებულებთან შედარებით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში

ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში

მექსიკაში ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ BBC წერს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტყუპის მშობლებს კორონავირუსი არ აქვთ და ტესტმა ყველა ჯერზე ნეგატიური შედეგი აჩვენა.

მედიცინის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბავშვები ვირუსით შესაძლოა, დედის პლაცენტადან დაინფიცირდნენ, თუმცა ვერ ხსნიან იმ ფაქტს, თუ რატომ არ აჩვენა ტყუპის დედის COVID-19-ის ტესტმა დადებითი შედეგი.

სამი ბავშვიდან ორის, ბიჭისა და გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სან ლუისის კლინიკაში იმყოფებიან, თუმცა მესამე ბავშვის, ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულადაა შეფასებული და ის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მიუხედავად ამისა, მედიკოსები იმედიანად არიან განწყობილები და თვლიან, რომ სამივე ახალშობილი ვირუსის დამარცხებას შეძლებს.

მექსიკის ჯანდაცვის უსაფრთხოების კომიტეტის პრესსპიკერი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა ცალკე შესწავლას საჭიროებს, რადგანაც ასეთი რამ გლობალური მასშტაბითაც კი არ მომხდარა.

მექსიკის ჯანდაცვის სახელმწიფო მდივანი, მონიკა ლილიანა მარტინესი ამბობს, რომ შეუძლებელია ბავშვები დაბადების მომენტში დაინფიცირებულიყვნენ.

"შეუძლებელია ისინი დაბადების მომენტში დაინფიცირებულიყვნენ. ვიმედოვნებთ, რომ მალე თავიანთ მშობლებთან იქნებიან“, - ამბობს მარტინესი.

მისივე თქმით, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ახალშობილების მშობლები ინფიცირებულნი იყვნენ და დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც CNN წერს COVID-19-ის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და ტყუპის მშობლებს ვირუსი არ აღმოაჩნდათ.

"შესაძლებელია, რომ ვირუსი მოხვდა პლაცენტაში და ასე დაინფიცირდნენ ბავშვები, მაგრამ ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვით. არსებობს სხვადასხვა თეორიები, რომლებსაც ვსწავლობთ“ - ამბობს მარტინესი.

მექსიკა ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მე-11 ქვეყანაა და სულ COVID-19-ის 196 847 შემთხვევაა აღწერილი, გარდაცვლილია 24 324 პაციენტი, ხოლო 149 318 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გამარჯვება, რომელმაც ფეხბურთის ფანებს კორონავირუსი დაავიწყა - რა ხდებოდა ლივერპულში, როცა ცნობილი კლუბი 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

პაკისტანში 150 მფრინავი დააკავეს - "გასულ თვეს ყალბი ლიცენზიის მქონე პილოტის შეცდომას 97 ადამიანი ემსხვერპლა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"