მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ არის, რომ თითქოს ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო? ჩემი შვილი არ უნდა იყოს სადმე სამსახურში?" - ანზორ ბოლქვაძე ბრალდებებს პასუხობს
"რატომ არის, რომ თითქოს ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო? ჩემი შვილი არ უნდა იყოს სადმე სამსახურში?" - ანზორ ბოლქვაძე ბრალდებებს პასუხობს

მე მინ­და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო, ნა­თე­სა­ვი ყვე­ლას ჰყავს. რა­ტომ არის, რომ თით­ქოს ჩემს მა­მი­დაშ­ვილს არ უნდა ჰქონ­დეს სა­მუ­შაო? ჩემი შვი­ლი, რო­მელ­საც მისი ცხოვ­რე­ბა აქვს, რი­გით თა­ნამ­შრომ­ლად არ უნდა იყოს სად­მე სამ­სა­ხურ­ში? - ასე პა­სუ­ხობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რი ან­ზორ ბოლ­ქვა­ძე მის შე­სა­ხებ „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ბოლ­ქვა­ძის თქმით, მისი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში წე­რია, ხოლო ნა­თე­სა­ვი ყვე­ლას ჰყავს, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვთ.

„მე მინ­და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო, ნა­თე­სა­ვი ყვე­ლას ჰყავს. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვი­ღაც სხვა გზით ეხ­მა­რე­ბა მას. მე უკვე მე­სა­მე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვარ და შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო, რომ არა­სო­დეს არა­ვის ტენ­დერ­ში არ ჩავ­რე­ულ­ვარ. უნა­თე­საო რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მე­სა­მე­ჯერ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბო­დი. ნა­თე­სა­ვიც მყავს, ბი­ძაშ­ვი­ლიც მყავს, მე­გო­ბა­რიც, მე­ზო­ბე­ლიც, მაგ­რამ ერთი ის ვიცი, ყვე­ლას მისი ცხოვ­რე­ბა აქვს, ყვე­ლა მისი ცხოვ­რე­ბით იკა­ფავს გზას, ამი­ტომ მე მინ­და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო. არ­სე­ბობს ჩემი დეკ­ლა­რა­ცია, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია ჩემი ქო­ნე­ბაც, შრო­მაც და რა გა­მაჩ­ნია. ასე რომ, ვის რა­ტომ დას­ჭირ­და და რა­ტომ არის, რომ თით­ქოს ჩემს მა­მი­დაშ­ვილს არ უნდა ჰქონ­დეს სა­მუ­შაო, ჩემი შვი­ლი, რო­მელ­საც მისი ცხოვ­რე­ბა აქვს, რი­გით თა­ნამ­შრომ­ლად არ უნდა იყოს სად­მე სამ­სა­ხურ­ში? - ეს ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია,"- გა­ნა­ცხა­და ბოლ­ქვა­ძემ.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ზორ ბოლ­ქვა­ძემ რო­მე­ლიც12 წე­ლია, პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია, სა­ვა­რა­უ­დოდ სწო­რედ მოქ­მედ და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ახლო კავ­ში­რით და, შე­სა­ბა­მი­სად, გავ­ლე­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის, ასე­ვე ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და სხვა და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ქო­ნე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის მკვეთ­რი ზრდა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ხარ­ჯზე.

„მის­მა ოჯახ­მა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­რე­გის­ტრი­რა სას­ტუმ­რო­ე­ბი ბე­შუმ­სა და გო­დერ­ძის სამ­თო კუ­რორტზე, რო­მელ­თაც ათე­ულ ათა­სო­ბით კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ეკუთ­ვნით;2008 წელს მა­ჟო­რი­ტა­რად არ­ჩე­ვი­დან მა­ლე­ვე, მისი შვი­ლი რო­ლანდ ბოლ­ქვა­ძე აჭა­რის საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტში და­საქმდა. ამ­ჟა­მად იგი ლო­ჯის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის წევ­რია;დე­პუ­ტა­ტის ნა­თე­სა­ვე­ბის კომ­პა­ნი­ებ­მა: „აის­მა”, „ქე­დემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წე­ლი­წად­ში ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან და აჭა­რა­ში მოქ­მე­დი სხვა შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერე­ბი­სა და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის გზით 6 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე მი­ი­ღეს. ამ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის უკონ­კუ­რენ­ტო გა­რე­მოს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა, ვფიქ­რობთ, უნდა გახ­დეს სგა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მოკ­ვლე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი,"- აღ­ნიშ­ნა­ვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Megreli
8

ბატონო ანზორ როგორ გეკადრებათ, ანა რა უნდა ქნათ? უნდა ჭამოთ და სვათ მტელმა სანათესაომ, აბა შიმშილით ხო არ დაიხოცებით, ცხვრის ფარას არაფერი ეშველება მაინც და ეგება ბოლქვაძეებმა მაინც ამოისუნთქოთ. შემდეგ არჩევნებზე იმედია ისევ თქვენ დაგიჭერენ მხარს, აბა ნაციონალებს ხო არ მისცემენ ხმას? ჰოი საოცრებავ, თქვენ ხო ნაციონალიც იყავით? ეხლა ქოციონალი ხართ ეხლა? ხმას იმას მივცემთ ვიზეც ადგილობრივი ძველი ბიჭები გვეტყვიან, აბა როგორ?

Sos-s
4

2 ჯერ შევხდი ამ პიროვნებას ბოლო დონის გაუნათლებელი,უწიგნური!!!მოღალატე მედროვე ადამიანი!!!შენ ოჯახს არ ვიცნობ მაგრამ შენ გიცნობ რა ადამიანიც ხარ!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რატომ არის, რომ თითქოს ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო? ჩემი შვილი არ უნდა იყოს სადმე სამსახურში?" - ანზორ ბოლქვაძე ბრალდებებს პასუხობს

"რატომ არის, რომ თითქოს ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო? ჩემი შვილი არ უნდა იყოს სადმე სამსახურში?" - ანზორ ბოლქვაძე ბრალდებებს პასუხობს

მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, ნათესავი ყველას ჰყავს. რატომ არის, რომ თითქოს ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო? ჩემი შვილი, რომელსაც მისი ცხოვრება აქვს, რიგით თანამშრომლად არ უნდა იყოს სადმე სამსახურში? - ასე პასუხობს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი წევრი ანზორ ბოლქვაძე მის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ბოლქვაძის თქმით, მისი ქონების შესახებ ყველაფერი დეკლარაციაში წერია, ხოლო ნათესავი ყველას ჰყავს, რომლებსაც თავისი ცხოვრება აქვთ.

„მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, ნათესავი ყველას ჰყავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც სხვა გზით ეხმარება მას. მე უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და შემიძლია განვაცხადო, რომ არასოდეს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესაო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ პარლამენტის წევრი ნამდვილად არ ვიქნებოდი. ნათესავიც მყავს, ბიძაშვილიც მყავს, მეგობარიც, მეზობელიც, მაგრამ ერთი ის ვიცი, ყველას მისი ცხოვრება აქვს, ყველა მისი ცხოვრებით იკაფავს გზას, ამიტომ მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. არსებობს ჩემი დეკლარაცია, სადაც ნაჩვენებია ჩემი ქონებაც, შრომაც და რა გამაჩნია. ასე რომ, ვის რატომ დასჭირდა და რატომ არის, რომ თითქოს ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო, ჩემი შვილი, რომელსაც მისი ცხოვრება აქვს, რიგით თანამშრომლად არ უნდა იყოს სადმე სამსახურში? - ეს ჩემთვის გაუგებარია,"- განაცხადა ბოლქვაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ანზორ ბოლქვაძემ რომელიც12 წელია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია, სავარაუდოდ სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე.

„მისმა ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით;2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია;დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა”, „ქედემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღეს. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდეს სგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი,"- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

LIVE "ნიუსრუმიდან" - ლევან კობერიძე; ხათუნა ლაგაზიძე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რა ხდება ოპოზიციაში; ხელისუფლების გეგმები