მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს დაბალანსებული კვება ძაღლისთვის და როგორ უნდა შევადგინოთ სწორი რაციონი მისთვის
რას ნიშნავს დაბალანსებული კვება ძაღლისთვის და როგორ უნდა შევადგინოთ სწორი რაციონი მისთვის

თუ თქვენ ერთხელ მა­ინც გყო­ლი­ათ ძაღ­ლი, მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ალ­ბათ უკვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გეჩ­ვე­ნე­ბათ. თუმ­ცა ძაღ­ლის მოვ­ლა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვი­საც ამის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს. კვე­ბა, გა­სე­ირ­ნე­ბა, აც­რე­ბი – ეს და კი­დევ არა­ერ­თი სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს. ბევ­რი იმა­საც კი ამ­ბობს, რომ ჩვენს ოთხფე­ხა მე­გობ­რებს ისე­თი­ვე ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ, რო­გორც ბავ­შვებს. ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი არის მათი კვე­ბა, რად­გან სწო­რედ კვე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად ჯან­მრთე­ლე­ბი და ენერ­გი­უ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ბევ­რი ფიქ­რობს, რომ შე­უძ­ლია ძაღლს აჭა­მოს ის, რაც ვახ­შმად მორ­ჩე­ბათ. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მათ კვე­ბის რა­ცი­ო­ნის სწო­რი შერ­ჩე­ვა სჭირ­დე­ბათ. თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვთ, ჯობს ვე­ტე­რი­ნარს მი­მარ­თოთ, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად აგისხსნით, თუ რა ტი­პის კვე­ბა სჭირ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ თქვენს ში­ნა­ურ ცხო­ველს.

საკ­ვე­ბის შერ­ჩე­ვის დროს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ძაღ­ლის ჯიში, ასა­კი, ზომა. პორ­ცი­ე­ბის შერ­ჩე­ვა მისი ფი­ზი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა მოხ­დეს. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ საკ­ვე­ბი უბ­რა­ლოდ თქვენ როცა მო­იც­ლით, მა­შინ მის­ცეთ გა­ურ­კვე­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. ამ პრო­ცეს­ში წე­სე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ძაღ­ლე­ბის კვე­ბა­ში არ­სე­ბობს ორი მიდ­გო­მა: პორ­ცი­ე­ბი და თა­ვი­სუ­ფა­ლი კვე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, თუ პორ­ცი­ე­ბით კვე­ბას აირ­ჩევთ. დღე­ში ორ­ჯერ, კონ­კრე­ტულ დროს ძაღ­ლის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის პორ­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა იდე­ა­ლუ­რია. თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ თა­ვი­სუ­ფა­ლი კვე­ბის მომ­ხრე­ე­ბიც. ისი­ნი მთე­ლი დღის სამ­ყოფ საკ­ვებს ერ­თი­ა­ნად უყ­რი­ან ჯამ­ზე და ძაღ­ლი თვი­თონ წყვეტს, რო­დის რამ­დე­ნი ჭა­მოს.

ძაღ­ლის საკ­ვე­ბი ორ ჯგუ­ფად იყო­ფა: სვე­ლი და მშრა­ლი. მისი რა­ცი­ო­ნი ორი­ვე ტი­პის საკ­ვე­ბის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს, რომ ჯან­მრთე­ლი იყოს.

სვე­ლი საკ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რო­დე­საც ძაღ­ლი არ სვამს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის წყალს. დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რა­ცი­ონ­ში უნდა ჩარ­თოთ კონ­სერ­ვე­ბი და პა­უ­ჩე­ბი. რო­გორც წესი, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი უმა­დო­ბის დროს ძაღ­ლებს ასე­ვე სვე­ლი საკ­ვე­ბი ურ­ჩევ­ნი­ათ ხოლ­მე. კარ­გად უნდა და­აკ­ვირ­დეთ თქვე­ნი ოთხფე­ხა მე­გობ­რის ჩვე­ვებს კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამის მი­ხედ­ვით ჩარ­თოთ სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის სვე­ლი კვე­ბა მის რა­ცი­ონ­ში.

რო­გორც წესი, მშრა­ლი საკ­ვე­ბი ძაღ­ლის კვე­ბა­ში უფრო დიდ ად­გილს იკა­ვებს. ის უფრო ბი­უ­ჯე­ტუ­რია და მარ­ტი­ვი შე­სა­ნა­ხიც არის. თუმ­ცა თუ გსურთ, რომ თქვე­ნი ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი ჯან­მრთე­ლი იყოს, ნუ და­გე­ზა­რე­ბათ მის­თვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რა­ცი­ო­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ მშრა­ლი საკ­ვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

საკ­ვე­ბის ბრენ­დი კი შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად შე­არ­ჩი­ოთ. შე­გიძ­ლი­ათ ის order24.ge–ზე იყი­დოთ და პრო­დუქ­ცია სახ­ლში მი­ი­ღოთ. მა­გა­ლი­თად, ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია „პროპ­ლა­ნი“, რო­მელ­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ენ­დო­ბა. პროპ­ლა­ნი საკ­ვებს სხვა­დას­ხვა ჯი­შის ძაღ­ლე­ბის­თვის აწარ­მო­ებს. მის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ქონ­ლის ხორ­ცის, ბოტ­ნე­უ­ლი­სა და სხვა შე­მად­გენ­ლო­ბის მქო­ნე საკ­ვე­ბი. პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დია „დარ­ლინ­გიც“, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნი ენ­დო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ტე­ბის საჭ­მელს, ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დია „ფრის­კა­სი“ და „პროპ­ლა­ნი“.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, საკ­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ახა­ლი წყლით მუდ­მი­ვად სავ­სე უნდა იყოს ძაღ­ლის ჯამი. ამ წე­სის დაც­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით მშრა­ლი კვე­ბის დროს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ძაღ­ლის საკ­ვე­ბი არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა არო­მა­ტით. გა­ა­ნე­ბივ­რეთ, თქვე­ნი ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი და გა­ა­სინ­ჯეთ სხვა­დას­ხვა არო­მა­ტის საკ­ვე­ბი, და­აკ­ვრდით, რო­მე­ლი უფრო მოს­წონს და სწო­რედ ის უყი­დეთ ხოლ­მე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

რას ნიშნავს დაბალანსებული კვება ძაღლისთვის და როგორ უნდა შევადგინოთ სწორი რაციონი მისთვის

რას ნიშნავს დაბალანსებული კვება ძაღლისთვის და როგორ უნდა შევადგინოთ სწორი რაციონი მისთვის

თუ თქვენ ერთხელ მაინც გყოლიათ ძაღლი, მის გარეშე ცხოვრება ალბათ უკვე წარმოუდგენელი გეჩვენებათ. თუმცა ძაღლის მოვლა მარტივი ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს. კვება, გასეირნება, აცრები – ეს და კიდევ არაერთი საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ისეთივე ყურადღება სჭირდებათ, როგორც ბავშვებს. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის მათი კვება, რადგან სწორედ კვებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ჯანმრთელები და ენერგიულები იქნებიან. ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლია ძაღლს აჭამოს ის, რაც ვახშმად მორჩებათ. თუმცა რეალურად მათ კვების რაციონის სწორი შერჩევა სჭირდებათ. თუ ამ მიმართულებით გამოცდილება არ გაქვთ, ჯობს ვეტერინარს მიმართოთ, რომელიც დეტალურად აგისხსნით, თუ რა ტიპის კვება სჭირდება უშუალოდ თქვენს შინაურ ცხოველს.

საკვების შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ძაღლის ჯიში, ასაკი, ზომა. პორციების შერჩევა მისი ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. დაუშვებელია, რომ საკვები უბრალოდ თქვენ როცა მოიცლით, მაშინ მისცეთ გაურკვეველი რაოდენობით. ამ პროცესში წესების დაცვა აუცილებელია.

ძაღლების კვებაში არსებობს ორი მიდგომა: პორციები და თავისუფალი კვება. უმჯობესია, თუ პორციებით კვებას აირჩევთ. დღეში ორჯერ, კონკრეტულ დროს ძაღლისთვის საჭირო რაოდენობის პორციის შეთავაზება იდეალურია. თუმცა არსებობენ თავისუფალი კვების მომხრეებიც. ისინი მთელი დღის სამყოფ საკვებს ერთიანად უყრიან ჯამზე და ძაღლი თვითონ წყვეტს, როდის რამდენი ჭამოს.

ძაღლის საკვები ორ ჯგუფად იყოფა: სველი და მშრალი. მისი რაციონი ორივე ტიპის საკვებისგან უნდა შედგებოდეს, რომ ჯანმრთელი იყოს.

სველი საკვები განსაკუთრებით მაშინ არის აუცილებელი, როდესაც ძაღლი არ სვამს საკმარისი რაოდენობის წყალს. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, რაციონში უნდა ჩართოთ კონსერვები და პაუჩები. როგორც წესი, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული უმადობის დროს ძაღლებს ასევე სველი საკვები ურჩევნიათ ხოლმე. კარგად უნდა დააკვირდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჩვევებს კვებასთან დაკავშირებით და ამის მიხედვით ჩართოთ საჭირო რაოდენობის სველი კვება მის რაციონში.

როგორც წესი, მშრალი საკვები ძაღლის კვებაში უფრო დიდ ადგილს იკავებს. ის უფრო ბიუჯეტურია და მარტივი შესანახიც არის. თუმცა თუ გსურთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ჯანმრთელი იყოს, ნუ დაგეზარებათ მისთვის მრავალფეროვანი რაციონის შეთავაზება. განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში მხოლოდ მშრალი საკვების შეთავაზება დაუშვებელია.

საკვების ბრენდი კი შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ. შეგიძლიათ ის order24.ge–ზე იყიდოთ და პროდუქცია სახლში მიიღოთ. მაგალითად, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია „პროპლანი“, რომელსაც მილიონობით ადამიანი ენდობა. პროპლანი საკვებს სხვადასხვა ჯიშის ძაღლებისთვის აწარმოებს. მის ფართო ასორტიმენტში წარმოდგენილია საქონლის ხორცის, ბოტნეულისა და სხვა შემადგენლობის მქონე საკვები. პოპულარული ბრენდია „დარლინგიც“, რომელსაც საქართველოში ბევრი შინაური ცხოველის პატრონი ენდობა. რაც შეეხება კატების საჭმელს, ძალიან მოთხოვნადია „ფრისკასი“ და „პროპლანი“.

გაითვალისწინეთ, საკვების პარალელურად, ახალი წყლით მუდმივად სავსე უნდა იყოს ძაღლის ჯამი. ამ წესის დაცვა განსაკუთრებით მშრალი კვების დროს არის აუცილებელი.

ძაღლის საკვები არსებობს სხვადასხვა არომატით. გაანებივრეთ, თქვენი ოთხფეხა მეგობრები და გაასინჯეთ სხვადასხვა არომატის საკვები, დააკვრდით, რომელი უფრო მოსწონს და სწორედ ის უყიდეთ ხოლმე.

სად შევიძინოთ სმარტფონი საუკეთესო ფასად - რჩევები, რომელიც ტელეფონის შერჩევაში დაგეხმარებათ

კრიზისი და თქვენი ტვინი

სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?