სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით, ბათუმიდან დაიწყეთ - რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოზე
ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით, ბათუმიდან დაიწყეთ - რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოზე

"ბა­თუ­მი - არო­მა­ტე­ბის სუფ­რა" - ამ სა­თა­უ­რით სტა­ტი­ას პო­პუ­ლა­რუ­ლი ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD აქ­ვეყ­ნებს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ბრი­ტა­ნელ მკი­თხველს ურ­ჩევს, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გაც­ნო­ბა აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის და­გე­მოვ­ნე­ბით ბა­თუ­მი­დან და­ი­წყოს.

"სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­ულ რუ­კა­ზე გაგ­ნე­ბი­სათ­ვის, და­ი­წყეთ ბა­თუ­მით - სა­ხა­სი­ა­თო, სა­პორ­ტო ქა­ლა­ქით, სა­დაც მნახ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­ის­ვე­ნონ შავი ზღვის პლა­ჟებ­ზე, აღ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სივ­რცე­ე­ბი და დატ­კბ­ნენ ძვე­ლი ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სი­ლა­მა­ზით. ასე­ვე, არ და­გა­ვი­წყდეთ ბა­თუ­მის კა­ფე­ე­ბი­სა თუ მეღ­ვი­ნე­ო­ბე­ბის სტუმ­რო­ბა და არ გა­მო­ტო­ვოთ აჭა­რულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი.

აჭა­რის რე­გი­ო­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­გა­ლი­თია აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი - ყვე­ლი­თა და ზედ წა­მოს­კუ­პე­ბუ­ლი კა­რა­ქით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ნა­ვის ფორ­მის პური, რო­მელ­საც გვერ­დე­ბი უნდა მო­ა­ტე­ხოთ, გულ­ში ჩა­ა­წოთ და ისე მი­ირ­თვათ ცხლად" - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ბრი­ტა­ნეთ­ში წამ­ყვა­ნი ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გი­დის ფუნ­ქცი­ას ითავ­სებს. ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე გა­მო­ცე­მა წერს, რომ ის პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტშია და მისი აღ­მო­ჩე­ნის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოა.

"ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტშია და მის აღ­მო­სა­ჩე­ნად არ არ­სე­ბობს უკე­თე­სი ად­გი­ლი, ვიდ­რე თვი­თონ ქვე­ყა­ნაა. ევ­რო­პი­სა და აზი­ის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე გაშ­ლი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო ერთ დროს აბ­რე­შუ­მის გზის გას­წვრივ მდე­ბა­რე­ობ­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ვაჭ­რებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან მის ქა­ლა­ქებ­ში შე­მოჰ­ქონ­დათ ნა­ირ­ნა­ი­რი მა­დი­საღ­მძვრე­ლი სუ­ნე­ლე­ბი თუ მკა­ფიო არო­მა­ტე­ბი, რა­საც თა­ვის მხრივ წვლი­ლი შეჰ­ქონ­და აქა­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს კომ­პლექ­სუ­რო­ბა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და­სა­ხელ­და "ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო აღ­მო­უ­ჩე­ნელ კვე­ბის კულ­ტუ­რად ევ­რო­პა­ში" და­ნი­ე­ლი შე­ფის, ორი მი­შე­ლი­ნის ვარ­სკვლა­ვის მქო­ნე „ნო­მას“ თა­ნა­მე­პატ­რო­ნის, რენე რედ­ზე­პის მიერ. ეს სამ­ზა­რე­უ­ლო მდი­და­რია ხორ­ცე­უ­ლით, ყვე­ლი­ა­ნი ცო­მე­უ­ლით, ნა­ირ­ფე­რო­ვა­ნი წვნი­ა­ნე­ბით თუ სხვა კერ­ძე­ბით, რომ­ლე­ბიც ერ­თად ტრა­დი­ცი­ულ სუფ­რას ქმნი­ან. მისი წამ­ყვა­ნი კი თა­მა­დაა.

ღვი­ნოს, სუფ­რა­ზე, ისე­ვე, რო­გორც ეროვ­ნულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი უჭი­რავს: სა­ქარ­თვე­ლო­ში 8000 წლის წი­ნან­დე­ლი საღ­ვი­ნე თი­ხის ჭურ­ჭლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნამ მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი მეღ­ვი­ნე­ო­ბის ერის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო. მეღ­ვი­ნე­ო­ბა აღ­მავ­ლო­ბას გა­ნიც­დის ბუ­ნებ­რი­ვი მეღ­ვი­ნე­ო­ბის აღორ­ძი­ნე­ბის წყა­ლო­ბით,“ - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ას აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
1

ჭამა-ყლაპვაში ყველა უმაღლეს შეფასებას გვაძლევს, ზღვიპირელმა ქართველებმა იმის მაგიერ, რომ ნავიგაციის ხელოვნება განევითარებინათ ინგლისელებივით, ნავისებური ხაჭაპურები მოიგონეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით, ბათუმიდან დაიწყეთ - რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოზე

ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით, ბათუმიდან დაიწყეთ - რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოზე

"ბათუმი - არომატების სუფრა" - ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD აქვეყნებს.

სტატიის ავტორი ბრიტანელ მკითხველს ურჩევს, მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით ბათუმიდან დაიწყოს.

"საქართველოს კულინარიულ რუკაზე გაგნებისათვის, დაიწყეთ ბათუმით - სახასიათო, საპორტო ქალაქით, სადაც მნახველებს შეუძლიათ დაისვენონ შავი ზღვის პლაჟებზე, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და დატკბნენ ძველი ქალაქის არქიტექტურული სილამაზით. ასევე, არ დაგავიწყდეთ ბათუმის კაფეებისა თუ მეღვინეობების სტუმრობა და არ გამოტოვოთ აჭარულ სამზარეულოზე სპეციალიზირებული რესტორნები.

აჭარის რეგიონის სამზარეულოს გამორჩეული მაგალითია აჭარული ხაჭაპური - ყველითა და ზედ წამოსკუპებული კარაქით გაჯერებული ნავის ფორმის პური, რომელსაც გვერდები უნდა მოატეხოთ, გულში ჩააწოთ და ისე მიირთვათ ცხლად" - ნათქვამია სტატიაში.

ბრიტანეთში წამყვანი ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD კულინარიული გიდის ფუნქციას ითავსებს. ქართულ სამზარეულოზე გამოცემა წერს, რომ ის პოპულარობის ზენიტშია და მისი აღმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საქართველოა.

"ქართული სამზარეულო პოპულარობის ზენიტშია და მის აღმოსაჩენად არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე თვითონ ქვეყანაა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე გაშლილი, საქართველო ერთ დროს აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჭრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მის ქალაქებში შემოჰქონდათ ნაირნაირი მადისაღმძვრელი სუნელები თუ მკაფიო არომატები, რასაც თავის მხრივ წვლილი შეჰქონდა აქაური სამზარეულოს ჩამოყალიბებაში.

ქართული სამზარეულოს კომპლექსურობა და მრავალფეროვნება დასახელდა "ერთ-ერთ საუკეთესო აღმოუჩენელ კვების კულტურად ევროპაში" დანიელი შეფის, ორი მიშელინის ვარსკვლავის მქონე „ნომას“ თანამეპატრონის, რენე რედზეპის მიერ. ეს სამზარეულო მდიდარია ხორცეულით, ყველიანი ცომეულით, ნაირფეროვანი წვნიანებით თუ სხვა კერძებით, რომლებიც ერთად ტრადიციულ სუფრას ქმნიან. მისი წამყვანი კი თამადაა.

ღვინოს, სუფრაზე, ისევე, როგორც ეროვნულ სამზარეულოში, ცენტრალური ადგილი უჭირავს: საქართველოში 8000 წლის წინანდელი საღვინე თიხის ჭურჭლების აღმოჩენის შედეგად, ქვეყანამ მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის ერის ტიტული მიიღო. მეღვინეობა აღმავლობას განიცდის ბუნებრივი მეღვინეობის აღორძინების წყალობით,“ - ნათქვამია სტატიაში.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ

როგორები იქნებოდნენ პოპულარული ადამიანები საპირისპირო სქესი რომ ჰქონდეთ - სახალისო ფოტოები სოციალური ქსელებიდან

სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ