სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კაპანაძე: „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება დააზარალებს კონკურენტულ გარემოს და უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის“
გიორგი კაპანაძე: „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება დააზარალებს კონკურენტულ გარემოს და უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის“

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია 25 ივ­ნისს „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას გეგ­მავს. რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ემუქ­რე­ბა თუ არა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა, რო­გორ აი­სა­ხე­ბა მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო­ზე და რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს იგი ინ­ტერ­ნეტ­ბა­ზარ­ზე, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცია – აფ­ბას“ ვიცე-პრე­ზი­დენტს გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რის მიერ კუთ­ვნი­ლი 49% წი­ლის გას­ხვი­სე­ბა კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე და და­წე­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სან­ქცი­ე­ბის შემ­დგომ, 25 ივ­ნისს იგეგ­მე­ბა კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არ­სე­ბობს თუ არა საფრ­თხე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე დარ­ჩეს?

- შე­საძ­ლოა, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ მხრი­დან გარ­კვე­ულ დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი ჰქონ­და, რო­დე­საც მე­სა­კუთ­რის ცვლი­ლე­ბის შემ­დგომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას დრო­უ­ლად არ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა” სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ცე­სი ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა სა­კი­თხის მარ­თე­ბუ­ლე­ბას სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი აზ­რით, ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნი­ის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან, კო­მი­სი­ა­სა და კომ­პა­ნი­ას შო­რის მიმ­დი­ნა­რე და­ვამ მო­სახ­ლე­ო­ბის ზურ­გზე არ უნდა გა­და­ი­ა­როს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა თა­ვის­თა­ვად აჩენს რისკს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი და ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტე­ბი დრო­ე­ბით ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე, ან უხა­რის­ხო ინ­ტერ­ნე­ტის იმე­დად დარ­ჩე­ბი­ან. რა თქმა უნდა, ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბენ სხვა სა­ბი­თუ­მო ინ­ტერ­ნე­ტის შე­მომ­ტა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბიც, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ ისი­ნი სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ შეძ­ლე­ბენ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბას, ვი­ნა­ი­დან „კავ­კა­სუ­სი“ დღეს­დღე­ო­ბით ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი პრო­ვა­ი­დე­რია და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტიც სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას თა­ვა­დაც არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის” ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ზღვევს მათ კლი­ენ­ტებს შე­საძ­ლო ზა­რა­ლის­გან და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყოფს წვდო­მას ანა­ლო­გი­უ­რი ხა­რის­ხის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სერ­ვი­სებ­ზე

ცხა­დია, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის შე­დე­გად, კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გე­ბი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მთლი­ან ბა­ზარ­ზე, რაც თა­ვის მხრივ შე­უქ­ცე­ვა­დად და­ა­ზა­რა­ლებს სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო ინ­ტერ­ნეტ მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს ხა­რის­ხის ვარ­დნის გამო და ასე­ვე რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნებს ინ­ტერ­ნეტ მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­წო­დებ­ლებს. ამავდრო­უ­ლად, გა­ურ­კვე­ვე­ლია სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი დავა და რა პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან აბო­ნენ­ტე­ბი ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე.

– თქვენ ახ­სე­ნეთ კონ­კუ­რენ­ტე­ბი, რე­ა­ლუ­რად რო­გორ აი­სა­ხე­ბა მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ზე და თუ გახ­სენ­დე­ბათ ფაქ­ტი, რო­დე­საც მსგავ­სი ვი­თა­რე­ბის გამო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის?

- რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ას, ბუ­ნებ­რი­ვია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ზე, ვი­ნა­ი­დან ბა­ზარ­ზე სა­მის ნაც­ვლად მხო­ლოდ ორი კომ­პა­ნია დარ­ჩე­ბა, რო­მელ­თაც ინ­ტერ­ნე­ტი თურ­ქე­თი­დან და რუ­სე­თი­დან შე­მო­აქვთ. არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ისიც, რომ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი” ინ­ტერ­ნეტს აწ­ვდის ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს – აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს, შე­სა­ბა­მი­სად უც­ნო­ბია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ბა­ზარ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი ორი კომ­პა­ნია მსგავ­სი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია თა­ვა­დაც ადას­ტუ­რებს, რომ არ ჩა­უ­ტა­რე­ბია არა­ნა­ი­რი კვლე­ვა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბის კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცალ­სა­ხად ეყ­რდნო­ბა გა­მო­უ­ძი­ე­ბელ ფაქ­ტებ­სა და გა­რე­მო­ე­ბებს, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში მი­თი­თე­ბულ შე­სა­ბა­მის დე­ბუ­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა წარ­სულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას აქამ­დე არ მო­უ­თხო­ვია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბა კო­მი­სი­ის­გან წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის გამო. იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის აქ­ცი­ე­ბი გა­და­ცე­მა ხდე­ბო­და კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ცხა­დის პოსტ-ფაქ­ტუმ შე­ტა­ნა. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტო­რის, VEON Georgia-ს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რუ­ლი მფლო­ბე­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის­გან წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, კო­მი­სი­ამ უბ­რა­ლოდ მო­ი­თხო­ვა გან­ცხა­დე­ბის პოსტ-ფაქ­ტუმ შე­ტა­ნა, და არ და­უ­ყე­ნე­ბია შემ­დგა­რი გა­რი­გე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხი. ამ­ჯე­რად, კო­მი­სი­ამ ანა­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვა­ში აირ­ჩია სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი მიდ­გო­მა, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ას მოს­თხო­ვა გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბა.

ასე­ვე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია არ შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტო­რის – „სილ­ქნე­ტის“ აქ­ცი­ე­ბის გა­და­ცე­მას უცხო ქვეყ­ნის, კერ­ძოდ ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის. კო­მი­სი­ის გან­მარ­ტე­ბით, ის, რომ ყა­ზა­ხე­თის აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებ­თან, იყო საკ­მა­რი­სი წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ მის მიერ აქ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნა (27.55%) ვერ შე­უქ­მნი­და საფრ­თხეს კონ­კუ­რენ­ცი­ას.

– სა­ინ­ვეს­ტი­ციო კუ­თხით, რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რო­გორ აი­სა­ხე­ბა იგი ქვეყ­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო­ზე?

– ბუ­ნებ­რი­ვია, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო­ზე და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ შემ­ცი­რე­ბუ­ლია.რო­დე­საც მე­ზო­ბე­ლი და მე­გო­ბა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მო­სულ ინ­ვეს­ტორს, გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ფაქ­ტობ­რი­ვად აძე­ვებ ქვეყ­ნი­დან, ბუ­ნებ­რი­ვია ეს საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თი სიგ­ნა­ლია ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის. რა თქმა უნდა, თუკი გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი არ­სე­ბობს ამა­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა სა­ჭი­როა, თუმ­ცა არა მსგავ­სი რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის ხარ­ჯზე.

გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მე მო­ვის­მი­ნე „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ის ამ­ბობ­და, რომ ამ გა­რი­გე­ბის შემ­დგომ იგეგ­მე­ბო­და შავ ზღვა­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ბე­ლის მეშ­ვე­ო­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან კას­პი­ის ზღვის გავ­ლით, ჩი­ნე­თი­სა და ინ­დო­ე­თის­თვის ინ­ტერ­ნე­ტის მი­წო­დე­ბა და მან ეს პრო­ექ­ტი „თბი­ლი­სი-ბაქო-ჯე­ი­ჰან­საც“ კი შე­ა­და­რა. თუკი ეს პრო­ექ­ტი რე­ა­ლო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ა­საც ექ­ნე­ბა, მა­შინ, ჩემი აზ­რით, მსგავს პერ­სპექ­ტი­ვა­ზე უა­რის თქმა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა, გახ­დეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი და ინ­ტერ­ნეტ ჯაჭ­ვის უმ­თავ­რე­სი რგო­ლი. ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში, ინ­ტერ­ნე­ტის მი­წო­დე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და რო­დე­საც ასეთ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტზეა სა­უ­ბა­რი, იგი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხი­თაც საკ­მა­ოდ წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის.

მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია დარ­ტყმის ქვეშ და­ა­ყე­ნებს არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ იმ უდი­დეს ქვეყ­ნებ­საც ვი­საც ჩვე­ნი გავ­ლით მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ტერ­ნე­ტი. ამი­ტო­მაც, მო­ვუ­წო­დებ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას, კარ­გად და­ფიქ­რდნენ, აწონ-და­წო­ნონ ის რის­კე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გიორგი კაპანაძე: „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება დააზარალებს კონკურენტულ გარემოს და უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის“

გიორგი კაპანაძე: „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება დააზარალებს კონკურენტულ გარემოს და უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის“

კომუნიკაციების კომისია 25 ივნისს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებას გეგმავს. რამდენად მართებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, ემუქრება თუ არა ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენა, როგორ აისახება მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და რა გავლენას მოახდენს იგი ინტერნეტბაზარზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს გიორგი კაპანაძეს ვესაუბრეთ.

- როგორც ცნობილია, კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე და დაწესებული ფულადი სანქციების შემდგომ, 25 ივნისს იგეგმება კომპანიისათვის ავტორიზაციის შეჩერება. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ გადაწყვეტილებას და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე დარჩეს?

- შესაძლოა, „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან გარკვეულ დარღვევას ადგილი ჰქონდა, როდესაც მესაკუთრის ცვლილების შემდგომ კომუნიკაციების კომისიას დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება „კავკასუს ონლაინმა” სასამართლოში გაასაჩივრა და მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ჯერ არ გამართულა საკითხის მართებულებას საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტს. შესაბამისად, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება დაუშვებელია, ვინაიდან, კომისიასა და კომპანიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე არ უნდა გადაიაროს. ავტორიზაციის შეჩერება თავისთავად აჩენს რისკს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტები დროებით ინტერნეტის გარეშე, ან უხარისხო ინტერნეტის იმედად დარჩებიან. რა თქმა უნდა, ბაზარზე ოპერირებენ სხვა საბითუმო ინტერნეტის შემომტანი კომპანიებიც, მაგრამ სავარაუდოდ ისინი სრულფასოვნად ვერ შეძლებენ „კავკასუს ონლაინის“სრულად ჩანაცვლებას, ვინაიდან „კავკასუსი“ დღესდღეობით ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია და ევროპული ინტერნეტიც სწორედ მისი მეშვეობით შემოდის ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიას თავადაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც „კავკასუს ონლაინისთვის” ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში დააზღვევს მათ კლიენტებს შესაძლო ზარალისგან და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ანალოგიური ხარისხის ალტერნატიულ სერვისებზე

ცხადია, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და ასევე რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს. ამავდროულად, გაურკვეველია სადამდე გაგრძელდება არსებული დავა და რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან აბონენტები ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე.

– თქვენ ახსენეთ კონკურენტები, რეალურად როგორ აისახება მსგავსი გადაწყვეტილება კონკურენტულ გარემოზე და თუ გახსენდებათ ფაქტი, როდესაც მსგავსი ვითარების გამო კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაცია შეეჩერებინა კომპანიისათვის?

- რაც შეეხება კონკურენციას, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე, ვინაიდან ბაზარზე სამის ნაცვლად მხოლოდ ორი კომპანია დარჩება, რომელთაც ინტერნეტი თურქეთიდან და რუსეთიდან შემოაქვთ. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ „კავკასუს ონლაინი” ინტერნეტს აწვდის ჩვენს მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს, შესაბამისად უცნობია ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში, რამდენად შეძლებს ბაზარზე დარჩენილი ორი კომპანია მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კომუნიკაციების კომისია თავადაც ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად. კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას.

რაც შეეხება წარსულ გამოცდილებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო, რადგანაც საქართველოს კომუნიკაციების კომისიას აქამდე არ მოუთხოვია უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული გარიგების გაუქმება კომისიისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულების დარღვევის გამო. იმ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირის აქციები გადაცემა ხდებოდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, იყო შესაძლებელი შესაბამისი განაცხადის პოსტ-ფაქტუმ შეტანა. მაგალითად, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, VEON Georgia-ს ბენეფიციარული მფლობელობა შეიცვალა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე, კომისიამ უბრალოდ მოითხოვა განცხადების პოსტ-ფაქტუმ შეტანა, და არ დაუყენებია შემდგარი გარიგების კანონიერების საკითხი. ამჯერად, კომისიამ ანალოგიურ შემთხვევაში აირჩია სრულიად სხვაგვარი მიდგომა, როდესაც კომპანიას მოსთხოვა გარიგების გაუქმება.

ასევე, კომუნიკაციების კომისია არ შეწინააღმდეგებია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის – „სილქნეტის“ აქციების გადაცემას უცხო ქვეყნის, კერძოდ ყაზახეთის მოქალაქისათვის. კომისიის განმარტებით, ის, რომ ყაზახეთის აღნიშნული მოქალაქე არ იყო დაკავშირებული საქართველოში რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირებთან, იყო საკმარისი წინაპირობა იმისა, რომ მის მიერ აქციების შეძენა (27.55%) ვერ შეუქმნიდა საფრთხეს კონკურენციას.

– საინვესტიციო კუთხით, რამდენად მიზანშეწონილია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება და როგორ აისახება იგი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე?

– ბუნებრივია, აღნიშნული გადაწყვეტილება საკმაოდ უარყოფითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში ინვესტიციები საქართველოში საკმაოდ შემცირებულია.როდესაც მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანიდან შემოსულ ინვესტორს, გაუგებარი მიზეზების გამო ფაქტობრივად აძევებ ქვეყნიდან, ბუნებრივია ეს საკმაოდ უარყოფითი სიგნალია ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, თუკი გარკვეული დარღვევები არსებობს ამაზე შესაბამისი რეაგირება საჭიროა, თუმცა არა მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გადადგმის ხარჯზე.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, მე მოვისმინე „კავკასუს ონლაინის“ დირექტორის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ამ გარიგების შემდგომ იგეგმებოდა შავ ზღვაში არსებული კაბელის მეშვეობით აზერბაიჯანიდან კასპიის ზღვის გავლით, ჩინეთისა და ინდოეთისთვის ინტერნეტის მიწოდება და მან ეს პროექტი „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანსაც“ კი შეადარა. თუკი ეს პროექტი რეალობას შეესაბამება და სავარაუდოდ ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიასაც ექნება, მაშინ, ჩემი აზრით, მსგავს პერსპექტივაზე უარის თქმა ყოვლად დაუშვებელია. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ექნება რეალური პერსპექტივა, გახდეს უმნიშვნელოვანესი პროექტის ნაწილი და ინტერნეტ ჯაჭვის უმთავრესი რგოლი. ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, ინტერნეტის მიწოდებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტზეა საუბარი, იგი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენთვის.

მსგავს სიტუაციაში, ნებისმიერი დესტაბილიზაცია დარტყმის ქვეშ დააყენებს არამარტო საქართველოს, არამედ იმ უდიდეს ქვეყნებსაც ვისაც ჩვენი გავლით მიეწოდებათ ინტერნეტი. ამიტომაც, მოვუწოდებ კომუნიკაციების კომისიას, კარგად დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ ის რისკები რაც შეიძლება მოჰყვეს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

NS

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

რე|ბანკი მომხმარებელს განახლებულ ტოპ|ქარდს სთავაზობს