სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკითხა, გინდა ჩემთან ივარჯიშოო, დავთანხმდი და მის სოფელში წავედით..." - როგორ "იშვილა" პანდემიისას ქართველმა მწრთვნელმა ინდოელი ძიუდოისტი
"მკითხა, გინდა ჩემთან ივარჯიშოო, დავთანხმდი და მის სოფელში წავედით..." - როგორ "იშვილა" პანდემიისას ქართველმა მწრთვნელმა ინდოელი ძიუდოისტი

ინ­დო­ე­თის პენ­ჯა­ბი­სა და ჰა­რი­ა­ნას შტა­ტე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან გა­ზეთ "The Tribune"-ში 20 ივ­ნი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გამო ჩარ­ჩე­ნი­ლი ინ­დო­ე­ლი ძი­უ­დო­ის­ტის თავ­გა­და­სა­ვა­ლია გად­მო­ცე­მუ­ლი (ავ­ტო­რი - რავი ჯა­ლი­ვა­ლი).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა მწრთვნელ­მა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ათე­ნის 2004 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ა­გე­ბი­ნა, ახლა, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს, ინ­დო­ე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ჯას­ლინ სა­ი­ნი "იშ­ვი­ლა", რო­მე­ლიც მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში 56-ე ად­გილ­ზეა. მა­მუ­კა ყი­ზი­ლაშ­ვილ­მა თა­ვის სო­ფელ­ში, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, ჯას­ლინ სა­ი­ნი არა­მარ­ტო სა­მუ­შა­ო­თი და სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო, არა­მედ მისი მწრთვნე­ლიც გახ­და.

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი ტო­კი­ო­ში რომ გეგ­მის მი­ხედ­ვით გა­მარ­თუ­ლი­ყო, ჯას­ლინ სა­ი­ნი მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებ­და: მან საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ნორ­მა­ტი­ვე­ბი ჩა­ა­ბა­რა და აზი­ის კონ­ტი­ნენ­ტურ კვო­ტა­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ას მისი სა­ხე­ლი 29 ივ­ნისს უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, მაგ­რამ პრე­ზენ­ტა­ცია გა­და­ი­დო - თვით ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გა­და­დე­ბის გამო.

ჯას­ლინ სა­ი­ნი, პენ­ჯა­ბის პო­ლი­ცი­ის კონ­სტებ­ლი, მე­ო­რე სპორ­ტსმე­ნია გურ­დას­პუ­რი­დან (ქა­ლა­ქი პენ­ჯა­ბის შტატ­ში - ს.კ.), რო­მელ­მაც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში პა­ექ­რო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. პირ­ვე­ლი იყო ავ­ტარ სინ­გჰი - რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს თა­მა­შე­ბის მო­ნა­წი­ლე. სა­ერ­თოდ კი, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის 124-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში ინ­დო­ე­თი­დან სულ ოთხი ძი­უ­დო­ის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ჯას­ლინ სა­ი­ნი, რო­მელ­მაც 66 კი­ლოგ­რა­მი­ან წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში 2019 წელს გა­მარ­თულ თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ჩემ­პი­ო­ნატ­სა და სამ­ხრე­თა­ზი­ურ თა­მა­შებ­ში ოქ­როს მედ­ლე­ბი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, თბი­ლის­ში 8 მარტს ჩა­ვი­და ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც 25 მარტს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო, ტურ­ნი­რი გა­უქ­მდა. ასე აღ­მოჩ­ნდა პენ­ჯა­ბე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი-ძი­უ­დო­ის­ტი მარ­ტოდ­მარ­ტო უცხო ქვე­ყა­ნა­ში, თით­ქმის ჯი­ბე­ცა­რი­ელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მა­მუ­კამ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მა­ღა­ლა­ა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მწრთვნე­ლია, ინ­დო­ე­ლი ჭა­ბუ­კი თა­ვის მშობ­ლი­ურ ახ­მე­ტა­ში წა­იყ­ვა­ნა და კვე­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნით და სა­მუ­შა­ო­თი უზ­რუნ­ველ­ყო. სხვა­თა შო­რის, ახ­მე­ტი­და­ნაა ძი­უ­დო­ის­ტი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რიც, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დათო
5

შე კაი კაცო საქართველოში დაილია ობოლი და მიუსაფარი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მკითხა, გინდა ჩემთან ივარჯიშოო, დავთანხმდი და მის სოფელში წავედით..." - როგორ "იშვილა" პანდემიისას ქართველმა მწრთვნელმა ინდოელი ძიუდოისტი

"მკითხა, გინდა ჩემთან ივარჯიშოო, დავთანხმდი და მის სოფელში წავედით..." - როგორ "იშვილა" პანდემიისას ქართველმა მწრთვნელმა ინდოელი ძიუდოისტი

ინდოეთის პენჯაბისა და ჰარიანას შტატების ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ "The Tribune"-ში 20 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო ჩარჩენილი ინდოელი ძიუდოისტის თავგადასავალია გადმოცემული (ავტორი - რავი ჯალივალი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"საქართველოს მთავარმა მწრთვნელმა, რომელმაც თავისი თანამემამულეს ზურაბ ზვიადაურს ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოაგებინა, ახლა, კორონავირუსის პანდემიის დროს, ინდოელი ძიუდოისტი ჯასლინ საინი "იშვილა", რომელიც მსოფლიო რეიტინგში 56-ე ადგილზეა. მამუკა ყიზილაშვილმა თავის სოფელში, კახეთის რეგიონში, ჯასლინ საინი არამარტო სამუშაოთი და საცხოვრებლით უზრუნველყო, არამედ მისი მწრთვნელიც გახდა.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში რომ გეგმის მიხედვით გამართულიყო, ჯასლინ საინი მასში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა: მან საკვალიფიკაციო ნორმატივები ჩააბარა და აზიის კონტინენტურ კვოტაში თავისი ადგილი დაიკავა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას მისი სახელი 29 ივნისს უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ პრეზენტაცია გადაიდო - თვით ოლიმპიური თამაშების გადადების გამო.

ჯასლინ საინი, პენჯაბის პოლიციის კონსტებლი, მეორე სპორტსმენია გურდასპურიდან (ქალაქი პენჯაბის შტატში - ს.კ.), რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში პაექრობის უფლება მოიპოვა. პირველი იყო ავტარ სინგჰი - რიო-დე-ჟანეიროს თამაშების მონაწილე. საერთოდ კი, ოლიმპიური თამაშების 124-წლიან ისტორიაში ინდოეთიდან სულ ოთხი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ჯასლინ საინი, რომელმაც 66 კილოგრამიან წონით კატეგორიაში 2019 წელს გამართულ თანამეგობრობის ჩემპიონატსა და სამხრეთაზიურ თამაშებში ოქროს მედლები აქვს მოპოვებული, თბილისში 8 მარტს ჩავიდა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის, რომელიც 25 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, ტურნირი გაუქმდა. ასე აღმოჩნდა პენჯაბელი პოლიციელი-ძიუდოისტი მარტოდმარტო უცხო ქვეყანაში, თითქმის ჯიბეცარიელ მდგომარეობაში. მამუკამ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მაღალაანაზღაურებადი მწრთვნელია, ინდოელი ჭაბუკი თავის მშობლიურ ახმეტაში წაიყვანა და კვებით, საცხოვრებელი ბინით და სამუშაოთი უზრუნველყო. სხვათა შორის, ახმეტიდანაა ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაურიც, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი. წაიკითხეთ სრულად

მოიგე „ხელფასი“ და აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება!

ემოციური დამშვიდობება მაშველ ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები